განაჩენი

სისხლის სამართლის 11.03.2019
საქმის ნომერი
330100116001666186
ინსტანცია
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1/ბ-157-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - თ--------------–--ის,ადვოკატ - ნ-----------–-–---–ის,გამართლებულ - ბ-----------------–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ბ-----------------–---–ისა და მისი ადვოკატის ნ-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ბ-----------------------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა------------------------–ი მატანი; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით:

 

ბ-----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

 

ბ-----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 27 დეკემბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 10 დეკემბრიდან, 2017 წლის 10 იანვრის ჩათვლით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

 

ბ-----------------–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 05 აპრილს, დაახლოვებით 04:00 საათზე ქ.თბილისში, ქ--------–-------–----------------ში არსებულ ბაზრობაზე გ------------–----–-–---–მა და ბ-----------------–---–მა დააზიანეს ზ--------–-–----ის მფლობელობაში არსებული საცავის კარი, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ 570 ცალ ლაზერულ დისკს, ერთ ცალ დინამიკს, ერთ ცალ ხმის გამაძლიერებელს, სამ ცალ პულტს და ორ ცალ DVD მოწყობილობას, საერთო ჯამში ღირებულს 2090 (ორიათასოთხოცდაათი) ლარად. მათი ქმედება შემჩნეულ იქნა დაცვის თანამშრომლის მიერ, რის შემდეგადაც გ------------–----–-–---–ი დაკავებულ იქნა ადგილზე, ხოლო ბ-----------------–---–მა შეძლო შემთხვევის ადგილიდან მიმალვა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ბ-----------------–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-----------–-–---–მა, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და ბ-----------------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

დაცვის მხარე მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლო აღნიშნული განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების - გ--------------–---–ისა და ი-----–------------ის ჩვენებებს. სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მოყვანილია განაჩენში, არც პირდაპირ და არც ირიბად არ მიანიშნებენ ბ-----------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. მსჯავრდებული ბ-----------------–---–ი 2016 წლის 5 აპრილს საერთოდ არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე, თუმცა პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების გაზიარების შემთხვევაშიც კი, გამორიცხულია ბ-----------------–---–ის დანაშაულში მონაწილეობის უტყუარად მიჩნევა, ვინაიდან საქმის არსებითი განხილვისას არ არის დაკითხული მოწმე ე-----–----------ე, რომელიც შეესწრო დანაშაულის ჩადენას და დაინახა ორივე დამნაშავე. ხოლო გ--------------–---–ი და ი-----–------------ი არ იყვნენ ფაქტის შემსწრე პირები. მათი განმარტებით, ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლისას ე-----–---------ას უკვე დაკავებული ყავდა ერთი პირი, ხოლო ბ-----------------–---–ი დაინახეს შორიახლოს. ამდენად, აპელანტს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო სათანადოდ დაესაბუთებინა ბ-----------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა და ითხოვს მის მიმართ გამამრთლებელი განაჩენის გამოტანას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

პროკურორმა თ--------------–--ემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი იმ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს დებულებათა გაზიარებისა და ბ-----------------–---–ის მიმართ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა. სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი აღნიშნული დასკვნების დასაბუთებისას სასამართლო უპირველს ყოვლისა წარმოაჩენს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, შემდეგ კი ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე და იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ზ--------–-–----ემ განაცხადა, რომ დაახლოებით 18 წელია მუშაობს ქ--------–-------–----------------ში არსებულ ,,ისნის“ ბაზრობაზე, ვიდეო-აუდიო დისკების გამყიდველად. 2016 წლის 05 აპრილს, დილით ადრე, გამთენიისას დაურკა ბაზრობაზე მომუშავე მისმა მეგობარმა იური ვართანოვმა, რომელმაც აუხსნა, რომ მისი მაგიდა იყო გატეხილი. პირველ ჯერზე მან არ დაიჯერა მეგობრის მონაყოლი, მაგრამ მეორედ დარეკვის შემდეგ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. მოწმის განმარტებით, მის სამუშაო ადგილას დგას რკინის კონსტრუქციით შეკრული სტენდი, რომელიც ამასთანავე არის მაგიდაც და დახლიც. საღამოს, მუშაობის დამთავრების შემდეგ მასში ალაგებს საქონელს და კეტავს ბოქლომით. სწორედ აღნიშნული დახლი დახვდა გატეხილი, კერძოდ, გვერდით, მარჯვენა მხარეს მოხსნილი ჰქონდა ე.წ. დაფა, დაახლოებით 1მ სიგრძის და 20 სმ სიგანის. ხოლო თვითონ ბოქლომი დაზიანებული არ ყოფილა. მოწმის განმარტებით, დაფის ამოღების შედეგად თავისუფლადაა შესაძლებელი, სტენდის/მაგიდის შიგნით არსებული სივრციდან ამოღებული იქნეს საქონელი. შემთხვევის დროს მასში მოთავსებული ჰქონდა 570 ცალი ვიდეო-აუდიო დისკი, ერთ ცალი ხმის გამაძლიერებელი და ორი ცალი DVD მოწყობილობა, თავისი პულტებით, საიდანაც ყველაფერი წაღებული იყო. იგი ესწრებოდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, რა დროსაც ნახა, რომ მისი საცავიდან აღებული ნივთები ელაგა ცოტა მოშორებით, ერთ დიდ ყუთში, ხოლო სტენდის ნაწილი - დაფა, იქვე იდო. დანაშაულებრივი ქმედებით მას მიადგებოდა 3 000 (სამიათასი) ლარამდე ოდენობის ქონებრივი ზიანი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--------------–---–მა განაცხადა, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ბრალდებული ბ-----------------–---–ი 2016 წლის მარტის ბოლოს დაკავებული ყავდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი 166-ე,173-ე მუხლების საფუძველზე, რის შემდეგადაც სასამართლოს მიერ იგი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და მის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა. 2016 წლის 05 აპრილს, მეწყვილესთან - ი-----–------------თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მეტრო „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. გამთენიისას ისნის ე.წ. „დაშლილების“ ბაზრობის მხრიდან გაიგეს ყვირილის ხმა, შევიდნენ ცენტრალური შესასვლელიდან და აღმოსავლეთის მხარეს დაინახეს, რომ დაცვის უნიფორმაში ჩაცმულ ახალგაზრდა მამაკაცს ხელით ყავდა დაჭერილი პიროვნება (გ------------–----–-–---–ი), ხოლო ბ-----------------–---–ი იდგა რამდენიმე მეტრის მოშორებით. მან (გ--------------–---–მა) დაუძახა - „ბ--------------ი არ აქვს, ნუ გარბიხარ, გიცნობო“, თუმცა იგი არ გაჩერებულა. შემთხვევის ადგილზე იყო კარგი, ხელოვნური განათება. დაცვის თანამშრომელი გაეცნოთ როგორც - ე-----–----------ე, ხოლო მის მიერ დაკავებული პირი იყო გ------------–----–-–---–ი, რომელიც ამ ფაქტამდე მათ მიერ ბ-----------------–---–თან ერთად იყო დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის. ე-----–----------ემ აუხსნათ პოლიციელებს, რომ ერთ-ერთი დახლიდან ბ-----------------–---–ი და გ------------–----–-–---–ი ცდილობდნენ ლაზერული დისკების მოპარვას. დახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით ნახა დიდი მუყაოს ყუთი, სადაც ეწყო დისკები, პულტი, დინამიკის მსგავსი მოწყობილობა და DVD მოწყობილობა. აღნიშნულის შესახებ აცნობა ხელმძღვანელობას, შეადგინა პატაკი და დაიწყო გამოძიება. მათ მიერ დაკავებული იქნა გ------------–----–-–---–ი, ხოლო ბ-----------------–---–ის დაკავება ვერ მოხერხდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–------------მა განაცხადა, რომ 2016 წლის 5 აპრილის მდგომარეობით მუშაობდა ქ------–--------------------ს სამმართველოს მე-11 განყოფილებაში. შემთხვევის ღამეს მეწყვილესთან - გ--------------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაახლოებით 5 საათზე, ბაზრობის მხრიდან შემოესმათ ყვირილის ხმა. შევიდნენ ცენტრალური შესასვლელიდან და დაინახეს დაცვის თანამშრომელი ე-----–----------ე, რომელსაც დაკავებული ყავდა ერთი პიროვნება, ხოლო სხდომაზე წარმოდგენილი პირი (მიუთითა ბ-----------------–---–ზე), იდგა ცოტა მოშორებით. ეს უკანასკნელი რამდენიმე ხნით (დაახლოებით ერთი თვით) ადრე დაკავებული ყავდათ ადმინისტრაციული წესით და იქიდან იცნობდა. თავად ბ-----------------–---–იც იცნობდა მას (ი-----–------------ს), ასევე გ--------------–---–ს და მათი დანახვისთანავე გაიქცა. შემთხვევის ადგილზე ნახეს გატეხილი დახლი, საიდანაც ამოღებული იყო დისკები და ეწყო იქვე მუყაოს ყუთში. ე-----–----------ემ აუხსნათ, რომ აღნიშნული ქმედება ამ ორმა პიროვნებამ ჩაიდინა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------------–----–-–---–მა განაცხადა, რომ 2016 წლის 05 აპრილს ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, რა დროსაც ბ-----------------–---–ი მასთან ერთად არ იმყოფებოდა, ეს უკანასკნელი 2 აპრილის შემდეგ არ ყავდა ნანახი. დაკავება მოხდა ღამე, თუმცა ტერიტორია განათებული იყო. იგი გასამართლებულია ქურდობის მცდელობისათვის, რასაც არ აღიარებს. მისი მხრიდან ქურდობის მცდელობას არ ქონია ადგილი. ბ-----------------–---–ი ნანახი ყავს სულ ორჯერ, მიუხედავ იმისა, რომ ერთი სოფელიდან არიან; სოფელში ხშირად არ ჩადის. თავად ცხოვრობს ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე და შემთხვევის დროს მაღაზიაში იყო გასული სიგარეტის საყიდლად. ასევე ადასტურებს, რომ ბ-----------------–---–თან ერთად 31 მარტს დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით და ბონდო ნახა 2 აპრილს სასამართლო სხდომაზე. სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ბონდო წავიდა სოფელში და მას მერე აღარ უნახავს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა: ი-–-------------------------–---------------–---------------მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.

 

2016 წლის 05 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილზე - ქ.თბილისი, ისნის ბაზრობის პირველი შესახვევი, მე-8 ადგილი, განთავსებულია დახლი, რომელიც იკეტება ბოქლომით, მას მარჯვენა მხარეს აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედების კვალი. დახლის წინ მარჯვენა მხარეს ძირს გდია ფიცარი, კონსერვის ქილა, სკამი, შავი ფერის დამტენი, წარწერებიანი პლასტმასის კოლოფი. დახლის ქვეშ ყრია მუყაოს ყუთები, რომლის ყუთში აგდია სხვადასხვა სახის ლაზერული დისკები კოლოფებთან ერთად. დახლიდან დაახლოვებით 10-15 მეტრში დევს მუყაოს ქაღალდის ყუთი, რომლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს არის დახლები, მუყაოს ფერის ყუთში მოთავსებულია 570 ცალი სხვადასხვა სახის ლაზერული დისკი, ერთი ცალი დინამიკი, ერთი ცალი ხმის გამაძლიერებელი, ორი ცალი DVD დისკი და 3 ცალი პულტი.

 

ამდენად, ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, პალატამ უნდა დაადგინოს - ჩაიდინა თუ არა ბ-----------------–---–მა ბრალად წარდგენილი დანაშაული და მიიღო თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. მტკიცებულებათა შეფასების დროს პალატა ხელმძღვანელობს იმ მაღალი სტანდარტებით, რომლებიც დადგენილია ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო კონვენციებით, კერძოდ:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მეშვიდე პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამდენად, ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლებების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, საკმარისი და რელევანტური მტკიცებულებების საფუძველზე. სწორედ აღნიშნულ კონტექსტში უნდა შეფასდეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები - თუ რამდენად არიან ისინი უტყუარი, საკმარისი და ურთიერთთავსებადი.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, რომლის შინაარსი მთელი თავისი არსით, საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დაცვისკენაა მიმართული. აღნიშნული მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია საკმარისად წარდგენილ ბრალდებაში ბ-----------------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის, რასაც სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება და განმარტავს, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ბ-----------------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს, რამდენადაც პროკურორმა სასამართლოში ვერ წარმოადგინა არათუ მტკიცებულებათა ერთიობლიობა, არამედ თუნდაც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც უტყუარად მიანიშნებდა ბ-----------------–---–ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე.

 

ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას წარმოადგინა და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თუმცა მათი ანალიზის შედეგად შეუძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ 2016 წლის 05 აპრილს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ქ--------–-------–----------------ში არსებულ ბაზრობაზე ბ-----------------–---–მა გ------------–----–-–---–თან ერთად დააზიანა ზ--------–-–----ის მფლობელობაში არსებული საცავის კარი, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სცადეს დაუფლებოდნენ 2090 (ორიათასოთხოცდაათი) ლარის ღირებულების სხვადასხვა ნივთებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში კი აშკარაა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ სარწმუნო, დამაჯერებელ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბ-----------------–---–ის ბრალეულობას.

 

ბ-----------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ემყარება დაზარალებულ ზ--------–-–----ის ჩვენებას, მოწმეების გ--------------–---–ის და ი-----–------------ის ჩვენებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს. პალატა აღნიშნული მტკიცებულებების შეფასებაში ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ ზ--------–-–----ის ჩვენებით და შემთხვევის ადგილის დათვალირების ოქმით დგინდება მხოლოდ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის მცდელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარება. ზ--------–-–----ე მის სამუშაო ადგილზე მივიდა მას შემდეგ, რაც დაურეკეს და უთხრეს, რომ დაზიანებული იყო მისი ნივთების შესანახი საცავი და შესაბამისად, არ შეუძლია მიუთითოს - თუ ვინ ჩაიდინა აღნიშნული. ამასთან, შემთხვევის ადგილის დათვლიერების ოქმში ასახული ინფორმაციიდანაც არც ერთ შემთხვევაში არ ირკვევა დანაშაულთან ბ-----------------–---–ის რაიმე სახის შემხებლობა.

 

ბრალდებულის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს ადასტურებენ მხოლოდდამხოლოდ პოლიციის თანამშრომლები - გ--------------–---–ი და ი-----–------------ი; თუმცა, უშუალოდ ზ--------–-–----ის კუთვნილი რკინის საცავი დაზიანებისა და იქიდან ნივთების დაუფლების დროს არც ისინი იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე. მათი განმარტებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ისნის ბაზრობის მხრიდან შემოესმათ ყვირილის ხმა. ადგილზე მისულებს დახვდათ დაცვის თანამშრომელი ე-----–----------ე, რომელსაც დაკავებული ყავდა გ------------–----–-–---–ი, ხოლო ბრალდებული ბ-----------------–---–ი იდგა რამდენიმე მეტრში. პოლიციის თანამშრომლებს დაზიანებულ რკინის საცავთან, ან იქიდან დაუფლებულ ნივთებთან, ბ-----------------–---–ის რაიმე სახის შემხებლობა არ დაუდასტურებიათ; განმარტეს, რომ მათი დანახვისას ბ-----------------–---–ი გაიქცა. ამ პირობებში, ბრალდების მხარის ვერსია, რომ ბ-----------------–---–მა თანმხლებ პირთან ერთად დააზიანა ზ--------–-–----ის კუთვნილი საცავი და ცდილობდა ნივთების მოპარვას, შესაძლოა გამყარებულიყო მოწმე ე-----–----------ის ჩვენებით, რაც საქმის არსებითი განხილვისას არ გამოკვლეულა. პოლიციის თანამშრომელთა განმარტებით, სწორედ ე-----–----------ე შეესწრო დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ამიტომ, მისი ჩვენებით შესაძლოა დადგენილიყო ბ-----------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენასა და მის გაქცევას შორის ერთიანი ჯაჭვის არსებობა, რომლის უწყვეტრობაც მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია.

 

გ--------------–---–მა და ი-----–------------მა სასამართლოს მოახსენეს, რომ როგორც ე-----–----------ემ აუხსნათ, სწორედ შემთხვევის ადგილზე მყოფი ეს ორი პიროვნება - გ------------–----–-–---–ი და ბ-----------------–---–ი ცდილობდნენ ქურდობის ჩადენას. პალატას პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საუძველი არ გააჩნია, თუმცა ისინი ბ-----------------–---–ის მიერ ქურდობის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარმოადგენენ ირიბ მოწმეებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1------ გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. შესაბამისად, მოწმის ჩვენება, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ძირითად საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. მხოლოდ ის გარემოება, რომ პოლიციის თანამშრომლების დანახვაზე ბ-----------------–---–ი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, ვერ გახდება პირის მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან სახეზე არ არის უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში საჭირო იყო დამატებითი, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც ბრალდების მხარის მიერ არ მომხდარა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა ბ-----------------–---–ის მონაწილეობა ქურდობის მცდელობის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობის ჩადენაში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს, ასევე შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული შეფასებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ-----------------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლი მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენი ბ-----------------–---–ის მიმართ უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბ-----------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი;

 

ბ-----------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბ-----------------–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

ბ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით, გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად ყადაღადადებულ უძრავ ქონებას (მესაკუთრე: ხარება ბათურიშვილი; მდებარე: ახმეტის რაიონი, სოფელი მატანი; საკადასტრო კოდი 5-----------) მოეხსნას ყადაღა.

 

ბ-----------------–---–ს აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: ლაზერული დისკები და ელექტროტექნიკა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; ერთი ცალი დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე