განაჩენი

სისხლის სამართლის 01.08.2019
საქმის ნომერი
330100118002607124
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3888-18

გამოძიების #-----------1

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 აგვისტო, 2019 წელი Qქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ელენე გოგუაძე

სხდომის მდივანი ანა სოსელია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ქ--------------–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული – ზ--------------ა (პირადი 6----------), დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. გ--–--------–-------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–------------–---–---------------------------------

 

ადვოკატები - ე-----------------–---–ი და ლ--------------ა,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილი

 

სხდომის სახე: ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. ზ--------------ამ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 11 ივნისს, შუადღის საათებში, თ---–--–----------------–-----–--------------------–--------ზე მდებარე თ---–----------–---- სასამართლოში, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლ-–--------------–--ის მიერ იხილებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ზ--------------ასა და სხვათა მიმართ, რა დროსაც ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე, 14:00 საათიდან იმავე დღის 15:00 საათამდე გამოცხადდა შესვენება. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ზ--------------ა არ გათავისუფლებულა დაკავებიდან, იგი გავიდა სხდომის დარბაზიდან და თვითნებურად ჩავიდა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მდებარე სასადილოში. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ სასადილოში შევიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და ზ--------------ას, რომელსაც უკვე დასრულებული ჰქონდა სადილი, მოსთხოვეს სხდომის დარბაზში დაბრუნება. ამავე დროს მათ კ-------ას განუმარტეს, რომ მოსამართლე ლ-–--------------–--ეს უნდა გაეგრძელებინა პროცესი, რის გამოც აუცილებელი იყო სხდომის დარბაზისა და მონაწილე პირების მზადყოფნა. ზ--------------ა არ დაემორჩილა მოწოდებას, განაცხადა, რომ იგი 15:00 საათამდე იყო გათავისუფლებული სხდომიდან, უარი განაცხადა სხდომის დარბაზში დაბრუნებაზე და უცენზურო ფრაზებით მოიხსენია მოსამართლე, რითაც გამოხატა სასამართლოსადმი აშკარა უპატივცემულობა. საბოლოოდ, პოლიციის მუშაკებმა იძულების პროპორციული ზომის გამოყენებით, ზ--------------ა მიიყვანეს სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

ე.ი. ზ--------------ამა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ზ--------------ას მიერ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის ფაქტი, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფაში, შესაბამისად, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

2.2. სასამართლოს აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს უქმნის შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზი, კერძოდ:

 

2.3. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ზ--------------ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მას მოსამართლე ლ-–--------------–--ისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. სასადილოში დაძაბულობა გამოიწვიეს პატრულის თანამშრომლებმა, ხოლო თვითონ მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და ინარჩუნებდა კიდეც, გარდა ერთი შემთხვევისა, რაც ემოციური მდგომარეობით იყო გამოწვეული. იგი შესვენების დროს იმყოფებოდა სასადილოში დ-------–-----–---სთან, ზ-----------–----თან და მეუღლესთან - ხ----------------სთან ერთად. შესვენება მოსამართლე ლ-–--------------–--ემ გამოაცხადა 15:00 საათამდე, ხოლო პატრულის თანამშრომლები მას ატყუებდნენ, თითქოს მისი ადვოკატები და მოსამართლე იბარებდნენ მას სხდომის დარბაზში, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მოსამართლე ლ-------------–--ეს მისთვის არც შეუზღუდავს დარბაზიდან გასვლა და არც ნება დაურთავს, მოსამართლემ 1 საათით გამოაცხადა შესვენება, რაც ჯერ გასული არ იყო. ასევე პოლიციელებს დარბაზიდან გასვლასა და სასადილოში ჩასვლაში არ შეუშლიათ მისთვის ხელი. მისი სასადილოში გაშვებით იგი არ ვარაუდობდა, რომ პოლიციელები რაიმე დისციპლინურ შეცდომას უშვებდნენ. იგი პოლიციელებს სასადილოდან სხდომის დარბაზში არ მიყვებოდა, რადგან მოსამართლის სიტყვას მეტი ლეგიტიმაცია ჰქონდა მისთვის, ვიდრე პოლიციელის მოწოდებას. თუ შეცვალა მოსამართლემ შესვენების დრო, ამას შეატყობინებდა მისი ადვოკატი, სხდომის მდივანი, მოსამართლის თანაშემწე ან მანდატური და არა პოლიციელი. ვინაიდან სასადილოში სიტუაცია იძაბებოდა, მან ჯერ იქვე მყოფ ჟურნალისტ ე----–---------ას სთხოვა, რომ ვიდეოზე გადაეღო შექმნილი ვითარება, მაგრამ მას პატრულის თანამშრომელმა არ მისცა ამის შესაძლებლობა, შემდეგ კი თავის მეუღლეს სთხოვა, რომ გადაეღო, რის შემდეგაც ხ----------------მ მისი მითითებით მობილური ტელეფონით დაიწყო ვიდეოს გადაღება. იგი დარწმუნებული იყო, რომ ლ-–--------------–--ე მას არ იბარებდა და იმიტომ თქვა ის შეურაცხმყოფელი სიტყვები, რაც გაჟღერდა. აღნიშნული სიტყვები არც კონკრეტულად მოსამართლე ლ-–--------------–--ეს ეხებოდა, არც სასამართლო სისტემას და არც რომელიმე პირს, ის ემოციების ფონზე იყო წარმოთქმული, რაც მისთვისაც არ არის მოსაწონი. გარდა ამისა, მას სხვისი თეფშიდან არ გაუგრძელებია ჭამა, რადგან მეორე ულუფაც მისი იყო. ამის შემდეგ, როდესაც პოლიციელებმა იგი იძულების წესით მიიყვანეს სხდომის დარბაზში, მან პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი. მოსამართლის შეურაცხყოფის სურვილი რომ ჰქონოდა, იგი ამას სასამართლო სხდომაზეც მოახერხებდა, როდესაც დააბრუნეს პროცესზე, მაგრამ მას ეს არ განუხორციელებია. მისი დაკავება უკავშირდებოდა პოლიტიკურ ინტერესს, კერძოდ რ---------–ის გამზირზე გამართულ აქციებზე მის აქტიურობას, რადგან იგი ამ აქციების ორგანიზატორი იყო და მისი განეიტრალებით აქციებიც უნდა განეიტრალებულიყო, რაც ასეც მოხდა.

 

2.4. სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული ბრალდებულ ზ--------------ას მიერ მოსამართლის შეურაცხყოფის ფაქტი, კერძოდ:

 

2.5. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაზარალებული ლ-–--------------–--ე, რომელმაც სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის თ---–----------–---- სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2018 წლის 11 ივნისს იგი ასრულებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, იყო მორიგე, რაც გულისხმობდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებების განხილვას. მორიგეობისას მას განსახილველად დაეწერა ზ--------------ას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. იმ დღეს მას წარმოუდგინეს ადმინისტრაციულად დაკავებული ზ--------------ა და კიდევ სამი პირი, რომელთა საქმეებიც გააერთიანა ერთ წარმოებად და დაიწყო ზეპირი განხილვა. პროცესის მიმდინარეობისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირთა წარმომადგენლებმა მის წინაშე დააყენეს შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე, ვინაიდან სათანადოდ არ იცნობდნენ საქმის მასალებს. მან ადგილზე თათბირით იმსჯელა აღნიშნულ შუამდგომლობაზე და არ დააკმაყოფილა ის, თუმცა 15:00 საათამდე გამოაცხადა ერთ საათიანი შესვენება და უფლება მისცა დაკავებულთა წარმომადგენლებს, გაცნობოდნენ საქმის მასალებს. მან შესვენებამდე ასევე გააკეთა განმარტება, რომ ვინაიდან საქმის განხილვა არ იყო გადადებული, გამოხატავდა კეთილ ნებას, დაკავებული პირები არ ჩაეყვანათ საბადრაგოში და ისინი საკუთარ ადვოკატებთან დარჩენილიყვნენ სასამართლო სხდომის დარბაზში. რადგანაც სხდომა არ გადადებულა და პროცესზე შესვენება გამოცხადდა, მას დაკავებულები არ გაუთავისუფლებია და შესაბამისად, მათ სხდომის დარბაზის დატოვების უფლება არ ჰქონიათ. ამის შემდეგ თვითონ სხდომის დარბაზიდან გავიდა საკუთარ სამუშაო ოთახში.

ცოტა ხანში მისთვის ცნობილი გახდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სხდომის დარბაზიდან გაუშვიათ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ზ--------------ა და სხვა პირები. როდესაც სხდომა უნდა დაწყებულიყო, მისმა სხდომის მდივანმა მისწერა, რომ სასამართლოს სასადილოში რაღაც იყო მომხდარი. როდესაც 15:00 საათზე სხდომა გაგრძელდა, დაკავებულების ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათ ვერ ისარგებლეს 1 საათიანი ვადით და ზ--------------ა იძულებით იქნა წარმოდგენილი სასამართლოს სასადილოდან, რის გამოც როგორც ზ--------------ამ, ასევე სხვა დაკავებულებმა პროტესტის ნიშნად აღარ მიიღეს საქმის განხილვაში მონაწილეობა და დაბრუნდნენ საბადრაგოში. პროცესის მიმდინარეობისას მის მიმართ ზ--------------ას რაიმე სახის უპატივცემულობა არ გამოუხატავს. საქმის განხილვა მათ გარეშე გაგრძელდა, რა დროსაც გამოიკითხნენ მოწმეები და შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. პროცესი დამთავრდა დაახლოებით 18:00 საათზე. ოთხივე დაკავებული პირის მიმართ სახდელის სახით გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა.

როდესაც გადაწყვეტილება გამოაცხადა და დაბრუნდა თავის სამუშაო ოთახში, მან ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით ნახა ვიდეოკადრები, როცა ზ--------------ას სასამართლოს სასადილოში პოლიციელები მოუწოდებდნენ სხდომის დარბაზში გაყოლას, ხოლო ზ.კ-------ა შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებდა მოსამართლეს. მან მიიჩნია, რომ ეს სიტყვები მის მიმართ იყო ნათქვამი, რადგან იმ მომენტში ზ--------------ას საქმის განმხილველი მოსამართლე თვითონ იყო. აღნიშნული ფაქტი მისთვის არასასიამოვნო იყო. მას ამის შესახებ პროკურატურისთვის არ მიუმართავს, პროკურატურამ თავად დაიწყო ამ ფაქტზე გამოიძიება.

 

2.6. მოწმე მ-----------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის თ---–----------–---- სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი და 2018 წლის 11 ივნისს თავის სამუშაო ფუნქციებს ასრულებდა მოსამართლე ლ-–--------------–--ესთან. ამ დღეს მოსამართლე ლ-–--------------–--ე იყო მორიგე და განსახილველად დაეწერა ზ--------------ას და სხვა სამი პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. როგორც ახსოვს, სხდომა დაიწყეს 13:00 საათზე. პროცესზე ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, საქმის მასალების გაცნობის მიზნით პროცესის გადადების თაობაზე. მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა მასალების გაცნობის მიზნით გამოაცხადა შესვენება. მოსამართლემ დატოვა დარბაზი, ხოლო თვითონ, პატრულ-ინსპექტორები და ადვოკატი ლ--------------ა დარჩნენ დარბაზში. სამართალდამრღვევმა პირებმა დატოვეს სხდომის დარბაზი. შემდეგ მან პროცესის მომზადების მიზნით მანდატურს უთხრა, რომ პროცესის მონაწილეები დაბრუნებულიყვნენ სხდომის დარბაზში, რათა მოსამართლე რომ შემოვიდოდა დარბაზში, მათი ლოდინი არ გამხდარიყო საჭირო. ცოტა ხანში იგი იმყოფებოდა სხდომის დარბაზის უკანა კართან, როდესაც მარჯვენა ფლიგელიდან მოესმა ჩოჩქოლის ხმა. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ჩოჩქოლი იყო სასადილოში მომხდარი ინციდენტიდან გამომდინარე. როდესაც პროცესის მონაწილეები შემოვიდნენ დარბაზში, მოსამართლე ლ-–--------------–--ე დაბრუნდა დარბაზში და განიხილა ხსენებული საქმე. პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. როდესაც მორიგეობას მორჩნენ, მან საინფორმაციო საშუალებებიდან შეიტყო სასამართლოს სასადილოში მომხდარი ინციდენტის შესახებ.

 

2.7. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ლ-----–---–-----მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 11 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მისი თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა ზ--------------ა. იგი იმავე დღეს გადაიყვანეს თ---–----------–---- სასამართლოში. დაახლოებით 13:30 საათზე დაიწყო სხდომა, რა დროსაც მას როგორც მოწმეს დაატოვებინეს სხდომის დარბაზი და გაჩერდა ფოიეში. დაახლოებით 14:00 საათზე სხდომის დარბაზის კარი გაიღო და გამოვიდნენ პროცესის მონაწილეები. გამოვიდა ზ--------------აც, რომელმაც დერეფანში ტელევიზიებს მისცა ინტერვიუ.

როგორც თანამშრომლისგან გაიგო, დაკავებულის ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა საქმის მასალების გაცნობის მიზნით პროცესის 10 დღით გადადების თაობაზე, ხოლო მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და გამოაცხადა შესვენება 1 საათით, 15:00 საათამდე. ამ დროს სხდომის მდივანმა მათ უთხრა, რომ ზ--------------ას და მასთან ერთად დაკავებულ სხვა პირებს კვლავ დაკავებულის სტატუსი ჰქონდათ და სთხოვა შემოეყვანათ ისინი დარბაზში. ზ--------------ას გარდა სხვა დაკავებული პირები იქვე დარბაზთან იმყოფებოდნენ და თხოვნისთანავე შევიდნენ დარბაზში. მისმა თანამშრომელმა გ-------------ემ მას უთხრა, რომ ზ--------------ა სასადილოში იყო ჩასული, რომელსაც პოლიციელები ადევნებდნენ თვალს. ის და გ-------------ე ერთად ჩავიდნენ სასადილოში, სადაც მათ ზ--------------ას მოსთხოვეს, რომ წამოსულიყო სხდომის დარბაზში. ზ--------------ა ამ დროს ქალბატონთან ერთად იჯდა მაგიდასთან და სადილობდა. ზ--------------ა გახდა აგრესიული. მან შეაგინა სასამართლოსაც და მოსამართლესაც და უარს აცხადებდა დარბაზში გაყოლაზე, რადგან 15:00 საათამდე შესვენების დრო ჰქონდა. შემდეგ მან და გ--------–------–---მა კვლავ სთხოვეს ზ--------------ას, რომ წამოსულიყო სხდომის დარბაზში, მათ არ სურდათ პროპორციული ძალის გამოყენება. ზ--------------ამ კვლავ მიაყენა შეურაცხყოფა მოსამართლეს. ამ დროს მან დაასრულა ულუფის ჭამა. შემდეგ ზ-----------–--ემ და დ-------–-----–---მ შექმნეს დაძაბულობა. ლ-----–--ამ თეფში გადმოაგდო მაგიდიდან. ზ--------------ამ თავის ნაცნობს მოუწოდა, რომ კამერა ჩაერთო და გადაეღო შექმნილი ვითარება. ვიდეოს გადაღება რამდენიმე ადამიანმა დაიწყო. ამ დროს ადგილზე იყვნენ როგორც მისი თანამშრომლები, ასევე სასამართლოს მანდატურები და სასადილოში საჭმელად ჩასული სხვა პირები. ამის შემდეგ მათ ზ--------------ას დაადეს ხელბორკილები და წარადგინეს სხდომის დარბაზში.

 

2.8. მოწმე გ--------–------–---მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მ---------------------–--------–----------–--------------–----–ის პატრულ-ინსპექტორი. მან 2018 წლის 11 ივნისს პატრულის თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე ადმინისტრაციული წესით დააკავა ზ--------------ა. მასთან ერთად ასევე დაკავებული იქნა სამი პირი. ისინი იმავე დღეს ერთად წარადგინეს თ---–----------–---- სასამართლოში. პროცესის დაწყებისთანავე ადვოკატებმა მოითხოვეს პროცესის 10 დღით გადადება, რათა საქმის მასალებს გაცნობოდნენ. მოსამართლე ლ-–--------------–--ემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მათ ერთი საათი მისცა საქმის ადგილზე გასაცნობად. გამოცხადდა შესვენება, რა დროსაც დაკავებულები მოსამართლემ დარბაზში დატოვა, თვითონ კი გავიდა დარბაზიდან. დარბაზში მყოფ პირებს მიეცათ უფლება გასულიყვნენ სხდომის დარბაზიდან, გაუგებრობის გამო ასევე დარბაზიდან გავიდნენ დაკავებული პირებიც, რომლებიც თავისუფლად დადიოდნენ სასამართლოს ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ. წესით ისინი დარბაზიდან არ უნდა გასულიყვნენ, რადგან ადმინისტრაციულად იყვნენ დაკავებულები. შესვენების დროს ზოგიერთმა დაკავებულმა პირმა მედიასაშუალებებს ინტერვიუ მისცა, ზ--------------ა კი სასამართლოს სასადილოში გაემართა საკვების მისაღებად. ამ ფაქტის გამო მოგვიანებით პოლიციელებს დაეკისრათ დისციპლინური პასუხისმგებლობა, საყვედურის სახით.

გარკვეული დროის შემდეგ სასამართლოს სხდომის მდივანმა მხარეებს მოუწოდა, რომ შეკრებილიყვნენ დარბაზში, რადგან მოსამართლე მობრძანდებოდა და სხდომა უნდა გაგრძელებულიყო. ზ--------------ას გარდა ყველა მონაწილე შევიდა დარბაზში და საჭირო გახდა მისი მიყვანა. იგი გაემართა სასამართლოს სასადილოსკენ სხვა ორ პოლიციელთან ლ-----–---–-----თან და ი---------–-----–---–თან ერთად. ზ--------------ა სასამართლოს სასადილოში სადილობდა ზ-----------–----თან ერთად, რომელიც იმავე საქმეზე მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო. შესაბამისად, მათი ერთად ყოფნა დაუშვებელი იყო. მათ ზ--------------ას ჩვეულებრივი სასაუბრო ტონით აუხსნეს, რომ აუცილებლად უნდა წამოსულიყო სხდომის დარბაზში, რადგან მოსამართლე იწყებდა საქმის განხილვას, ხოლო მისი იქ ყოფნა არ შეიძლებოდა. ამის პასუხად ზ--------------ამ აიქნია ხელი და თქვა ,,მოსამართლის დედაცო“, შემდეგ კი უთხრა, რომ მას ერთი საათი კიდევ ჰქონდა დრო და მოსამართლეზე თქვა, რომ ,,ეკიდა“. ვინაიდან იგი მიირთმევდა საკვებს, მათ უთხრეს, რომ დროულად დაესრულებინა ჭამა, რისთვისაც მისცეს კიდევ გარკვეული დრო. როდესაც ზ--------------ამ თავისი ულუფის მირთმევა დაასრულა, მან სხვისი ულუფის მირთმევა დაიწყო. ზ--------------ას თანხმლები პირები ამ ყველაფერს იღებდნენ ვიდეო საშუალებებით. ამის შემდეგ ზ--------------ა გონივრული ძალის გამოყენებით წარდგენილ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში. იგი ამ დროს ცდილობდა მიწვდომოდა სხვა მაგიდებს და გადმოეყარა იქიდან თეფშები. იმ დროს, როდესაც ზ.კ-------ას მოუწოდებდნენ წამოსვლას, ზ-----------–----თან მყოფმა პირმა შეგნებულად გადმოყარა თეფშები მაგიდიდან, რომლებიც დაილეწა. ზ-----------–--ე ამ დროს წამოხტა ფეხზე და დაუწყო ყვირილი მათ, რომ არ იყვნენ ადამიანები, იქცეოდნენ ცუდად და ის პიროვნება მოიხსენია შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ვინც გასცა ზ--------------ას სხდომის დარბაზში მიყვანის განკარგულება. სასადილოდან გამოყვანის პროცესში, სასადილოში შეიქმნა ხმაური. პოლიციის თანამშრომლებმა ზ--------------ა უსაფრთხოდ და ნივთების დაუზიანებლად წარადგინეს სხდომის დარბაზში. პროცესის გაგრძელების შემდეგ ზ--------------ამ მოსამართლეს გამოუცხადა უნდობლობა და გამოთქვა სხდომის დარბაზის დატოვების სურვილი, რის შემდეგაც იგი გადაიყვანეს საბადრაგოში. საბოლოოდ, ზ--------------ას ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა 14 დღით თავისუფლების აღკვეთა.

 

2.9. მოწმე დ----------------მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მ---–----------–--------------–----–ის პატრულ-ინსპექტორი. 2018 წლის 11 ივლისს, იყო ღამის ცვლაში, რა დროსაც პ----–-------- წინ მიმდინარეობდა აქცია, რომელშიც მონაწილეობდა ზ--------------ა, ასევე აქციაზე იყო ზ-----------–--ეც. აქციაზე ზ--------------ა და კიდევ სამი პირი დააკავეს მისმა თანამშრომლებმა, რომლებიც გადაიყვანეს შსს-ში დოკუმენტაციის შედგენის მიზნით. შემდეგ დაკავებულები გადაყვანილი იქნენ სასამართლოში. როგორც ახსოვს, პროცესზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა პროცესის გადადების თაობაზე, რათა გაცნობოდნენ საქმის მასალებს. მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და მასალების გასაცნობად შესვენება გამოაცხადა 1 საათით. ამ პერიოდში როგორც ჩანს კომუნიკაცია არ იყო გარეთ მდგომ პოლიციელებსა და შიგნით მყოფებს შორის. შესვენებაზე ზ--------------ა გავიდა სხდომის დარბაზიდან და პოლიციელთა მეთვალყურეობის ქვეშ ჩავიდა სასამართლოს სასადილოში. ამ დროს მათ არ იცოდნენ ზ--------------ას დაკავებულის სტატუსი. მას სასადილოში ჩაჰყვა პოლიციის ორი თანამშრომელი. შემდეგ როგორც ახსოვს, შესვენებისას მოსამართლეს შუალედური განმარტება უნდა გაეკეთებინა სხდომაზე. ამ დროს გაირკვა, რომ ზ--------------ას დაკავებულის სტატუსი ჰქონდა. ამის გამო მათი ორი თანამშრომელი ჩავიდა სასადილოში, რომ წარმოედგინათ ზ--------------ა სასამართლო სხდომაზე. რამდენიმე წუთში თვითონაც ჩავიდა სასადილოში, სადაც მას დახვდა გამწვავებული ვითარება. კერძოდ, ოთხნი ისხდნენ მაგიდასთან: ზ-----------–--ე, ზ--------------ა, ერთი ქალბატონი და ერთი მამაკაცი. ისინი კერძს მიირთმევდნენ. როდესაც ზ--------------ას პოლიციელებმა უთხრეს, რომ სხდომის დარბაზში წამოსულიყო, რათა მოსამართლეს შუალედური განმარტება გაეკეთებინა, ზ-----მა პირველად უპასუხა, მე ვჭამ საჭმელს და მაცადეთო. თხოვნის რამდენიმეჯერ გამეორების შემდეგ სიტუაცია დაიძაბა, ერთ-ერთი მამაკაცი ადგა მაგიდიდან, ხელი ჩამოარტყა თეფშს და ჩამოაგდო, ზ-----------–--ემ დაიწყო იმ პირის გინება, ვინც დარბაზში დაბარების განკარგულება გასცა, ხოლო ზ--------------ამ პოლიციელებს უთხრა, - ,,ყლეზე მკიდია მოსამართლეო“. ამ დროს ზ--------------ას ახლობლები ვიდეოს იღებდნენ ტელეფონის საშუალებით, ასევე პოლიციელებს ჰქონდათ სამკერდე კამერები. ამის შემდეგ ზ--------------ა კვლავ არ აპირებდა სხდომის დარბაზში წამოსვლას, რის გამოც პროპორციული ძალის გამოყენებით, დაადეს ხელბორკილები და მიიყვანეს დარბაზში. პოლიციელებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. დანარჩენ სამ დაკავებულთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ყოფილა, ისინი იმყოფებოდნენ სხდომის დარბაზთან.

 

2.10. მოწმე ზ-------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მ---–----------–--------------–----–ის პატრულ-ინსპექტორი. 2018 წლის 11 ივნისს, დილის 07:00-08:00 საათზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ქ. თბილისში, რ---------–ის გამზირზე, პ----–-------- შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იმართებოდა აქცია. აქციაზე ზ--------------ა და მასთან ერთად მყოფი სხვა პირები არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, რაც გადაიზარდა პოლიციის დაუმორჩილებლობაში. ამის გამო ზ--------------ა და კიდევ სამი პიროვნება დაკავებული იქნენ ადმინისტრაციული წესით. იმავე დღეს ისინი წარადგინეს სასამართლოში. საქმე დაეწერა მოსამართლე ლ-–--------------–--ეს. პროცესზე დაკავებულთა ადვოკატებმა ითხოვეს სხდომის გადადება საქმის მასალების გაცნობის მიზნით. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მაგრამ ადვოკატების მიერ საქმის გაცნობის მიზნით, 15:00 საათამდე გამოაცხადა შესვენება. თვითონ ერთ-ერთი სამართალდამრღვევის - დ-------------ას დამკავებელი პირი იყო და ესწრებოდა სხდომას. შესვენების დროს დარბაზი დატოვეს დაკავებულებმა. დაკავებულებს წესით დარბაზი არ უნდა დაეტოვებინათ. ცოტა ხანში სხდომის მდივანმა გამოაცხადა, რომ მოსამართლეს სურდა შუალედური განცხადების გაკეთება და მხარეებს, დაკავებულებს და დამკავებლებს მოუწოდა დარბაზში დაბრუნება. ზ--------------ას გარდა ყველა პირი შევიდა დარბაზში. როგორც აღმოჩნდა, ზ--------------ა სასამართლოს სასადილოში იყო ჩასული, რომელსაც მეთვალყურეობდა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. სასადილოში კიდევ რამდენიმე თანამშრომელი ჩავიდა, რომ კ-------ა ამოეყვანათ სხდომის დარბაზში. ზ--------------ამ პოლიციის თანამშრომლებს უპასუხა, რომ ჭამდა და შესვენების დრო ჯერ კიდევ ჰქონდა. პოლიციელებმა აცადეს ჭამა და ჩვეულებრივი სასაუბრო ტონით რამდენჯერმე გაუმეორეს, რომ დარბაზში გაყოლოდა მათ, მაგრამ იგი იგნორით პასუხობდა. როდესაც პოლიციელებმა კატეგორიულად უთხრეს, რომ მოსამართლე იბარებდა, ზ--------------ამ უპასუხა, ,,ყლეზე მკიდია მოსამართლეო“. ზ--------------ას მაგიდასთან ახლდნენ ზ-----------–--ე, ერთი მამაკაცი და ერთი ქალბატონი. ზ--------------ამ საკუთარი თეფშიდან რომ დაამთავრა საკვების მიღება, დროის გაჭიანურების მიზნით სხვისი თეფშიდან გააგრძელა ჭამა. მან დაიძახა, „მ------ კამერა ჩართეო“. ამ დროს ზ-----------–--ეც წამოხტა და ყვირილი დაიწყო. პოლიციელებმა ზ--------------ა იძულებით წარადგინეს სასამართლო სხდომის დარბაზში, რა დროსაც ბრალდებული მათ წინააღმდეგობას უწევდა.

 

2.11. მოწმე გ-------–-------–-ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთ-------------------–--------------------------------–---------------–---------------------–---- უფროსი. 2018 წლის 11 ივნისს, ზ--------------ას დაკავებისას იგი არ ყოფილა დაკავების ადგილზე. ზ--------------ას დაკავების შესახებ მან შეიტყო მისი ინსპექტორისგან - ლ-–-----–------სგან, რომელმაც მოახსენა, რომ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული იყვნენ პიროვნებები, მათ შორის ზ--------------ა და მათ საქმეზე პროცესი უნდა გამართულიყო თ---–----------–---- სასამართლოში. ამ პროცესზე თვითონაც მივიდა სასამართლოში, რადგან ერთ-ერთი დამკავებელი პირი იყო მისი ინსპექტორი და ასევე ვინაიდან აქციის მონაწილეები იყვნენ დაკავებულები, შესაძლოა სასამართლოში მისულიყვნენ მათი მხარდამჭერებიც და სამართალდარღვევათა პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით საჭირო გახდა მისი მისვლაც. იგი სასამართლო განხილვას არ დასწრებია, შესვენების გამოცხადების დროს იმყოფებოდა გარეთ. როდესაც სხდომა უნდა განახლებულიყო, ინსპექტორმა ვერ მოიძია ზ--------------ა. მისი მოძიების მიზნით იგი ჩავიდა სასამართლოს სასადილოში, სადაც დაინახა, რომ ზ--------------ა სხვა პირებთან ერთად იჯდა მაგიდასთან. მასთან მისულები იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მას უხსნიდნენ, რომ აუცილებლად უნდა გაყოლოდა მათ სასამართლო სხდომაზე. ზ--------------ა უარს ეუბნებოდა პოლიციელებს გაყოლაზე, არ ემორჩილებოდა მათ და დროის გაჭიანურების მიზნით სხვისი თეფშიდან აგრძელებდა ჭამას, მისი თანხმლები პირები კი ძაბავდნენ სიტუაციას. ერთ-ერთმა თანხმლებმა პირმა ზ-----------–--ემ იქვე მყოფ ქალბატონს უთხრა, ჩაერთო ე.წ. ,,ლაივი“. პოლიციელების არაერთი სიტყვიერი მოწოდების საპასუხოდ, რომ სასამართლო სხდომაზე წამოსულიყო, ზ--------------ამ მოსამართლეს შეაგინა. ამის შემდეგ იგი პოლიციელებმა იძულების წესით გადაიყვანეს სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

2.12. მოწმე გ-------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–---------------–-----------–----–-- პატრულ-ინსპექტორი. 2018 წლის 11 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც რ---------–ის გამზირზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული იქნენ ზ--------------ა და რამდენიმე პირი. ზ--------------ა უშუალოდ დააკავა ლ-–-----–------მ. სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ გამოაცხადა, რომ მოწმეებს დაეტოვებინათ სხდომის დარბაზი, რის შემდეგაც იგი სხდომის დარბაზიდან გამოვიდა. ცოტა ხანში სხდომის დარბაზიდან სხვა პირებიც გამოვიდნენ, რადგან მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა. იგი ზ--------------ას უშუალოდ ადევნებდა თვალყურს, რომელმაც რამდენიმე ტელევიზიას მისცა ინტერვიუ და იმყოფებოდა სასამართლოს ფოიეში. შემდეგ ზ--------------ა სასადილოში ჩავიდა, სადაც თვითონაც ჩაყვა. ცოტა ხანში გაიგო, რომ სხდომის მდივანს უთქვამს, დაკავებული პირები სხდომის დარბაზში შემოიყვანეთო. სამი დაკავებული სხდომის დარბაზთან იმყოფებოდა, ხოლო ზ--------------ა და მოწმე ზ-----------–--ე - სასადილოში. ზ--------------ასთან თვითონ და პოლიციის თანამშრომლები - გ--------–------–---ი, ზ-------------–---–ი და ლ-----–---–-----ი მივიდნენ და აუხსნეს, რომ მოსამართლე სხდომის დარბაზში იბარებდა, რადგან დაკავებული იყო და არ ჰქონდა დარბაზის დატოვების უფლება. ზ--------------ამ დაიწყო მოსამართლის გინება, ასევე თქვა ,,მკიდია მოსამართლეო“ და არ ემორჩილებოდა პოლიციას. მან ამ ყველაფრის შესახებ თავის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომლებიც ასევე ჩავიდნენ სასადილოში, რის შემდეგაც მოუწიათ ზ--------------ას იძულების წესით აყვანა სხდომის დარბაზში. პოლიციელების მხრიდან ზ--------------ას მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

 

2.13. მოწმე ი-–-------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის შსს საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი. 2018 წლის 11 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გაიგო, რომ მისმა კოლეგებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს ზ--------------ა. დაკავებულის სასამართლოში გადმოყვანის დროს მათ გადმოყვა თვითონაც და დაეხმარა თანამშრომლებს. დაახლოებით შუადღისას, სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ მოწმეებს დაატოვებინა სხდომის დარბაზი და ისიც გავიდა სხდომის დარბაზიდან. გარკვეული პერიოდი გარეთ იყო გასული მოსაწევად, შემდეგ მასთან მივიდა თანამშრომელი ზ------------–---–ი და უთხრა, რომ სასამართლო პროცესი გადაიდო 15:00 საათამდე. ისინი დაბრუნდნენ ფოიეში, სადაც დაინახა, რომ ზ--------------ა ინტერვიუს აძლევდა ჟურნალისტებს. იგი გაჩერდა იქვე ახლოს და ბრალდებულს აქცევდა ყურადღებას. როდესაც ბრალდებულმა დაასრულა ინტერვიუს მიცემა, ჩქარი ნაბიჯებით გაემართა სასადილოში, მას გაყვნენ პოლიციელები წ---–-----ი და რ-------ე. შემდეგ ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა მას, რომ მოსამართლის თხოვნით ზ--------------ა სასამართლო დარბაზში უნდა დაებრუნებინათ. იგი თანამშრომლებთან ერთად ჩავიდა სასადილოში, სადაც ნახეს, რომ ზ--------------ა იჯდა სასადილოს შესასვლელიდან მარჯვნივ, ბოლო მაგიდასთან. პოლიციის თანამშრომლები მას სთხოვდნენ, რომ წამოსულიყო სასამართლო დარბაზში, რადგან მას მოსამართლე იბარებდა. მაგიდაზე ზ--------------ასთან ერთად იჯდა სამი ადამიანი, რომელთაგან ერთი იყო ქალბატონი და ერთი ზ-----------–--ე. ერთ-ერთმა მათგანმა მაგიდიდან გადმოაგდო თეფში და გატეხა. შემდეგ ზ-----------–--ე გახდა აგრესიული და დაიწყო ყვირილი, ხოლო როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა ზ--------------ას უთხრეს, რომ მოსამართლე იბარებდა და წაყოლოდა მათ, მან უპასუხა, რომ ,,ერთ ადგილზე ეკიდა მოსამართლე’’. არაერთი მოწოდების მიუხედავად, ზ--------------ა მაინც არ მიყვებოდა სამართალდამცავებს. როდესაც საკუთარი თეფშიდან დაასრულა კვება, დროის გაჭიანურების მიზნით სხვისი თეფშიდან დაიწყო მან ჭამა. ამიტომ თანამშრომლებმა გამოიყვანეს იგი ძალით, დაადეს ხელ-ბორკილები და წაიყვანეს სასამართლო დარბაზში. სასადილოში მომხდარ ინციდენტს არაერთი ადამიანი იღებდა მობილური ტელეფონით.

 

2.14. მოწმე ი-----–-----------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დ------------------------------–----–ის პატრულ-ინსპექტორი. 2018 წლის 11 ივნისს იმყოფებოდა თ---–----------–---- სასამართლოს ერთ-ერთ სხდომის დარბაზში, სადაც იხილებოდა ზ--------------ასა და სხვა პირთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატთა შუამდგომლობა და სხდომის დარბაზი დაატოვებინა იმ პატრულ-ინსპექტორებს, რომლებიც არ იყვნენ დამკავებელი პირები. როდესაც მოსამართლემ ერთ საათიანი შესვენება გამოაცხადა, ისინი სასამართლოს დერეფანში იდგნენ. დაახლოებით 40 წუთში მას უთხრეს, რომ პროცესი უნდა გაგრძელებულიყო, ხოლო ზ--------------ას გარდა ყველა ადგილზე იყო. ზ--------------ა იმყოფებოდა სასამართლოს სასადილოში. იგი რამდენიმე თანამშრომელთან ერთად გაემართა სასადილოში. კ-------ა სასადილოში მიირთმევდა საჭმელს. პოლიციელებმა მას მოთხოვეს, რომ სასწრაფოდ წამოსულიყო სხდომის დარბაზში, რადგან პროცესი უნდა განახლებულიყო, მაგრამ ზ--------------ა მათ ყურადღებას არ აქცევდა. კ-------ასთან ერთად რამდენიმე პირი იყო, მათ შორის ს--–-----ე და ლ-----–--ა. ერთ-ერთმა თეფში გადმოაგდო მაგიდიდან. პოლიციელებმა ზ--------------ას არაერთხელ მოუწოდეს სხდომის დარბაზში წამოსვლისკენ, რადგან მოსამართლე იბარებდა. ზ--------------ამ პოლიციელებს უპასუხა, რომ ,,მოსამართლე ეკიდა“. ამის შემდეგ იგი პროპორციული ძალის გამოყენებით, მიყვანილი იქნა სხდომის დარბაზში. მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

 

2.15. მოწმე დ----------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მ---–----------–--------------–--------------–--------–---------------–----–ის პატრულ-ინსპექტორი. 2018 წლის 11 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით იმყოფებოდა თ---–----------–---- სასამართლოში, ზ--------------ას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებით. სხდომა დაიწყო დაახლოებით 13:00 საათზე. იგი სხდომის დარბაზში არ ყოფილა, ფოიეში იცდიდა. შემდეგ მოსამართლემ გამოაცხადა შესვენება. დარბაზიდან გამოვიდნენ როგორც პოლიციელები, ასევე დაკავებულებიც. ცოტა ხანში გამოაცხადეს, რომ მოსამართლეს უნდა გაეკეთებინა განმარტება და ყველანი დაბრუნებულიყვნენ სხდომის დარბაზში. ამ დროს მისთვის ცნობილი გახდა, რომ ზ--------------ა სასადილოში იყო ჩასული. როდესაც პატრულის თანამშრომლები ჩავიდნენ სასადილოში და კ-------ას უთხრეს, რომ მოსამართლესთან უნდა გამოცხადებულიყო, მან უპასუხა, რომ ,,მოსამართლე ყლეზე ეკიდა“. ამის შემდეგ პატრულის თანამშრომლებმა იგი პროპორციული ძალის გამოყენებით წარმოადგინეს სხდომის დარბაზში.

 

2.16. მოწმე ი---------–-----–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 11 ივნისს იგი იყო შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–-------------------------–ე. ხსენებულ დღეს ქ. თბილისში, რ---------–ის გამზირზე, პ----–-------- შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული იქნენ ზ--------------ა და სხვა პირები. იმავე დღეს დაკავებულები წარადგინეს თ---–----------–---- სასამართლოში. იგი პროცესზე გამოძახებული იქნა მოწმის სახით, რის გამოც სხდომას არ ესწრებოდა და დერეფანში ელოდებოდა დასაკითხად გამოძახებას. დაახლოებით 14:00 საათზე სხდომაზე გამოცხადდა შესვენება 15:00 საათამდე და დარბაზიდან ყველა გამოვიდა, მათ შორის დაკავებული ზ--------------აც. ზ--------------ამ სასამართლოს ფოიეში ჟურნალისტებს მისცა ინტერვიუ, რის შემდეგაც ჩავიდა სასამართლოს სასადილოში. მისთვის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ზ--------------ას ჯერ კიდევ დაკავებულის სტატუსი ჰქონდა და არ იყო გათავისუფლებული. ამის გამო იგი თავის თანამშრომელ ლ-----–---–-----თან ერთად ჩავიდა სასადილოში, სადაც ნახა, რომ პატრულ-ინსპექტორი გ-------------ე ზ--------------ას მოუწოდებდა, რომ წამოსულიყო სხდომის დარბაზში, ხოლო ზ--------------ა უარს აცხადებდა. შემდეგ კ-------ამ მასთან ერთად მყოფ ქალბატონს მიმართა, რომ ვიდეოთი გადაეღო შექმნილი ვითარება, ხოლო პოლიციელებს უცენზურო ფრაზით უპასუხა, რომ ,,ეკიდა მოსამართლე“. მისი ეს სიტყვები აღქმული იყო, რომ იგი გულისხმობდა მოსამართლე ლ-–--------------–--ეს, რომელიც იმ მომენტში მის საქმეს განიხილავდა. ეს სიტყვები სასადილოში მყოფმა ყველა პირმა გაიგონა. იგი მივიდა და კვლავ მოუწოდა, რომ გაყოლოდა სხდომის დარბაზში. ვინაიდან კ-------ა ისევ უარს აცხადებდა დარბაზში წამოსვლაზე, იგი იძულების წესით იქნა გადაყვანილი დარბაზში. იმის გამო, რომ ადმინისტრაციულად დაკავებული ზ--------------ა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გამოვიდა და სასადილოში ჩავიდა, მას სამსახურში დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით გამოუცხადეს სასტიკი საყვედური.

 

2.17. მოწმე ე---–-----–------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის თ---–----------–---- სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომელი. 2018 წლის 11 ივნისს ადმინისტრაციულ კოლეგიაში მოსამართლე იხილავდა ზ--------------ას და სხვათა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს. იგი თავიდან არ ესწრებოდა ამ პროცესს. პროცესზე გამოცხადებული შესვენების დროს სხდომის მდივანმა მას უთხრა, რომ პროცესის მონაწილე პირები შეეყვანა დარბაზში, რადგან მოსამართლეს განმარტება უნდა გაეკეთებინა, მაგრამ გარეთ მხოლოდ პოლიციელები დახვდნენ, რის შესახებაც მოახსენა სხდომის მდივანს. შემდეგ სასადილოდან ამოიყვანეს ზ--------------ა.

 

2.18. მოწმე გ--------–-------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის თ---–----------–---- სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომელი. 2018 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 13:30 საათზე, თ---–----------–---- სასამართლოს მე-4 დარბაზში, მოსამართლე ლ-–--------------–--ემ დაიწყო ზ--------------ას და სხვა პირთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა. დაახლოებით ნახევარ საათში სხდომაზე გამოცხადდა შესვენება. პროცესის მონაწილეები, მათ შორის ზ--------------ა, გარეთ გამოვიდნენ. სასამართლოს დერეფანში ზ--------------ამ ჟურნალისტებს მისცა ინტერვიუ. ცოტა ხანში სხდომის მდივანმა გამოაცხადა, რომ მოსამართლეს სურდა განმარტების გაკეთება და მხარეები სხდომის დარბაზში მოიწვია. განმარტება მოსამართლეს სავარაუდოდ იმის შესახებ უნდა გაეკეთებინა, რომ დაკავებული პირები გარეთ არ გასულიყვნენ. ამ დროს ზ--------------ამ დაასრულა ინტერვიუ და გააგრძელა გზა სასადილოსკენ. მას ამ დროს პატრულმა უთხრა, რომ სხდომის დარბაზში იბარებდნენ, რაზეც კ-------ამ უპასუხა, რომ სასადილოში უნდა ჩასულიყო, რომ ესადილა და იგი ჩავიდა სასადილოში. მას პატრულის რამდენიმე თანამშრომელი გაყვა. ამის შემდეგ კიდევ გაკეთდა მოწოდება, რომ ყველანი დაბრუნებულიყვნენ დარბაზში, რის გამოც თვითონაც წავიდა სასადილოში დასაძახებლად. როდესაც ჩავიდა სასადილოში, დაინახა, რომ შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს მაგიდასთან იჯდა ზ--------------ა რამდენიმე პირთან ერთად, რომელთა შორის იყვნენ მისი მეუღლე და ზ-----------–--ე. ზ--------------ასთან მისული იყო პატრულის თანამშრომელი, რომელიც ეუბნებოდა, ,,თუ შეიძლება წამობრძანდით, სხდომა იწყება“. ზ--------------ამ პოლიციელს უპასუხა, რომ შესვენება 15:00 საათამდე იყო, ამიტომ ჯერ შეჭამდა და მერე წამოვიდოდა დარბაზში. ამის შემდეგ პატრულის თანამშრომელი მოშორებით დადგა და ელოდებოდა, როდის დაამთავრებდა ზ--------------ა სადილს. ცოტა ხანში მეორე პატრული მივიდა ზ--------------ასთან და იგივე გაუმეორა. ამის პასუხად ზ--------------ამ მოსამართლის მისამართით შეიგინა და თქვა, რომ მოსამართლე სასქესო ორგანოზე ეკიდა. შემდეგ პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადარეკა. სასადილოში პატრულის სხვა თანამშრომლებიც ჩამოვიდნენ. სავარაუდოდ პატრულის ხელმძღვანელმა პირმა, ზ--------------ას სთხოვა, რომ წამოსულიყო დარბაზში. ასევე თხოვდნენ ზ--------------ას თანხმლებ პირს, რომ ეთქვა ბრალდებულისთვის წაყოლოდა მათ დარბაზში, რადგან ის დაკავებული იყო და სასადილოში არ უნდა ყოფილიყო. ზ--------------ამ არც მის თანმხლებ პირს დაუჯერა, იგი ამ დროს კვლავ მიირთმევდა საჭმელს და ამბობდა, რომ 15:00 საათამდე დრო ჰქონდა. პატრულის თანამშრომლებმა აცადეს მას ჭამის დამთავრება. როდესაც ჭამა დაასრულა, კვლავ მივიდა იგივე პოლიციელი და უთხრა, ,,ხომ დაამთავრე ჭამა, ეხლა გამოგვყევიო“. ზ--------------ამ ამაზე უპასუხა, ,,რა ტვინი წაიღეთ, სასქესო ორგანოზე მკიდია მოსამართლეო“, რის შემდეგაც მეორე ულუფა გადმოიღო და დაიწყო იმის ჭამა. ამ დროს პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა თქვა, რომ ეს უკვე ზედმეტი იყო და პოლიციელებს მითითება მისცა წამოეყვანათ დაკავებული. პოლიციის თანამშრომლებმა მაგიდა გადაწიეს და ზ--------------ა აიყვანეს სხდომის დარბაზში. ამ დროს ზ--------------ა აგრესიულად იქცეოდა და პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა. ტელეფონის საშუალებით ყველაფერს იღებდა ზ--------------ას მეუღლე. სასადილოში ამ დროს იყვნენ სხვა პირებიც, მოქალაქეები და სასადილოს მომსახურე პერსონალი. პატრულის თანამშრომლებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.

 

2.19. მოწმე გ------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის თ---–----------–---- სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომელი. 2018 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე ჩასული იყო სასამართლოს სასადილოში, რა დროსაც დაინახა, რომ ერთ-ერთ მაგიდასთან მივიდა ორი პოლიციელი და ზ--------------ას რაღაცას ესაუბრებოდა. შემდეგ კიდევ რამდენიმე პოლიციელი მივიდა მასთან და საუბარი მაღალ ტონში გაგრძელდა. გაიგონა თეფშების მსხვრევის ხმაც. იგი მივიდა ხსენებულ მაგიდასთან და ცდილობდა სიტუაცია არ დაძაბულიყო. პოლიციელები ზ--------------ას მოუწოდებდნენ, რომ სხდომის დარბაზში წამოსულიყო, რაზეც ზ--------------ამ უპასუხა, რომ მოსამართლე ეკიდა. შემდეგ კიდევ რამდენიმე პოლიციელი ჩამოვიდა სასადილოში, რომლებმაც კ-------ას მოკიდეს ხელი და წაიყვანეს. იქვე იყო ზ-----------–--ეც, რომელიც ჟურნალისტების ჩამოყვანას ითხოვდა. ასევე როგორც შემდეგ გაიგო, იქ იმყოფებოდა ზ--------------ას მეუღლეც, რომელიც ამ ყველაფერს ტელეფონის საშუალებით იღებდა. თვითონ ამ დროს სასადილოში დარჩა, რათა სიტუაცია გაენეიტრალებინა.

 

2.20. მოწმე თ------------–---ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2011 წლის 11 ივნისს იგი მუშაობდა საინფორმაციო სააგენტო ,,ი----------------ში“. შემთხვევის დღეს იგი იმყოფებოდა თ---–----------–---- სასამართლოში სხვა პროცესებზე. ამავე დღეს მიმდინარეობდა ზ--------------ას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა. როდესაც ზ--------------ას პროცესზე შესვენება გამოცხადდა, იგი თავის კოლეგებთან - ა-–----------------------–თან და ე----–---------ასთან ერთად სასამართლოს სასადილოში ჩავიდა საჭმელად. მათ დაინახეს, რომ სხდომის დარბაზიდან სხვა პირებთან ერთად ასევე გამოვიდა ზ--------------აც, რომელმაც დერეფანში რამდენიმე ტელევიზიას მისცა ინტერვიუ. როდესაც სასადილოში დასხდნენ საჭმელად, იქ ასევე ჩამოვიდნენ ზ--------------ა, ზ-----------–--ე და სხვა პირები, რომლებმაც აიღეს საჭმელი და დასხდნენ ერთ-ერთ მაგიდასთან. როდესაც სადილს ამთავრებდნენ, სასადილოში პატრულის რამდენიმე თანამშრომელი ჩავიდა და ზ--------------ას უთხრეს, გაყოლოდა მათ სხდომის დარბაზში. კ-------ამ მათ უპასუხა, რომ შესვენება იყო გამოცხადებული და ჯერ დრო ჰქონდა. ამის შემდეგ პატრულის რამდენიმე თანამშრომელი კიდევ ჩავიდა სასადილოში, რა დროსაც დაიძაბა სიტუაცია, რადგან ისინი დაჟინებით თხოვდნენ კ-------ას წაყოლას. კ-------ა მათ კვლავ პასუხობდა, რომ შესვენება იყო, ადვოკატები ეცნობოდნენ საქმის მასალებს და ჯერ არ გაყვებოდა მათ. ზ-----------–--ემ დაიწყო ყვირილი, ,,აცადეთ ადამიანს ჭამაო“ და უმისამართოდ იგინებოდა. ამის შემდეგ პოლიციელებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს ზ--------------ა სასადილოდან. ე----–---------ამ სცადა გადაეღო ეს სიტუაცია, მაგრამ საპატრულოს თანამშრომელმა შეუშალა მას ხელი, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა პროტესტი და კამათი საპატრულოს თანამშრომლებთან.

 

2.21. მოწმე ა-–----------------------–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 2018 წლის 11 ივნისს იყო ,,ი----------------ის“ ჟურნალისტი. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა თ---–----------–---- სასამართლოში ზ--------------ას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ საქმის განხილვის გასაშუქებლად. პროცესზე მოსამართლემ გამოაცხადა შესვენება, რა დროსაც კოლეგებთან - თ------------–---ესთან და ე----–---------ასთან ერთად ჩავიდა სასამართლოს სასადილოში და ერთ-ერთ მაგიდასთან დაჯდა საჭმელად. ასევე სასადილოში ჩამოვიდნენ ზ--------------ა, ზ-----------–--ე და სხვა პირები, რომლებმაც აიღეს საჭმელი და დასხდნენ მაგიდასთან. ცოტა ხანში კ-------ასთან მივიდნენ პატრულის თანამშრომლები და რაღაც უთხრეს, რის შემდეგაც უკან გავიდნენ. ცოტა ხანში პატრულის უფრო ბევრი თანამშრომელი ჩავიდა სასადილოში, ისინი კ-------ას მოუწოდებდნენ, რომ გაყოლოდა სხდომის დარბაზში, თუმცა კ-------ა და ს-----–--ე პატრულს სთხოვდნენ სადილის დამთავრების საშუალება მიეცათ. ე----–---------ას სურდა ვიდეოს გადაღება, მაგრამ პატრულის თანამშრომელმა ამის საშუალება არ მისცა. ასევე მათ არ აძლევდნენ საშუალებას, რომ ახლოს მისულიყვნენ კ-------ას მაგიდასთან და ენახათ რა ხდებოდა. შემდეგ პატრულის თანამშრომლებმა ზ--------------ა აიყვანეს სხდომის დარბაზში.

 

2.22. მოწმე ე----–---------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ახალი ამბების სააგენტო შპს ,,ჯ--------“-ის ჟურნალისტი. 2018 წლის 11 ივნისს იმყოფებოდა თ---–----------–---- სასამართლოში და აშუქებდა ზ--------------ას სასამართლო პროცესს, რომელიც ეხებოდა მის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. იგი პროცესზე სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა. მოსამართლემ სხდომის დაწყებიდან მცირე ხანში გამოაცხადა შესვენება 1 საათით. ამის შემდეგ მან ინტერვიუ აიღო ზ--------------ასგან და მისი ადვოკატისგან. ამის შემდეგ იგი სასადილოში ჩავიდა თავის ორ კოლეგასთან - ა-–----------------------–თან და თ------------–---ესთან ერთად და დასხდნენ ბოლო მაგიდასთან. სასადილოში ასევე ჩამოვიდა ზ--------------ა ზ-----------–----თან და სხვა პირთან ერთად და დასხდნენ სასადილოში შესასვლელიდან ხელმარჯვნივ, კედლის მხარეს. ცოტა ხანში სასადილოში ჩამოვიდნენ პოლიციელები, რომლებიც მივიდნენ ზ--------------ასთან და უთხრეს, რომ მოსამართლე იბარებდა. ზ--------------ამ მათ უპასუხა, რომ შესვენება ერთი საათით იყო გამოცხადებული, ხოლო ჯერ 20 წუთი იყო გასული. პოლიციელებმა მას კიდევ გაუმეორეს, რომ წამოსულიყო დარბაზში. ზ--------------ამ უპასუხა, რომ ჭამდა და ცოტა ხანი მიეცათ დრო. შემდეგ ზ--------------ამ მას დაუძახა, რომ მისულიყო, მაგრამ პოლიციელმა არ მიუშვა იგი და უთხრა, დაბრუნებულიყო თავის ადგილას. იგი დაემორჩილა პოლიციელს. ცოტა ხანში ბევრი პოლიციელი ჩამოვიდა სასადილოში, რომლებმაც კ-------ას უთხრეს, რომ მოსამართლე ეძახდა, შემდეგ პიჯაკში მოკიდეს ხელი და გაიყვანეს სასადილოდან. ზ-----------–--ემ დაიწყო ყვირილი, ,,ადამიანები არ ხართ?! გვაცადეთ ჭამაო!“ შემდეგ მან გადაწყვიტა ტელეფონით გადაეღო შექმნილი ვითარება, მაგრამ პატრულის თანამშრომლებმა არ მისცეს ამის საშუალება, რის გამოც მათთან მოუვიდა კამათი. მან ზ--------------ას ანიშნა, რომ პოლიცია არ უშვებდა მასთან. როდესაც სახლში მივიდა, ტელევიზიით რამდენჯერმე ნახა, რომ ზ--------------ა მოსამართლის მისამართით ამბობდა შეურაცხმყოფელ ფრაზებს, კერძოდ, ,,მოსამართლე მკიდიაო“.

 

2.23. მოწმე ლ-------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 11 ივნისს იმყოფებოდა სასამართლოს შენობაში. როდესაც მოშივდა, სასამართლოს სასადილოში ჩავიდა, იქ იმყოფებოდა ზ--------------აც. სასადილოში შეესწრო ინციდენტს, მაგრამ არ ახსოვს არაფერი, გაიგო გინების და თეფშების მსხვრევის ხმა. ახსოვს, რომ ზ--------------ას პოლიციელები ეუბნებოდნენ, მოსამართლე გეძახისო, რასაც მოჰყვა ხმაური. იყო ხმამაღალი საუბარი, მაგრამ ვინ ყვიროდა, არ ახსოვს. მან ტელეფონით გადაიღო დაახლოებით ერთ წუთიანი ვიდეო. ვიდეოჩანაწერი შემდეგ გადასცა ზ--------------ას მეუღლეს და ჟურნალისტებს. ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, მისი გადაღებული არ არის.

 

2.24. მოწმე ვ-–------------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის თ---–----------–---- სასამართლოს სასადილოს (შპს ,,ნ-------“-ის) ადმინისტრატორი. აღნიშნულმა კომპანიამ ტენდერით გაიმარჯვა და 2017 წლიდან ემსახურება სასამართლოს. სასადილო მდებარეობს სასამართლოს შენობის 0 სართულზე. ამავე ადგილას მოსამართლეებისთვის ცალკე ოთახია გამოყოფილი. მისი სამუშაო ოთახი მდებარეობს სამზარეულოდან 10 მეტრში. 2018 წლის 11 ივნისს იგი ახალი მისული იყო სამსახურში, როდესაც გამოვიდა სასადილო დარბაზში და სასადილოს მომსახურე პერსონალისგან შეიტყო, რომ დარბაზში ადგილი ჰქონდა შელაპარაკებას, რა დროსაც პატრული იყო ჩამოსული. იმ დღეს ბევრი ხალხი იყო სასადილოში, რადგან ზ-----------–--ისა და ზ--------------ას საქმის განხილვა მიდიოდა. ინციდენტის შედეგად დაიმტვრა სასადილოს თეფშები.

 

2.25. მოწმე შ-------–--–--ამ სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის ივნისის თვეში იგი მუშაობდა შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უ----------------------------------–-------------------–---ში. 2018 წლის 12 ივნისს ერთ-ერთ საიტზე ნახა ვიდეო, სადაც სათაური იყო, ,,კ-------ას დაპირისპირება სასამართლოში“ და ,,ყ...ზე მკიდია მოსამართლე“. ამის შემდგომ გახსნა ვიდეო და ნახა, რომ ზ--------------ას სასამართლოს სასადილოში პოლიციელები მოუწოდებდნენ სხდომის დარბაზში წაყოლას, ზ--------------ა კი პასუხობდა, ,,ყლეზე მკიდია მოსამართლეო“. ვინაიდან ვიდეოში იყო დანაშაულის ნიშნები, მან ამის თაობაზე პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას. იგი გამოიკითხა გამომძიებლის მიერ, რის შემდეგაც მას მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არც ერთ ღონისძიებაში აღარ მიუღია მონაწილეობა.

 

2.26. გამომძიებელმა ა-----–-------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 12 ივნისს შესასრულებლად დაეწერა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის შ-------–--–--ას პატაკი, სადაც მითითებული იყო, რომ მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზ--------------ამ უპატივცემულობა გამოხატა მოსამართლის მიმართ. აღნიშნული პატაკის საფუძველზე, მის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე. მან გამოკითხა შ-------–--–--ა, რომელმაც დაადასტურა პატაკში მითითებული გარემოებები, განმარტა, რომ მედია საშუალებაში გავრცელებული იქნა ვიდეო რგოლი, სადაც ზ--------------ა სასამართლოს სასადილოში უცენზუროდ მოიხსენებდა მოსამართლეს, კერძოდ, ამბობდა, რომ ,,მოსამართლე ეკიდა“. გამოკითხვის შემდეგ, მის მიერ დათვალიერებული იქნა ვიდეოჩანაწერი. ამის შემდეგ მან გამოკითხა პატრულ-ინსპექტორები, სასამართლოს მანდატურის თანამშრომლები და მოსამართლე ლ-–--------------–--ე. ვიდეოჩანაწერის დათვალიერების შედეგად მოხდა აღნიშნული ჩანაწერის გადმოწერა დისკზე, რომელიც დაილუქა და დაერთო ლუქთან ერთად სისხლის სამართლის საქმეს. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ზედამხედველი პროკურორის მიერ გადაგზავნილი იქნა ვ---------------–ოს რაიონულ სამმართველოში შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით. მან დაადასტურა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ავთენტიკურობა და კანონიერება.

 

2.27. უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ შ-------–--–--ას 2018 წლის 12 ივნისის პატაკის მიხედვით, ,,მასმედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაცია ს---------–----–---–-------------------–------------–---------–ი 1----–-–-------------ს დაბადებული ზ----- ნ------------- კ-------ა მოსამართლის მიმართ გამოხატავს უპატივცემულობას“. შ---–--–--ა ამის შესახებ აცნობებს თავის ხელმძღვანელს და სთხოვს შემდგომ რეაგირებას (ტომი I, ს.ფ. 2).

 

2.28. 2018 წლის 12 ივნისის დათვალიერების ოქმის მიხედვით დასტურდება, რომ დათვალიერდა ვებ-გვერდი: ,,h----------------------------“. ვებ-გვერდის გახსნისას, აღმოჩნდა შემდეგი შინაარსის სათაური: ,,(ვიდეო) ყ...ზე მკიდია მოსამართლე“, - ზ--------------ა, დაპირისპირება სასამართლოში 11.06.2018“. ხსენებულ სათაურზე დაჭერისას გაიხსნა იმავე ელექტრონული ინტერნეტ-მისამართის გვერდი - ------------------------------------------------------------ წარწერით: ,,რ---------ის ბლოგი“, რომლის ქვემოთაც მითითებულია სათაური: ,,(ვიდეო) ყ...ზე მკიდია მოსამართლე“, - ზ--------------ა, დაპირისპირება სასამართლოში 11.06.2018“, ხოლო აღნიშნული სათაურის ქვემოთ არის მოთავსებული ვიდეო ფაილი. ჩანაწერის მიხედვით, ისმის მამაკაცის ყვირილი, თავდაპირველად კადრში ჩანს მამაკაცი გვერდიდან - მოთეთრო ფერის მოკლესახელოებიანი პერანგით, მუქი ფერის შარვლით. ამის შემდეგ კადრში ჩნდება რამდენიმე მამაკაცი და ისმის ერთი მამაკაცის ხმა: ,,რას აკეთებთ ვაბშე, ადამიანები ხართ თუ ვინ ხართ“. იგივე მამაკაცი ყვირის, ხოლო ერთი მამაკაცი, რომელსაც აცვია მუქი (მოშავო) ზედა, ზის მაგიდასთან და მიირთმევს. მამაკაცს, რომელიც მაგიდასთან ზის, თავი მიბრუნებული აქვს მარცხენა მხარეს და უსმენს ფეხზე მდგომ პირს. პასუხად, მაგიდასთან მჯდომი პირი, ჩანაწერის 00:12 წთ-დან 00:13 წთ-მდე ამბობს შემდეგი შინაარსის ტექსტს: ,,ყლეზე მკიდია მოსამართლე“ და მშვიდად აგრძელებს საკვების მიღებას. ამის შემდეგ, მეორე პირი, რომელიც ყვირის, ამბობს შემდეგი შინაარსის ტექსტს: ,,რა უბედურებაა ეს, ვინ მოგცათ... მაგის დედას შევეცი მეე“. ჩანაწერის მიხედვით, ისმის ხმა, ,,მოსამართლე ელოდება“, თუმცა მაგიდასთან მჯდომი პირი არ აპირებს ადგომას და აგრძელებს ჭამას. მასთან მიდის მამაკაცი, რომელსაც მაგიდასთან მჯდომმა უყვირა, რომ ხელი გაუშვას. შემდეგ კადრი ტრიალდება და სრულდება (ტომი I, ს.ფ. 6-7).

 

2.29. ასევე გამოკვლეული იქნა იგივე ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი (ტომი I, ს.ფ. 72-74)

 

2.30. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მხარეთა უშუალო მონაწილეობით.

 

2.31. თ---–----------–---- სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის დადგენილების მიხედვით, ზ--------------ა წვრილმანი ხულიგნობის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი), პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი) და შეკრების ორგანიზატორის მიერ შეკრების ორგანიზებისა და წესის დარღვევის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741-ე მუხლის მე-2 ნაწილი) ჩადენისთვის ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და სახდელის ზომად განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 14 დღის ვადით (ტომი I, ს.ფ. 63-73).

 

2.32. თ---–----------–---- სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის სხდომის ოქმის მიხედვით დასტურდება, რომ მოსამართლეა ლ-–--------------–--ე, ხოლო სხდომის მდივანი - მ-----------------–---–ი. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირები არიან: ზ--------------ა, დ-------------ა, ნ-----–-----------–--ე და ლ-–--–--–------ე, ხოლო წარმომადგენლები: ლ--------------ა, ა----–----------–ია და გ--------–-------–---–ი. სასამართლო სხდომა გაიხსნა 13:14 საათზე. 13:59 საათზე მხარის მიერ საქმის მასალების გაცნობის მიზნით სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა შესვენება. 14:56 საათზე სხდომა გაგრძელდა და დასრულდა 17:59 საათზე (ტომი I. ს.ფ. 127-165).

 

2.33. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–-----------ის ბრძანებით, თ---–----------–---- სასამართლოში 2018 წლის 11 ივნისს, ადმინისტრაციულად დაკავებულ ზ--------------ასა და სხვა პირებთან დაკავშირებით მომხდარი შემთხვევისათვის ქ-------–---------------------------–-------------------------–ეს ი---------–-----–---–ს გამოეცხადა სასტიკი საყვედური, ხოლო პატრულ-ინსპექტორებს: გ--------–------–---ს, ნ--------------–---–ს, ზ-------------–---–სა და ლ-–-----–------ს - საყვედური (ტომი II, ს.ფ. 102-103).

 

2.34. 2018 წლის 3 აგვისტოს ფონოსკოპიური ექსპერტიზის #------ დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილ ფონოგრამებში, კერძოდ: ,,v---------------“ და ,,რა მოხდა სასადილოში საიდანაც ზ--------------ა სასამართლო დარბაზში აიყვანეს. ვიდეო“ მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე ზ--------------ას ხმისა (ტომი II, ს.ფ. 136-146).

 

2.35. 2018 წლის 3 აგვისტოს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის #---------- დასკვნის მიხედვით, სისხლის სამართლის #-----------1 საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: ,,--------------”-დან ამოღებულ ფოტოსურათზე და გამომძიებლის მიერ წარმოდგენილ დისკზე ჩაწერილი ზ. კ-------ას პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნება (ტომი II, ს.ფ. 149-163).

 

2.36. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები, კერძოდ:

 

2.37. მოწმე დ-------–-----–---მ სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 11 ივნისს, იგი ზ--------------ასთან ერთად დააკავეს ადმინისტრაციული წესით და წარადგინეს თ---–----------–---- სასამართლოში. დაახლოებით 14:15 საათზე სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა შესვენება 15:00 საათამდე. შესვენების დროს დაკავებულებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეტოვებინათ სხდომის დარბაზი, რადგან მათთვის არც აუკრძალავთ და არც ნება დაურთავთ დარბაზის დატოვებაზე. ისინი დერეფანში გავიდნენ და ტელევიზიას აძლევდნენ ინტერვიუს. ამის შემდეგ, დაახლოებით 14:25 საათზე იგი ზ--------------ასთან ერთად ჩავიდა სასამართლოს სასადილოში საჭმელად. როდესაც საჭმელი აიღეს და დასხდნენ მაგიდასთან, მათ დაახლოებით ათმა პოლიციელმა ჩააკითხა, რომლებმაც უთხრეს, რომ მოსამართლე იბარებდა მათ სხდომის დარბაზში. ამ დროს ერთ-ერთი პოლიციელი, სავარაუდოდ მეთაური ძალიან აგრესიული იყო, მან მაგიდა გადააყირავა. მას პოლიციელთა მოწოდება არ გაუპროტესტებია, უბრალოდ უთხრა, რომ ჭამას დაასრულებდა და ავიდოდა. ზ--------------ა ათმა კაცმა გაათრია ძალით სასადილოდან და შეიყვანეს სხდომის დარბაზში. მას ქამარში მოკიდეს ხელი და ძალით გამოწიეს, რის გამოც შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. მისი აზრით, პოლიციელთა ეს მოქმედება იყო პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. კ-------ა წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდა, დარბაზში მანდატური იყო და პოლიცია საჭირო არ იყო. პოლიციელებმა შეასრულეს ზემდგომის დავალება, რაც პოლიტიკური აქტი იყო. მათ უნდოდათ ზ--------------ას დაკავება, რადგან იგი აქციის ლიდერი იყო და დაკავების შემთხვევაში პოლიტიკურ განცხადებებს ვეღარ გააკეთებდა პირდაპირ ეთერში. მას ზ--------------ასგან შეურაცხმყოფელი სიტყვები არ გაუგია სასამართლოს სასადილოში.

 

2.38. მოწმე ლ-–--–--–------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 2018 წლის 11 ივნისს, პ----–-------- მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს ზ--------------ასთან და სხვა პირებთან ერთად, რის შემდეგაც გადაიყვანეს თ---–----------–---- სასამართლოში. პროცესის მსვლელობისას მოსამართლემ გამოაცხადა ერთ საათიანი შესვენება, 15:00 საათამდე. მოსამართლეს მითითება არ გაუკეთებია, რომ დაკავებულები არ გასულიყვნენ სხდომის დარბაზიდან. როდესაც დარბაზიდან გავიდნენ, პოლიციელებს და მანდატურებს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. შესვენებისას მან სასამართლოს დერეფანში არაერთ ჟურნალისტს მისცა ინტერვიუ. ინტერვიუს დასრულებისთანავე მან გადაწყვიტა სასადილოში ჩასვლა, თუმცა გზად მეგობარს ესაუბრებოდა და შეჩერდა. რამდენიმე წუთში მან ფოიეში შენიშნა პოლიციელთა გააქტიურება. იკითხა თუ რაში იყო საქმე, რადგან შესვენების ერთი საათი ჯერ არ იყო გასული. პოლიციელებმა ყოველგვარი ახსნის გარეშე მას ხელ-ბორკილები დაადეს და შეიყვანეს სხდომის დარბაზში. პ----–-------- წინ მათ დაკავებას ჰქონდა პოლიტიკური მოტივაცია, რადგან აქციებს ატარებდნენ და მაღალჩინოსნებს არ მოსწონდათ მათი აქტიურობა.

 

2.39. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

2.40. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ბარბერა, მესსეგე და ხაბარდო ესპანეთის წინაღმდეგ (Barberà, Messegué and Jabardo v. Spain), 6 დეკემბერი 1988, § 68, სერია A N 146). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), N 24086/04, § 32, 8 აპრილი 2010).

 

2.41. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.42. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:

 

2.43. მხარეთა შორის არასადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს და ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით (დაზარალებულ ლ-–--------------–--ისა და მოწმეთა ჩვენებებით, ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებებით) დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 ივნისს, თ---–----------–---- სასამართლოში მოსამართლე ლ-–--------------–--ე იხილავდა ზ--------------ას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს. მოსამართლემ 13:59 საათზე გამოაცხადა შესვენება. ამ პერიოდში, ადმინისტრაციულად დაკავებულის სტატუსის მქონე ზ--------------ა ჩავიდა სასამართლოს სასადილოში, სადაც მან პატრულ-ინსპექტორების არაერთ მოწოდებას, რომ დაბრუნებულიყო სხდომის დარბაზში, უპასუხა მოსამართლის მიმართ უცენზურო ფრაზით. თავად ბრალდებულმაც არ უარყო აღნიშნული ფრაზის წარმოთქმა, თუმცა განმარტა, რომ ეს სიტყვები ემოციებით იყო გამოწვეული და კონკრეტულად არავის მიმართ არ ყოფილა მიმართული.

სასამართლოს მსჯელობის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს, არის თუ არა ზ--------------ას მიერ წარმოთქმული ფრაზა მოსამართლის უპატივცემულობა და შეიძლება თუ არა სასამართლოს სასადილო დარბაზი წარმოადგენდეს აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ადგილს.

 

2. 44. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ (Suominen v. Finland), N 37801/97, § 34, 1 ივლისი 2003; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Van de Hurk v. the Netherlands), 19 აპრილი 1994, § 61, სერია A N 288 §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჰეორ(ჰ)იადისი საბერძნეთის წინააღმეგ (Georgiadis v. Greece), 29 მაისი 1997, § 43, გადაწყვეტილებების და განჩინებების ანგარიშები 1997-III).

 

2.45. დაცვის მხარის პოზიციის მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული არ უნდა ჩაითვალოს ჩადენილად, ვინაიდან ზ--------------ამ უცენზურო ფრაზა წარმოთქვა სასამართლოს სასადილოში, რომელიც მართალია არის სასამართლოს შენობის ნაწილი, მაგრამ იგი დამოუკიდებელი კერძო სუბიექტია (შპს ,,ნ-------“), სადაც მანდატურებს არც კი აქვთ სამორიგეო პუნქტი და ის არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ დანაშაულის ჩადენის ადგილად. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შეიძლება ჩადენილი იქნეს სხდომის დარბაზში, პროცესის მიმდინარეობის დროს, რასაც შედეგად უნდა მოჰყვეს მართლმსაჯულების ხელის შეშლა ან/და პროცესის შეფერხება;

ამასთანავე, ქმედების ჩადენის მომენტში დაზარალებული ლ-–--------------–--ე არ იმყოფებოდა სასამართლოს სასადილოში, მან მომხდარი შემთხვევის შესახებ მოგვიანებით შეიტყო მედიასაშუალებების გზით და ქმედების ჩადენის დროს მისთვის არ იყო აღქმადი ბრალდებულის მიერ წარმოთქმული სიტყვები;

ასევე აღსანიშნავია, რომ ლ-–--------------–--ეს ზ--------------ას წინააღმდეგ არ შეუტანია საჩივარი სამართალდამცავ ორგანოებში და მან გამოძიებას პირველად 2018 წლის 22 ივნისს მისცა ჩვენება და ისიც ბრალდების მხარის ინიციატივით; თავად დაზარალებულის პოზიციით, ზ--------------ას სასამართლო სხდომაზე რომ მიეყენებინა მისთვის შეურაცხყოფა, მას ადმინისტრაციულად დასჯიდა;

გარდა ამისა, დაცვის მხარის განმარტებით, ზ--------------ას მიერ ჩადენილი ქმედება სრულიად ჯდება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და შესაბამისად, ამ უფლების შეზღუდვა მართლმსაჯულების ინტერესების, ავტორიტეტის ან მიუკერძოებლობის დაცვის ინტერესებით, გაუმართლებელია.

 

2.46. საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის კერძო ნაწილის სისტემაში „დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ“ ცალკე კარად არის გამოყოფილი. ამით ხაზგასმულია კანონმდებლის მიერ, რომ სასამართლო ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის ხელმყოფთა მიმართ დაწესებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლს, რომელიც ადრე მოქმედ კოდექსში არ არსებობდა, მისი კრიმინალიზაცია ნაკარნახები იყო საქართველოში დემოკრატიის განვითარებითა და სასამართლო რეფორმის გატარების მიზნებით, რა დროსაც სახელმწიფო ამკვიდრებს დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესწყობილებას და უზრუნველყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ამ პროცესების ფონზე აუცილებელია, რომ სახელმწიფოში ნორმალურ (ცივილიზებურ) პირობებში განხორციელდეს სასამართლო საქმიანობის სწორი წარმართვა. დანაშაულის - სასამართლო უპატივცემულობის საშიშროება მდგომარეობს სასამართლოს ავტორიტეტის შელახვაში, იგი როგორც მორალური ზიანის მომტანია დაზარალებულისათვის - უშუალოდ მოსამართლისათვის, ასევე მისი როგორც დანაშაულის საშიშროება მდგომარეობს მასში, რომ იგი სასამართლოს როგორც მართლმსაჯულების განმახორციელებულ ორგანოს ავტორიტეტს აყენეს ზიანს, ამავდროულად მოსახლეობაში დაბლა სცემს სასამართლოს ნდობის ხარისხს.

 

2.47. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლი ჩამოყალიბდა ორ პუნქტად, მეორე პუნქტი ამ დანაშაულებრივი ქმედებისათვის აწესებს უფრო მკაცრ სასჯელს, რადგან დამამძიმებელ გარემოებად გამოყოფს შეურაცხყოფას მიმართულს კონკრეტულად საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის და მსაჯულის მიმართ, საგულისხმოა, რომ მოსამართლის პატივისა და ღირსების გარდა, მოცემული დანაშაულის ობიექტია სასამართლოს ავტორიტეტი და ქვეყანაში მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობა და მისი დაცვა.

 

2.48. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულ ზ--------------ას მიერ დანაშაულებრივი ქმედება ობიექტური მხრივ გამოიხატა მოსამართლე ლ-–--------------–--ის სიტყვიერ შეურაცხყოფაში. შეურაცხყოფა გულისხმობს პირის პატივისა და ღირსების უარყოფით შეფასებას გამოხატულს უწესო ფორმით. შეურაცხყოფა შეიძლება გამოხატული იქნეს ვერბალური ფორმითაც. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულ ზ--------------ას მხრიდან მოსამართლე ლ-–--------------–--ის შეურაცხყოფა გამოიხატა მისდამი აშკარა აგდებული ფორმით, შეურაცხმყოფელი და უხამსი სიტყვების დემონსტრირებაში, კერძოდ: - რომ "მას სასქესო ორგანოზე ეკიდა მოსამართლე". სასამართლოს შეფასებით ზ--------------ას მიერ სასამართლოს სასადილოში გაჟღერებული ფრაზა ცალსახად წარმოადგენს პირის პატივისა და ღირსების უარყოფით შეფასებას, გამოხატულს უწესო და უცენზური ფორმით, რაც აშკარად წარმოადგენს მოსამართლის შეურაცხყოფას.

 

2.49. ქმედების განსახილველი მუხლით კვალიფიკაციისათვის მხოლოდ მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფა საკმარისი არ არის. ამისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის დრო და ადგილი, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის ადგილად მიიჩნევა სასამართლო სხდომის დარბაზი ან მთლიანად სასამართლოს შენობა; ხოლო დანაშაულის ჩადენის დროს კი წარმოადგენს სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის (მიმდინარეობის), ან საქმის განხილვისას (მიმდინარეობისას) გამოცხადებული შესვენების დრო.

 

2.50. მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ზ--------------ამ მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზა წარმოთქვა სასამართლო პროცესზე გამოცხადებული შესვენების პერიოდში, რომელზეც თვითონ წარმოადგენდა ადმინისტრაციულად დაკავებულის სტატუსის მქონე პირს, ხოლო ლ-–--------------–--ე - ამ საქმის განმხილველ მოსამართლეს. შესვენების შესახებ ცნობილი იყო თავად ზ--------------ასთვის, რაც დადასტურდა როგორც დაზარალებულის, მოწმეებისა და ბრალდებულის ჩვენებებით, ასევე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით, სადაც იგი ერთ-ერთ პირს ეუბნება, რომ მოსამართლემ შესვენება სამ საათამდე გამოაცხადა. შესაბამისად, ზ--------------ას მიერ ჩადენილი ქმედების დრო შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს, - ქმედება ჩადენილი იქნა პროცესზე გამოცხადებული შესვენების პერიოდში.

 

2.51. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ სასამართლოს სასადილო არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოს შენობად. მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ზ--------------ამ პროცესზე ქმედება ჩაიდინა სასამართლოს სასადილო დარბაზში; დადგენილ და არასადაო ფაქტს წარმოადგენს, რომ სასამართლოს სასადილო დარბაზი მდებარეობს არა ცალკე შენობაში, არამედ სასამართლოს იმავე შენობის 0 სართულზე, რომლითაც სარგებლობენ როგორც მოქალაქეები (სასამართლოს მომხმარებლები) და სასამართლოს მოხელეები, ასევე მოსამართლეები. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეებისთვის ცალკე სასადილო დარბაზიც არის გამოყოფილი, რაც ასევე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ კვების ობიექტი შპს ,,ნ-------“ სპეციალურად სასამართლოს ემსახურება, რაც მას განასხვავებს სხვა კვების ობიექტებისგან. შპს ,,ნ-------“ სასამართლოს შენობაში თავის საქმიანობას ახორციელებს ტენდერში გამარჯვების საფუძველზე, რაც სახელმწიფო შესყიდვების საშუალებას წარმოადგენს (საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“). ამდენად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ სასადილოს დარბაზში მანდატურის სამსახურს არ აქვს თავისი სამორიგეო პუნქტი და შპს ,,ნ-------“ კერძო და საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში თავისი სახელით ახორციელებს უფლება-მოვალეობებს, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადგილი, სადაც ხსენებული კომპანია ფუნქციონირებს, არ არის სასამართლოს შენობა. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისთვის სასამართლოს სასადილო მიიჩნევა სასამართლოს შენობად და შესაბამისად, ამ დანაშაულის ჩადენის ადგილად.

 

2.52. დანაშაულის ჩადენის დროისა და ადგილის კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანია ქმედების სუბიექტური შემადგენლობის განსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში ზ--------------ამ მოსამართლის შეურაცხმყოფელი ფრაზა წარმოსთქვა არა პირად საუბარში, ახლობელ ადამიანთა ,,შინაურულ წრეში“, ან სხვა პირად სივრცეში, არამედ სასამართლოს შენობაში, სადაც უამრავი სასამართლოს მომხმარებლები, სასამართლოს თანამშრომლები და სხვა პირები არიან, ამავდროულად ვიდეოკამერებისა და სახელმწიფოს წარმომადგენლების - პატრულ-ინსპექტორთა წინაშე, ამ უკანასკნელთა მრავალჯერადი ლეგიტიმური მოთხოვნის პასუხად. გარდა ამისა, მან შეურაცხმყოფელი სიტყვების წარმოთქმამდე ჯერ ჟურნალისტს მოუწოდა ვიდეოს გადაღებისკენ, შემდეგ კი თავის მეუღლეს, რომელმაც მისი მითითებით დაიწყო ინციდენტის ვიდეოჩაწერა. ამდენად, ზ--------------ა აცნობიერებდა საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობას, კერძოდ, იმას, რომ მის მიერ გაჟღერებული მოსამართლის შეურაცხმყოფელი ფრაზა პასუხად მიეღოთ პატრულ-ინსპექტორებს, რასაც ვიდეოკამერების წინაშე აცხადებდა, მას შეგნებული ჰქონდა, რომ მისი ქმედებები აისახებოდა და გამოქვეყნდებოდა მედიასაშუალებების გზით, რომელიც ფართო საზოგადოებასთან ერთად თავად მოსამართლისთვისაც გახდებოდა ცნობილი და შეურაცხმყოფელი იქნებოდა მისთვის. შესაბამისად, ზ--------------ა აცნობიერებდა მისი ქმედების მართლწინააღმდეგობას და სურდა ეს შედეგი, კერძოდ: - სასამართლოს შენობაში, საქმის განხილვის მიმდინარეობისას გამოცხადებული შესვენების დროს, მოსამართლის პატივისა და ღირსების დამცირება ანუ მოსამართლის შეურაცხყოფა, ფართო საზოგადოების წინაშე.

 

2.53. ასევე სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაული - სასამართლოს უპატივცემულობა (საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლი) ფორმალური შემადგენლობისაა და იგი დამთავრებულია მსხვერპლის შეურაცხყოფის მომენტიდან, ანუ როდესაც წარმოთქმულია შეურაცხმყოფელი სიტყვები, ხოლო შედეგის დადგომას, ე.ი. დაზარალებულის მიერ შეურაცხყოფის აღქმის დროს, ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ზ--------------ას უდანაშაულობის თაობაზე, იმაზე მითითებით, რომ მოსამართლე ლ-–--------------–--ე ქმედების ჩადენის დროს სასადილოში არ იმყოფებოდა და ბრალდებულის წარმოთქმული ფრაზა მყისიერად არ აღუქვამს. დაზარალებულ ლ-–--------------–--ის თქმით, მან მედიასაშუალებებში იმავე საღამოს უყურა ვიდეოს, რომელშიც ზ--------------ა მას, როგორც მოსამართლეს უცენზურო კონტექსტში მოიხსენიებდა, რაც მისთვის არ იყო სასიამოვნო. დანაშაულის ფორმალური ხასიათი ასევე გულისხმობს იმას, რომ აუცილებელი არ არის ჩადენილმა ქმედებამ გამოიწვიოს პროცესის ჩაშლა, გადადება ან სხვა არასასურველი შედეგი.

 

2.54. ასევე სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულის მიერ დამნაშავის ქცევის პირად შეფასებას დანაშაულის ობიექტური შემადგენლობისთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. მოცემულ შემთხვევაში მართალია დაზარალებულმა ლ-–--------------–--ემ მისი შეურაცხყოფის ფაქტზე თავად არ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და სასამართლოს მოახსენა, რომ იგი, როგორც მოსამართლე, მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დასჯიდა სხდომის დარბაზში მის შეურაცხმყოფელ პირს, - სასამართლო მიუთითებს, რომ ზ--------------ას ინკრიმინირებული ქმედება გამოიხატა სხდომის დარბაზის გარეთ - სასამართლოს სასადილოში, შესაბამისად, სასამართლო არ იმსჯელებს სხდომის დარბაზში ჩადენილ წესრიგის დარღვევისა (როგორც ადმინისტრაცული სამართალდარღვევის) და სასამართლოს შეურაცხყოფის (როგორც სისხლის სამართლის დანაშაულის) სამართლებრივ ბუნებაზე და მათ ურთიერთსხვაობაზე, ვინაიდან იგი ცდება განხილული საქმის ფარგლებს.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით სიტყვიერი შეურაცხყოფა დეკრიმინალიზებულია, თუმცა საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის შემთხვევაში, პროცესში მონაწილე პირთა პატივისა და ღირსების გარდა, დანაშაულის დაცვის ობიექტს წარმოადგენს სასამართლო ორგანოების ნორმალური საქმიანობა და სასამართლოს ავტორიტეტი. ამდენად, დაცვის მხარის აპელირებაზე, რომ გამოძიება დაიწყო არა დაზარალებულის განცხადების, არამედ პატრულ-ინსპექტორის პატაკის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში“.

 

2.55. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ ზ--------------ას მიერ ჩადენილი ქმედება შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის I ნაწილითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლით დადგენილ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, სასამართლო განმარტავს, რომ გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში გამართლებულია მისი შეზღუდვა სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

დაცვის სფერო და ჩარევის მართლზომიერების კრიტერიუმები

 

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი არსებითი საფუძველი და მთლიანად საზოგადოების პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი მოიცავს არა მარტო იმ ,,ინფორმაციას” ან ,,იდეებს”, რაც ხელსაყრელად მიიღება ან მიჩნეულია, როგორც არა შეურაცხმყოფელი ან როგორც უმნიშვნელო, არამედ აგრეთვე იმ ინფორმაციის მიმართ, რომელიც შეურაცხყოფს, შოკისმომგვრელია და ამაღელვებელია. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობის და ფართეთვალთახედვის მოთხოვნები, რის გარეშეც არ არსებობს ,,დემოკრატიული საზოგადოება” (ჰერტელი შვეიცარიის წინააღმდეგ (Hertel v. Switzerland), განაცხადი no. 59/1997/843/1049, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1998 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილების პუნქტი 46.i; კუდეშკინა რუსეთის წინააღმდეგ (Kudeshkina v. Russia), განაცხადი no. 29492/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტი 82). შეურაცხმყოფელი განცხადება შეიძლება ამოვარდეს გამოხატვის თავისუფლების დაცვის სფეროდან, თუ იგი მიზნად მხოლოდ პირის ღირსების დამცირებას ისახავს.

 

ვულგარული ფრაზების გამოყენებას თავისთავად არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმის შესაფასებლად, არის თუ არა გამოხატვა შეურაცხმყოფელი, რადგანაც ესეც შეიძლება სტილისტურ მიზნებს ემსახურებოდეს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის სტილი, როგორც გამოხატვის ფორმა, კომუნიკაციის ნაწილია და გამოხატვის თავისუფლების შინაარსთან ერთად არის დაცული. ამიტომ აუცილებელია, რომ მოსარჩელის „რემარკა“ განხილული იქნეს იმ კონტექსტსა და ფორმაში, რომელშიც ის იქნა გამოთქმული (თუშალპი თურქეთის წინააღმდეგ (Tuşalp v. Turkey), განაცხადი no. 32131/08 და 41617/08, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტი 48)

 

გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციისთვის დაწესებული გამონაკლისები განმარტებული უნდა იქნეს მკაცრად და ჩარევის აუცილებლობა დამაჯერებლად უნდა დადგინდეს (სკალკა პოლონეთის წინააღმდეგ (Skalka v. Poland), განცხადება no. 43425/98, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

ადამიანის უფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში დადგენილ მოთხოვნებს; კერძოდ, ფორმულირებული უნდა იყოს საკმარისი სიცხადით, რათა მოქალაქეებს შეეძლოთ, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო სამართლებრივი კონსულტაციით, მოცემული შემთხვევისთვის გონივრული დოზით განჭვრიტონ კონკრეტული ქმედების მოსალოდნელი შედეგები. არ არის აუცილებელი, რომ ეს შედეგები აბსოლუტური სიზუსტით იყოს წინასწარგანჭვრეტადი (დელფი AS ესტონეთის წინააღმდეგ (Delfi AS v. Estonia), განაცხადი no. 64569/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტი 18).

 

უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური მიზნები ჩამოთვლილია ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში.

 

რაც შეეხება შეზღუდვის აუცილებლობას დემოკრატიულ საზოგადოებაში, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად შეესაბამებოდა უფლებაში ჩარევა „მწვავე სოციალურ საჭიროებას“. სახელმწიფოს გარკვეული მიხედულების ფარგლები აქვს ამ საჭიროების არსებობის შესაფასებლად (ბესტრი პოლონეთის წინააღმდეგ (Bestry v. Poland), განაცხადი no. 57675/10, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 56). ეროვნულმა სასამართლომ ეს მიხედულება უნდა გამოიყენოს გონივრულად, საგულდაგულოდ და კეთილსინდისიერად. უფლებაში ჩარევა სასამართლომ უნდა შეაფასოს ერთიანად საქმის გარემოებების ჭრილში.

 

სასამართლოს ავტორიტეტი

 

გამოხატვის თავისუფლებისა და სასამართლოს ავტორიტეტს შორის ინტერესთა კონფლიქტის მთავარი თავისებურება შესაძლოა იყოს სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვის ინტერესი, კერძოდ - მოსამართლეთა უფლებები და რეპუტაცია, ეს ის შემთხვევაა, როდესაც კონკრეტულ მოსამართლეთა რეპუტაციის შელახვით, იმავდროულად ილახება სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტი და რეპუტაცია. შესაბამისად, ღირებულებათა კონფლიქტის სამართლიან გადაჭრაზე არსებით გავლენას ახდენს ის გარემოება, რომ გამოხატვის თავისუფლების განხორციელებამ ხელყო თუ არა სასამართლოს ავტორიტეტი, როგორც მხოლოდ საჯარო ინტერესი, თუ მან იმავდროულად ზიანი მიაყენა კონკრეტულ პირთა უფლებებსა და რეპუტაციას. სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლოსადმი ხალხის ნდობის მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად. ევროპულმა სასამართლომ თავის პრეცედენტებში ახსნა და დაასაბუთა, თუ რატომ იყო ესოდენ მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებას ჰქონოდა რწმენა სასამართლოსადმი:

 

,,სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტი“ გამოხატავს იდეას, რომ სასამართლოები წარმოადგენენ ორგანოებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან განამტკიცონ იურიდიული უფლებები და მოვალეობანი და გადაწყვიტონ დავები მათ შესახებ. ფართო საზოგადოებამ სწორედ ასე უნდა აღიქვას მათი დანიშნულება, იგი პატივს უნდა მიაგებდეს მას, ენდობოდეს და ჰქონდეს რწმენა იმისა, რომ სასამართლოებს ძალუძთ სათანადოდ შეასრულონ ეს ფუნქცია“ (სანდი თაიმსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (The Sunday Times v. the United Kingdom) (N 1), 26 აპრილი 1979, § 55, სერია A N 30).

 

,,სასამართლო ავტორიტეტი“ მოიცავს გაგებას, რომ სასამართლოები არიან და ხალხის მიერ აღიქმებიან, როგორც სამართლებრივი დავის გადაწყვეტის, პიროვნების დანაშაულობისა თუ უდანაშაულობის განსაზღვრის ერთადერთი შესაბამისი დაწესებულება“ (უორმი ავსტრიის წინააღმდეგ (Worm v. Austria), 29 August 1997 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება, ანგარიშები 1997-V, გვ. 1549, § 40)

 

,,გათვალისწინებული უნდა იქნეს სასამართლოთა განსაკუთრებული მისია საზოგადოებაში. სასამართლოები წარმოადგენენ მართლმსაჯულების გარანტს, მათი როლი სამართლის უზენაესობაზე დამყარებულ სახელმწიფოში გადამწყვეტია. ამიტომ ისინი უნდა სარგებლობდნენ საზოგადოებრივი ნდობით. შესაბამისად, აუცილებელია მათი დაცვა უსაფუძვლო კრიტიკისგან“ (პრაგერი და ობერშილკი ავსტრიის წინააღმდეგ (Prager and Oberschlick v. Austria), 26 აპრილი 1995, § 34, სერია A N 313).

 

ევროპულმა სასამართლომ განმარტა, თუ რას გულისხმობდა ცნება - ,,სასამართლო ხელისუფლება“ კონვენციის მე-10 მუხლის გაგებით. კერძოდ, ,,სასამართლო ხელისუფლება სამ კომპონენტს მოიცავს. იგი გულისხმობს სასამართლოს, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთ განშტოებას, საკუთრივ მოსამართლეებს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, და რაც მთავარია, თვით მართლმსაჯულების განხორციელების მექანიზმს (სანდი თაიმსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (The Sunday Times v. the United Kingdom) (N 1), 26 აპრილი 1979, § 55, სერია A N 30). შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა თითოეულ ამ კომპონენტს შეიძლება ეფუძნებოდეს.

 

სასამართლოები, როგორც სამართლის უზენაესობაზე დამყარებულ სახელმწიფოში მართლმსაჯულების გარანტორები, საზოგადოების ნდობით უნდა სარგებლობდნენ და შესაბამისად, დაცულნი უნდა იყვნენ თავდასხმებისგან. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასამართლოების გაკრიტიკება საერთოდ დაუშვებელია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია გაიმიჯნოს კრიტიკა და შეურაცხყოფა და თუ გამოხატვის ნებისმიერი ფორმის ერთადერთი მიზანი შეურაცხყოფაა, ამისთვის შესატყვისი პასუხისმგებლობის დაკისრება კონვენციის დარღვევა პრინციპულად არ იქნება (სკალკა პოლონეთის წინააღმდეგ (Skalka v. Poland), განცხადება no. 43425/98, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების პუნქტი 34).

 

სკალკა პოლონეთის წინააღმდეგ საქმე ეხებოდა მსჯავრდებული პირისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მის მიერ ეროვნული სასამართლოსთვის გაგზავნილი შეურაცხმყოფელი წერილისთვის და ამ წერილში სახელით და გვარით მოუხსენიებელი, მაგრამ იდენტიფიცირებადი მოსამართლის უხამსი სიტყვებით დახასიათებისთვის. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს ავტორიტეტი იმდენად მნიშვნელოვანი ინტერესი იყო, რომ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას ამართლებდა და მისი გადასაწყვეტი მხოლოდ ის იყო, რამდენად ჯეროვანი იყო პასუხისმგებლობის ზომა (სკალკა პოლონეთის წინააღმდეგ (Skalka v. Poland), განცხადება no. 43425/98, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების პუნქტი 41).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სკალკას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომაც მრავალგზის აქვს აღნიშნული, რომ ჩარევის თანაბარზომიერების შეფასებისას დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომის ბუნება და სიმკაცრე მხედველობაში მისაღები ფაქტორებია (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Morice v. France), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 175).

 

კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის ერთ-ერთ ლეგიტიმურ მიზანს (რომელიც არ გვხვდება კონვენციის მე-8, მე-9 ან მე-11 მუხლებში) წარმოადგენს მართლმსაჯულების ავტორიტეტის და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. აღნიშნული ტერმინი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ასახოს კანონის უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპი. ის მოიცავს როგორც მართლმსაჯულების მექანიზმს, ანუ სასამართლო ხელისუფლებას, აგრეთვე, მოსამართლეებს მათი ოფიციალური უფლებამოსილების ფარგლებში. შეზღუდვის ძირითადი მიზანი არის ის, რომ საზოგადოებას უნდა სჯეროდეს, რომ სასამართლოს ძალუძს განახორციელოს თავისი ფუნქცია, განმარტოს კანონიერი უფლებები და გადაწყვიტოს სამართლებრივი დავები.

 

საქმეში სკალკა პოლონეთის წინააღმდეგ (Skalka v.Poland) სასამართლომ ლეგიტიმურად ცნო მომჩივნის პასუხისგებაში მიცემა სასამართლოს შეურაცხყოფისათვის. მიუხედავად იმისა, რომ მისი მხრიდან სასამართლოს შეურაცხყოფას ადგილი ჰქონდა რეგიონული სასამართლოსადმი მიწერილ წერილში, რომელიც საჯარო არ გამხდარა, რვათვიანი პატიმრობის მისჯა კი, ჩაითვალა არაპროპორციულად და შესაბამისად, მე-10 მუხლის დარღვევად. თუმცა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განხილული საქმის გარემოებებთან მოსამართლის შეურაცხყოფის საჯაროობის კუთხით, რაც ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი აღმოჩნდა სხვა გარემოებებთან ერთად (რის თაობაზეც ქვემოთ იქნება ვრცლად მიმოხილული) დამნაშავისათვის პროპორციული სასჯელის დანიშვნისას.

 

როდესაც კრიტიკა შეეხება კონკრეტულ მოსამართლეებს (მათ მიერ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან ან მათ მიერ თავიანთი სამოსამართლო ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებით) და ეს კრიტიკა ლახავს პირად ან პროფესიულ რეპუტაციას, ასეთ დროს გამოხატვის თავისუფლებას ერთდროულად ორი ღირებულება უპირისპირდება - მოსამართლეთა პირადი უფლებები და რეპუტაცია, როგორც ინდივიდუალური ინტერესი და მეორე მხრივ, სასამართლოს ავტორიტეტი და რეპუტაცია.

ძირითადი მიდგომები ასეთია, ერთი მხრივ:

1) მიჩნეულია, რომ კონკრეტულ მოსამართლეთა რეპუტაციის შელახვით, ილახება საერთოდ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტი. ამასთან, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელია, ხალხს ჰქონდეს სასამართლოსადმი ნდობა, ამიტომ სახელმწიფოს დაინტერესება სასამართლო ხელისუფლებისა და მათ შორის კონკრეტულ მოსამართლეთა რეპუტაციის დაცვისა, საკმაოდ ძლიერია.

2) მოსამართლეებს ეკისრებათ ე.წ. ,,თავშეკავებულობის“ მოთხოვნა (თმენის ვალდებულება). გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას ისინი ვალდებულნი არიან ეჭვქვეშ არ დააყენონ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტი და მიუკერძოებლობა. ეს მოთხოვნა ვრცელდება მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკის პასუხის გაცემის კონტექსტზეც. ,,ადეკვატური პასუხის გაცემის უფლება“ მათ შეზღუდული აქვთ.

მეორე მხრივ:

3) მოსამართლეები წარმოადგენენ სახელმწიფო მოხელეებს, რომელთა მიმართ ,,დასაშვები კრიტიკის ფარგლები“ უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირებთან მიმართებაში.

ის გარემოება, დარღვეულია თუ არა ,,დასაშვები კრიტიკის ფარგლები“, თავის მხრივ, შემდეგი ფაქტორების მიხედვით განისაზღვრება: - შეეხებოდა თუ არა საქმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხს და წარმოადგენდა თუ არა გავრცელებული შეხედულებები თუ ინფორმაცია ასეთ საკითხზე საჯარო დებატებში მონაწილეობას: - რასთან გვქონდა საქმე - მხოლოდ ,,ფაქტების გადმოცემასთან“, თუ ,,შეფასებით მსჯელობასთან“, დაადასტურა თუ არა კრიტიკის ავტორმა გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობა, ხოლო თუ ,,შეფასებითი მსჯელობა“ კონკრეტულ ბრალდებას გულისხმობდა, წარმოადგინა თუ არა მან თავისი შეფასებითი მსჯელობის საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი; - რა მიზანს ისახავდა კრიტიკის ავტორი და რამდენად კეთილსინდისიერი იყო მისი მოტივაცია. - წარმოადგენდა თუ არა შესაბამისი ,,გამოხატვა“ ,,სასამართლოსადმი უპატივცემულობას“ შიდა ნორმების მიხედვით. სწორედ ზემოაღნიშნული მიდგომებია დამკვიდრებული ევროპული სასამართლოს მიერ თავისი პრაქტიკით. მაგალითად, ,,მოსამართლეები უნდა სარგებლობდნენ საზოგადოებრივი ნდობით და შესაბამისად, ისინი დაცული უნდა იყვნენ უსაფუძვლო თავდასხმებისგან, განსაკუთრებით იმის მხედველობაში მიღებით, რომ მათ ეკისრებათ თავშეკავებულობის ვალდებულება, რომელიც მათ არ აძლევს კრიტიკაზე შეპასუხების უფლებას (დე ჰაესი და ჯისელსი ბელგიის წინააღმდეგ (De Haes and Gijsels v. Belgium), 24 თებერვალი 1997, § 37, გადაწყვეტილებების და განჩინებების ანგარიშები 1997-I).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთ საქმეში აღუნიშნავს, რომ: კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აქვთ შეფასების გარკვეული თავისუფლება იმის განსაზღვრისას, თუ რა ინტენსივობის ჩარევა უნდა განხორციელდეს გამოხატვის თავისუფლებაში, თუმცა ეს თავისუფლება ევროპული კონტროლის ქვეშ ხორციელდება (იხ. მაგალითად.: ინერსონი ისლანდიის წინააღმდეგ (Einarsson v. Iceland), N24703/15, § 36, ECHR 2017, Petrie v. Italy , 25322/12, § 40-41 ECHR 2017).

 

2.56. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას ევროპული სასამართლო მხოლოდ იმგვარი კრიტერიუმების გათვალისწინებით განიხილავს, როგორიცაა: საზოგადო ინტერესის საგანში წვლილის შეტანა, შესაბამისი პირის ცნობადობის ხარისხი, განცხადების შინაარსი (ფორმა), იმ პირის წინარე ქმედება, ვის მიმართაც იყო გამოთქმული მოსაზრება, ინფორმაციის ნამდვილობა, პუბლიკაციის ფორმა და დაკისრებული სანქციის სიმძიმე.

 

2.57. შესაბამისად, სასამართლო მიუთითებს, რომ ზ--------------ას გამონათქვამი არც ერთ ზემოთხსენებულ კრიტერიუმებში არ ჯდება. მის მიერ მოსამართლის ამგვარად მოხსენიება იყო მხოლოდ უწესო, უხამსი, ჟარგონული გამონათქვამი. ასეთი უცენზურო ფორმა განზრახ მიმართული იყო მისივე საქმის განმხილველი მოსამართლის პატივისა და ღირსების დამცირებისაკენ, რაც ფართო საზოგადოებისათვის გახდა ხელმისაწვდომი როგორც მასმედიის, ასევე სოციალური ქსელის საშუალებით. ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეო დასათაურებული იყო სიტყვებით - ,,ყ...ზე მკიდია მოსამართლე". სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გამოხატულება, რა განვითარებაც მან მიიღო საზოგადოებაში, ლახავს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მოსამართლის ღირსებას, არამედ ის მიმართული იყო მთლიანად მართლმსაჯულების დისკრედიტაციისაკენ. სწორედ სასამართლოსა და მოსამართლის ავტორიტეტი ამ შემთხვევაში არის ის მნიშვნელოვანი ინტერესი, რაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობას ქმნის და ამართლებს. ამავდროულად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ზ--------------ას გაღიზიანება არ გამოუწვევია მოსამართლის ქმედებას - იგი მხოლოდ დაიბარეს სასამართლო სხდომის დარბაზში სხდომის გაგრძელების მიზნით - სხდომაში მონაწილეობისათვის. ზ--------------ას გამონათქვამი ფორმულირებული იქნა საკმარისი სიცხადით, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო ინფორმაციასთან, ამიტომ საუბარი ზედმეტია მისი ნამდვილობის ხარისხის შეფასებაზე. შესაბამისად, შეუძლებელია ზ--------------ას გამონათქვამი შეფასდეს, როგოც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში წარმოთქმული. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებისათვის სანქციის გამოყენებით კი, ჩაითვლება, რომ არ დარღვეულა ზ--------------ას გამოხატვის თავისუფლება, რადგან აშკარაა, რომ ერთი მხრივ - მოსამართლის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლების, სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის ინტერესსა და მეორე მხრივ - ზ--------------ას გამოხატვის თავისუფლებას შორის ბალანსი აშკარად დარღვეულია.

 

2.58. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 11 ივნისს, შუადღის საათებში, თ---–--–----------------–-----–--------------------–--------ზე მდებარე თ---–----------–---- სასამართლოში, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლ-–--------------–--ის მიერ იხილებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ზ--------------ასა და სხვათა მიმართ, რა დროსაც ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე, 14:00 საათიდან იმავე დღის 15:00 საათამდე გამოცხადდა შესვენება. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ზ--------------ა არ გათავისუფლებულა დაკავებიდან, იგი გავიდა სხდომის დარბაზიდან და თვითნებურად ჩავიდა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მდებარე სასადილოში. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ სასადილოში შევიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და ზ--------------ას, რომელსაც უკვე დასრულებული ჰქონდა სადილი, მოსთხოვეს სხდომის დარბაზში დაბრუნება. ამავე დროს მათ კ-------ას განუმარტეს, რომ მოსამართლე ლ-–--------------–--ეს უნდა გაეგრძელებინა პროცესი, რის გამოც აუცილებელი იყო სხდომის დარბაზისა და მონაწილე პირების მზადყოფნა. ზ--------------ა არ დაემორჩილა მოწოდებას, განაცხადა, რომ იგი 15:00 საათამდე იყო გათავისუფლებული სხდომიდან, უარი განაცხადა სხდომის დარბაზში დაბრუნებაზე და უცენზურო ფრაზებით მოიხსენია მოსამართლე, რითაც გამოხატავდა სასამართლოსადმი აშკარა უპატივცემულობას. საბოლოოდ, პოლიციის მუშაკებმა იძულების პროპორციული ზომის გამოყენებით, ზ--------------ა მიიყვანეს სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

3.სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.4. ამდენად, საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ზ--------------ას დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ--------------ამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

3.5. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ზ--------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

ზ--------------ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ადმინისტრაციული სამართალდაღვევები, რომლებიც არიან ერთგვაროვანი ხასიათის, კერძოდ: - პოლიციის დაუმორჩილებლობა.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს (ზ--------------ას მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი საზოგადოებრივ წესრიგს, კულტურისა და ზნეობის ნორმებს მაღალი ხარისხით ეწინააღმდეგება), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ზ--------------ას მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, კერძოდ, მის მიერ გამოხატულ დამოკიდებულებას აშკარად დაუპირისპირდეს საზოგადოებრივ წესრიგს, მის დამცველებს, მათ კანონიერ მითითებებსა და გადაწყვეტილებებს, რაც მისი მართლსაწინააღმდეგო ნებაზე და მომეტებულ საშიშროებაზე მიუთითებს), მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (მოსამართლის უპატივცემულობა გამოხატა ყოფილმა პოლიციელმა და ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ს---------–----–---–-------------------–------ის“ ხელმძღვანელმა, რომელსაც მეტი პატივისცემა მართებს სასამართლოსა და მოსამართლის მიმართ). ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ბრალდებულის მიერ მოსამართლის უხამსი-შეურაცხმყოფელი ფორმით მოხსენიება სასამართლოს შენობაში, რამაც შეურაცხყო სასამართლოს ავტორიტეტი და მოსამართლის პატივი და ღირსება), დამნაშავის წარსულ ცხოვრებას (იგი არაერთხელ იქნა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო), პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (2018 წლის 11 ივლისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის წარმოების პროცესში ადმინისტრაციულად დაკავებულმა ზ--------------ამ დატოვა სხდომის დარბაზი და ჩავიდა სასადილოში, მაშინ როდესაც მოსამართლემ შესვენების დროს გამოიჩინა კეთილი ნება და იგი დატოვა სასამართლო სხდომის დარბაზში მის დამცველებთან საქმის გაცნობის მიზნით და არ დააბრუნა საბადრაგო ოთახში. ბრალდებულის არაკანონმორჩილ ქმედებაზე მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ მას როგორც ყოფილ პოლიციელს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დაკავებულს სხდომის დარბაზის თავისუფლად დატოვებისა და სასადილოში ჩასვლის უფლება არ ჰქონდა. რომ არა მისი წარსული სამსახურებრივი გამოცდილება, გაჩნდებოდა ვარაუდის საფუძველი, რომ მან არ იცოდა ადმინისტრაციულად დაკავებულის მოვალეობები და გახდა გაუგებრობის მსხვერპლი, რაც შესაძლოა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების საწინდარი გამხდარიყო, მაგრამ ზ--------------ამ იცოდა, რომ მას დარბაზის დატოვებისა და სასადილოში ჩასვლის უფლება არ ჰქონდა და განზრახ გააკეთა ეს, ხოლო მას შემდეგ, რაც პოლიციის არაერთმა თანამშრომელმა მოუწოდა სხდომის დარბაზში დაბრუნებისკენ, არ დაემორჩილა მათ ლეგიტიმურ მოთხოვნას. აღსანიშნავია, რომ მოსამართლე ლ-–--------------–--ე განიხილავდა ზ--------------ას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს, სადაც სახელმწიფო მას პოლიციის დაუმორჩილებლობასაც ედავებოდა. ასევე მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ 2018 წლის 11 ივნისს მომხდარი შემთხვევის შემდეგ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ზ--------------ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო 5000 ლარის ოდენობით, საქმის განხილვის პერიოდში ზ--------------ა კვლავ იქნა მხილებული სავარაუდო დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ ამავე სასამართლოს ეზოში ძალადობის ჩადენის ფაქტზე, რაც გახდა საფუძველი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო შეცვლილიყო უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობით, ვინაიდან მისთვის შემაკავებელი ვერ გახდა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება - გირაო (ფულადი სანქცია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე). შესაბამისად გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტი ხაზს უსვამს ზ--------------ას დამოკიდებულებას მართლმსაჯულებისადმი, აშკარაა, რომ ბრალდებული პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, კონფლიქტში იმყოფება კანონთან და დიდი ალბათობით მსუბუქი სასჯელის შეფარდებით, მათ შორის ჯარიმით ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები, ვინაიდან მისთვის შემაკავებელი არ გახდა მოცემულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 5000 ლარის შეფარდება, პირიქით მისთვის ინდეფერენტული აღმოჩნდა აღნიშნული იძულების ღონისძიების გამოყენება.

 

5.2. სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულისთვის დანიშნული სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ასევე ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად, ზ--------------ას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით. სწორედ დანიშნული სასჯელი იქნება ზ--------------ასთვის შემაკავებელი ხასიათის და მომავალში სათანადო ქცევის ერთგვარი გარანტი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ--------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

ზ--------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ზ--------------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 21 თებერვლიდან.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

1) დისკი მასზე არსებული 2018 წლის 12 ივნისს გადმოწერილი ვიდეოჩანაწერით, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;

2) დისკი მასზე არსებული 2018 წლის 18 ივნისს გადმოწერილი ვიდეოჩანაწერით, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;

3) დისკი მასზე არსებული 2018 წლის 11 ივნისის სასამართლო სხდომის ჩანაწერით, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;

4) დისკი მასზე არსებული ზ--------------ას 2018 წლის 6 ივლისის დაკითხვის სასამართლო სხდომის ჩანაწერით, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;

5) დისკი მასზე არსებული ზ--------------ას ფოტოსურათებით, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;

6) დისკი მასზე არსებული ზ--------------ას ხმის ნიმუშით, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;

7) დისკი მასზე არსებული 2018 წლის 2 აგვისტოს გადმოწერილი ვიდეოჩანაწერით, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე