განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100117002136443 -1ბ/891-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
25 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორები: ა------–----ე, გ------- ნ--------ე
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: გ--- ა---–------ი, დაბადებული 1----–-–---------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. თბილისი, კ----------------------------ში.
ადვოკატი: გ--–- ნ-----–--–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით;
დისპოზიცია: პოლიციელზე თავდასხმა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ--- ა---–------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--–- ნ-----–--–---–მა და ითხოვა მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის პირველი ნაწილიდან სსკ-ის 126-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება.
ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
გ--- ა---–------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
პოლიციელზე თავდასხმა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 3531 მუხლის პირველი ნაწილით;
სასამართლომ დაადგინა :
2017 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, თბილისში დ-----------–-----–--------------------–--------------ში მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოს №5-ე სხდომის დარბაზში ადმინისტრაციული წესით დაკავებული გ--- ა---–------ი, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, მის საქმიანობასთან დაკავშირებით, თავს დაესხა თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს მთაწმინდის მიმართულების მე-4 ოცეულის პატრულ-ინსპექტორს, პოლიციის ლეიტენანტ ი----- შ--–---–---–ს და მიაყენა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა. გ--- ა---–------ის ქმედებით ი----- შ--–---–---–მა განიცადა ტკივილი, მიიღო ფიზიკური და მორალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პოლიციელზე თავდასხმა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
დაზარალებულმა ი----- შ--–---–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარ სამმართველოს დანაყოფის ოცეულის პატრულ ინსპექტორად. 2017 წლის 17 სექტემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მეწყვილე ზ------ ს-------–---–თან ერთად, როდესაც რადიოსადგურ 112 -ის მიერ შევიდა შეტყობინება, რომ ადამიანი იყო უგონო მდგომარეობაში. გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ექიმი, მძღოლი, და გ--- ა---–------ი. პიროვნება იყო აგრესიული და საგამოძიებო მოქმედებებს ვერ ასრულებდნენ. მოქალაქე გ--- ა---–------ი ფეხშიშველი იყო. ჰკითხეს თუ რა სჭირდა და დახმარება ესაჭიროებოდა თუ არა, რაზეც გამოხატა დიდი აგრესია და უპასუხა, რომ ყურებს დააჭრიდა. ვინაიდან იკვეთბოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, გ--- ა---–------ი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166,173-ე მუხლებით. დაკავებისას წინააღმდეგობას უწევდა გ--- ა---–------ი, ასევე აგინებდა და აფურთხებდა. ავტომანქანაში ცდილობდნენ რომ გ--- ა---–------ს თვითდაზიანება არ მიეყენებინა, მაგრამ მან მაინც მოახერხა და ავტომანქანის გამათბობელი და კონდიციონერის დასაბერი მოწყობილობა ჩაამტვრია. აღნიშნული შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც გაკეთდა შესაბამისი შეტყობინება და დაიწყო გამოძება. ვინაიდან გ--- ა---–------ი არ აძლევდა მათ მუშაობის საშულებას, დაკავების ოქმი შედგენილი იქნა უახლოეს, მე-7 განყოფილებაში. აღნიშნული პიროვნება თბილისის საქალაქო სასამართლოშიც აგრძელებდა მათ მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც მანდატურს უთხრა, რომ დაკავებული პირი იყო აგრესიული და სთხოვა, რომ შეეყვანათ ისეთ სასამართლო დარბაზში, სადაც შეძლებდნენ დაკავებულის იზოლირებას. შეიყვანეს მე-5 დარბაზში და ხელბორკილების მოხსნისას გ--- ა---–------მა სახეში დაარყა, ამის შემდეგ დაჯდა დაკავებულის იზოლირებული ადგილის წინ, და გ--- ა---–------მა უკნიდან დაარტყა მარჯვენა მხარეს ხელი, რის შემდეგ მოსამართლეს სთხოვა სხვა ადგილას გადაჯდომა. მისთვის უცნობი იყო, შემინულ კაბინას თუ ჰქონდა სივრცე, ხელის გამოსაყოფად. განახორციელა შესაბამისი შეტყობინება, რათა დაწყებულიყო საქმის წარმოება მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე. დარტყმისას კბილებს შორის მოჰყვა ტუჩი და დაუზიანდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ გადაიყვა----ლინიკა „ლანცეტში“, სადაც აღმოუჩინეს დახმარება და გამოწერეს რამდენიმე საათში. ტანსაცმელზე აღენიშნებოდა გ--- ა---–------ის შეფურთხების თეთრი კვალი. გ--- ა---–------ი იძახდა, რომ ბორკილები აწუხებდა და უჭერდა, თუმცა მას საჭირო ზომაზე ეკეთა ხელბორკილი. იმ შემთხვევაში თუ მოუშვებდნენ, მოძვრებოდა. ითხოვდა წყალს, დალევის შემდეგ აფურთხებდა. გ--- ა---–------ს მცირე დაზიანება ჰქონდა წარბზე, მოწმინდეს სისხლი და დაუმუშავეს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ-–-------- ნ----–------ემ განმარტა, რომ არის თბილისის მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთაწმინდის მიმართულების პირველი ოცეულის პატრულ ინსპექტორი. 2017 წლის 17 სექტემბერს მისთვის ცნობილი გახდა, რომ პატრულ-ინსპექტორებს ზ----- ს-------–---–ს და ი----- შ--–---–---–ს ჰყავდათ ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქე გ--- ა---–------ი, რომელსაც დაუზიანებია საპატრულო პოლიციის ავტომანქანა და საჭირო გახდა მისი სასამართლო პროცესზე გადაყვანა სხვა ავტომანქანით, რათა დაზიანებულ ავტომანქანაზე ჩატარებულიყო საგამოძიებო მოქმედებები. მივიდა მეწყვილესთან ერთად, გ--- ა---–------ი იქცეოდა აგრესიულად, ილანძღებოდა, იგინებოდა პოლიციელების მიმართ, განსაკუთრებით ი----- შ--–---–---–ისა და ზ----- ს-------–---–ის მიმართ, რომელთაც ბადრაგირებაში დაეხმარა დ----- გ---------ესთან ერთდ. დაკავებულს გზაში არ შეუწყვეტია სიტყვიერი შეურაცხყოფა, იფურთხებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ჩატარდა მე-5 დარბაზში, სადაც იყო სპეციალური შუშის იზოლირებული საკანი, რომელშიც ბრალდებული მოათავსა უშუალოდ ი----- შ--–---–---–მა და ახსნა ხელბორკილი. გ--- ა---–------ი სწრაფად შემობრუნდა და მოულოდნელად ი----- შ--–---–---–ს თავის არეში ჩაარტყა ხელი. ი----- შ--–---–---–ს რეაქცია არ ჰქონია, გაბრუნდა და დაჯდა საკნის წინ განთავსებულ ადგილას, რის შემდეგაც გ--- ა---–------მა კვლავ გამოსწია მარჯვენა ხელი და ძლიერად დაარტყა სახისა და ყურის არეში ი----- შ--–---–---–ს. ამ უკანასკნელს სახეზე ჰქონდა სისხლი. მიმდინარე სხდომაზე ბრალდებული იყო აგრესიული და შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს, მოსამართლის შენიშვნისა და სიმშვიდისაკენ მოწოდების შემდეგ ბრალდებული მის მიმართაც აგრესიული გახდა და მის მიმართაც გამოთქვამდა შეურაცხმყოფელი სიტყვებს - გინებით გამოხატა თავისი პოზიცია. ბრალდებულისათვის ვიზუალურად რაიმე დაზიანება არ შეუმჩნევია. არავის მიუყენებია გ--- ა---–------ისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--–- ა–--ემ განმარტა, რომ მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მანდატურის პოზიციაზე. 2017 წლის 17 სექტემბერს, პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული გ--- ა---–------ი. დროებით მოთავსების საკნებში ჩაყვანის შემდგომ ისმოდა გინების ხმა. სხდომა დაინიშნა დაახლოებით 12:00 საათზე. საქმის განმხილველი მოსამართლის შემადგენლობას სთხოვა, რომ სხდომა ჩატარებულიყო დარბაზში, სადაც არის უზრუნველყოფილი შემოღობილი - შუშით დაცული იზოლირებული ადგილი დაკავებულისათვის, რადგან დაკავებული იყო აგრესიული. გამოძახებული გ--- ა---–------ი სხდომის დარბაზისკენ გინებით მიდიოდა. დარბაზის საკანში პატრულ-ინსპექტორმა ახსნა ბორკილი, რა დროსაც ის შემობრუნდა და მარჯვენა ხელი ჩაარტყა სახეში ზევიდან ქვევით. პატრულ-ინსპექტორმა ხმა არ გასცა, მიუხურა კარები და დაუჯდა იქვე მაგიდასთან, თუმცა გ--- ა---–------მა გამოყო ხელი საკნიდან და მარჯვენა მხრიდან კიდევ ერთხელ ძლიერად გაარტყა მარჯვენა სახის არეში საპატრულო პოლიციის თანამშრომელს. დარტყმას ჰქონდა დიდი ხმა. მოწმემ განმარტა, რომ სხდომას ესწრებოდნენ კოლეგები - ი-----–- შ-------ე და ტ------– კი-–-----–---–ი, ასევე მოსამართლე და სხდომის მდივანი. გ--- ა---–------ი ყველას აგინებდა. სასამართლო სხდომა გაგრძელდა რთულად, ხმაურის ფონზე. საბოლოო ჯამში გ--- ა---–------ს მიესაჯა ადმინისტრაციული პატიმრობა, ხმაურითა და გინებით გაიყვანეს დარბაზიდან.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–- შ-------ემ განმარტა, რომ მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მანდატურის პოზიციაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი გ--- ა---–------ი, რომელიც იყო ძალიან აგრესიული და იგინებოდა, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროცესი ჩატარებულიყო სხდომის დარბაზში, სადაც არის შემინული იზოლირებული ადგილი დაკავებულისათვის. სასამართლო პროცესზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მოხსნა გ--- ა---–------ს ხელბორკილი, რა დროსაც დაკავებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - დაარტყა ხელი. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჯდა შემინული კაბინასთან, საიდანაც გ--- ა---–------მა გამოყო ხელი და მეორედ დაარტყა პოლიციელს. დარტყმის შედეგად პოლიციის თანამშრომელს გაუსკდა ტუჩი და წამოუვიდა სისხლი. მოწმემ განმარტა, რომ გ--- ა---–------ი განსაკუთრებულ აგრესიას გამოხატავდა პოლიციის თანამშრომლების მიმართ. გ--- ა---–------ს წარბი გახეთქილი არ ჰქონია, არც მაისური არ ჰქონდა შემოხეული და არც სისხლის ლაქები შეუმჩნევია. მოთხოვნისთანავე მიუტანეს წყალი, თუმცა დაკავებულმა განაცხადა, რომ სამი ჭიქა კიდევ მიეტანათ. მოსამართლის მითითებით მანდატურმა ბოთლით შეუტანა გ--- ა---–------ს წყალი. სხდომას ესწრებოდა ასევე ორი პოლიციის თანამშრომელი, მანდატურები - გ--–- ა–--ე და ტ------– კი-–-----–---–ი, მოსამართლე და სხდომის მდივანი.
მოწმე ტ------– კი-–-----–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შემოდგომაზე, მიიღეს ინფორმაცია რადიოსადგურის მეშვეობით, რომ ადმინისტრაციულად დაკავებული პირი იყო აგრესიულად განწყობილი. დარბაზში შევიდა რამდენიმე მანდატური. დაკავებული 2-3 წუთში გამოიყვანეს მისი მისვლიდან, სანამ შემინულ საკანში შეიყვანდნენ მანამდეც იყო აგრესიულად განწყობილი, ძიძგილაობდა. სასამართლო სხდომის დარბაზში იმყოფებოდნენ: სამი მანდატურის თანამშრომლები: ი-----–- შ-------ე და გ--–- ა–--ე, ორი პოლიციის თანამშრომლები, მოსამართლე და სხდომის მდივანი. პროცესის მიმდინარეობის დროს ნახა, გ--- ა---–------მა ხელი გამოყო და პოლიციელს დაარტყა სახეში, მარჯვენა მხრიდან. პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მსჯავრდებულმა მანდატურს წყალი მოსთხოვა, უწმაწურ სიტყვებს იძახდა.
მოწმე ე-- დ------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის მოსამართლე ხ----- ა--------–---–ის სხდომის მდივანი, 2017 წლის 17 სექტემბერს სასამართლოში შევიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალები, ასკ-ის 166,173-ე მუხლებით. რაც მოიცავდა წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგიბის გაწევას. მანდატურების გადმოცემით, სამართალდამრღვევი იყო აგრესიული და უმჯობესი იყო პროცესი ჩაეტარებინათ მე-5 დარბაზში, ვინაიდაინ შუშებით იყო დაცული სამართალდამრღვევის ადგილი. სხდომის მიმდინარეობისას გ--- ა---–------ი იყო აგრესიული და შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციის თანამშრომლებსა და მანდატურებს. ნახა, როგორ აიქნია ხელი სამართალდამრღვევმა და აღიქვა სახეში ხელის გარტყმად, ვინაიდან პატრულ-ინსპექტორმაც ხელი სახეზე მოიკიდა. წყალი მოითხოვა და მიუტანა, საბოლოოდ კი დადგენილების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---- ჯ--------მა განმარტა, რომ მუშაობს თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარება სსიპ „112-ში“. 2017 წლის 17 სექტემბერს გამთენიისას მიიღეს შეტყობინება, რომ მთაწმინდაზე, არსენას ქუ--ზე, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა პიროვნება. ახალგაზრდა მამაკაცი იწვა ტროტუარზე, კონტაქტური არ იყო და ასდიოდა ალკოჰოლის სუნი. ნიშადურის სპირტით შეფხიზლებულმა კი მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. რამდენიმე წუთში გამოძახებული საპატრულო ეკიპაჟიც მივიდა. მათ მისვლამდე გ--- ა---–------მა წამოდგომა მოასწრო. საპატრულო ეკიპაჟის წევრის კითხვაზე, რით შეეძლოთ დახმარებოდნენ, გ--- ა---–------მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა - აგინა, იფურთხებოდა. პოლიციის თანამშრომლები აფრთხილებდნენ, დამშვიდებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მოახდენდნენ რეაგირებას. გ--- ა---–------ი არ გაჩერდა, შესაბამისად, დააკავეს და ჩასვეს საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში. დაკავებული ავტომანქანაშიც აგრესიულად იქცეოდა, თავი მიარტყა რამდენჯერმე. გააკავეს, რათა არ მიეყენებინა თვითდაზიანება, პატრულს აფურთხებდა.
ბრალდებულმა გ--- ა---–------მა განმარტა, რომ 2017 წლის 17 სექტემბერს ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც დაკარგა გონება, მოასულიერეს ნიშადურით, დახვდა ექიმი, რომელიც არც ისე თავაზიაანდ ექცეოდა. უხეშობაზე მისი მხირდანაც არ ქონია თავაზიან მოქცევას ადგილი. გამოიძახეს პატრული, ეუბნებოდა მათაც და პატრულსაც, რომ იყო სახლთან ახლოს და დაენებებინათ თავი. არ ახსოვს ფეხსაცმელი რატომ არ ეცვა, გონების დაკარგვის მომენტი არ ახსოვს. პატრულის მოსვლის შემდეგ დაიწყეს უფრო მეტად აგდებულად საუბარი, მოუწოდებდა ზრდილობისკენ, მოწოდებაზე და მოთხოვნაზე ემუქრებოდნენ, რომ დააკავებდნენ, ვერ ხვდებოდა თუ რატომ უნდა დაე--ვებინათ. ბორკილები დაადეს, ა/მანქანზე დააწვინეს, ჩასვეს ა/მანქანში და აგინეს. გინებაზე გინებით პასუხობდა. კარი ღია იყო და გვერდიდან ურტყამდნენ. გაღიზიანდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ. გადაიყვანეს თაბუკაშვილის ქუ--ზე მდებარე პოლიციის შენობაში, შეავსეს დოკუმენტაცია და ხელი არ მოაწერა. პოლიციის თანამშრომლები დაცინოდნენე და ურტყამდნენ. ეუბნებოდა, რომ იგუდებოდა და ვერ სუნთქავდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდნენ. წყლის დალევას და დარეკვის უფლებას ითხოვდა, რაზეც უარს ეუბნებოდნენ, რის გამოც პოლიციელს შეაგინა, ვიდეო კი წარადგინეს სასამართლოში. წარბიდან სამჯერ წამოუვიდა სისხლი, პერანგი და მაისურიც დაესვარა სისხლით. 12:00 საათისთვის ჩასვეს ა/მანქანაში სიცხეში, კონდიციონერი გამორთეს, ფანჯრები აუწიეს, 15-20 წუთი გარედან აკვირდებოდნენ, დასცინოდნენ და აგინებდნენ, ძალიან ცუდად იყო და ამის გამო ა/მანქანაში კონდიციონერის ჰაერის დამბერი დაამტვრია, რომ ფანჯარა ჩაეწიათ, ან კარი გაეღოთ. სწორედ ამის მერე სხვა ავტომანქანით წაიყვანეს სასამართლოში, გზაში ისევ აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცყოფას, სასამართლოში საკანში შეიყვანეს, ბორკილების მოხსნას ითხოვდა, რადგან ძალიან უჭერდა, თუმცა პოლიციელი ბორკილების ჯაჭვს კიდებდა ხელს და უტრიალებდა, რის გამოც განიცდიდა ტკივილს და ყვიროდა, ხელები ჰქონდა გალურჯებული სისხლის უმოძრაობისგან. ი----- შ--–---–---–ის მიერ ხელბორკილის მოხსნისას ხელი მოიქნია, რაც არ მოხვედრია ი----- შ--–---–---–ს, მას სურდა, რომ მოხვედროდა, რადგან სწორედ ი----- ცემდა, აგინებდა და ექცეოდა როგორც არარაობას 7-8 საათის განმავლობაში. სასამართლო სხდომაზე მოათავსეს იზოლირებულად, ი----- წინ დაუჯდა, მოსამართლე კი მის დარღვევებზე საუბრობდა, რის გამოც გამოყო გაშლილი ხელი და ი----- შ--–---–---–ს დაარტყა, ამით პროტესტი გამოთქვა. პროცესის შემდეგ ავტომანქანაში უფრო აქტიურად ცემდნენ და აგინებდნენ. მართალია დაარტყა, მაგრამ არა პოლიციელს, არამედ ჩვეულებრივ მოძალადეს.
2017 წლის 17 სექტემბრის ელ-სმენის შეტყობინებით დადგენილია, რომ 2017 წლის 17 სექტემბერს თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრზე N6-ში მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოს N---------------------–- გამოვლენილი იქნა ადმინისტრაციული წესით დაკავებული გ--- ა---–-----ი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო, თავს დაესხა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს მთაწმინდის მიმართულების მე-4 ოცეულის პატრულ-ინსპექტორ ი----- შ--–---–---–ს და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
2017 წლის 17 სექტემბრის პატრულ-ინსპექტორ ი----- შ--–---–---–ის პატაკით დადგენილია, რომ 2017 წლის 17 სექტემბერს გამოძახების შედეგად მეწყვილესთან ერთად გამოცხადდა თბილისში, ა---------------თან, სადაც გ--- ა---–------ი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებს. მანვე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით და წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც სხდომის დარბაზში ი----- შ--–---–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
2017 წლის 19 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად ი----- შ--–---–---–ისაგან ამოღებული იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი სამსახურებრივი ფორმის პერანგი, რომელსაც მარჯვენა ჯიბესთან აღენიშნება დაზიანება. პერანგზე მარჯვენა სახელოსთან, გერბზე წინა მარჯვენა ნაწილში, ასევე მარჯვენა მხარეს განთავსებულ პოლიციის ლეიტენანტის სამხრეზე აღინიშნება მოთეთრო ფერის ლაქები.
2017 წლის 17 სექტემბრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად, პაციენტ ი----- შ--–---–---–ს აღენიშნება ტუჩისა და პირის ღრუს ღია ჭრილობა, ჰოსპიტალიზაცია - ,,ლანცეტი“. პაციენტი აცხადებს, რომ დაკავებულმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სასამართლოს სხდომის დარბაზში.
2017 წლის 17 სექტემბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დადგენილია, რომ ი----- შ--–---–---–ი კლინიკაში მოთავსდა 16:30 საათზე, მოკლე ანამნეზი - თავის ტკივილი და შეშუპება ქვედა ტუჩის არეში, მისი გამოცემით დაკავებულმა სასამართლო დარბაზში დაარტყა ხელი, რასაც უკავშირებს ჩივილებს.
შპს „ლანცეტის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის მიხედვით მოქალაქე ი----- შ--–---–---–მა მიმართა კლინიკას 2017 წლის 17 სექტემბერს 16:30 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, დიაგნოზით: ტუჩისა და პირის ღრუს ზედაპირული ტრავმა. ჩანაწერების მიხედვით ქვედა ტუჩის მიდამოში აღენიშნებოდა ექსკორიაცია.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 4 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად - შპს „ლანცეტის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის ქსეროასლის ჩანაწერების მიხედვით მოქალაქე ი----- შ--–---–---–ს კლინიკისთვის მიუმართავს 2017 წლის 17 სექტემბერს 1630 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, დიაგნოზით: ტუჩისა და პირის ღრუს ზედაპირული ტრავმა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით ქვედა ტუჩის მიდამოში აღენიშნებოდა ექსკორიაცია. ი----- შ--–---–---–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას ქვედა ტუჩის მიდამოში აღენიშნებოდა ნახეთქი ჭრილობა. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
ექსპერტმა ქ------- ბ------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე. ასევე, განმარტა, რომ მკვრივი ბლაგვი საგანი შეიძლება იყო ხელის მტევანი მოხრილ მდგომარეობაში, ანუ მუშტი. სილის გარტყმა შეიძელბა ჩაითვალოს მკვრივ ბლაგვ საგნად. მოწმის განმარტებით თითიც კი მკვრივი ბლაგვი საგანია.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 12 ოქტომბრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად - სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით „...მოწმე ი----- შ--–---–---–ისგან ამოღებული სამსახურებრივი ფორმის პერანგი...” მოთავსებულ სპეცდანიშნულების პერანგზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ N1) სისხლს არ წარმოადგენს. ამავე პერანგზე არსებული მოთეთრო ფერის დანაშრევი (ობ. N2) წარმოადგენს ადამიანის ნერწყვს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ--- ა---–------ს. (ობ. N3; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვი ნიმუში ერთი ც. სტერილურ ბამბის თავიან ჩხირზე აღებული გ--- რამაზის ძე ა---–------ის დაბ. 01.11.1991 წ. პირის ღრუდან...“)
სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ვ---- ო-------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე .
2017 წლის 18 სექტემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად ი----- შ--–---–---–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად, რომელსაც მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
2016 წლის 25 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილების თანახმად გ--- ა---–------ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (არაერთგზის მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციის თანამშრომლებს).
2016 წლის 1 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილების თანახმად გ--- ა---–------ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.
2017 წლის 19 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილების თანახმად გ--- ა---–------ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით და სახდელის ზომად განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 5 დღე-ღამით.
2017 წლის 19 სექტემბრის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნის თანახმად: ავტომანქანა „SKODA OCTAVIA”, სახ. ნომრით D---------ის სავარძლებს შორის განთავსებული ე,წ, კონსოლზე არსებული ჰაერის ნაკადის მიმმართველი დაზიანებულია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად, ხოლო იმის დადგენა, შეესაბამება თუ არა ისინი დადგენილებაში მითითებულ თარიღს, შეუძლებელია სათანადო მეთოდიკის არ არსებობის გამო. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანა „SKODA OCTAVIA”, სახ. ნომრით D--------, დაზიანებული და გამოსასვლელი ჰაერის ნაკადის მიმმართველის საბაზრო ღირებულება შეადგენს - 120 ლარს, აღდგენითი სამუშაოების ღირებულება შეადგენს - 15 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე ჰაერის ნაკადის მიმმართველის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს - 135 (ასოცდათხუთმეტი) ლარს.
2017 წლის 3 ოქტომბრის ნივთიერი მტკიცებულებისა გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა ვიდეოფირზე ასახული 2017 წლის 17 სექტემბრის ადმინისტრაციული წესით დაკავებული გ--- ა---–------ის წარდგენა თბილისის საქალაქო სასამართლოს N-----------------------ში, სადაც ეს უკანასკნელი პატრულ-ინსპექტორ ი----- შ--–---–---–ს შეყავს ხის კონსტრუქციის შემინულ იზოლირებულ მომცრო ოთახში და როდესაც ხსნის ხელბორკილს, რამდენიმე წამში გ--- ა---–------ი სახის არეში გამიზნულად ურტყამს ხელს, ი----- შ--–---–---–ი დარტყმის გამო სახეზე იკიდებს ხელს. შემდგომ ჯდება მომცრო ზომის შემინული განსათავსებელი ოთახის წინ ზურგით და რამდენიმე წუთში გ--- ა---–------ი შემინული კონსტრუქციის ოთახის ღიობიდან კვლავ გამიზნულად ურტყამს ხელს სახეში ი----- შ--–---–---–ს, კერძოდ სახის მარჯვენა არეში. პარალელურად გ--- ა---–------ი აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ი----- შ--–---–---–ს და ასევე შეურაცხყოფს სიტყვიერად სასამართლოს.
2017 წლის 29 სექტემბრის თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2017 წლის 1 სექტემბერს წერილით დადგენილია, რომ პაციენტ გ--- ა---–------თან გამოძახებული იყო თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების N1013 სამედიცინო ბრიგადა, შემდეგი შემადგენლობით: უფროსი ექიმი - ნ---- ჯ--------ი, უმცროსი ექიმი - მ--- მ------–-----ე.
სასამართლო სხდომაზე მოწმე უ-- ტ------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
2017 წლის 28 სექტემბრის გ--- ა---–------ის ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 25 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გ--- ა---–------ის თანხმობით აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 27 ნოემბერს დასკვნის თანახმად - ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა N-----ის /დათარიღებული 20.09.2017 წ. დამოწმებული საქ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დეპარტამენტის მთავარი ექიმის ბეჭდით/ მონაცემებით, 20.09.2017 წ. პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში ჩატარებული სხეულის სრული (ვიზუალური) შემოწმება - დათვალიერების შედეგად გ--- რ---------- ა---–------ს აღენიშნებოდა: მარცხენა წარბთან ფუფხით დაფარული ექსკორაცია სწორხაზოვანი. მარცხენა მხრის შუა მესამედში, მედიალურ ზედაპირზე მოლურჯო-მოყვითალო ფერის კანქვეშა სისხლნაჟღენთი. მარჯვენა ლავიწის მიდამოში მცირე ზომის მოლურჯო-მოყვითალო ფერის კანქვეშა სისხლნაჟღენთი. ორივე წინამხრის ქვედა მესამედში, განივი მიმართულების ფუფხით დაფარული ექსკორიაციები. მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე მომრგვალო ფორმის, ფუფხით დაფარული ექსკორიაციები. მარჯვენა წვივის ქვედა მესამედში ფუფხით დაფარული სწორხაზოვანი ექსკორიაციები. მისი გადმოცემით, აღნიშნული დაზიანებები მიიღო დაკავებისას, რა ვითარებაში, არ აკონკრეტებს. სხეულზე ახალი ტრავმული დაზიანება არ აღინიშნება. კისრის წინა ზედაპირზე, მუცელზე, შუა ხაზზე პოსტოპერაციული ნაწიბური. სწორხაზოვანი ექსკორიაციები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი-საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დანარჩენი დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის/საგნების/ მოქმედებით. დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებების ხანდაზმულობის განსაზღვრა, წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში დაზიანებების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო, შეუძლებელია.
ექსპერტმა ე-- ჩ---–--–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ მკვრივი-ბლაგვი საგანი შეიძლება იყოს მუშტი, ფრჩხილი, კუთხე და ხელი, კონკრეტულ შემთხვევაში რა იყო მკვრივი-ბლაგვი საგანი, უცნობია. მედიცინაში სწორხაზოვანი ექსკორიაცია არის ნაკაწრი. ფუფხის განვითარებას აქვს თავისი სტადიები, ამიტომ ვერ დაადგენს ზუსტად როდის მიიღო ა---–------მა აღნიშნული დაზიანებებ .
შპს ,,რეალექსპერტის“ ადმინისტრაციული დირექტორ მ--- ნ-----–--–---–ის დასკვნის თანახმად გ--- ა---–------ს დადგენილი აქვს შემდეგი დიაგნოზი: ფარისებრი ჯირკვლის კიბო, I სტადია, T1aN1aM0 მეტასტაზებით პრე და პარატრაქეალურ არეში, II ( მეორე) კლინიკური ჯგუფი, ოპერაციის ფარისებრი ჯირკვლის სრული თირეოიდექტომის და მარცხენამხრივი პრე და პარატრაქეალური ლიმფოდისექციითს შემდგომი მდგომარეობა (12.10.2016წ.), მიკრომორფოლოგიურად: ფარისებრი ჯირკვლის პაპილური კარცინომა, ლიმფური კვანძებიდან ერთ ლიმფურ კვანძში ნანახია მეტასტაზური დაზიანება (10.2016წ). მკურნალი ექიმის დანიშნულებით გ--- ა---–------ს ესაჭიროებოდა რადიოაქტიური ოდით სკენირება 6 თვეში, კისრის ულტრაბგერა 2 თვეში, რაც მას დღემდე არ ჩატარებია. ოპერაციის, ტოტალური თირეოიდექტომიის და იოდოთერაპიის კურსის ჩატარების შემდეგ გ--- ა---–------ის ჰორმონალური ბალანსი იყო მკვეთრად დარღვეული, რაც ბუნებრივად, აისახებოდა მის ფსიქიკაზე, ქცევაზე, თავშე--ვების, თვითკონტროლის უნარზე და ალკოჰოლური სიმთვრალის ფონზე, ჰორმონალური ფონის მკვეთრი მერყეობის გამო, წამლის არმიღების, ფიზიკური დაზიანებების, ტკივილის, უძილობის და გამოფიტვის შემდეგ შესაძლო იყო ისეთი მკვეთრად აგრესიული, კონფლიქტური, უკონტროლო რეაქციების განვითარება, როგორც ეს გამოიხატა 2017 წლის 17 სექტემბერს.
ექსპერტმა მ--- ნ-----–--–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. დამატებით განმარტა, რომ გ--- ა---–------ის ჰორმონალური ბალანსი იყო მკვეთრად დარღვეული, რაც ბუნებრივად, აისახებოდა მის ფსიქიკაზე, ქცევაზე, თავშე--ვების, თვითკონტროლის უნარზე და ალკოჰოლური სიმთვრალის ფონზე, ჰორმონალური ფონის მკვეთრი მერყეობის გამო, წამლის არმიღების, ფიზიკური დაზიანებების, ტკივილის, უძილობის და გამოფიტვის შემდეგ შესაძლო იყო ისეთი მკვეთრად აგრესიული, კონფლიქტური, უკონტროლო რეაქციების განვითარება, როგორც ეს გამოიხატა 2017 წლის 17 სექტემბერს. გ--- ა---–------ს სად-ის მე-8 დაწესებულებაში აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები: სწორხაზოვანი ნაჭდევი მარცხენა წარბის მიდამოში, ორივე წინამხრის ქვედა მესამედში განივი მიმართულების, მარჯვენა წვივის გარე ზედაპირზე, მარჯვენა წვივის ქვედა მესამედში (სწორხაზოვანი), სისხლნაჟღენთები მარცხენა მხრის შუა მესამედში, შიგნითა ზედაპირზე და მარჯვენა ლავიწის მიდამოში.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ--- ა---–------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მ----------–------- პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.
ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ გ--- ა---–------მა ი----- შ--–---–---–ს გაარტყა ხელი, მაგრამ დამატებით განმარტავს, რომ ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ის აწამეს და არაადამიანურად მოექცნენ. მართალია, ის აღიარებს დარტყმის ფაქტს, მაგრამ სასამართლოს მიუთითებს, რომ მის ბრალდებასთან დაკავშირებით უნდა იქნეს კვალიფიკაცია შეცვლილი, ვინაიდან ჩადენილი აქვს არა 3531 მუხლი 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, არამედ სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისიწინებული ქმედება.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო გააკეთებს განმარტებას, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებულია ძალადობა, რომელიც გამოიხატება მოქმედებაში (სისტემატიური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა). სისტემატიური ცემა გვაქვს მაშინ, როდესაც დროის ხანმოკლე ინტერვალში ის ჩადენილია სამჯერ მაინც. ხოლო სხვაგვარ ძალადობაში იგულისხმება თმებით თრევა, ჩქმეტა, ანთებული სიგარეტით ან სხვა თერმული საშუალებებით ზემოქმედება. სხვაგვარი ძალადობა ასევე შეიძლება განხორციელდეს უმოქმედობითაც.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაულის ოქბიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ კი თავდასხმაში. თავდასხმა არის აგრესიული აქტი, რასაც ტან ახლავს ძალადობა. (მაგ. ცემა).
აღნიშნული მუხლების გაანალიზებით პალატა დეტალურად განიხილავს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რის შემდეგ ნათელი გახდება მსჯავრდებულ გ--- ა---–------ის მიერ ჩადენილი ქმედება.
სასამართლო მსჯავრდებულ გ--- ა---–------ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული, ასევე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ 2017 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, თბილისში დ-----------–-----–--------------------–--------------ში მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოს №5-ე სხდომის დარბაზში ადმინისტრაციული წესით დაკავებული გ--- ა---–------ი, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, მის საქმიანობასთან დაკავშირებით, თავს დაესხა თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს მთაწმინდის მიმართულების მე-4 ოცეულის პატრულ-ინსპექტორს, პოლიციის ლეიტენანტ ი----- შ--–---–---–ს და მიაყენა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა.
სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის კუთხით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება. კერძოდ, დაზარალებულმა ი----- შ--–---–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მსჯავრდებულმა გ--- ა---–------მა თბილისის საქალაქო სასამართლოს მე-5 სხდომის დარბაზში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ კი ორჯერ გაარტყა ხელი. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ როგორც პოლიციის თანამშრომლები ასევე, სასამართლოს სხდომაზე მყოფი მანდატურები და სასამართლოს სხდომის მდივანი. რასაც სასამართლო განიხილავს ცალ-ცალკე:
მოწმე ვ-–-------- ნ----–------ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ გ--- ა---–------ი გამოირჩეოდა აგრესიით პოლიციის თანამშრომლების მიმართ, აგინებდა და აფურთხებდა ი----- შ--–---–---–ს. ხოლო მე-5 დარბაზში, ბრალდებულისათვის გამოყოფილ, იზოლირებულ ადგილას შეყვანისას ი----- შ--–---–---–მა მოხსნა ხელბორკილი, რა დროსაც მსჯავრდებულმა ხელი გაარტყა სახეში. ხოლო მას შემდეგ რაც თავის ადგილას დაჯდა ი----- შ--–---–---–ი, გ--- ა---–------მა ხელი გამოსწია და კვლავ ძლიერად დაარტყა ხელი სახისა და ყურის არეში.
აღნიშნულ ფაქტს სასამართლო სხდომის დარბაზში შეესწრო სასამართლოს მანდატურები: გ--–- ა–--ე, ი-----–- შ-------ე და ტ------– კი-–-----–---–ი, რომლებმაც სასამართლოს ზუსტად და თანმიმდევრულად გადმოსცეს თუ როგორ დაარტყა ხელი ორჯერ მსჯავრდებულმა ი----- შ--–---–---–ს.
ასევე, სასამართლო სხდომის მდივანმა ე-- დ------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ გ--- ა---–------ი სხდომის მიმდინარეობისას გამოირჩეოდა აგრესიულობით. ნახა, ხელბორკილების მოხსნის დროს, როგორ გაარტყა სახის არეში ხელი გ--- ა---–------მა პოლიციის თანამშრომელს.
მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) ნათლად გამოკვეთილია ის გარემოება, რომ მათ მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ისინი ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს აწვდიან ერთმანეთის იდენტურ ინფორმაციას, რომელთა ურთიერთშეჯერებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაანალიზებით ვლინდება ერთი საერთო სურათი აღნიშნულ დღეს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით, რაც ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, მიმართულია მსჯავრდებულის მხრიდან საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლით წარდგენილი დანაშაულის ჩადენის დადასტურებისაკენ.
სასამართლო ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა დადგენისა და მისი სამართლებრივი შეფასების შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მიერ საქმის არსებით სხდომაზე გაჟღერებულ პოზიციაზე, სადაც იგი აღნიშნავს, რომ გ--- ა---–------ი ნაცემი და ნაწამებია პოლიციის თანამშრომლების მიერ. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ გ--- ა---–------ის აგრესიულობა გამოიწვია თავად პოლიციის თანამშრომლების ქმედებებმა, კერძოდ კი ის რომ მსჯავრდებული ცემეს უმოწყალოდ, აწამეს და გ--- ა---–------მა კი ამის პასუხად შეაგინა მათ და შეაფურთხა, თუმცა სასამართლო გარდა პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებისა ყურადღებას გაამახვილებს მოწმე ნ---- ჯ--------ის ჩვენებაზე, რომელიც პირველი მივიდა გ--- ა---–------თან, მაშინ როდესაც ის უგონოდ ეგდო ძირს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა ნ---- ჯ--------მა სასამართლოში დაადასტურა ის ფაქტი, რომ მას შემდეგ რაც უგონოდ მყოფი გ--- ა---–------ი გონზე მოიყვანა, ის აგრესიით განეწყო მათ მიმართ და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდეგ კი როდესაც გამოიძახა საპატრულო ეკიპაჟი, პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ მასთან და ეკითხებოდნენ თუ რით შეეძლოთ მათი დახმარება, მაგრამ გ--- ა---–------ი კვლავ განაგრძობდა გინებას და ფურთხებას პოლიციის თანამშრომელბის მიმართ. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ გ--- ა---–------ი გახდა აგრესიული არა მხოლოდ მას შემდეგ, რაც როგორც მისი ინსტერესების დამცველი ადვოკატი აცხადებს ის აწამეს, არამედ გონზე მოსვლის მომენტიდან უკვე აგრესიით გამოირჩეოდა ის, თავდაპირველად ექიმების მიმართ, ხოლო მას შემდეგ რაც ჩაერთო პოლიციის თანამშრომლები მათ მიმართაც.
დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გ--- ა---–------მა სწორედ იმიტომ ჩაამტვირა ა/მანქანის გამათბობელი და კონდიციონერის დასაბერი მოწყობილობა, ვინაიდან ის ჩაკეტილი ჰყავდათ სიცხეში ა/მანქანში და შორიდან უყურებდნენ მას, თუ როგორ იტანჯებოდა სიცხეში, თუმცა იმ დროს როდესაც გ--- ა---–------ი ჩასვეს პოლიციის ა/მანქანაში შემთხვევის ადგილას ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები და მოწმე ნ---- ჯ--------მა დაადასტურა, რომ როდესაც გ--- ა---–------ი ჩასვეს პოლიციის ა/მანქანში აგრესიულად იქცეოდა. თავს აქეთ-იქით იქნევდა ა/მანქანაში, და პოლიციის თანამშრომლებმა გააკავეს ის, რათა თვითდაზიანება არ მიეყენებინა.
რაც შეეხება გ--- ა---–------ზე არსებულ დაზიანებას, რაც ასევე დაადასტურა 2017 წლის 27 ნოემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული სამედიცინო ექსპერტიზამ, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებული მასალებით არ არის დადგენილი, თუ ვის მიერ და როდის მიიღო გ--- ა---–------მა აღნიშნული დაზიანებები. არ არსებობს არავითარი დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ ეს დაზიანებები მას პოლიციელების მიერ აქვს მიყენებული.
სასამართლო განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები ძირითად არის პოლიციელთა ჩვენებები, ეს ცალსახად არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებები იმთავითვე მცირე (ისევე როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა გამოძიება (აღნიშნულთან დაკავშირებით იხ. უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის N96აპ-17 გადაწყვეტილება).
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (რა დროსაც არსებობს ძლიერი პროცესულური გარანტიები) და მტკიცებულებების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტ მ--- ნ-----–--–---–ის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, ჰორმონალური ბალანსი იყო მკვეთრად დარღვეული, რაც ბუნებრივად, აისახებოდა მის ფსიქიკაზე, ქცევაზე, თავშე--ვების, თვითკონტროლის უნარზე და ალკოჰოლური სიმთვრალის ფონზე, ჰორმონალური ფონის მკვეთრი მერყეობის გამო, წამლის არმიღების, ფიზიკური დაზიანებების, ტკივილის, უძილობის და გამოფიტვის შემდეგ შესაძლო იყო ისეთი მკვეთრად აგრესიული, კონფლიქტური, უკონტროლო რეაქციების განვითარება 2017 წლის 17 სექტემბერს. რაც ასევე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმას მ--- ნ-----–--–---–მა. აღნიშნულ დასკვნას სასამართლო მხედველობაში მიიღებს სასჯელის დანიშვნის დროს, მაგრამ ვერ გაიზიარებს როგორც ბრალის გამომრიცხველ გარემოებად, ვინაიდან სასამართლოში დაცვის მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულის შეურაცხაობას და სასამართლოსაც არ გაჩენია განცდა იმისა, რომ აღნიშნული პიროვნება არის შეზღუდული ან სრულად შეურაცხადი, ვინაიდან მისი ქმედება არ იყო იმწუთიერი ჰორმონალური ბალანსის დარღვევის გამო, რადგან მსჯავრებულმა გარკვევით განაცხადა, რომ მან მოუქნია ხელი ი----- შ--–---–---–ს ვინაიდან უნდოდა, რომ მას მოხვედროდა, გაუჩნდა პროიტესტისა და აგრესიის გრძნობა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიმართ და ის იმ მომენტში სრულად აცნობიერებდა მისი ქმედების ფაქტობრივ ხასიათს და მართლწინააღმდეგობას.
ამდენად, პალატა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად თვლის, რომ გ--- ა---–------ს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ თავს ესხმოდა პოლიციელს, სწორედ მისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე (სხვა შემთხვევაში თავდასხმის მიზეზიც არ ექნებოდა) და პოლიციელის მიმართ თუნდაც უახლოეს წარსულში წყენის არსებობა, სწორედ ამ დანაშაულის მოტივს წარმოადგენს.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ--- ა---–------მა ჩაიდინა პოლიცელზე თავდასხმა მისი სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--- ა---–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
გ--- ა---–------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ვინაიდან მსჯავრდებულ გ--- ა---–------ს გააჩნია ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, მას დანიშნული აქვს საქართველოს სსკ-ის კოდექსის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი, ხოლო სასამართლო მოკლებულია მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენეს საშეღავათო პირობები. კერძოდ კი საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლი, ვინაიდან მსჯავრდებული არ აღიარებს დანაშაულს.
ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ--- ა---–------ის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განაჩენი, გ--- ა---–------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების სახით არსებული ბრალდებულ გ--- ა---–------ის ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
დაზარალებულ ი----- შ--–---–---–ის სამსახურებრივი ფორმის პერანგი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
ი----- შ--–---–---–ის სამედიცინო დოკუმენტია, დალუქული ერთ სპეციალურ პაკეტში ნომრით: 0283084, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
ერთ ,,DVD“ - დისკზე განთავსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მე-5 სხდომის დარბაზის ვიდეოჩანაწერი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ--- ა---–------ის ინტერესების დამცველ ადვოკატის გ--–- ნ-----–--–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ--- ა---–------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ--- ა---–------ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2017 წლის 20 სექტემბრიდან (16 საათი და 22 წუთიდან).
გ--- ა---–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ გ--- ა---–------ის ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
დაზარალებულ ი----- შ--–---–---–ის სამსახურებრივი ფორმის პერანგი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
ი----- შ--–---–---–ის სამედიცინო დოკუმენტია, დალუქული ერთ სპეციალურ პაკეტში ნომრით: 0283084, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
ერთ ,,DVD“ - დისკზე განთავსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მე-5 სხდომის დარბაზის ვიდეოჩანაწერი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოქვეყნებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი