განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002593400
საქმე №1/ბ-408-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ივლისი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის - ა----–--- წ--------ას,ადვოკატის - დ----- კ----–--ის,მსჯავრდებულის - თ------ გ------–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ------ რ-----ის ძე გ------–---–ის მიმართ, დაბადებული 197- წლის 03 ნ--------ს, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: აბაშა, ს. ნ---------- მე-2 ქ. #46.
აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ------ გ------–---–ს ბრალი დაედო განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებასა და პოლიციელზე თავდასხმაში მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. რაც გამოიხატა შემდეგში:
სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლისმე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გასამართლებული თ------ი გ------–---–ი ნასამართლობის გაქარწყლებამდე ქ. ბათუმში ატარებდა დანას, რომელიც ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ცივ იარაღთა კატეგორიას განეკუთვნება და ამოღებული იქნა თ------ი გ------–---–ის პირადი ჩხრეკის დროს 2018 წლის 19 ივლისს.
2018 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 13:40 საათზე, ქ. ბათუმში მ----------ს ქ.N1-ში მდებარე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თ------ი გ------–---–ი უცენზურო სიტყვებით არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რასაც შეესწრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ -გამომძიებლები რ----–-- თ----ე და ლ---- ა--–--ე. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომისათვის დააკავეს თ------ი გ------–---–ი და დააპირეს მისი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა ჩასვეს სამსახურეობრივ ავტომანქანაში, სადაც რ----–-- თ----ე შეეცადა ხელბორკილი გაეკეთებინა თ------ი გ------–---–ისათვის. თ------ი გ------–---–ი იმის მაგივრად, რომ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და ქმედებას დამორჩილებოდა რ----–-- თ----ეზე განახორციელა თავდასხმა, კერძოდ თავი ჩაარტყა რ----–-- თ----ეს სახეში და მიაყენა ფიზიკური დაზიანება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, პარალელურად თ------ი გ------–---–ი აგინებდა პოლიციის თანამშრომლებს და ცდილობდა კვლავ ფიზიკური დაზიანება მიეყენებინა რ----–-- თ----ისათვის, მაგრამ იგი სისხლისსამართლებრივი წესით დააკავეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ თ------ გ------–---–მა ჩაიდინა განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება და პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ჩადენილი ძალადობით. კერძოდ:
სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლისმე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გასამართლებული თ------ი გ------–---–ი ნასამართლობის გაქარწყლებამდე ქ. ბათუმში ატარებდა დანას, რომელიც ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ცივ იარაღთა კატეგორიას განეკუთვნება და ამოღებული იქნა თ------ი გ------–---–ის პირადი ჩხრეკის დროს 2018 წლის 19 ივლისს.
2018 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 13:40 საათზე, ქ. ბათუმში მ----------ს ქ.N1-ში მდებარე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თ------ი გ------–---–ი უცენზურო სიტყვებით არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რასაც შეესწრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ -გამომძიებლები რ----–-- თ----ე და ლ---- ა--–--ე. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომისათვის დააკავეს თ------ი გ------–---–ი და დააპირეს მისი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა ჩასვეს სამსახურეობრივ ავტომანქანაში, სადაც რ----–-- თ----ე შეეცადა ხელბორკილი გაეკეთებინა თ------ი გ------–---–ისათვის. თ------ი გ------–---–ი იმის მაგივრად, რომ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და ქმედებას დამორჩილებოდა რ----–-- თ----ეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტის მიზნით გაუწია წინააღმდეგობა რა გამოიხატა ძალადობაში. კერძოდ თავი ჩაარტყა რ----–-- თ----ეს სახეში და მიაყენა ფიზიკური დაზიანება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, პარალელურად თ------ი გ------–---–ი აგინებდა პოლიციის თანამშრომლებს და ცდილობდა კვლავ ფიზიკური დაზიანება მიეყენებინა რ----–-- თ----ისათვის, მაგრამ იგი სისხლისსამართლებრივი წესით დააკავეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განაჩენით თ------ გ------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
თ------ გ------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი ) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თ------ გ------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, თ------ გ------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ თ------ გ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 ივლისიდან.
თ------ გ------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - ზემოაღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ------ გ------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- კ----–--ემ, რომლებიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის გამატყუნებელი განაჩენის გაუქმებას და თ------ გ------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: გასაჩივრებული განაჩენი არის არაკანონიერი და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ აბსოლიტურად უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ერთადერთი და სამართლიანი გადაწყვეტილება იყო მხოლოდ და მხოლოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ იძლევა თ. გ------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შესაძლებლობას. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ცალ-ცალკე გაანალიზების და მათი სამართლებრივი შეფასებისას სასამართლო მივა იმ დასკვნემდე, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ურთიერთავსებადი უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებენ თ. გ------–---–ის მიერ წარდგენილი დანაშაულის ჩადენას.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტ - მსჯავრდებულ თ------ გ------–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს დ----- კ----–--ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს ა----–--- წ--------ას, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და თ. გ------–---–ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ თ------ გ------–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის რ----–-- თ----ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს პოლიციის მე-5 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 19 ივლისს ასრულებლად სამსახურებრივ მოვალეობას მის სამოქმედო ტერიტორიაზე, იმყოფებოდა სამსახურეობრივ ფორმაში. დაახლოებით 13:40 საათზე ავტოსადგურის ტერიტორიაზე გაიგო ყვირილის და გინების ხმა. თავის მეწყვილე ლ---- ა--–--ესთან ერთად დაუყონებლივ მივიდა ადგილზე, სადაც დახვდათ შუახნის მამაკაცი, რომელიც იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში. ოყო აგრესიული და იგინებოდა, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. უთხრეს რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მოუწოდეს დამშვიდებისკენ. თუმცა იგი კვლავ განაგრძობდა წესრიგის დარღვევას, რის გამოც ადმისნიტრაციული წესით დააკავეს. დაკავების დროს, ხელბორკილის დადებისას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მოწმის განმარტებით შეაგინა დედის მისამართით და თავი ჩაარტყა ცხვირში ძლიერად, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი. თ------ გ------–---–ს დაკავების დროს ჯიბეში აღმოაჩნდა საკეცი დანა.
მოწმის სახით დაკითხული ლ---- ა--–--ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს პოლიციის მე-5 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 19 ივლის მეწყვილესთან რ----–-- თ----ესთან ერთად ასრულებლად სამსახურებრივ მოვალეობას მის სამოქმედო ტერიტორიაზე, იმყოფებოდა სამსახურეობრივ ფორმაში. დაახლოებით 13:40 საათზე ავტოსადგურის ტერიტორიაზე გაიგო ყვირილის და გინების ხმა. თავის მეწყვილე რ----–-- თ----ესთან ერთად დაუყონებლივ მივიდა ადგილზე, სადაც დახვდათ შუახნის მამაკაცი, რომელიც იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში. ოყო აგრესიული და იგინებოდა, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. უთხრეს რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მოუწოდეს დამშვიდებისკენ. თუმცა იგი კვლავ განაგრძობდა წესრიგის დარღვევას, რის გამოც ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დაკავების დროს, ხელბორკილის დადებისას მოულოდნელად თ. გ------–---–ამა რ----–-- თ----ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შეაგინა დედის მისამართით და თავი ჩაარტყა ცხვირში. თ------ გ------–---–ს დაკავების დროს ჯიბეში აღმოაჩნდა საკეცი დანა.
მოწმის სახით დაკითხულ მ-------- ლ----ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს პოლიციის მე-5 განყოფილებაში უბნის ინეპქტორის თანამდებობაზე. 2018 წლის 19 ივლისს პოლიციის განყოფილებაში მიყვანილი იქნა თ------ გ------–---–ი, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, იყო აგრესიული და იგინებოდა პოლიციის მისამართით. როგორც მისთვის გახდა ცნობილი თ.გ------–---–მა ადმინისტრაციული დაკავებისას პოლიციელ რ----–-- თ----ეს თავს დაესხა და მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა და თავი ჩაარტყა ცხვირში.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა და იგივე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- ბ---–--ემ და განმარტა, რომ იგი მუშაობს პოლიციის მე-5 განყოფილებაში უბნის ინეპქტორის თანამდებობაზე. 2018 წლის 19 ივლისს განყოფილებაში მიყვანეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თ------ გ------–---–ი, რომელიც იყო აგრესიული და იგინებოდა პოლიციის მისამართით. როგორც მისთვის გახდა ცნობილი თ.გ------–---–მა ადმინისტრაციული დაკავებისას პოლიციელ რ----–-- თ----ეს თავს დაესხა და მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 19 ივლისს პოლიციის მე-5 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში თ------ გ------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა საკეცი დანა.
ჩხრეკის ოქმის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა გამომძიებელმა რ----–-- ს---------ემ, ი-----–- ბ---–--ემ, მ-------- ლ----ემ, მ------ მ-------ემ და გ------- ნ-–-----ემ.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის ე-–---- გ--------ის ჩვენების და მის მიერ გაცემული ტრასოლოგიური ექსპერტიზის N–------ დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N1----------- საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ივლისს რ----–-- თ----ეს აღენიშნებოდა ნაჭდევი და სისხლნაჟღნთი ცხვირის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვირივ ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის განაჩენით თ------ გ------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ ა “ და „ ბ “ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ ბ „ ქ/ პუნტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
თ. გ------–---–ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 27 მაისიდან და სასჯელის მოხდის ვადა დაუმთავრდა 2018 წლის 25 მაისს.
მართალია სისხლის სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ხასიათდება, თუმცა მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება ბრალდების მხარის პოზიციას ამყარებს. აღსანიშნავია, რომ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით შერაცხული დანაშაულის ჩადენას. ხოლო მსჯავრდებულის განმარტებას, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და რომ მას დაკავებისას დანა არქონია, ყველაფერი პოლიციის თანამშრომლების მიერ არის ინსცენირებული, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით. დაცვის მხარეს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მისი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი თ------ გ------–---–ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ------ გ------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის დ----- კ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
თ------ გ------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
თ------ გ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 3000 (სამი ათასი ) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
- სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, თ------ გ------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ თ------ გ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 ივლისიდან.
თ------ გ------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ:
ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, წიგნაკი კალამთან ერთად, ცხვირსახოცი, 26
ლარი და 40 თეთრი, სავარცხელი, მობილური ტელეფონის ჩასადები დაუბრუნდეს
მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ცივი იარაღი დანა - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გორგოძე