განაჩენი

სისხლის სამართლის 25.09.2019
საქმის ნომერი
330100114459489
თარიღი
25.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1850-14 (№------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 სექტემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თ----- შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ------- შ---------

 

დაცვის მხარე:

 

1. ბრალდებული - ქ-------------- მ-----–---–ი - დაბადებული 1--- წლის 2--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ–--------------–-------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი

 

2. ბრალდებული - ა-–-- გ--------ი - დაბადებული 1--- წლის 3---------ს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: რ------------------–--------–-----------------------------------ში

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 2 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-3 ნაწილი

 

3. ბრალდებული - ა-–---------ი - დაბადებული 1--- წლის 1------------ს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: რ------------------–-----------------–-----–-------–---------------ში

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი

 

4. ბრალდებული - ლ-–- ზ----ს ძე გ-------ე - დაბადებული 1--- წლის 1-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ–--------------–-------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი

 

5. ბრალდებული - ლ---- მ-----ის ძე ც------ია - დაბადებული 1--- წლის 1--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს------------------------------–------------------------–----------------–-----------------------------ში

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 2 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-3 ნაწილი

 

6. ბრალდებული - ჯ--- რ----–--ის ძე მ----ა - დაბადებული 1--- წლის 2--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ზ------------------------------ში

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი

 

7. ბრალდებული - კ---- ზ------ის ძე ხ-----–---ია - დაბადებული 1--- წლის 1-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ზ----------------–-------------ში

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი

 

8. ბრალდებული - რ----–--------–----ი - დაბადებული 1--- წლის 9-----------ს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: რ-------------–-----------------------------------ში

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი

 

9. ბრალდებული - რ----–-----------ი - დაბადებული 1--- წლის 1------------ს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: რ-------------–-------------------------–---------------------------------------ში

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი

 

ადვოკატები - ს---–--- კ------ე, ს------ მ--------ია, მ------ გ------ია, თ----- დ----------–---–ი, ე-–----- გ---–-ა

 

თარჯიმანი - ხ------- ს------ე

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ლ---- ც------იას და ა-–-----------ის ეპიზოდები

 

ლ---- ც------იასა და ა-–-- გ--------მს ბრალი დაედოთ მასში, რომ ჩაიდინეს ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად საგნის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1.1. 2014 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 23:50 საათზე, ლ---- ც------ია, კ---- ხ-----–---ია, ა-–-- გ--------ი, ქ-------------- მ-----–---–ი, ჯ--- მ----ა, ლ-–- გ-------ე, რ----–--------–----ი, რ----–-----------ი და ა-–---------ი იმყოფებოდნენ ქ------–--–-------–-------------ში მდებარე რესტორან „------–-----აში", სადაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა ძალადობით, კერძოდ: ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს რესტორან „------–-----ას“ სტუმრებსა და მომსახურე პერსონალს, რის შედეგადაც ფიზიკური დაზიანებები მიიღეს კ--- გ-----ემ, გ------------------ემ, ლ-–-----------ემ, გ-------------–--ემ და თ------------ემ.

 

ამასთანავე, ლ---- ც------იამ რესტორან „------–-----ას“ ინვენტარის - ხის სკამის გამოყენებით ფიზიკური სახის დაზიანება მიაყენა გ-------------–--ეს, ხოლო ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოირჩეოდა აგრესიით და მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა. მათი დანაშაულებრივი ქმედების გამო, რესტორანმა დროებით შეწყვიტა მუშაობა, იქ მყოფი მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მომხდარის გამო და იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია.

 

1.2. 2014 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 23:50 საათზე, ა-–-- გ--------ი, კ---- ხ-----–---ია, ქ-------------- მ-----–---–ი, ჯ--- მ----ა, ლ-–- გ-------ე, რ----–--------–----ი, რ----–-----------ი, ა-–---------ი და ლ---- ც------ია, იმყოფებოდნენ ქ------–--–-------–-------------ში მდებარე რესტორან "------–-----აში", სადაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა ძალადობით, კერძოდ: ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს რესტორან „------–-----ას“ სტუმრებსა და მომსახურე პერსონალს, რის შედეგადაც ფიზიკური დაზიანებები მიიღეს კ--- გ-----ემ, გ------------------ემ, ლ-–-----------ემ, გ-------------–--ემ და თ------------ემ.

 

ამასთანავე, ა-–-- გ--------მა რესტორან „------–-----ას“ ინვენტარის - ხის სკამის გამოყენებით ფიზიკური სახის დაზიანება მიაყენა ლ-–-----------ეს, ხოლო ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, გამოირჩეოდა აგრესიით და მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა. მათი დანაშაულებრივი ქმედების გამო, რესტორანმა დროებით შეწყვიტა მუშაობა, იქ მყოფი მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მომხდარის გამო და იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია.

 

რ----–-----------ის, რ----–--------–----ის, ა-–---------ის, ჯ--- მ----ას, კ---- ხ-----–---იას, ლ-–- გ-------ის, ქ-------------- მ-----–---–ის ეპოზოდები

 

ქ-------------- მ-----–---–ს, რ----–-----------ს, რ----–--------–----ს, ა-–---------ს, ჯ--- მ----ას, კ---- ხ-----–---იას, ლ-–- გ-------ეს ბრალი დაედოთ მასში, რომ ჩაიდინეს ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2014 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 23:50 საათზე, რ----–--------–----ი, კ---- ხ-----–---ია, ა-–-- გ--------ი, ქ-------------- მ-----–---–ი, ჯ--- მ----ა, ლ-–- გ-------ე, რ----–-----------ი, ა-–---------ი და ლ---- ც------ია იმყოფებოდნენ ქ------–--–-------–-------------ში მდებარე რესტორან "------–-----აში", სადაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა ძალადობით, კერძოდ: ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს რესტორან „------–-----ას“ სტუმრებსა და მომსახურე პერსონალს, რის შედეგადაც ფიზიკური დაზიანებები მიიღეს კ--- გ-----ემ, გ------------------ემ, ლ-–-----------ემ, გ-------------–--ემ და თ------------ემ. მათი დანაშაულებრივი ქმედების გამო, რესტორანმა დროებით შეწყვიტა მუშაობა, იქ მყოფი მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მომხდარის გამო და იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება ლ---- ც------იასა და ა-–-----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 2 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ასევე სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება რ----–-----------ის, რ----–--------–----ის, ა-–---------ის, ჯ--- მ----ას, კ---- ხ-----–---იას, ლ-–- გ-------ის, ქ-------------- მ-----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ლ---- ც------იას, ა-–-----------ის, რ----–-----------ის, რ----–--------–----ის, ა-–---------ის, ჯ--- მ----ას, კ---- ხ-----–---იას, ლ-–- გ-------ის, ქ-------------- მ-----–---–ის ბრალეულობას.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულ კ------- გ-----ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 19 საათისთვის, მეგობრებთან: გ------------------ესთან, რ----- მ---------ესთან, მ--- ჯ--------ესთან და ლ--–- ლ------–---–თან ერთად იმყოფებოდა ო--------–აში მდებარე რესტორან ,-------–-----აში“. რ----- მ---------ე და მ--- ჯ--------ე გავიდნენ საცეკვაოდ. ცეკვის დასრულების შემდეგ, მათ მაგიდასთან მივიდა კ---- ხ-----–---ია, რომელმაც სთხოვა ცეკვა და ხელი მოკიდა მ---ს, მაგრამ ქალბატონს არ სურდა გაყოლა. რ----- მ---------ემ უთხრა კ---- ხ-----–---იას, რომ ქალბატონისთვის გაეშვა ხელი. მოწმის განმარტებით, როდესაც შეატყო დაძაბულობა, მათთან ახლოს მივიდა და სთხოვა კ---- ხ-----–---იას დამშვიდებულიყო, თუმცა მისი მოწოდების მიუხედავად, კ---- ხ-----–---ია გახდა უფრო აგრესიული და დაარტყა სახეში. დარტყმის შემდეგ, კიდევ მოუწოდა მოწმემ სიმშვიდისაკენ, მაგრამ იგი კვლავ აგრესიული იყო, რა დროსაც ფეხზე ადგა გ------------------ეც, რადგან კ.გ-----ის სახეზე დაინახა სისხლი, თუმცა მეგობართან მისვლა ვერ მოასწრო, რადგან ამ დროს გამოჩნდნენ ლ---- ც------ია და ა-–-- გ--------ი, რომლებიც ურტყამდნენ წაქცეულ გ------------------ეს. მოწმის განმარტებით, სკამი ხელში ეჭირა მხოლოდ ც------იას, თუმცა გ.ფ--------ისათვის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს. კ------- გ-----ეს ორჯერ მოხვდა მუშტი და დაზიანებები მიიღო ტუჩზე და თვალთან. მოწმის განმარტებით ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით 10 წუთი, თავად მხოლოდ თავს იცავდა და ცდილობდა მოჩხუბართა დამშვიდებას რესტორნის პერსონალთან და დაცვის თანამშრომლებთან ერთად. გამოძიების ეტაპზე ამოცნობაში მონაწილეობა არ მიუღია, რესტორანში მიუთითა გამომძიებელს ჩხუბში მონაწილე პირებზე, რომელთაგან ლ.ც------იასა და ალ.გ--------ის გარდა, კონკრეტულად ვინ რა მოქმედებას ახორციელებდა არ ახსოვს.

 

დაზარალებულ გ------------------ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის 26 იანვარს, საღამოს საათებში, რესტორან ,-------–-----აში“ იმყოფებოდა კ------- გ-----ესთან, რ----- მ---------ესთან, მ--- ჯ--------ესთან და ლ--–- ლ------–---–თან ერთად. დაახლოებით 23 საათისათვის რ-----მა გაიყვანა მ--- საცეკვაოდ. მუსიკის შეწყვეტის შემდეგ, მას მოესმა ხმაური, იგი სცენასთან იჯდა ზურგით და უკან მიბრუნებულმა დაინახა კ--- გ-----ე, რომელსაც ცხვირიდან სდიოდა სისხლი. მასთან ერთად იყო 15-მდე ადამიანი და ჩხუბობდნენ. მოწმის განმარტებით, მივიდა სიტუაციის გასარკვევად, რა დროსაც თავში მოხვდა რაღაც საგანი და გაითიშა. გონზე მოსულს რესტორანში უკვე დახვდა საპატრულო პოლიცია. გადმოცემით იცის, რომ რ-----სა და მ---ს ცეკვის დასულების შემდეგ მიუახლოვდა კ---- ხ-----–---ია, რომელმაც მოკიდა ხელი მ---ს და უნდოდა მასთან ცეკვა. აღნიშნულის გამო დაიწყო ჩხუბი, ვინაიდან კ---- ხ-----–---იას გამოესარჩლა 10-მდე მამაკაცი და ცემეს რ----- მ---------ე, კ--- გ-----ე და რესტორნის პერსონალი. გ.ფ--------ის განმარტებით, თავად არ დაუნახავს, თუმცა კ.გ-----ისაგან იცის, რომ მას (გ------------------ეს) სკამი ჩაარტყა ა-–-- გ--------მა. დაზარალებულის განმარტებით, მათ მაგიდასა და სცენას შორის დაახოებით 10 მეტრი იყო დაშორება, ჩხუბი კი მიმდინარეობდა სცენასთან.

 

მოწმე მ--- მ---------ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის 26 იანვარს, ნათესავთან რ----- მ---------ესთან და მის მეგობრებთან: კ------- გ-----ესა და გ---- ფ--------ესთან ერთად იმყოფებოდა რესტორან „------–-----აში“. საცეკვაოდ გავიდა რ----- მ---------ესთან ერთად, რა დროსაც კ---- ხ-----–---იამ (რომელზეც მიუთითა სასამართლო სხდომის დარბაზში) ხელით ანიშნა, რომ მასთან ეცეკვა, რასაც მოყვა კონფლიქტი. თავდა პირველად სიტუაციის გარკვევაში ჩაერთო კ--- გ-----ე, რომელსაც კ.ხ-----–---იამ ხელი დაარტყა და შემდეგ გ------------------ე. მოწმე რესტორნის სამზარეულოში გაიყვანა რ----- მ---------ემ, დარბაზში დაბრუნებულს კი ყველაფერი დამტვრეული დახვდათ, გ------------------ე კი ძირს ეგდო სკამის დარტყმის შედეგად. მოწმის განმარტებით, ამოცნობაში მონაწილეობა არ მიუღია, არც გამოძიების ეტაპზე და არც ახლა არ იცის ბრალდებულთა სახელები და გვარები.

 

მოწმე რ----- მ---------ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის 26 იანვარს, მეგობრებთან: კ------- გ-----ესთან, გ---- ფ--------ესთან, მ--- მ---------ესთან და მ--- ჯ--------ესთან ერთად იმყოფებოდა რესტორან „------–-----აში“. მ--- ჯ--------ესთან ცეკვის დასრულების შემდეგ, კ---- ხ-----–---იამ ხელი მოკიდა ქალბატონს, რ-----მა კი მოსთხოვა, ხელი გაეშვა მ---სთვის. ამ დროს მათთან მივიდა კ--- გ-----ეც სიტუაციის დასაწყნარებლად. რ-----მა მ--- ჯ--------ე წაიყვანა მათი მაგიდისკენ და როდესაც უკან მოიხედა, ჩხუბი უკვე დაწყებული იყო. მოწმემ განმარტა, რომ ჩხუბი დაიწყო კ---- ხ-----–---იამ და ჩხუბობდა ბევრი ადამიანი (ვინ ჩხუბობდა და ვინ აშველებდა გარჩევა შეუძლებელი იყო), მოჩხუბართა გაშველებას ცდილობდა რესტორნის პერსონალი, დაცვის თანამშრომლები და მუსიკოსები. რ.მ---------ის ჩვენებით, გ---- ფ--------ემ დაზიანება მიიღო სკამის დარტყმის შედეგად, თუმცა ვინ დაარტყა, არ იცის, ასევე ნახა მუსიკოსი, რომელსაც თავზე აღენიშნებოდა დაზიანება.

 

მოწმე ზ----- ღ--------ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 21 საათისათვის, ი-----–- მ--–-–---–თან, გ--------------–--–---–თან და ა----------–--ესთან ერთად მივიდა რესტორან ,-------–-----აში“. მათგან სამი სუფრის მოშორებით შეამჩნიეს კ---- ხ-----–---ია და ლ---- ც------ია, რომლებიც მეგობრებთან ერთად იყვნენ. მოწმის განმარტებით, კ---- ხ-----–---ია არის მისი მეგობრის, ი-----–- მ--–-–---–ის ნათესავი და სწორედ მისგან იცნობს ლ---- ც------იას. დაახლოებით 23 საათისთვის, ზ----- ღ--------ემ სცენასთან შენიშნა არეულობა, თუმცა ხმამაღალი მუსიკის გამო, ხმა კარგად არ ისმოდა და მოწმესაც ყურადღება არ გაუმახვილებია ამ ფაქტზე. რამდენიმე წუთში ზ-----მა შენიშნა ლ---- ც------ია, რომელიც ხალხს ამშვიდებდა. მოწმის განმარტებით, მეგობრებთან ერთად მალევე დატოვა რესტორანი, დაზიანებული ადამიანები და დამტრვეული ინვენტარი არ ახსოვს, არც ვინმეს დაკავების ფაქტს შესწრებია, თუმცა ახსოვს, რომ გარეთ გასვლისას საპატრულო პოლიცია მივიდა შემთხვევის ადგილზე.

 

მოწმე ი-----–- მ--–-–---–ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის 26 იანვარს, გ--------------–--–---–თან, ა----------–--ესთან და ზ----- ღ--------ესთან ერთად მივიდა რესტორან ,-------–-----აში“, სადაც შენიშნა კ---- ხ-----–---ია და ლ---- ც------ია, მივიდა მათ მაგიდასთან და მოიკითხა. დაახლოებით 23 საათისათვის შენიშნა ჩოჩქოლი, თუმცა მუსიკის გამო ხმა კარგად არ ესმოდა და დაინახა, თუ როგორ ამშვიდებდა ხალხს ლ---- ც------ია. ყურადღება არ მიუქცევია, ისე დატოვა რესტორანი მეგობრებთან ერთად, გარეთ გასვლისას კი შენიშნა ადგილზე მისული საპატრულო პოლიცია, თუმცა არავის დაკავებას არ შესწრებია.

 

დაზარალებულ ლ-–-----------ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის 26 იანვარს, მუშაობდა რესტორან „------–-----აში“ მომღერლად. ღამით მოულოდნელად დაწყო ჩხუბი და არეულობა, შეუძლებელი იყო მოჩხუბრებისა და გამშველებლების გარჩევა. გაშველების დროს თავში მოხვდა რაღაც საგანი, თუმცა რა მოხვდა ან ვინ ჩაარტყა არ დაუნახავს. მიღებული დაზიანების გამო სამედიცინო დამხარებისათვის მიმართა ე.წ. „--------–ის“ კლინიკას. დაზარალებულის განმარტებით, ამოცნობაში მონაწილეობა არ მიუღია, გამომძიებლისაგან კი იცის, რომ მას ჩაარტყა არაქართული გვარის მქონე პი----, გამოძიების ეტაპზე დაკითხვის ოქმში დამზიანებლის გვარი შესაძლოა დააფიქსირა გამომძიებლისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

 

მოწმე ნ----------ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის მდგომარეობით მუშაობდა რესტორან „------–-----აში“ მენეჯერის თანამდებობაზე. 2014 წლის 26 იანვარს, საღამოს საათებში, რესტორანში დაახლოებით 50 მაგიდა იყო დაკავებული, საიდანაც ორ მაგიდაზე გადანაწილებულნი იყვნენ რუსულად და ქართულად მოსაუბრეები ბრალდებულები და მათი მეგობრები. აღნიშნული პირები მოწმეს დაამახსოვრდა მათი არასათანადო ქცევით და არაკორექტული საუბრით. ასევე ახსოვს დაზარალებულთა მაგიდა, სადაც ისხდნენ კ--- გ-----ე, გია ფ--------ე, რ----- მ---------ე და სამი ქალბატონი. მოწმის განმარტებით, კ---- ხ-----–---იამ მოინდომა ცეკვა ერთ-ერთ ხსენებულ ქალბატონთან. ერთი ცეკვა იცეკვეს და როდესაც ქალბატონი მაგიდისკენ მიდიოდა, კ---- ხ-----–---იამ მოკიდა ხელი, რის შედეგადაც დაიწყო ჩხუბი, სავარაუდოდ რ----- მ---------ესა და კ---- ხ-----–---იას შორის. კ----მ მოუქნია ხელი რ----- მ---------ეს, რ-----მა აიცილა და მოხვდა კ---ს, დაზიანება მიიღო ძირს დაცემულმა გ------------------ემაც. ამის შემდეგ ყველა წამოიშალა მაგიდებიდან და დაიწყო ხელჩართული ჩხუბი, განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ლ---- ც------ია, ა-–-- გ--------ი, ჯ--- მ----ა და კ---- ხ-----–---ია. ჩხუბის შედეგად გ-------------–--ეს სკამით დაუზიანეს ფეხი, ხოლო ლ-–-----------ეს ა-–-- გ--------ის მოქნეული სკამი მოხვდა თავში, ჯ--- მ----ამ კი ხელი დაარტყა რესტორნის დირექტორს - ა-----– მ------ეს. მოწმის ჩვენებით, ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით 10-15 წუთი, რა დროსაც დაზიანდა რესტორნის ინვენტარი. პოლიცია გამოიძახა ნ----------ემ და მოჩხუბრებზეც თავად მიუთითა. მოწმის განმარტებით, დარბაზში ქაოსი იყო, ვინ ვის ურტყამდა და ვინ ვის აშველებდა, გაუგებარი იყო. ნ--------ემ დაადასტურა, რომ ამოცნობაში მონაწილეობა არ მიუღია, გამომძიებელს რესტორანშივე უამბო მომხდარი და „სახელები და გვარები უთხრეს დაახლოებითი ქმედებების მიხედვით.“

 

მოწმე ი-----–-----------ის ჩვენების თანახმად, რესტორან „------–-----აში“ მუშაობდა ბარმენად. 2014 წლის 26 იანვარს, რესტორანში, სცენასთან მოხდა ჩხუბი, რომლის ინიციატორი იყო ლ---- ც------იას სუფრის წევრი. ვინაიდან კონფლიქტის დროს ბართან იდგა, უშუალოდ არ დაუნახავს, თუმცა შეიტყო, რომ რესტორნის დაცვის თანამშრომელს - გ-------------–--ეს ფეხი მოტყდა სკამის ჩარტყმის შედეგად. მოწმის განმარტებით, ინციდენტის შედეგად რესტორანმა შეწყვიტა მუშაობა, დაზიანებული იყო ჭურჭელი და ინვენტარი.

 

მოწმე ნ----–- პ----–---–ის ჩვენების თანახმად, არის რესტორან „------–-----ას“ მიმტანი. 2014 წლის 26 იანვარს, რესტორანში მოხდა ჩხუბი მანდილოსანთან ცეკვის გამო, რომლის ინიციატორი იყო ლ---- ც------იას სუფრის წევრი. მოჩხუბართა გაშველებას ცდილობდა რესტორნის პერსონალი, თუმცა ამაოდ, მოჩხუბრები განაგრძობდნენ აგრესიას და ლეწავდნენ მაგიდებს და სკამებს. ჩხუბის დროს დაშავდა დაცვის თანამშრომელი გ-------------–--ე, რომელსაც სკამი ჩაარტყა ლ---- ც------იამ და ასევე ლ-–-----------ე, თუმცა არ დაუნახავს ამ უკანასკნელს ვინ მიაყენა დაზიანება. მოწმის განმარტებით, ლ.ც------იას გარდა სკამი ხელში ეჭირა ა-–-- გ--------საც. მენეჯერმა ნ----------ემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია და დააკავეს რამდენიმე პირი, ჩხუბში მონაწილეებზე თავადაც მიუთითა პოლიციის თანამშრომლებს. მოწმის ჩვენებით, ბრალდებულთა მხარე გამოირჩეოდა აგრესიულობით, დაზარალაებულები კი მხოლოდ თავს იცავდნენ. მოწმემ განმარტა, რომ ამოცნობაში მონაწილეობა არ მიუღია, ლ.ც------იას იცნობს როგორც სახელოვან სპორტსმენს, ა-–-- გ--------ის ვინაობა კი ცნობილი გახდა გამოძიებიდან -„ჩვენებას რომ ვაძლევდით, იქ ეწერა გვარი.“

 

მოწმე ი---- ც--–------ის ჩვენების თანახმად, არის რესტორან „------–-----ას“ მიმტანი. 2014 წლის იანვარში, რესტორანში მოხდა ჩხუბი, რომლის ინიციატორები იყვნენ ლ---- ც------იას სუფრის წევრები. ჩხუბში დაშავდა მათი თანამშრომელი გ-------------–--ე, რომელსაც მოხვდა სკამი და ბართან დაეცა, შემდეგ კი შედგნენ ფეხებით. მოწმის განმარტებით, ინციდენტის შედეგად დაზიანდა ჭურჭელი. ი.ც--–------ს ჩხუბში მონაწილე პირები ვიზუალურად ახსოვს, თუმცა არ იცის მათი სახელები და გვარები.

დაზარალებულ თ------------ის ჩვენების თანახმად, არის რესტორან „------–-----ას“ მიმტანი. 2014 წლის იანვარში, რესტორანში მოხდა ჩხუბი, რა დროსაც მას უკნიდან ახალგაზრდა მამაკაცმა ჩაარტყა სკამი, კონკრეტულად ვინ მიაყენა დაზიანება, მისთვის უცნობია. მოწმემ დარბაზში შენიშნა მენეჯერი ნ----------ე და დირექტორი ა-----– მ------ე, რომელიც შეეცადა ერთ-ერთი ახალგაზრდისათვის სკამის წართმევას. მოწმის განმარტებით, ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია და დააკავეს ის პირები, ვისზეც უთითებდნენ ა.მ------ე და დაცვის თანამშრომლები.

 

მოწმე ი----- ქ---–---–ი ჩვენების თანახმად, 2014 წლის მდგომარეობით მუშაობდა რესტორან „------–-----აში“. 2014 წლის 26 იანვარს, ორ მაგიდაზე გადანაწილებულნი იყვნენ რუსულად და ქართულად მოსაუბრეები ბრალდებულები (რომელთაგან იცნო ლ---- ც------ია) და მათი მეგობრები. აღნიშნული პირები მოწმეს დაამახსოვრდა მათი არასათანადო ქცევით და არაკორექტული საუბრით. მოგვიანებით რესტორანში დაიწყო ჩხუბი, რომლის ინიციატორი იყო ლ.ც------იას სუფრის წევრი, რომელმაც მოისურვა სხვა სუფრაზე მჯდომ ქალბატონთან ცეკვა. სცენასთან იყო ჩოჩქოლი, არეულობა, ლანძღვა-გინება, დაზიანდა რესტორნის სკამები და ჭურჭელი. მოწმემ დაინახა, თუ როგორ დაარტყა ლ.ც------იას სუფრის ერთ-ერთმა ახოვანმა წევრმა სკამი „------–-----ას“ დაცვის თანამშრომელს, გ-------------–--ეს მკლავში. ი.ქ---–---–ს არ შეუძლია დააზუსტოს ცხრავე ბრალდებული მონაწილეობდა თუ არა ჩხუბში.

 

მოწმე მ------ ფ--–--–---–ის ჩვენების თანახმად, არის რესტორან „------–-----ას“ მიმტანი. 2014 წლის 26 იანვარს, ლ---- ც------ია რესტორანში იმყოფებოდა ქართველ და უცხოელ მეგობრებთან ერთად, დაახლოებით 8 მამაკაცი იყო. მათი სუფრა თავიდანვე ხმაურით გამოირჩეოდა, მოგვიანებით კი ერთ-ერთმა წევრმა სხვა მაგიდასთან მჯდომ ქალბატონთან მოისურვა ცეკვა, რასაც ხსენებული სუფრის წარმომადგენლებს შორის მოყვა ჩხუბი. მოწმის განმარტებით, ჩხუბობდა ორივე მხარე, თუმცა აგრესიულობით გამოირჩეოდა ლ.ც------იას მაგიდა. აღნიშნული მაგიდის წევრის მიერ ნასროლი სკამი მოხვდა მუსიკოსს, ამავე სუფრის წევრმა სკამის გამოყენებით დაზიანება მიაყენა დაცვის უფროსსაც, კონკრეტულად ვინ გამოიყენა სკამები არ ახსოვს. მოწმის ჩვენებით, ჩხუბის შედეგად დაზიანდა ინვენტარი და ჭურჭელი, რესტორანმა ფაქტობრივად შეწყვიტა მუშაობა.

 

დაზარალებულ გ-------------–--ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის იანვარში, იყო რესტორან „------–-----ას“ დაცვის უფროსი. 26 იანვარს რესტორანში მოხდა ჩხუბი, რომელშიც მონაწილეობდნენ ლ---- ც------ია და მისი 7-8 მეგობარი. დაზარალებული ჩაერია გაშველების მიზნით, თუმცა ჩაარტყეს სკამი თავსა და ხელში, რის გამოც მიიღო დაზიანება - ფეხზე გაუწყდა მყესები. გ.ა----–--ის განმარტებით, ლ.ც------იას უშუალოდ მასთან არ უჩხუბია, თავად არ დაუნახავს, მხოლოდ გადმოცემით იცის, რომ სკამი ჩაუტყამს ლ---- ც------იას.

 

მოწმე ი----------------ის ჩვენების თანახმად, არის რესტორან „------–-----ას“ მიმტანი. 2014 წლის 26 იანვარს, ლ---- ც------ია რესტორანში იმყოფებოდა ქართველ და უცხოელ მეგობრებთან ერთად, დაახლოებით 8 მამაკაცი იყო. მათი სუფრა თავიდანვე ხმაურით გამოირჩეოდა, მოგვიანებით კი ერთ-ერთმა წევრმა სხვა მაგიდასთან მჯდომ ქალბატონთან მოისურვა ცეკვა, რასაც ხსენებული სუფრის წარმომადგენლებს შორის მოყვა ჩხუბი. ჩხუბი იყო ორმხრივი და ორივე მხარე ურტყამდა ერთმანეთს, რესტორნის დირექტორი ა-----– მ------ე და დაცვის თანამშრომლები ცდილობდნენ მათ გაშველებას. ჩხუბის დროს დაიმტვრა რესტორნის სკამები და ჭურჭელი, დაზიანებები მიადგათ დაცვის უფროსს გ-------------–--ესა და მუსიკოსს ლ-–-----------ეს. მოწმის ჩვენებით, ვინ მიაყენა დაზიანება ლ-–-ს არ იცის, რაც შეეხება გ-------ს, დაინახა თუ როგორ ჩაარტყა მას სკამი მაღალმა, რუსულად მოსაუბრე მამაკაცმა, შემდეგ კი ლ---- ც------იამ ფეხი დაარტყა ფეხის არეში (მოწმემ უარყო გამოძიების ეტაპზე ჩვენებაში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ.ც------იამ სკამი ჩაარტყა გ.ა----–--ეს ფეხში). მოწმემ განმარტა, რომ ამოცნობა მისი მონაწილეობით არ ჩატარებულა, უბრალოდ აღწერა მაღალი მამაკაცი, რომელმაც სკამი გამოიყენა და გამომძიებელმა უთხრა სახელი და გვარი.

 

მოწმე ა-----– მ------ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის იანვრის თვეში იყო გაერთიანებული კომპანიის გენერალური დირექტორი, რომლის შვილობილი კომპანიაცაა „------–-----ა“. 2014 წლის 26 იანვარს იმყოფებოდა რესტორანში, სადაც იყო ბევრი სტუმარი, მათ შორის ერთ-ერთ მაგიდასთან ლ---- ც------ია მეგობრებთან ერთად, რომლებიც ყურადღებას იქცევდნენ არაკორექტული საუბრითა და არაეთიკური ქცევით. ხსენებული მაგიდიდან ერთ-ერთი მამაკაცი ეცეკვა სხვა სუფრაზე, მამაკაცებთან ერთად მჯდომ ქალბატონს, რის შემდეგაც მამაკაცმა ხელი გაარტყა მანდილოსნის სუფრის წევრ მამაკაცს, სავარაუდოდ რ-----ს. აღნიშნულზე დაიწყო ჩხუბი და ლ.ც------იას მეგობრებმა რესტორნის პერსონალი, რომელიც ცდილობდა გაშველებას, აღიქვეს მოწინააღმდეგეებად - ერთმა რუსულად მოსაუბრე მამაკაცმა სკამი ჩაარტყა დაცვის უფროსს და ვიღაცამ ჩაარტყა წიხლიც, რა დროსაც მას გადაეფარა ა-----– მ------ე, რომელსაც ასევე მიაყენეს მცირე დაზიანება. წაქცეულ გ-------------–--ეს ზედ დაახტა ლ.ც------ია (მოწმის ჩვენებით, სკამი არ დაურტყამს), რამაც კუნთის მყესი გაუწყვიტა გ-------ს. მოწმის განმარტებით, ჩხუბში მონაწილეობდა 7-8 ადამიანი, ლ.ც------იას მხარე, დაზარალებულებს კი არ უჩხუბიათ, არაფერი მოუმოქმედებიათ. მოწმემ განმარტა, რომ ინციდენტის დროს რესტორანში ყველაფერი დაილეწა, ამასთან სხვა მაგიდების წევრებმა დატოვეს რესტორანი მიღებული მომსახურების საფასურის გადაუხდელად. მოწმემ დაადასტურა, რომ ჩატარდა ფოტოსურათებით ამოცნობა, პოლიციამ კი ამოიღო რესტორნის ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმემ ლ-------------ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის 26 იანვარს, ღამის საათებში მეგობრებთან ერთად, მივიდა ქ.თბილისში, ო--------–ის დასახლებაში მდებარე რესტორან „------–-----აში“, სადაც იმყოფებოდნენ ასევე მისი მეგობრები ლ---- ც------ია, ა-–-- გ--------ი და ორი პიროვნება. სუფრის დასრულების შემდეგ გარეთ გავიდა და ელოდებოდა მეგობრებს, თუმცა რომ შეაგვიანდათ უკან შებრუნდა და დაინახა, რომ ხალხი ხმაურობდა, იყო აურზაური. რამდენიმე წუთში რესტორანში მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც მისი მეგობრები დააკავეს. მოწმე უშალოდ არ შესწრებია ჩხუბს.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე მ-----------–----–---–ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის 26 იანვარს მუშაობდა რესტორან „------–-----აში“. გვიან ღამით, ემსახურებოდა სამ მაგიდას, რომელთაგან ერთ მაგიდასთან იჯდა 7-8 პიროვნება (ნაწილი ქართულად საუბრობდა, ნაწილი - რუსულად). მათი საქციელი თავიდანვე არ მოეწონა, რადგან ისინი მაგიდაზე ალაგებდნენ ფეხებს, თეფშიდან საჭმელს ყრიდნენ მაგიდაზე და უხეში ქმედებებით იქცევდნენ მოქალაქეების ყურადღებას. აღნიშნული მაგიდის მოშორებით იყო ასევე გაშლილი სუფრა, რომელთანაც იჯდა სამი მამაკაცი და ორი ქალბატონი, ქალბატონებიდან ერთ-ერთი საცეკვაოდ გაიწვია ხსენებული სუფრიდან ერთ-ერთმა პიროვნებამ, როგორც შემდგომ აღმოჩნდა კ---- ხ-----–---იამ. ცეკვის პროცესში ზემოთ აღნიშნული ორი სუფრა აირია ერთმანეთში, რის შემდეგაც მათ შორის დაიწყო ჩხუბი, კერძოდ, კ---- ხ-----–---იას მაგიდის წევრებმა, ცემა დაუწყეს ქალბატონის სუფრის წევრებს და ურტყამდნენ მათ გამეტებით. ჩხუბის პროცესში ლ---- ც------იას ხელში ეჭირა რესტორნის ხის სკამი, რომელიც მოიქნია გ-------------–--ის მიმართულებით და ჩაარტყა თავის არეში. ამით ჩხუბი არ შემწყდარა, პირიქით, მასში ჩაება კ. ხ-----–---იას სუფრის ყველა წევრი, რომლებმაც გამშველებლებს - ლ-–-----------ეს, გ-------------–--ეს და დირექტორ ა-----– მ------ეს დაუწყეს ცემა, ასევე გამეტებით ურტყამდნენ ზემოაღნიშნული ქალბატონის სუფრის წევრებს. ჩხუბის პერიოდში, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით 10-15 წუთი, ა-–-- გ--------ის ხელში ეჭირა ხის სკამი, რომელიც ხელიდან წაართვა ა-----– მ------ემ. ინციდენტი გაგრძელდა 10-15 წუთი. შექმნილი სიტუაციის გამო, უკმაყოფილო კლიენტებმა დატოვეს რესტორანი და შეჩერდა რესტორნის მუშაობაც. სიტუაციის განმუხტვა შეძლეს ადგილზე მოსულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. მოწმის ჩვენებით, ა----- მ------ემ წაართვა სკამი ა-–-- გ--------ს, ხოლო ლ---- ც------იამ ხელი დაარტყა ლ-–-----------ეს და შემდეგ სკამი ჩაარტყა თავში.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე მ----- ნ--------ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის 26 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში - რესტორან „------–-----აში.“ დარბაზის განაპირას ერთმანეთის გვერდით გაშლილი იყო ორი დაახლოებით 7–8 კაციანი სუფრა, რომელთანაც ისხდნენ როგორც ქართველები ასევე სხვა ეროვნების ოთხი მამაკაცი, ვინაიდან ისინი საუბრობდნენ რუსულად, მათ გვერდზე სუფრასთან ასევე ისხდნენ კიდევ ოთხი პიროვნება, რომლებიც ასევე საუბრობდნენ რუსულად და მათი ქცევიდან გამომდინარე, ისინი იყვნენ ერთად. ორივე სუფრის წევრები თავიდანვე გამოირჩეოდნენ უხეშობით და თავხედობით, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ რამდენიმე მათგანს ფეხები ჰქონდა შემოლაგებული მაგიდაზე, ერთი მათგანი სცენასთანაც კი მივიდა და ჩამოჯდა ხმის გამაძლერებელზე (დინამიკზე). მათი საქციელის გამო დაცვის თანამშრომელმა რამდენჯერმე შენიშვნაც კი მისცა მათ, მაგრამ ისინი ყურადღებას არავის არ აქცევდნენ. მათი სუფრის გვერდზე ასევე იყო 4–5 კაციანი სუფრა, რომელთანაც ისხდნენ, სამი მამაკაცი და ორი ქალბატონი. აღნიშნული სუფრიდან მამაკაცი და ერთი ქალბატონი გავიდა საცეკვაოდ სცენაზე, მათ ცეკვაში ჩაერთო აღნიშნული რუსულენოვანი სუფრის წევრი მამაკაცი – კ---- ხ-----–---ია. ცეკვის დასრულების შემდეგ მამაკაცი და გოგონა სცენიდან ბრუნდებოდნენ მაგიდისკენ, რა დროსაც კ---- ხ-----–---იამ გოგონას მხარზე მოქაჩა ხელი. გოგონასთან მყოფმა მამაკაცმა რაღაც უთხრა მას, რასაც აშკარად მოყვა მათ შორის უსიამოვნო საუბარი. ხმამაღალი მუსიკის გამო, მათი საუბრის შინაარსი არ ისმოდა. ზემოთხსენებული პირები წამოვიდნენ მოწმის მიმართულებით, კ---- ხ-----–---იამ ხელი მოუქნია ჭაღარათმიან მამაკაცს, რ----- მ---------ეს. სავარაუდოდ სიტუაციის განმუხტვის მიზნით, მათ მიუახლოვდა რ----- მ---------ის სუფრის წევრი, კ--- გ-----ე რომელიც ცდილობდა სიტუაციის დაწყნარებას, თუმცა უშედეგოდ. კ---- ხ-----–---იამ კ--- გ-----ეს დაარტყა რამდენჯერმე ხელი სახის არეში, ხოლო კ. გ-----ე გაოგნებული ეკითხებოდა „რატო დამარტყი, რა დაგიშავეო“. ინციდენტში ჩაერთვნენ კ---- ხ-----–---იას მეგობრები, დაახლოებით 10 პიროვნება, რის შემდეგაც დარბაზში დაიწყო ჩხუბი. მათ გაშველებას ცდილობდა რესტორნის პერსონალი და დაცვის თანამშრომლები. კ---- ხ-----–---იას თანმხლებმა მამაკაცმა, რომელსაც ეცვა მომწვანო ფერის კაპიშონიანი ზედა, დაცვის უფროსს გ-------------–--ეს თავში ჩაარტყა სკამი, რის შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც ეცვა მოყავისფრო ტყავის ქურთუკი, ხელი დაარტყა ა-----– მ------ეს, რომელიც თავის მხრივ გადაეფარა გ-------------–--ეს, რომელიც სკამის ჩარტყმის შედეგად იყო ძირს დავარდნილი. ძირს დაგდებულ გ-------------–--ეს ფეხს ურტყამდა ლ---- ც------ია. პარალელურად, რუსულ ენაზე მოსაუბრე პირებმა განურჩევლად დაუწყეს ცემა როგორც ზემოაღნიშნული მაგიდის წევრებს, ასევე რესტორნის თანამშრომლებს, მათ შორის, ფიზიკური დაზიანება მიაყენეს მუსიკოს – ლ-–-----------ეს. რესტორანში შეიქმნა ქაოსური სიტუაცია, რის გამოც სტუმრები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, შეჩერდა მუშაობა და მათ დატოვეს რესტორანი. ადგილზე მალევე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც არ ემორჩილებოდა და ეუხეშებოდა რამდენიმე პირი. მოწმის ჩვენებით, ჩხუბი დაიწყო კ---- ხ-----–---იამ, რის შემდეგაც სუფრის წევრებსა და რესტორნის პერსონალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კ.ხ-----–---იას მეგობრებმა. ყველა მათგანი იღებდა მონაწილეობას ჩხუბში.

 

ბრალდებულებმა: კ---- ხ-----–---იამ, ლ---- ც------იამ, ლ-–- გ-------ემ, ქ-------------- მ-----–---–მა, ჯ--- მ----ამ და ა-–-- გ--------მა თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოს მიაწოდეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ინფორმაცია:

 

2014 წლის 26 იანვარს ზ/აღნიშნული პირები და მათთვის უცნობი, ა-–-- გ--------ის მეგობრები: რ----–--------–----ი, ა-–---------ი და რ----–-----------ი იმყოფებოდნენ ო--------–აში მდებარე რესტორან „------–-----აში.“ დაახლოებით 23 საათისათვის გადაწყვიტეს რესტორნის დატოვება და სუფრიდან აიშალნენ, რა დროსაც სხვა სუფრაზე მჯდომ ქალბატონთან საცეკვაოდ სცენისკენ გასულ კ---- ხ-----–---იას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ხსენებული მანდილოსნის თანხმლებმა მამაკაცმა. შეურაცხყოფის გამო კ.ხ-----–---იამ ხელი მოუქნია მამაკაცს , რის შემდეგაც ჩხუბში ხსენებული მამაკაცის დასახმარებლად ჩაერთო დაახლოებით 7 ადამიანი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ კ.ხ-----–---იას, მიაყენეს დაზიანებები, ერთ-ერთმა სკამი მოუქნია, რასაც კ.ხ-----–---იამ ხელი დაახვედრა დარტყმის ასაცილებლად, რის გამოც ძირს დაეცა. აღნიშნულის დანახვაზე, კ.ხ-----–---იასთან შეკრებილ ხალხს მიუახლოვდნენ ლ.ც------ია, ლ.გ-------ე, ქ.მ-----–---–ი და ა.გ--------ი, რა დროსაც შეენიშნეს, რომ მათი მეგობარი იყო სისხლიანი, დასივებული ჰქონდა ყური და გონებას კარგავდა. ლ.ც------ია, ლ.გ-------ე, ქ.მ-----–---–ი და ა.გ--------ი ჩხუბში არ ჩარეულან, მხოლოდ აშველებდნენ და ცდილობდნენ კ.ხ-----–---იას დახმარებას. ინციდენტის ამოწურვისთანავე გარეთ გავიდნენ, რა დროსაც მოვიდა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და დააკავეს ცხრავე ბრალდებული.

 

დაცვის მხარის მოწმეების: ზ-----------------ის, გ---------–--–---–---–ის, გ---------------–-–---–ისა და გ----------–--–---–ის ჩვენებების თანახმად, 2014 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 23 საათისათვის მივიდნენ რესტორან „------–-----აში“, სადაც იმყოფებოდა ზ.გ---------ის მეგობარი ლ---- ც------ია და სტუმარი ა-–-- გ--------ი, აგრეთვე რამდენიმე უცნობი მამაკაცი. სუფრის დასრულების დროისათვის, ხმამაღალი მუსიკის ფონზე შემოესმათ ხმაური და ჩოჩქოლი, თუმცა ვინ ვის ეჩხუბებოდა, რთული გასარჩევი იყო. მოწმეთა განმარტებით, ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია და დააკავეს ლ---- ც------ია, კ---- ხ-----–---ია და ა-–-- გ--------ი.

 

დაცვის მხარის მოწმე ბ------ ნ---------–---–ი ჩვენების თანახმად, 2014 წელს მუშაობდა რესტორან „------–-----აში“ მუსიკოსად. 2014 წლის 26 იანვარს, რესტორანში იმყოფებოდა არაერთი სტუმარი, მათ შორის მისთვის ცნობილი სპორტსმენი ლ---- ც------ია დაახლოებით 10 მეგობართან ერთად. 22-23 საათის შემდეგ, ბარის მხარეს არსებული მაგიდებიდან დაიწყო ჩხუბი, სადაც ჩაერთო რესტორნის თითქმის ყველა სტუმარი. ინციდენტის დროს ფეხი მოტყდა დაცვის თანამშრომელს და დაზიანდა რესტორნის ინვენტარი. მოწმის ჩვენებით, ფიზიკური დაპირისპირების დროს, ლ---- ც------ია იყო მაგიდასთან, ცდილობდა მოჩხუბრების დამშვიდებას და ტერიტორიიდან გაყვანას, ვინაიდან ლ.ც------ია არის ფიზიკურად ძლიერი, მისი ჩხუბში ჩარევა გამოიწვევდა მძიმე შედეგებს. მოწმის განმარტებით, ჩხუბის დროს ლ.ც------იას ხელში რაიმე საგანი ან ნივთი არ დაუნახავს. კონფლიქტი დარბაზში გაგრძელდა დაახლოებით ხუთი წუთი, რის შემდეგაც რესტორანმა განაგრძო მუშაობა და შესაბამისად, მუსიკოსებმაც. მოწმე განმარტა, რომ დაპირისპირებული მხარეების გარეთ გასვლის შემდეგ, დაახლოებით ოც წუთში, „------–-----აში“ მივიდა პოლიცია.

 

დაცვის მხარის მოწმე ვ------- პ-–---ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის იანვარში იმყოფებოდა საქართველოში, მეგობრებთან ა-–-- გ--------თან და რ----–-----------თან ერთად. მასპინძელმა ლ---- ც------იამ და მისმა მეგობრებმა დაპატიჟეს რესტორანში. მოგვიანებით მოწმემ სცენაზე შენიშნა ხალხმრავლობა და დაკვირვებისას აღმოაჩინა, რომ მათ შორის იყვნენ მისი სუფრის წევრებიც. არეულობა გაგრძელდა დაახლოებით ერთი წუთი. მოწმის სცენამდე მისვლამდე, ხალხი უკვე ტოვებდა დარბაზს და გადიოდა გარეთ, რესტორნის მეპატრონეც მოუწოდებდა სტუმრებს, რომ ყველანი გასულიყვნენ ქუჩაში. მოწმე რესტორანში არსებულ სიტუაციას იღებდა მობილური ტელეფონით. ვ.პ-–---ს დარბაზში არ შეუმჩნევია არეულობა და დაზიანებული ნივთები, გარეთ გამოსვლიდან დაახლოებით 5-10 წუთში მივიდა საპატრულო პოლიცია.

 

დაცვის მხარის მოწმე გ------------–----ის ჩვენებით, არის რესტორან „------–-----ას“ მუსიკოსი. 2014 წლის იანვრის თვეში, რესტორანში მოხდა ჩხუბი და არეულობა. მოწმის განმარტებით, რთულად გაირჩეოდა კონფლიქტში მონაწილე პირები.

 

ადმინისტრაციული დაკავების ოქმის თანახმად, 2014 წლის 27 იანვარს, 00:15 საათზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა ა-–-- გ--------ი (პატრულ-ინსპექტორი გ-----–--ე).

 

ადმინისტრაციული დაკავების ოქმის თანახმად, 2014 წლის 27 იანვარს, 00:10 საათზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა ლ---- ც------ია (პატრულ-ინსპექტორი ა-----–--ე).

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2014 წლის 27 იანვარს 00:35 საათზე, ქ.თბილისში, გ---–------------ში მდებარე რესტორან „------–-----აში“ დაკავებული იქნა ლ-–- გ-------ე (პატრულ ინსპექტორი თ--------ე, გამომძიებელი გ.შონია).

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2014 წლის 27 იანვარს 00:35 საათზე, ქ.თბილისში, გ---–------------ში მდებარე რესტორან „------–-----აში“ დაკავებული იქნა რ----–-----------ი (პატრულ ინსპექტორი კ-------ა, გამომძიებელი გ-------–---–ი).

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2014 წლის 27 იანვარს 00:35 საათზე, ქ.თბილისში, გ---–------------ში მდებარე რესტორან „------–-----აში“ დაკავებული იქნა ქ-------------- მ-----–---–ი (პატრულ ინსპექტორი ზ------–---ა, გამომძიებელი ვ-------ე).

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2014 წლის 27 იანვარს 00:35 საათზე, ქ.თბილისში, გ---–------------ში მდებარე რესტორან „------–-----აში“ დაკავებული იქნა ჯ--- მ----ა (პატრულ ინსპექტორი ი-–----–--ე, გამომძიებელი ბ-------–---–ია).

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2014 წლის 27 იანვარს 00:35 საათზე, ქ.თბილისში, გ---–------------ში მდებარე რესტორან „------–-----აში“ დაკავებული იქნა რ----–--------–----ი (პატრულ ინსპექტორი ბ----------–--ე, გამომძიებელი ნ-------–---–ი).

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2014 წლის 27 იანვარს 00:35 საათზე, ქ.თბილისში, გ---–------------ში მდებარე რესტორან „------–-----აში“ დაკავებული იქნა კ---- ხ-----–---ია (პატრულ ინსპექტორი პ---------ე, გამომძიებელი ი-–----ა).

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2014 წლის 27 იანვარს 00:15 საათზე, ქ.თბილისში, გ---–------------ში მდებარე რესტორან „------–-----აში“ დაკავებული იქნა ა-–-- გ--------ი (პატრულ ინსპექტორი გ-----–--ე, გამომძიებელი ზ-----–---–--ა).

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2014 წლის 27 იანვარს 00:35 საათზე, ქ.თბილისში, გ---–------------ში მდებარე რესტორან „------–-----აში“ დაკავებული იქნა ა-–---------ი (პატრულ ინსპექტორი ი------–---–ი, გამომძიებელი გ-------–---–ი).

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2014 წლის 27 იანვარს 00:10 საათზე, ქ.თბილისში, გ---–------------ში მდებარე რესტორან „------–-----აში“ დაკავებული იქნა ლ---- ც------ია (პატრულ ინსპექტორი ა-----–--ე, გამომძიებელი ე---–-------–---–ი).

 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა: თ---------- ღ-----ემ, კ--------------ამ, ა------- ს---–--ემ, ზ------------–---ამ, ი---- ა----–---–მა, ბ--- ბ--------–--ემ, ი----- წ----–--ემ, გ------------–--ემ და პ----- გ-------ემ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული, ბრალდებულების: ლ---- ც------იას, ა-–-----------ის, რ----–-----------ის, რ----–--------–----ის, ა-–---------ის, ჯ--- მ----ას, კ---- ხ-----–---იას, ლ-–- გ-------ისა და ქ-------------- მ-----–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა; ამასთან, სასამართლოს მიაწოდეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ინფორმაცია:

 

2014 წლის 26-27 იანვარს (ღამით), ჩხუბის თაობაზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე, საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი გამოცხადდა ო--------–აში მდებარე რესტორან „------–-----აში“. რესტორანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარეთ იმყოფებოდა დაახლოებით 200 სტუმარი, რომელთაგან ნაწილი იგინებოდა და გამოხატავდა აგრესიას, დარბაზში დამტვრეული იყო ინვენტარი და ჭურჭელი, რესტორანს შეწყვეტილი ჰქონდა ფუნქციონირება, დაზიანებული იყო რამდენიმე ადამიანი. უშუალოდ რესტორნის დირექტორისა და პერსონალის მითითებით, სამართალდამცველებმა დააკავეს ცხრა ბრალდებული - ლ---- ც------ია მის ქართველ და რუსულად მოსაუბრე მეგობრებთან ერთად. დაკავებულები გამოხატავდნენ აგრესიას, თუმცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და არც შეურაცხყოფა მიუყენებიათ (გარდა ა-–-- გ--------ისა, რომელიც გ-----–--ის ჩვენებით, რუსულად აგინებდა პოლიციას).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ჯ--------------–--ემ, ე------- ე-–-------–---–მა, ნ-----–---- მ-----–---–მა, ვ-–-------- კ-----ემ, ბ----- კ-----–---–იამ, ი-----–--–----ამ, მ------ ნ-----–-–---–მა და გ--------–----ამ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა; ამასთან, განმარტეს, რომ 2014 წლის 27 იანვარს, რესტორან „------–-----აში“ მომხად ჩხუბთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე მისულებს, ბრალდებულთა ნაწილი დაკავებული დახვდათ საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით, რის შემდეგაც მათ მოახდინეს ლ---- ც------იას, ა-–-----------ის, რ----–-----------ის, რ----–--------–----ის, ა-–---------ის, ჯ--- მ----ას, კ---- ხ-----–---იას, ლ-–- გ-------ისა და ქ-------------- მ-----–---–ის ბრალდებულის სახით დაკავება და პირადი ჩხრეკა, შეადგინეს შესაბამისი ოქმები და უფლებები განუმარტეს დაკავებულ პირებს. მოწმეთა განმარტებით, რესტორანში ყველაფერი იყო დალეწილი, პერსონალი კი უთითებდა ბრალდებულებზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირებზე.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2014 წლის 27 იანვარს, მენეჯერ ნ----------ის მონაწილეობით, დათვალიერდა თ---–--–-------–-------------ში მდებარე რესტორანი „------–-----ა“, რა დროსაც აღმოჩენილი იქნა იატაკზე უწესრიგოდ დაყრილი ჭურჭლის - თეფშებისა და ჭიქების ნამსხვრევები და სამი ცალი დაზიანებული სკამი.ნ----------ემ ნიმუშის სახით, ნებაყოფლობით წარმოადგინა ჭურჭლის ნაირსახეობა, რომელიც დაიმსხვრა რესტორანში ინციდენტის დროს, კერძოდ, ერთი ცალი ლიმონათის ჭიქა, საპილპილე, სამარილე, სასალფეთკე, საჩხირე, საფერფლე, ერთი ცალი ყავისფერი ხის ჯამი დაზიანებულ მდგომარეობაში (გამომძიებელი ბ-------–---–ია; მონაწილე პირი ნ--------ე).

 

ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმის მიხედვით, 2014 წლის 27 იანვარს, ა-–-- რ----–--ის ძე გ--------ს, შემოწმებისას დაუდგინდა სიმთვრალე 1,831 პრომილე (პატრულ ინსპექტორი: გ-----–--ე).

 

ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმის მიხედვით, 2014 წლის 27 იანვარს, ლ---- ც------იას, შემოწმებისას დაუდგინდა სიმთვრალე 1,360 პრომილე (პატრულ ინსპექტორი: ჯ-------ე).

 

ნივთის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2014 წლის 7 თებერვალს, თ---–--–-------–-------------ში მდებარე რესტორანი „------–-----აში“ დათვალიერდა მენეჯერ ნ--------ის მიერ წარმოდგენილი სამი ცალი ხის სკამი. სამივე სკამს აღენიშნება დაზიანებები ნატეხების სახით, სკამებიდან ერთ-ერთს მოტეხილი აქვს ფეხი, დანარჩენ ორ სკამს დაზიანებული აქვს სხვადასხვა ნაწილები, რომელებიც დალაგებულია ერთ-ერთი სკამის ზედაპირზე (გამომძიებელი ბ-------–---–ია; მონაწილე პირი ნ--------ე).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----------მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, სასაქონლო ექსპერტიზის №---/ს დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, რესტორან „------–-----აში” ჭურჭლის და 4 ცალი სკამის დაზიანებით მიყენებული ზარალის ოდენობამ შეადგინა - 199,80 ლარი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ--------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის №---/ცი დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2014 წლის 18 თებერვლის N---- ცნობის თანახმად, გ-------------–--ემ სტაციონარს მიმართა 2014 წლის 17 თებერვალს, მოკლე ანამნეზით პაციენტს აქვს მარჯვენა ბარძაყის 4თავა კუნთის მყესის ტრავმული დაზიანება (სუბტოტალური S76.1) ჩაუტარდა მკურნალობა: მარჯვენა ბარძაყის 4თავა კუნთის მყესის აღდგენა NFSL 19. მოკლე ანამნეზში დაფიქსირებულია პაციენტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, კერძოდ: ტრავმა მიღებული აქვს რესტორანში ჩხუბის დროს, წაიქცა მარჯვენა მუხლის მიდამოზე და ზედ დაეცა მძიმე წონის პიროვნება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----------------–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, მოქ. კ------- გ-----ის სხეულზე აღნიშნული დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----------------–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, მოქ. გ------------------ის სხეულზე აღნიშნული დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს-------- ბ---–----ამ დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, წარმოდგენილი შპს „-----–------------–----–-------------------------”-ს ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N----ის მიხედვით, ლ-–-----------ეს აღნიშნული დაწესებულებისათვის ამბულატორიულად მიუმართავს 26.01.2014წ-ს, 23:40სთ-ზე. დაუდგინდა დიაგნოზი: ქალა-სარქვლის რბილი ქსოვილების ტრამვა, თხემის არეში საგიტალურად ორი მცირე ზომის ექსკორიაცია ორი ზედაპირული ჭრილობით.

 

დაზიანებები ექსკორიაციების სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ჭრილობების მიმყენებელი საგნისა და დაზიანებების (ჭრილობები, ექსკორიაციები) ხანდაზმულობის განსაზღვრა ექსპერტიზას არ შეუძლია, ვინაიდან სამედიცინო საბუთში არ არის აღწერილი დაზიანებების მორფოლოგიური სურათი – მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ----- ჯ------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, შპს. გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის ბეჭდით დამოწმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა N-----ის, ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის, ამავე ბეჭდით დამოწმებული (26.01.14წ-ით დათარიღებული) პაციენტის გასინჯვის ფურცლის, შპს. ტრავმატოლოგის ბეჭდით დამოწმებული (12.02.14წ-ით დათარიღებული) მარჯვენა მუხლის სახსრის მრტ. გამოკვლევის დასკვნის და ამავე ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N----ის ჩანაწერების თანახმად მოქ. გ-------------–--ე მოუთავსებიათ გადაუდებელი ქირურგიის და ტრავმატოლოგიის ცენტრში 26.01.2014წ-ს, 23:55სთ-ზე (გაეწერა 27.01.2014წ-ს, 00:40სთ-ზე) დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა მუხლის სახსრის ჰემართროზი. 12.02.14წ-ს მარჯვენა მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით დაუდგინდა მარჯვენა ბარძაყის ოთხთავა კუნთის მყესის დაზიანება, 17.02.14წ-ს, 9:50სთ-ზე მოთავსებული იქნა შპს. ტრავმატოლოგში, სადაც ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა და (17.02.14წ-ის მონაცემებით) აგრძელებს მკურნალობას დიაგნოზით: მარჯვენა ბარძაყის ოთხთავა კუნთის მყესის ტრავმული დაზიანება. დაზიანება მარჯვენა მუხლის სახსრის ჰემართროზი, მარჯვენა ბარძაყის ოთხთავა კუნთის მყესის დაზიანება - განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება ტრავმის მიღების თარიღს 26.01.14წ-ს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----------------–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, კ---- ხ-----–---იას სხეულზე აღნიშნული დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (დაცვის მხარის მტკიცებულება).

 

შ-----------------------------------–-------------------ის ლ------–-–---–ის 2014 წლის 10 თებერვლის წერილის თანახმად, კ---- ხ-----–---ია რ------------------------------------------–-------ში მოთავსდა 2014 წლის 27 იანვარს 09:10 საათზე და გაყვანილი იქნა 2014 წლის 28 იანვარს 19:55 საათზე. შეყვანის დროს პიროვნებას სხეულზე აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: მარცხენა წვივზე, მარჯვენა მაჯაზე, მარცხენა მტევანსა და იდაყვზე ფუფხები (დაცვის მხარის მტკიცებულება).

 

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2014 წლის 27 იანვრის ცნობის თანახმად, გ-------------–--ის გადმოცემით, ტრვამა მიიღო დაცემის შედეგად (დაცვის მხარის მტკიცებულება).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· 2014 წლის 26 იანვარს, ქ------–--–-------–-------------ში მდებარე რესტორან „------–-----აში" ადგილი ჰქონდა ჩხუბს, რომელშიც ჩართული იყო არაერთი პირი და რთულად გასარჩევი იყო, თუ ვინ ჩხუბობდა და ვინ აშველებდა მოჩხუბრებს.

· 2014 წლის 26 იანვარს, ქ------–--–-------–-------------ში მდებარე რესტორან „------–-----აში" მომხდარი ჩხუბის შედეგად დაზიანდა რესტორნის ინვენტარი და ჭურჭელი.

· სს საქმეზე ბრალდებულად ცნობილი არცერთი პირის მიმართ არ ჩატარებულა ამოცნობა და დაზარალებულთა და მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციით შეუძლებელია დადგენა იმისა, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა თითოეული ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება; ამასთან აღსანიშნავია, რომ გამოძიების ეტაპზე დაკითხვის ოქმებში კონკრეტული სახელებისა და გვარების არსებობასთან დაკავშირებით მოწმეებმა განმარტეს, რომ ბრალდებულთა ვინაობები ჩვენებებში დააფიქსირეს გამომძიებლის მითითებით.

· ჩხუბის შედეგად, დაზიანებები მიიღეს როგორც სს საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა პირებმა, ისე ბრალდებულმა კ.ხ-----–---იამ.

· რესტორნის დირექტორის ა.მ------ისა და ამავე დაწესებულების თანამშრომელთა გარკვეულწილად მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს შემდეგი გარემოებები: აღნიშნული პირები აცხადებენ, რომ ჩხუბობდა მხოლოდ ბრალდებულების მხარე, დაზარალებულები კი იყვნენ სრულიად უმოქმედოდ და თავს იცავდნენ, რაც წინააღმდეგობაშია როგორც იმ მოწმეთა ჩვენებებთან, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩხუბი იყო ხელჩართული და ორმხრივი (შეუძლებელია იყო მონაწილე პირთა გარჩევა) და ასევე შ-----------------------------------–-------------------ის წერილთან და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, საიდანაც ირკვევა, რომ დაზიანებები აღენიშნებოდა კ.ხ-----–---იასაც. ამ უკანასკნელისათვის დაზიანებების მიყენების ფაქტი კი გარდა სამედიცინო დასკვნისა, დადასტურებულია მისი და სხვა ბრალდებულთა ჩვენებებით.

· მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებს შორის გარდა მრავალი არაარსებითი ხასიათის უზუსტობისა, ფიქსირდება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებიც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავაშირებით, მაგ: თუ ვინ ჩაარტყა სკამი გ.ფ--------ეს - ლ.ც------იამ თუ ა.გ--------მა; კ.გ-----ის განმარტებით, კ.ხ-----–---იამ ორჯერ დაარტყა ხელი სახეში მაშინ, როდესაც ნ--------ე აცხადებს, რომ კ.ხ-----–---იას მიერ რ.მ---------ისათვის მოქნეული ხელი შემთხვევით მოხვდა კ.გ-----ეს (ვინაიდან რ.მ---------ემ აიცილა); ლ.ნ--------ის ჩვენებით, გამომძიებლისგან შეიტყო, რომ მას სკამი ჩაარტყა რუსულენოვანმა ბრალდებულმა მაშინ, როდესაც ნ.პ----–---–ი განმარტავს, რომ სკამი ეჭირა ლ.ც------იასა და ა.გ--------ს, თუმცა ლ.ნ--------ეს ჩაარტყა ლ.ც------იამ; გ.ა----–--ის ჩვენებით, ლ.ც------იასთან კონფლიქტი არ ჰქონია, თუმცა გადმოცემით იცის, რომ სწორედ ლ.ც------იამ ჩაარტყა სკამი მაშინ, როდესაც ი-----------ე აცხადებს, რომ გ.ა----–--ეს სკამი ჩაარტყა რუსულად მოსაუბრე პი----, ლ.ც------იამ კი ფეხი დაარტყა ფეხში და არა სკამი (მოწმემ უარყო გამოძიების ეტაპზე დაკითხვის ოქმში მითითებული გარემოება სკამის ჩარტყმის თაობაზე); მ-----–----–---–ის ჩვენებით, ა.მ------ე გამეტებით ცემეს ბრალდებულებმა, რაც არ დაუდასტურებია თავად ა.მ------ეს, რომელმაც განმარტა, რომ გაშველების დროს მიიღო მცირე დაზიანება და ა.შ.

· სს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემეობები, რომ ბრალდებულებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს რესტორნის სხვა სტუმრებსა და პერსონალს (გარდა დაპირისპირებული მხარისა), აგრეთვე არ დაკითხულა 2014 წლის 26 იანვარს, „------–-----აში“ მყოფი არცერთი მოქალაქე (გარდა დაპირისპირებული მხარისა), რომელმაც გამოთქვა უკმაყოფილება მომხდარის გამო და რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა რესტორნის ტერიტორია, როგორც ეს დადგენილებაშია მითითებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი) ქმედება ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რომლითაც იგი უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 26 იანვარს, რესტორან „------–-----აში“ ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ქმედებას, რომლის მონაწილე პირების იდენტიფიცირება ამოცნობის ოქმებისა და ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების (აღსანიშნავია, რომ მოწმე ა.მ------ემ დაადასტურა რესტორნის ვიდეოჩანაწერების არსებობა) არარსებობის პირობებში შეუძლებელია; ამასთან, სახეზე არ არის ქმედების ხულიგნობად კვალიფიკაციისათვის საჭიროა კიდევ ორი ძირითადი კომპონენტი, კერძოდ:

 

საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა - იგი შეფასებითი კატეგორიის ცნებაა და გასათვალისწინებელია ადგილი, თუ სად ხდება ხსენებული ფაქტი და რა შედეგი გამოიწვია ამან. საგულისხმოა, რომ მოწმეთა ჩვენებებით იკვევა, რომ ძალადობრივი ქმედებაში მონაწილეობდა ორი დაპირისპირებული მხარე, რამაც რესტორნის სტუმრების დისკომფორტი გამოიწვია, თუმცა კონფლიქტის მონაწილე პირთა ქცევა მიმართული იყო ერთმანეთის წინააღმდეგ და არ იყო განზრახი ქმედება, მიმართული საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევისაკენ.

 

საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა - მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადგენილა ფაქტი, რომ კონფლიქტის მონაწილეები, მათ შორის ბრალდებულები, რესტორანში შეკრებილი საზოგადოების მისამართით იგინებოდნენ ან სხვა ფორმით გამოხატავდნენ მათ მიმართ უპატივცემულობას. აშკარაა, რომ კონფლიქტს ჰყავდა ორი მხარე, შესაბამისად, მასში მონაწილე პირთა ძალადობრივი აქტი თუ აგრესია მიმართული იყო დაპირისპირებული მხარის და არა ზოგადად საზოგადოების მიმართ.

 

სასამართლო არ დავობს იმ გარემოებაზე, რომ კონფლიქტში მონაწილე პირთა ქმედებებმა გარკვეული დისონანსი და დისკომფორტი გამოიწვია რესტორნის საქმიანობაში, არა მხოლოდ ეს შემთხვევა, არამედ ზოგადად ყველა ამგვარი შემთხვევა (ჩხუბი-აყალმაყალი) რომელიც ხდება ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, წარმოადგენს სოციალურ უმართებულობას, თუმცა არ არის საკმარისი ყველა კონფლიქტს და აურზაურს, შესაბამისი სამართლებრივი კომპონენტების ერთობლიობის (საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა, საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა, ქმედების ჩადენა ძალადობით ან/და ძალადობის მუქარით), განზრახვისა და აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირების იდენტიფიცირების გარეშე მიენიჭოს ხულიგნობის კვალიფიკაცია.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ლ---- ც------იას, ა-–-----------ის, რ----–-----------ის, რ----–--------–----ის, ა-–---------ის, ჯ--- მ----ას, კ---- ხ-----–---იას, ლ-–- გ-------ის, ქ-------------- მ-----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით, რის გამოც ხსენებული პირები წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდნენ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–-- გ--------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

2. ლ---- ც------ია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

3. რ----–-----------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

4. რ----–--------–----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

5. ა-–---------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

6. ჯ--- მ----ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

7. კ---- ხ-----–---ია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

8. ლ-–- გ-------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

9. ქ-------------- მ-----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ბრალდებულების: ა-–-- გ--------ის, რ----–-----------ის, რ----–--------–----ის, ა-–---------ის, ლ---- ც------იას, ჯ--- მ----ას, კ---- ხ-----–---იას, ლ-–- გ-------ის და ქ-------------- მ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

განემარტოთ ა-–-- გ--------ს, რ----–-----------ს, რ----–--------–----ს, ა-–---------ს, ლ---- ც------იას, ჯ--- მ----ას, კ---- ხ-----–---იას, ლ-–- გ-------ეს და ქ-------------- მ-----–---–ს, რომ უფლება აქვს, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - დანა (ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნინო ნაჭყებია