განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002595518
№1/ბ-280-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: მარინა ს-----ე
ვერა დოლიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - ფ-------- ქ---–----ის
მსჯავრდებულის - ბ---- ტ----ის
ადვოკატის - დ--–- ი----–---–ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ---- გ-----ის ძე ტ----ის მიმართ, დაბადებული: 3--------- წ. პირადი ნომერი: 6----------, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქობულეთის რაიონი, სოფელი მ-----------ე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბ---- ტ----ემ ჩაიდინა პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----------ეში მცხოვრები ბ---- ტ----ე, მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსად მ------- ა-----ის მუშაობის პერიოდში და მანამდეც, 2014-2015 წლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტზე იყო დაკავებული, რომლის მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და არაერთხელ იქნა ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. ამის გამო, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ბ---- ტ----ეს ჰქონდა უარყოფითი დამოკიდებულება და მ------- ა-----ეზე, როგორც პოლიციელზე მისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე იყო განაწყენებული.
2018 წლის 15 ივნისს, ღამის საათებში, სოფელ მ-----------ეში ბ---- ტ----ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საავტომობილო გზაზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარადან, სატვირთო ავტომანქანებით მიმდინარეობდა არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვა, რა დროსაც, შიდა სასოფლო გზაზე ავტომანქანების მოძრაობას და მოქალაქეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის, ქობულეთის რაიონული სამმართველოსა და ამავე სამმართველოს მ-----------ეს პოლიციის განყოფილების თანამშრომლები, მათ შორის მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსი მ------- ა-----ე. დაახლოებით 03:30 საათზე, ბ---- ტ----ე საავტომობილო გზაზე ქვეითად გადაადგილებით და არაგაბარიტულ ტვირთთან მიახლოებით ხელს უშლიდა ტვირთის უსაფრთხოდ გატარებას, რის გამოც, პოლიციის განყოფილების უფროსმა მ------- ა-----ემ არაერთხელ მოუწოდა ბ---- ტ----ეს, მისივე უსაფრთხოების მიზნით გადასულიყო გზიდან და ხელი არ შეეშალა ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირებისათვის. აღნიშნულ მოწოდებებზე გაღიზიანებულმა ბ---- ტ----ემ, რომელიც მ------- ა-----ეზე, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე მანამდეც იყო განაწყენებული, განიზრახა ამ უკანასკნელის მკვლელობა. ამ მიზნით, ბ---- ტ----ე მოულოდნელად მივარდა მ------- ა-----ესთან და თან ნაქონი დანის გამოყენებით ზურგის მიდამოში, მარცხენა ხერხემლის გვერდითა ხაზის გასწვრივ მიაყენა მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა. მიღებული დაზიანების გამო მ------- ა-----ე შ.პ.ს. ,,უნიმედი აჭარა“ ქობულეთის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, გარდაიცვალა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენით ბ---- ტ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორის - ფ-------- ქ---–----ის მიერ, რომელმაც ბ---- ტ----ის მიმართ სასჯელის სახით უვადო პატიმრობის განსაზღვრა მოითხოვა.
განაჩენი ასევე გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ - ბ---- ტ----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის დ--–- ი----–---–ის მიერ, რომლებმაც გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ---- ტ----ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დაკვალიფიცირება და დანიშნული მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნა მოითხოვა.
მხარეებს სააპელაციო საჩივრებზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
- აპელანტს, პროკურორ ფ-------- ქ---–----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
- აპელანტს, მსჯავრდებულ - ბ---- ტ----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს დ--–- ი----–---–ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლ--–-დ შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლე ი---- ლ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ გარდაცვლილი მ------- ა-----ე იყო მისი მეუღლე. 2018 წლის 15 ივნისს, დაახლოებით ღამის 04 საათიდან 05 საათამდე პერიოდში ეზოში გაიგონა დეიდისა და დეიდაშვილის ძახილი, რომლებმაც უთხრეს რომ მისი მეუღლე, მ------- ა-----ე (ბ----ა) იყო დაჭრილი და გადაყვანილი ყავდათ ქობულეთის საავადმყოფოში. საავადმყოფოში მისვლისთანავე დაინახა, რომ ეზოში შკრებილი იყო ხალხი, მათ შორის ბ----ას და - ჯ------ ა-----ე, რომელიც ივედრებოდა ბ----ას გადარჩენას. რამდენიმე წუთში საავადმყოფოში გაიგო, რომ მისი მეუღლე უკვე აღარ იყო ცოცხალი. დაზარალებულის უფლებამონაცვლე მოითხოვს დამნაშავემ სრული სიმკაცრით აგოს პასუხი.
მოწმის სახით დაკითხული ქობულეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის - რ-------- ც--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 2018 წლის 14-15 ივნისს ქობულეთის პოლიციაში შევიდა წერილი მძიმე გაბარიტიანი ტვირთის გადატანის შესახებ, სოფელ მ-----------ედან ცეცხლაურის მიმართულებით, რისთვისაც საჭირო იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც საჭიროებდა პოლიციის დახმარებას. აღნიშნულ პროცესს ხელმძღვანელობდა ქობულეთის პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, სადაც ასევე იმყოფებოდა სოფელ მ-----------ეს პოლიციის უფროსი მ------- (ბ----ა) ა-----ე. 2018 წლის 15 ივნისის დაახლოებით ღამის 0100 საათზე ტვირთმა დაიწყო გადანაცვლება მ-----------ედან ცეცხლაურის მიმართულებით. პროცესი დაკავშირებული იყო გარკვეულ სირთულეებთან, ტვირთის მოცულობიდან გამომდინარე იყო საშიშროება ირგვლივ მყოფი მოქალაქეების დაზიანებისა. პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის მ------- (ბ----ა) ა-----ე მოუწოდებდა მოქალაქეებს, რომ დაშლილიყვნენ და მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე წასულიყვნენ სახლებში. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ მოხდა ტვირთის გადატანის პროცესის შეფერხება, რის გამოც მოუწიათ რამდენიმე წუთით შეჩერება, სადაც კვლავ იმყოფებოდნენ სოფლის მაცხოვრებლები, მათ შორის ერთ-ერთი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი (როგორც შემდგომ დადგინდა) ბ---- ტ----ე, რომელიც იქცეოდა არაადეკვატურად, გამოხატავდა უკმაყოფილებას ხის გადატანასთან დაკავშირებით და გამოთქვამდა პრეტენზიებს გზის გადაკეტვის გამო, ფეხებს ურტყამდა მანქანას და გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით. ბ----ა ა-----ემ მოუწოდა ბ---- ტ----ეს, რომ მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაშორებოდა ტერიტორიას და შეეწყვიტა მსგავსი ქმედებები. აღნიშნულ მოწოდებაზე ბ---- ტ----ე განაწყენდა, გახდა უფრო აგრესიული, რის შემდეგაც დატოვა ტერიტორია და წავიდა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. რამდენიმე წუთში კვლავ განახლდა ხის გადატანის პროცესი, რომელსაც თავად მიუძღვებოდა პოლიციელებთან ერთად, ხოლო რამდენიმე მეტრით წინ ფეხით მიდიოდა ასევე ბ----ა ა-----ე. დაინახა, რომ მას გვერდით ჩაურბინა ბ---- ტ----ემ, რომელსაც ხელში ეჭირა დანა, იგი მხრით დაეჯახა მ------- (ბ----ა) ა-----ეს და დაარტყა დანა უკანა მხარეს ზურგის არეში. ბ----ამ ხელი მოიკიდა გულზე და იყვირა დამჭრა, დანა დამარტყაო. დანის დარტყმისთანავე ბ---- ტ----ე გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. თავად დაედევნა ბ.ტ----ეს რამდენიმე თანამშრომელთან ერთად, მათ შორის იყვნენ ს---–--- მ--–------–ი და გ--- გ-----ეც. დაახლოებით 15 მეტრის გარბენის შემდეგ ბ---- ტ----ემ ძირს დააგდო დანა და გზიდან გადაუხვია, სადაც მშენებარე ობიექტის გასასვლელიდან ცდილობდა გაქცევას, თუმცა ვერ შეძლო, რადგან იგი დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ, რომელსაც ადგილზე განემარტა მისი უფლებები. რამდენიმე წუთში ტელეფონის საშუალებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მ------- (ბ----ა) ა-----ე, მიღებული დაზიანების შედეგად ქობულეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მოწმის სახით დაკითხული ქობულეთის რაიონული სამმართველოს უფროსის - ვ------- ტ----–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მ------- (ბ----ა) ა-----ისა და ბ---- ტ----ის საუბრიდან გამომდინარე, ასევე მანამდეც სმენია, რომ ბრალდებული იცნობდა მ------- ა-----ეს, როგორც პოლიციის უფროსს, გამომდინარე იქიდან, რომ ბ---- ტ----ე რამდენჯერმე დაკავებული ყავდათ ადმინისტრაციული წესით.
მოწმის სახით დაკითხული ქობულეთის რაიონული სამმართველოს მ-----------ეს პოლიციის თანამშრომლის - ს---–--- მ--–------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ. 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას სოფელ მ-----------ეში. ღამის 1100 საათიდან მ-----------ეში მოძრაობდა მძიმე ტექნიკა, რის გამოც იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს. დაახლოებით ღამის 0102 საათზე მძიმე ტექნიკა მ-----------ეს ცენტრიდან გადავიდა ცეცხლაურის მიმართულებით. ბ---- ტ----ე რამდენჯერმე გამოვიდა ტერიტორიაზე, გააფრთხილეს, რომ მძიმე ტექნიკა მოძრაობდა და გარიდებოდა ტერიტორიას. ტვირთი დიდი გაბარიტების გამო გადაადგილდებოდა ნელ-ნელა. თვითონ, აღნიშნულ ტვირთს ძალიან ნელი სვლით მიყვებოდა სამსახურეობრივი ავტომანქანით - პიკაპით, რომელშიც ასევე ისხდნენ პოლიციის თანამშრომლები ბ------ თ---–--–---–ი, ჯ------- კ---–--–--ე და გ--- გ-----ე, ხოლო მ------- (ბ----ა) ა-----ე ფეხით მიყვებოდა გზას. დაახლოებით ღამის 0300 - 0330 საათის შუალედში გაიგონა ჩქარი ნაბიჯების ხმა, დაინახა რომ ბ---- ტ----ემ მხარი გაკრა ფეხით მიმავალ მ------- (ბ----ა) ა-----ეს და მარჯვენა ხელით დაარტყა დანა. ბ----ამ ხელი მოიკიდა და თქვა „სისხლია, დამჭრა მგონიო“. ფაქტის შემდეგ გადმოვიდა მანქანიდან და გ--- გ-----ესთან ერთად გაედევნა ბ---- ტ----ეს, ხოლო მანქანაში დარჩნენ ბ------ თ---–--–---–ი და ჯ------- კ---–--–--ე. დადევნებისას, რამდენიმე მეტრში ბ---- ტ----ემ დანა ძირს დააგდო და გადაუხვია იქვე არსებულ მშენებარე ობიექტთან, სადაც მოხდა მისი დაკავება. მშენებარე ობიექტთან ელაგა არმატურები, რა დროსაც დაკავების მომენტში წაიქცა და მიიღო დაზიანებები, მათ შორის ბ---- ტ----ემაც. ბ---- ტ----ე იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში და დაკავების დროს აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაკავების შემდეგ, რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდა გამომძიებელი ზ------ ი------ე, რომელმაც შეადგინა დაკავების ოქმი და ბ---- ტ----ე გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში.
მოწმის სახით დაკითხული ქობულეთის რაიონული სამმართველოს მ-----------ეს პოლიციის თანამშრომლის გ--- გ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ტვირთის გადატანის პროცესში აღნიშნულ ადგილას იმყოფებოდნენ მოქალაქეები, მათ შორის არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბ---- ტ----ე, რომელსაც ახასიათებს უარყოფითად. მ-----------ეს პოლიციის უფროსმა მ------- ა-----ემ შენიშვნა მისცა ბ.ტ----ეს, რომ იგი იყო ნასვამი და წასულიყო სახლში. ამის შემდეგ ბ.ტ----ე წავიდა, ხოლო თვითონ იმყოფებოდა პოლიციის ავტომანქანაში პოლიციელებთან ერთად, ხოლო მ------- ა-----ე ფეხით ნელა მიყვებოდა მანქანას მარცხენა მხარეს. დაახლოებით 5 წუთში ბ---- ტ----ე უკან მობრუნდა, ჩაუარა მ------- ა-----ეს, მხარი გაკრა და ზურგის არეში დანა დაარტყა, თან მიაძახა „ჩაძაღლდი შენ ძაღლოო“ და შეაგინა. გ--- გიხიძე გადმოხტა ავტომანქანიდან და ს---–--- მ--–------–თან ერთად გაეკიდა ბ---- ტ----ეს. დადევნების დროს დაინახა, რომ ბ---- ტ----ეს ხელში ეჭირა დანა და მობილური ტელეფონი. დაახლოებით 30 მეტრში ბ---- ტ----ემ ძირს დააგდო დანა, გადაუხვია გზიდან და იქვე მდებარე მშენებარე ობიექტში შევიდა, სადაც ელაგა სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალები. მათ შორის არმატურები და ფიცრები. ვინაიდან ბ---- ტ----ე დაკავების დროს უწევდა მათ ფიზიკურ წინააღმდეგობას, დაეცნენ და მიიღეს ფიზიკური დაზიანებები აღნიშნულ მასალებზე წაქცევის შედეგად. ბ---- ტ----ე აყენებდა ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას, ილანძღებოდა და ყვიროდა „ხომ მოგიკალით უფროსი“. მათ დააკავეს ბ---- ტ----ე და განუმარტეს მისი უფლებები, რამდენიმე წუთში გამომძიებელმა ზ------ ი------ემ შეადგინა დაკავების ოქმი და იგი გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში.
მოწმის სახით დაკითხული ქობულეთის რაიონული სამმართველოს მ-----------ის პოლიციის განყოფილების თანამშრომლის - ბ------ თ---–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 15 ივნისს, დაახლოებით ღამის 0300 საათზე იმყოფებოდა მ-----------ეს ცენტრში, საიდანაც გადაჰქონდათ მძიმე გაბარიტული ტვირთი მ-----------ეს ცენტრიდან ცეცხლაურის მიმართულებით. თავად იჯდა სამსახურეობრივი ავტომანქანის საჭესთან და ნელი სვლით მიყვებოდა გაბარიტულ ტვირთს. მასთან ერთად იყვნენ ქობულეთის რაიონული სამმართველოს უფროსი ვ------- ტ----–---–ი და მისი მოადგილე რ-------- ც--–--ე. მ------- ა-----ე მანქანაში არ იჯდა, იგი ფეხით მოძრაობდა, რადგანაც ტვირთი იყო გაბარიტული, მოუწოდებდნენ იქვე მყოფ ხალხს, რომ გაცლოდნენ ტერიტორიას. მ------- ა-----ე ფეხით მოძრაობდა ავტომანქანის მარცხენა მხარეს დაახლოებით 2 მეტრის მოშორებით, გაიგონა რომ მ------- (ბ----ა) ა-----ემ შენიშვნა მისცა ბ---- ტ----ეს, რომ უსაფრთხოების მიზნით დაეტოვებინა ტერიტორია, რაზედაც ტ----ე გაბრაზდა, ხელი აუქნია და წავიდა. დაახლოებით 4- 5 წუთის გასვლის შემდეგ ჩქარი ნაბიჯებით მომავალი ბ---- ტ----ე მივიდა ბ----ა ა-----ესთან და ზურგიდან ჩაარტყა დანა, თან მიაძახა „ჩაძაღლდი პოლიციელოო“, შეაგინა და გაიქცა. ამის შემდეგ ჯ------- კ---–--–--ესთან ერთად ა-----ეს მოჰკიდეს ხელი, ჩასვეს ავტომანქანაში და გადაიყვანეს ქობულეთის საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა.
მოწმის სახით დაკითხული ქობულეთის რაიონული სამმართველოს მ-----------ის პოლიციის განყოფილების თანამშრომლის - ჯ------- კ---–--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს თვითონ იმყოფებოდა პოლიციის ავტომანქანაში პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, საჭესთან იჯდა ბ------ თ---–--–---–ი, ხოლო მ------- (ბ----ა) ა-----ე ფეხით მიყვებოდა ავტომანქანას. ტვირთის გადატანის პროცესში, ბ---- ტ----ეს შენიშვნა მისცა მ------- (ბ----ა) ა-----ემ, რომ მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე გარიდებოდა ტერიტორიას, რაზეც ბ---- ტ----ე განაწყენდა და წავიდა საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. დაახლოებით 4-5 წუთის შუალედში ბ---- ტ----ე ისევ უკან დაბრუნდა, მარჯვენა ხელში ეჭირა დანა, უკნიდან მიეპარა ა-----ეს და ზურგის არეში ჩაარტყა. ა-----ემ ხელი მოისვა და სისხლის დანახვაზე დაიყვირა „დამჭრა არაკაცმაო“. გ--- გ-----ე და ს---–--- მ--–------–ი გაეკიდნენ ბ---- ტ----ეს, ხოლო თავად ბ------ თ---–--–---–თან ერთად გადმოვიდა ავტომანქანიდან, ჩასვეს ა-----ე ავტომანქანაში და მალევე წაიყვანეს ქობულეთის საავადმყოფოში, სადაც მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მოწმის სახით დაკითხული ქობულეთის რაიონული სამმართველოს მ-----------ის პოლიციის განყოფილების თანამშრომლის - პ----- ი------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ივნისს ქობულეთში, სოფელ გვარადან ლაითურის მიმართულებით მიმდინარეობდა გაბარიტული ტვირთის გადატანის პროცესი. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ბ----ა ა-----ე, ვ------- ტ----–---–ი, რ-------- ც--–--ე და ქობულეთის პოლიციის თანამშრომლები. მ-----------ეში ასვლამდე მოძრაობდა მანქანით, ხოლო მ-----------ეს ცენტრში სვლა განაგრძო ფეხით, თანამშრომლებთან ერთად. ცენტრიდან დაახლოებით 150 მეტრში დაინახა მისთვის კარგად ნაცნობი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბ---- ტ----ე, რომელიც იქცეოდა აგრესიულად პოლიციელების მისამართით, იყო გაღიზიანებული და გამოხატავდა ტვირთის მიმართ უკმაყოფილებას, რასაც გამოხატავდა ფეხის მოქნევით, რაზეც ბ----ამ მისცა შენიშვნა. ბ----ი წავიდა საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, ხოლო მათ კი გააგრძელეს სვლა. პერიმეტრი იყო საკმაოდ განათებული, თავად ავტომანქანებით, ასევე გაბარიტული ტვირთის განათებითაც და საკმაოდ კარგად ჩანდა ყველაფერი. რამდენიმე წუთში დაინახა, რომ უკანა მხრიდან მ-------ს (ბ----ას) მოეპარა ბ---- ტ----ე, დაინახა რომ მარჯვენა ხელში ეკავა დანა, რომელიც ზურგში დაარტყა ბ----ა ა-----ეს და გაიქცა. მ.ა-----ემ დაუძახა დანა დამარტყაო, რის გამოც სწრაფად მივიდა დასახმარებლად მ------- ა-----ესთან, ჩასვა ავტომანქანაში და გადაიყვანა ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში. მოწმე პ----- ი------ე დამატებით განმარტავს, რომ ბ---- ტ----ე იცნობდა მ------- ა-----ეს, როგორც პოლიციის უფროსს.
მოწმის სახით დაკითხული ქობულეთის რაიონული სამმართველოს მ-----------ის პოლიციის განყოფილების თანამშრომლის - მ----- მ--–------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 15 ივნისს, დაახლოებით ღამის 0300 საათზე იმყოფებოდა ქობულეთის რაიონის სოფელ მ-----------ეში პოლიციის თანამშრომლებთან და უშუალო ხელმძღვანელთან ერთად, სადაც მიმდინარეობდა მძიმე გაბარიტიანი ტვირთის გადატანის პროცესი, სადაც ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, კერძოდ იცავდა იქვე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს. იქვე იმყოფებოდა ამავე სოფლის მკვიდრი ბ---- ტ----ე, რომელიც რამდენჯერმე მივიდა მძიმე გაბარიტიან ტვირთან და ხელს უშლიდა სამუშაოს, რაზეც მ------- (ბ----ა) ა-----ემ შენიშვნა მისცა მას და უთხრა რომ ვინაიდან ტვირთი იყო გაბარიტული, მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაცლოდა ტერიტორიას. ბ----ას შენიშვნაზე ბ---- ტ----ე გაბრაზდა და ხელის ქნევით გაშორდა ტერიტორიას. დაახლოებით 4-5 წუთის შემდეგ ბ---- ტ----ემ უკანა მხრიდან ჩამოუარა, მის წინ მიმავალ ბ----ა ა-----ეს მხარი მხარზე გაკრა და მარჯვენა ხელში არსებული დანა ჩაარტყა უკნიდან, რომელიც მაშინვე გამოიღო და დანით ხელში გაიქცა სოფელ ოჩხამურის მიმართულებით. ბ----ამ დაიძახა - ბ---- ტ----ემ დამჭრაო. რამდენიმე პოლიციელი დაედევნა ბ---- ტ----ეს, ხოლო თავად სხვა პოლიციელებთან ერთად მივიდა მ------- (ბ----ა) ა-----ესთან, რომელიც ჩასვეს ავტომანქანაში და გადაიყვანეს ქობულეთის საავადმყოფოში.
მოწმის სახით დაკითხული ქობულეთის რაიონული სამმართველოს ხუცუბნის პოლიციის უბნის-ინსპექტორ გამომძიებლის - ზ----- ც-–--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ივნისის დილის 1000 საათიდან 15 ივნისის დილის 1000 საათამდე ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. სოფელ გვარადან გადაჰქონდათ გაბარიტული ტვირთი ლაითურის მიმართულებით, რის გამოც პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული და იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. მათ მოვალეობაში შედიოდა მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა და ტვირთის უსაფრთხოდ გადატანა. მ-----------ეს ცენტრში ტვირთის გადატანის პროცესში დაინახა იქვე მყოფი ბ---- ტ----ე, რომელიც მივიდა ტვირთთან ახლოს, რაზეც პოლიციის უფროსმა მ------- (ბ----ა) ა-----ემ შენიშვნა მისცა მას. ბ---- ტ----ის მხრიდან მსგავს ფაქტს რამოდენიმეჯერ ქონდა ადგილი. ბ----ას შენიშვნაზე გაბრაზებულმა დატოვა ტერიტორია და წავიდა საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ ბ---- ტ----ეს დაბრუნდა უკან და ნათლად დაინახა, თუ როგორ დაარტყა დანა ფეხით მიმავალ მ------- (ბ----ა) ა-----ეს ბ---- ტ----ემ. მ-------ი (ბ----ა) წაიქცა და ძირს დავარდა, ხოლო ბ----ი გაიქცა, რომელსაც დაედევნენ პოლიციის თანამშრომლები. ბ---- ტ----ე იცნობდა მ------- ა-----ეს, როგორც მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსს.
მოწმის სახით დაკითხული ქობულეთის რაიონული სამმართველოს მ-----------ის პოლიციის თანამშრომლის ზ------ ი------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 15 ივნისს ასრულებდა სამსახურეობრივ უფლება-მოვალეობას. დაახლოებით ღამის 0400 საათზე დაუკავშირდა ქობულეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე რ-------- ც--–--ე და შეატყობინა, რომ სოფელ მ-----------ეში ადგილი ქონდა მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსის მ------- ა-----ის მკვლელობის მცდელობის ფაქტს, ბ---- ტ----ის მხრიდან და დაუყონებლივ ასულიყო გამომძიებლებთან ერთად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. შეტყობინების მიღებისთანავე, გამომძიებელ გ--------ი ხ------ესთან ერთად დაახლოებით 10 წუთში ავიდნენ მ-----------ეს ცენტრში. გადაინაწილებს ფუნქციები, რომ თავად შეადგენდა დაკავების ოქმს, ხოლო გ--------ი ხ------ე დაათვალიერებდა შემთხვევის ადგილს. ბ---- ტ----ე უკვე ავტომობილში ყავდათ ს---–--- მ--–------–ს და გ--- გ-----ეს. ბ---- ტ----ეს განემარტა ბრალდებულის უფლებები, შეადგინა დაკავების ოქმი, ბრალდებულის დაკავების მომენტში ვიზუალურად არსებული დაზიანებები ასახული იქნა მის მერ დაკავების ოქმში, რის შემდეგ დაასრულა ოქმის შედგენა. გაეცნენ ოქმს, რაიმე სახის შენიშვნები როგორც ბრალდებულს, ასევე მონაწილე პირებს - გ--- გ-----ეს და ს---–--- მ--–------–ს არ განუცხადებიათ, რაც ხელმოწერით დაადასტურეს. ადგილზე მალევე მოვიდნენ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, ბ---- ტ----ე გადაყვანილი იქნა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, სადაც მის მიერ მოხდა ბ---- ტ----ის გამოკითხვა. ბ---- ტ----ის მიერ მიცემული ჩვენება სრულად იქნა ასახული ბრალდებულის გამოკითხვის ოქმში. გამოკითხვის ოქმზე ბ---- ტ----ეს რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამს, რაც ბრალდებულმა დაადასტურა ხელმოწერით.
მოწმის სახით დაკითხული რ----- ხ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ფი----ში „ანაგი“. 2018 წლის 15 ივნისს ღამის საათებში ფი---- „ანაგი“ ახორციელებდა არაგაბარიტული ტვირთის გადატანას სოფელ მ-----------ეში. ტვირთის გადატანის დროს მის გარშემო უსაფრთხოების მიზნით მობილიზებული იყვნენ, როგორც ფი---- ანაგის თანამშრომლები, ასევე ადგილობრივი პოლიციის მუშაკები. ტვირთის გადატანისას გზის გვერდით განთავსებული ღობეში გადმოძვრა ბ---- ტ----ე და მიუახლოვდა ტვირთის გადამტან ავტომანქანას. იმის გამო, რომ უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო, რ----- ხ------ემ სთხოვა სოფლის რწმუნებულს ი-----–- ტ----ეს, რომ განერიდებინა ბ---- ტ----ე იქაურობას. ი-----–- ტ----ემ მოარიდა ბ---- ტ----ე ავტომანქანას და ტვირთის გადატანა გაგრძელდა. მოგვიანებით გაიგო, რომ ბ---- ტ----ემ მოკლა პოლიციის მუშაკი მ------- (ბ----ა) ა-----ე.
მოწმის სახით დაკითხული დ----- შ----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქობულეთის რაიონის სოფელ მ-----------ეში. 15 ივნისს ღამის საათებში სოფელ მ-----------ეში გადაჰქონდათ ტვირთი. ტვირთის გადატანას ესწრებოდა და თვალყურს ადევნებდა მისი მეგობარი სოფლის გამგებელი ი-----–- ტ----ე. ი-----–-ს თხოვნით დ----- შ----–--ეც იქვე იმყოფებდა და ავტომანქანით მიაცილებდა ტვირთს. მასთან ერთად მანქანაში ისხდნენ გ------- ტ----ე და მისი ძმა ზ------ შ----–--ე. სწორედ ამ დროს მასთან მივიდა ნასვამი ბ---- ტ----ე და შესთავაზა ი-----–- ტ----ეს დახმარება, უთხრა მუშებს წყალი ხომ არ უნდათო. ი-----–-მ უთხრა, რომ არაფერი არ იყო საჭირო და სახლში წასულიყო. ბ---- ტ----ე წავიდა, მაგრამ მალევე უკან დაბრუნდა და სიგარეტი სთხოვა და ისევ წავიდა. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ გაიგონა ყვირილი „მოკლეს“ „მოკლესო“. ყველანი გადმოვიდნენ მანაქანიდან და გაიგო, რომ ბ---- ტ----ემ მოკლა პოლიციის უფროსი მ------- (ბ----ა) ა-----ე.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0--------- დასკვნით დადგენილია, რომ მ------- ა-----ის გვამს გამოკვლევისას აღენიშნებოდა ზურგის მიდამოს, მარცხენა ხერხემლის გვერდითა ხაზის გასწვრივ XI-XII ნეკნების დონეზე მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, კანის, კანქვეშა ქსოვილების, XI-XII ნეკნთაშუა სივრცის რბილი ქსოვილებისა და სისხლძარღვების, პერიტონეუმის მთლიანობის დარღვევით, ელენთის კარის სისხლძარღვების სრული დაზიანებით, ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან წინ, ოდნავ მარკვნიდან მარცხნივ, ოდნავ ქვევიდან ზემოთ, თითქმის ჰორიზონტალურად. ჭრილობის არხის სიგრძეა დაახლოებით 11 სმ. შინაგანი და გარეგანი სისხლდენა, სისხლჩაქცევებით ჭრილობის არხის გასწვრივ რბილ ქსოვილებში, მწვავე სისხნაკლებობა. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი, სიცოცხლისდროინდელია, პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან და ცოცხალ პირებში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას. მ------- ა-----ის სიკვდილის უშუალო მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა- განვითარებული ზურგის არეში არსებული მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობიდან, დაზიანებული ელენთის კარის სისხლძარღვებიდან, ნეკნთაშუა სისხლძარღვებიდან გამოწვეული შინაგანი და გარეგანი სისხლდენით. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით მ------- ა-----ის სიკვდილი კონსტატირებულია 2018 წლის 15 ივნისს, 05:00 საათზე.
ექსპერტმა ლ---- ფ----------ემ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N00-------- დასკვნით დადგენილია, რომ 2018 წლის 15 ივნისს პირადი შემოწმების მონაცემებით ბ---- ტ----ეს აღნიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების ზემოქმედების შედეგად და ხაზოვანი ფორმის ნაჭდევები-ნაკაწრებ, რომლებიც განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობი მოუშლ--–-დ. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ექსპერტმა ღ-------- უ-----–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგინდა: პაკეტში წარწერით: "... დანა მოწითალო ფერის ლაქებით..." მოთავსებული დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობN1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ------- ა-----ეს (ობ.20; სეებ-ის რეგ.N10052042180. ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობN2) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ბ---- ტ----ეს (ობ.N19; პაკეტი, წარწერით;... ბ---- ტ----ის თანხმობის ხელწერილის საფუძველზე აღბული სისხლის ნიმუში...") მინორულ წილში ვლინდება მ------- ა-----ის (ობ.N20) გენეტიკური თანამონაწილეობა.
- პაკეტში, წარწერით: "... მოწითალო ფერის ლაქებიდან ანაწმენდი 2 ცალად..." მოთავსებულ ორ ცალ ჩხირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ:N3,4) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ------- ა-----ეს (ობ.N20).
- პაკეტში, წარწერით: "... ბ.ტ----ის ტანსაცმელი..."მოთავსებულ მოკლესახელოებიან მაისურზე (ობ.N5,6) მოკლე შარვალზე (ობ.N7,8) და ქვედა საცვალზე (ობ.N9) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N5,7,9-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბ---- ტ----ეს (ობ.N19). ობ.N6,8 გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ------- ა-----ეს (ობ.N20).
- პაკეტში, წარწერით: "... მ.ა-----ის ტანსაცმელი..." მოთავსებულ ჯინსის შარვალზე (ობ.N10,11) სპეცდანიშნულების პერანგზე (ობ.N12,13) კუბოკრულ პერანგზე (ობ.N14), ქვედა საცვალზე (ობ.N15), წყვილ ფეხსაცმელსა (ობ.N16,17) და ერთ-ერთ წინდაზე (ობ.18) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N10-12, 14-18-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ------- ა-----ეს (ობN20). ობ.N13 გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის მ------- ა-----ეს (ობ.N20). ობ.N13-ის პროფილში, ბ---- ტ----ის (ობN19) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
- ბ---- ტ----ის სისხლის (ობ.N19) მიეკუთვნება A(II) ჯგუფს.
ექსპერტმა ნ---- კ--–----ემ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგინდა: 1(7)-4(10) მ------- ა-----ის ტანსაცმლიდან (პოლიციის უნიფორმის პერანგი, კუბოკრული პერანგი, ჯინსის შარვალი ქამრით, ქვედა საცვალი - ტრუსი, ერთი წყვილი წინდა, ერთი წყვილი ფეხსაცმელი) მხოლოდ კუბოკრულ პერანგზე, ზურგის მიდამოში არსებული დაზიანება მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის მოქმედებით, რომლის მორფოლოგიური მახასიათებლები ემსგავსება წარმოდგენილი დანის პირის კონსტრუქციულ მონაცემებს, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანით (FCI 446534) მისი განვითარების შესაძლებლობას. საკითხის კატეგორიული გადაწყვეტა შეუძლებელია დაზიანებაში დამაზიანებელი ობიექტის კერძო (ინდივიდუალურ) ნიშანთა კომპლექსის არ არსებობის გამო.
ტანსაცმელზე (პერანგზე) არსებული დაზიანება ლოკალიზაციის არით შეესაბამება მ------- ა-----ის 28.07.2018წ. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის ქსეროასლში მითითებულ სხეულზე არსებულ ჭრილობას.
2(8).ბ---- ტ----ის ტანსაცმლიდან (მაისური, მოკლეტოტებიანი შარვალი - ე.წ. "შორტი" ქვედა საცვალი - ტრუსი), მხოლოდ მაისურზე და მოკლეტოტებიან შარვალზე - ე.წ. "შორტზე", დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთებზე არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია: მაისურზე ხევით და რღვევით, ხოლო მოკლეტოტებიან შარვალზე - ე.წ. "შორტზე" ხევით. დაზიანებების განვითარების მექანიზმი ემსგავსება ერთმანეთს, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს ერთიდაიგივე საგნის მოქმედებით მათი განვითარების შესაძლებლობას.
დაზიანებათა განვითარების ვითარების (ჩხუბი, ძალადობა და სხვა) დადგენა არ შედის ექსპერტ-ტრასოლოგის კომპეტენციაში.
3(9)-5(11) წარმოდგენილი დანა (FCI 446534) დამზადებულია ქარხნული წესით და წარმოადგენს: საოჯახო-სამეურნეო დანიშნულების ცალმხრივლესილი პირის მქონე დანას, რომელსაც გააჩნია მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებები, რის გამოც საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 18 ივნისის N35 განკარგულების შესაბამისად, იგი მიჩნეულია ცივ იარაღად.
ლესვის ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკის არ არსებობის გამო, ხოლო ობიექტის დამაზიანებელი თვისებების (ჭრა, ჩხვლეტა) ხარისხის განსაზღვრა არ შედის ექსპერტ-ტრასოლოგის კომპეტენციაში.
ექსპერტმა თამარ შოშიტაიშვილმა მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2018 წლის 15 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----------ეში გ-----ი ხ-----ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სადაც არის მოასფალტებული სამანქანე გზა, რომელიც მ-----------ეს აკავშირებს სოფელ ცეცხლაურს. გ-----ი ხ-----ს საცხოვრებელი სახლის შესასვლელი ჭიშკრების პირდაპირ მოასფალტებული გზის შუა ნაწილში აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. აღნიშნული სისხლის მაგვარი მოწითალო ფერის ლაქები აღენიშნება გ-----ი ხ-----ს საცხოვრებელი სახლის ეზოში შესასვლელი ჭიშკრიდან 8 მეტრში და 60 სმ-ში. საიდანაც აღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი სპეციალური ჩხირით, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში. აღნიშნული სისხლის მსგავსი ლაქებიდან სოფელ ცეცხლაურის მიმართულებით მოასფალტებული გზის შუა ნაწილში 3 მეტრი და 70 სმ დაშორებით ასევე აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლის მსგავსი ლაქები საიდანაც ასევე სპეციალური ჩხირით აღებულ იქნა ანაწმენდი მოწითალო ფერის სისხლის მსგავსი ლაქებიდან. აღნიშნული სპეციალური ჩხირი მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და ორთავე პაკეტი რომლებშიც მოთავსებულია სპეციალური ჩხირები მოთავსებულ იქნა შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სპეციალურ პაკეტში ლუქის ნომრით F--------. აღნიშნული მოწითალო ფერის სისხლის მსგავსი ლაქებიდან სოფელ ცეცხლაურის მიმართულებით 22 მეტრსა და 70 სმ-ში მოასფალტებული გზის მარჯვენა მხარეს დაგდებულია ხისტარიანი დანა, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლის მსგავსი ლაქები. აღნიშნულ დანას ლათინური ასოებით გააჩნია წარწერა „ STAINLESS STEEL” “Shanoxing” აღნიშნული დანა ამოღებული იქნა და მოთავსდა სპეციალურ ყუთში რომელიც შემდგომ მოთავსდა შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სპეციალურ პაკეტში, ლუქის ნომრით F--------.
2018 წლის 15 ივნისის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 15 ივნისს ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში, ქობულეთის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის მინდია გ--------ის მიერ, ამავე საავადმყოფოს ექთან - დარიკო კახიძისაგან ამოღებული იქნა გარდაცვლილ მ------- ა-----ის ტანისამოსი, კერძოდ: მუქი შავი ფერის ჯინსის შარვალი, ორი ცალი პერანგი, შავი ფერის წინდები და საცვალი, ფეხსაცმელი.
2018 წლის 15 ივნისის ამოღების ოქმით, ქობულეთის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის გ------- გ-------–--ის მიერ, საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, ბ---- ტ----ისაგან, მისივე თანხმობით ხელწერილის საფუძველზე, ამოღებული იქნა ტანისამოსი, რომელიც მას ეცვა 2018 წლის 15 ივნისს. კერძოდ მწვანე ფერის მაისური შავი ზოლებით, მუქი ლურჯი ფერის შორტი, რომელსაც მარჯვენა მხარეს ჯიბესთან აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქა და ქვედა საცვალი.
2018 წლის 15 ივნისის ნიმუშის აღების ოქმით დგინდება, რომ ქობულეთის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის ო-–-- გ--------ის მიერ ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, ლაბორანტ ლ--–- ი----ის მეშვეობით, 0,5 მლ.გრამიანი ერთჯერადი შპრიცით, ბ---- ტ----ისაგან ნებაყოფლობით, ხელწერილის საფუძველზე აღებული იქნა სისხლის ნიმუში, რომელიც მოთავსებული იქნა თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში და დაილუქა ლუქით 26/4 პაკეტებისათვის.
სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა აჭარის ა/რ პოლიციიის დეპარტამენტის გამომძიებლებმა ზ------ შ---–---–მა, გ--------ი ხ------ემ, გ------ დ-------ემ, გ------- კვარაკვახიძემ, მინდია გ--------ემ, გ------- გ-------–--ემ, ო-–-- გ--------ემ, თ----- რ-------ემ, მ-----– კ--–------ემ, თ------ გ-------–---–მა, კ------------ე ა-------–--ემ, რ----- ს-----ემ სასამართლოს განუმარტეს, რომ მონაწილეობა მიიღეს სისხლის სამართლის საქმეზე მ------- ა-----ის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებაში. გამოძიებისას მათი სახელით შედგენილი საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმები შედგენილია მათ მიერ, ოქმები სწორად არის შედგენილი, ჩაწერილი შინაარსი ზუსტად ასახავს საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას და შედეგებს და ოქმებზე გაკეთებული ხელმოწერები ეკუთვნის სწორედ იმ პირებს ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში. გამოძიების მიმდინარეობისას მათი მხრიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა.
2015 წლის 01 ოქტომბრის N 2------ ბრძანებით მ------- ა-----ე დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსად.
პოლიციის შესახებ კანონის მუხლი 17. პოლიციის უფლებამოსილებანი პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად: პოლიცია პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს უფლებამოსილებებს პირისთვის სათანადო სამართლებრივი და პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას; გადაუდებელი ზომების მიღებას პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავადს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან გარშემომყოფთ;
სასამართლოში გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერებით ირკვევა, რომ 2015 წელს სოფელ მ-----------ეში გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას იღებდა ბ---- ტ----ე, კერძოდ, შიმშილობდა და ითხოვდა ქობულეთის პილიციის დეპარტამენტის, მ-----------ეს განყოფილების უფროსის მ------- ა-----ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას.
2014 წლის 19 დეკემბრის ქობულეთის რაიონული სამმართველოს მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსის პოლიციის მაიორის მ------- ა-----ის სახელზე შედგენილი პატაკით ირკვევა, რომ უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ვ-–- დ-------ემ 2014 წლის 18 დეკემბერს სოფელ მ-----------ეს ცენტრში სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავა 1990 წელს დაბადებული ბ---- ტ----ე.
2014 წლის 19 დეკემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ბესიკ ტაკიძე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით და სახდელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 250 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2015 წლის 26 თებერვლის ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ბ---- ტ----ის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით შემთხვევის არ არსებობის გამო. ბ---- ტ----ე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით და სახდელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 100 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2015 წლის 17 ოქტომბრის ქობულეთის რაიონული სამმართველოს მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსის პოლიციის მაიორის მ------- ა-----ის სახელზე შედგენილი პატაკით ირკვევა, რომ უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ჯ------- კ---–--–--ემ 2015 წლის 17 ოქტომბერს სოფელ მ-----------ეს ცენტრში სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავა 1990 წელს დაბადებული ბ---- ტ----ე.
2015 წლის 17 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ბ---- ტ----ის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით შემთხვევის არ არსებობის გამო. ბ---- ტ----ე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით და სახდელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 100 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოწმის სახით დაკითხული სახალხო დამცველის აპარატის რეგიონალური დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის გ------- ჩ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 15 ივნისს საინფორმაციო საშუალებით შეიტყო ბ---- ტ----ის მიერ პოლიციელის მკვლელობის შესახებ და თავის სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად მაშინვე გაემართა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკავებულთან შესახვედრად. მისვლისას პოლიციელებმა განუცხადეს, რომ დაკავებულთან მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. ერთი საათის შემდეგ ცალკე ოთახში შეხვდა ბ---- ტ----ეს, რომელიც იყო შეშინებული და სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები. ბ---- ტ----ის განმარტებით დაკავების შემდეგ პოლიციელებმა ცემეს იგი და მიაყენეს დაზიანებანი. ბ---- ტ----ე განიცდიდა, რომ მის ქმედებას მ.ა-----ის სიკვდილი მოყვა. გ------- ჩ--------ის კითხვაზე თუ რამ გამოიწვია დანაშაულის ჩადენა ბ---- ტ----ემ უპასუხა, რომ მასზე გადაკიდებული იყო მ-----------ეს პოლიცია და რამდენჯერმე უმიზეზოდ დაკავებული ყავდათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო და იმ ღამესაც დანის დარტყმამდე პოლიციელმა მ------- (ბ----ა) ა-----ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მოწმის სახით დაკითხული გ------- ტ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს სოფელ მ-----------ეში, არის ქობულეთის მერიის თანამშრომელი. იცნობს, როგორ ბ---- ტ----ეს ასევე იცნობდა აწ გარდაცვლილ პოლიციელს მ------- (ბ----ა) ა-----ეს. 2018 წლის 15 ივნისს ღამის საათებში სოფელ მ-----------ეში გადაჰქონდათ ტვირთი. მოწმის განმარტებით სამსახურეობრივი სტატუსიდან გამომდინარე ტვირთის გადატანას ესწრებოდა და თვალყურს ადევნებდა. ტვირთის უსაფრთხო გადატანაში მონაწილეობდნენ პოლიციელები მათ შორის სოფელ მ-----------ეს პოლიციის უფროსი მ------- (ბ----ა) ა-----ე. ტვირთის გადატანისას მასთან მივიდა ბ---- ტ----ე და იქვე მყოფ პირებს სიგარეტი სთხოვა და ამის შემდეგ ისევ წავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ გაიგო, რომ ბ---- ტ----ემ დაჭრა პოლიციელი მ------- (ბ----ა) ა-----ე. მ------- (ბ----ა) ა-----ე მუშაობდა სოფელ მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსად. სოფლის მოსახლეობის ნაწილი პოლიციის მუშაობით არ იყო კმაყოფილი. სოფლის მოსახლეობა გამოთქვამდა უკმაყოფილებას პოლიციელების მიმართ, რადგან ადგილი ქონდა პოლიციელების მხრიდან ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პოლიციის მუშაობის ასეთი მეთოდების გამო სოფლის რამდენიმე მაცხოვრებელმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობაში მონაწილეობას იღებდა ბ---- ტ----ეც. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ პოლიციის უფროსი გადაეყვანათ სხვა პოლიციის განყოფილებაში. უშუალოდ პოლიციის უფროსს, აწ გარდაცვლილ მ------- (ბ----ა) ა-----ეს მასთან შეხება არ ქონია და მუშაობის ამგვარი მეთოდების შესახებ იცის თანასოფლელებისგან.
მოწმის სახით დაკითხული ი-----–- ტ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს სოფელ მ-----------ეში, მუშაობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მ-----------ეს ადმინისტრაციულ ერთეულში მერიის წარმომადგენლად, იცნობს, როგორ ბ---- ტ----ეს ასევე იცნობდა აწ გარდაცვლილ პოლიციელს ბ----ა ა-----ეს. 2018 წლის 15 ივნისს ღამის საათებში სოფელ მ-----------ეში გადაჰქონდათ ტვირთი. სამსახურეობრივი სტატუსიდან გამომდინარე ტვირთის გადატანის ესწრებოდა და თვალყურს ადევნებდა. ტვირთის უსაფრთხო გადატანაში მონაწილეობდნენ საქართველოს „ენერგოპროს“ წარმომადგენლები და პოლიციელები მათ შორის სოფელ მ-----------ეს პოლიციის უფროსი მ------- (ბ----ა) ა-----ე. ტვირთის გადატანისას მას მიუახლოვდა ბ---- ტ----ე და შესთავაზა დახმარება. ი-----–- ტ----ემ განუმარტა, რომ არაფერი იყო საჭირო, სთხოვა თავისივე უსაფრთხოებისათვის განრიდებოდა ავტომანქანას, რომლითაც ტვირთი გადაჰქონდათ. ბ---- ტ----ე წავიდა, წყალი მოიტანა და მომუშავე პერსონალს დაალევინა. ამის შემდეგ ისევ წავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ტელეფონზე დაურეკეს და აუწყეს რომ ბ---- ტ----ემ დაჭრა პოლიციელი მ------- (ბ----ა) ა-----ე. ხალხისგან შეიტყო, რომ მ------- (ბ----ა) ა-----ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბ---- ტ----ეს, რაც გახდა მიზეზი დანაშაულის ჩადენის თუმცა პირადად არ შესწრებია და დანამდვილებით არ იცის. მ------- (ბ----ა) ა-----ე მუშაობდა სოფელ მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსად და მისი მუშაობის მეთოდით სოფლის მოსახლეობის ნაწილი არ იყო კმაყოფილი. სოფლის მაცხოვრებლებიდან რამდენიმე მოქალაქე პირადად მოუყვა მას, რომ მ------- (ბ----ა) ა-----ე აყენებდა მძიმე სიტყვიერ შეურაცხოფას, აგინებდა დედის მისამართით, ავიწროვებდა პოლიტიკური ნიშნით და თავისი ქცევით იწვევდა მოქალაქეებს. პოლიციის უფროსის მუშაობის ასეთი მეთოდების გამო სოფლის მოსახლეობამ აქცია მოაწყო. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ პოლიციის უფროსი გადაეყვანათ სხვა პოლიციის განყოფილებაში. უშუალოდ პოლიციის უფროსს აწ გარდაცვლილ მ------- (ბ----ა) ა-----ეს მასთან შეხება არ ჰქონია და მუშაობის ამგვარი მეთოდების შესახებ იცის თანასოფლელებისგან ხვიჩა მენაღარიშვილისგან, ლ---- ქ-------ისგან, ს---–--- კ------–--ესაგან, დ----- ვ------გან და სოფლის სხვა მაცხოვრებლებისგან. სოფელში შექმნილი ამგვარი ვითარების გამო პირადად მოუყვა სოფლის დეპუტატს საკრებულოში ი------ ხ----–---–ს და ნ---–- ლ----–---–ს, რომლებიც შეპირდნენ, რომ პოლიციის უფროსთან ზ------ა გ--------თან განიხილავდნენ ამ საკითხს, მაგრამ საბოლოოდ დეპუტატებმა უთხრეს, რომ მათ ძალებს აღემატებოდა ამ პრობლემის მოგვარება. ი-----–- ტ----ე პირადად ესაუბრა ასევე მ------- (ბ----ა) ა-----ეს, რომელმაც უარყო სოფლის მაცხოვრებელთა ბრალდებები.
მოწმის სახით დაკითხული ვ-–- ტ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვროს სოფელ მ-----------ეს ცენტრში პოლიციის შენობასთან ახლოს. იცნობს, როგორ ბ---- ტ----ეს, ასევე იცნობდა აწ გარდაცვლილ პოლიციელს მ------- (ბ----ა) ა-----ეს. 2018 წლის 15 ივნისს მასთან სახლში მივიდა თანასოფლელი და მის შვილიშვილს ელაპარაკა. მისი შვილიშვილი არის სოფლის დეპუტატი. სწორედ მისი შვილიშვილსგან შეიტყო, რომ ბ---- ტ----ემ დანით დაზიანება მიაყენა პოლიციელს მ------- (ბ----ა) ა-----ეს. მ------- (ბ----ა) ა-----ე მუშაობდა სოფელ მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსად და მისი მუშაობის მეთოდით სოფლის მოსახლეობის ნაწილი არ იყო კმაყოფილი. სოფლის მაცხოვრებლებიდან რამდენიმე მოქალაქე პირადად მოუყვა მას, რომ მ------- (ბ----ა) ა-----ე აყენებდა მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედის მისამართით, სცემდა და აფურთხებდა. პოლიციის უფროსის მუშაობის ასეთი მეთოდების გამო სოფლის მოსახლეობამ აქცია მოაწყო და მიმართეს სოფლის გამგებელსაც. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ პოლიციის უფროსი გადაეყვანათ სხვა პოლიციის განყოფილებაში. უშუალოდ პოლიციის უფროსს, აწ გარდაცვლილ მ------- (ბ----ა) ა-----ეს მასთან შეხება არ ჰქონია და მუშაობის ამგვარი მეთოდების შესახებ იცი თანასოფლელებისგან გელა ც-–--–--ისგან, ნოდარ მჟავანაძისგან და სოფლის სხვა მაცხოვრებლებისგან. ბ---- ტ----ეს ახასიათებს დადებითად. ბ---- ტ----ე ეხმარებოდა სოფლის მოსახლეობას მუშაობდა ფიზიკურად. კრიმინალური წარსულის მქონე პირებთან შეხება არ ქონია. ბ---- ტ----ეს და მ------- (ბ----ა) ა-----ის შორის დაპირისპირება და უთანხმოება არსებობდა, რადგან პოლიციელს მ------- (ბ----ა) ა-----ეს ბ---- ტ----ე რამდენჯერმე უკანონოდ ყავდა ადმინისტრაციული წესით დაკავებული.
მოწმის სახით დაკითხული ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის - თ----- ტ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ იცნობს, როგორ ბ---- ტ----ეს, ასევე იცნობდა აწ გარდაცვლილ პოლიციელს მ------- (ბ----ა) ა-----ეს. მ.ა-----ე მუშაობდა სოფელ მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსად და მისი მუშაობის მეთოდით სოფლის მოსახლეობის ნაწილი არ იყო კმაყოფილი. სოფლის მაცხოვრებლებიდან რამდენიმე მოქალაქე პირადად მოუყვა მას, რომ მ.ა-----ე აყენებდა მძიმე სიტყვიერ შეურაცხოფას. აღნიშნულის შესახებ იცი გადმოცემით თანასოფლელებისგან. ბ---- ტ----ეს ახასიათებს დადებითად. იგი კარგად იცნობს ბ---- ტ----ეს, რადგან თითქმის ერთი ასაკისანი არიან, სწავლობდნენ ერთ სკოლაში და სტუდენტობისას ერთი წელი ერთ ბინაში ცხოვრობდნენ ქალაქ თბილისში.
მოწმის სახით დაკითხული ნ------ ტ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქობულეთის რაიონის სოფელ მ-----------ეში. იცნობს, როგორ ბ---- ტ----ეს, ასევე იცნობდა აწ გარდაცვლილ პოლიციელს მ------- (ბ----ა) ა-----ეს. მ------- (ბ----ა) ა-----ე მუშაობდა მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსად და მისი მუშაობის მეთოდით სოფლის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არ იყო კმაყოფილი. სოფლის მაცხოვრებლებიდან რამდენიმე მოქალაქემ პირადად მოუყვა მას, რომ მ------- (ბ----ა) ა-----ემ შეიყვანა პოლიციის შენობაში, ემუქრებოდა იარაღის „ჩადებით“, აყენებდა მძიმე სიტყვიერ შეურაცხოფას, აგინებდა დედის მისამართით აიძულებდა მისი გადანერწყვილი აელოკა. პოლიციის უფროსის მუშაობის ასეთი მეთოდების გამო სოფლის მოსახლეობამ აქცია მოაწყო სადაც თვითონაც მონაწილეობად. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ პოლიციის უფროსი გადაეყვანათ სხვა პოლიციის განყოფილებაში. უშუალოდ პოლიციის უფროსს, აწ გარდაცვლილ მ------- (ბ----ა) ა-----ეს მასთან შეხება არ ჰქონია და მუშაობის ამგვარი მეთოდების შესახებ იცი თანასოფლელებისგან ნოდარ მენაღარიშვილისგან, ედიშერ მენაღარიშვილისგან, ჯ------- მენაღარიშვილისგან, ბ.დ-------ისგან და სოფლის სხვა მაცხოვრებლებისგან.
მოწმის სახით დაკითხული ს---–---- ტ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქობულეთის რაიონის სოფელ მ-----------ეში. იცნობს, როგორ ბ---- ტ----ეს ასევე იცნობდა აწ გარდაცვლილ პოლიციელს მ------- (ბ----ა) ა-----ეს. მ.ა-----ე მუშაობდა სოფელ მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსად და მისი მუშაობის მეთოდით სოფლის მოსახლეობის ნაწილი არ იყო კმაყოფილი. სოფლის მაცხოვრებლებიდან რამდენიმე მოქალაქე პირადად მოუყვა მას, რომ მ------- (ბ----ა) ა-----ე აყენებდა მათ მძიმე სიტყვიერ შეურაცხოფას, აგინებდა დედის მისამართით, სცემდა და აფურთხებდა. უშუალოდ პოლიციის უფროსს აწ გარდაცვლილ მ------- (ბ----ა) ა-----ეს მასთან შეხება არ ქონია და მუშაობის ამგვარი მეთოდების შესახებ იცი თანასოფლელებისგან. მ------- (ბ----ა) ა-----ემ სცემა და შეაფურთხა თ-------- გ---–---ეს სოფელ მ-----------ეში სკოლის წინ. სცემა ასევე ბ---- ტ----ეს და ს---–---- შ----–--ეს. ბ---- ტ----ეს ახასიათებს დადებითად.
მოწმის სახით დაკითხული თ----- ტ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის სოფელ მ-----------ეს მაცხოვრებელი. იცნობს, როგორ ბ---- ტ----ეს ასევე იცნობდა აწ გარდაცვლილ პოლიციელს მ------- (ბ----ა) ა-----ეს. 2018 წლის 15 ივნისს ღამის საათებში სოფელ მ-----------ეში გადაჰქონდათ ხე. ხეს მისი სახლის წინ უნდა ჩაევლო ამიტომ მის გადატანას თვალყურს ადევნებდა. ხის გადატანას ესწრებოდნენ რამდენიმე თანასოფლელიც. დაახლოებით 30-40 მეტრით როდესაც გასცდა მის სახლს ტვირთი მოშორებით ყვირილის და ხმამაღალი შეძახილების ხმა გაიგო. იმ ადგილიდან სადაც თვითონ იდგა არ ჩანდა თუ რა ხდებოდა. დაინახა, რომ ვიღაც გამორბოდა და უკან პოლიციელები მოსდევდნენ. გაიგონა ხმებიც „ესროლეთ მოკალით“ მაგრამ ვინ იძახდა და ვისი მისამართით ვე გაერკვა. მაშინვე გაემართა დანახულისკენ ნახა რომ პოლიციელებს ბ---- ტ----ე ყავდათ დაკავებული და ხალხისგან შეიტყო, რომ ბ---- ტ----ემ დანით დაზიანება მიაყენა პოლიციელ ბ----ა ა-----ეს. მ------- (ბ----ა) ა-----ე მუშაობდა სოფელ მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსად და მისი მუშაობით სოფლის მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილო იყო. იგი პირადად შეესწრო, როდესაც პოლიციელები უკრძალავდნენ ბ---- ტ----ეს ქუჩაში ყოფნას და შეურაცხყოფილი სიტყვებით მიმართავდნენ წასულიყო სახლში. ბ---- ტ----ე რამდენჯერმე პოლიციამ ნარკოლოგიურ შემოწმების მიზნით გადაიყვანა შესამოწმებლად, მაგრამ ბ---- ტ----ეს ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა. პოლიციის მუშაობის ასეთი მეთოდების გამო სოფლის მოსახლეობამ აქცია მოაწყო. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ პოლიციის უფროსი გადაეყვანათ სხვა პოლიციის განყოფილებაში. უშუალოდ პოლიციის უფროსს აწ გარდაცვლილ მ------- (ბ----ა) ა-----ეს მასთან შეხება არ ქონია და მუშაობის ამგვარი მეთოდების შესახებ იცის თანასოფლელებისგან.
დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N46 დასკვნის თანახმად ბ---- ტ----ეს აღნიშნება ორგანული პიროვნული აშლილობა /F 07.0/ (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია მე-10 გადასინჯვა). ამას მოწმობს ანამნეზური მონაცემები, კვლევის შედეგები: უი------ბა, გუნებ-განწყობის დაქვეითება, მომატებული შფოთვიანობა, ძილის დარღვევა, საკუთარი თავის მიმართ ბრალეულობის განცდა. ობიექტურად ორმხრივი ჰორიზონტალური ნისტაგმი, ფოტორეაქციები დუნე, ღრმა რეფლექსები დუნე, ანიზორეფლექსია მხარეების გარეშე, აქსილარული რეფლექსები გაცხოველებული, გამოხატული ორმხრივი პირამიდული და ცერებრალური სიმპტომატიკა.
ინკრიმინირებული შემთხვევის მიმართ შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი ქმედებ-ებისათვის და ეხელმძღვანელა მათთვის - უნდა ჩაითვალოს შერაცხადად. სავარაუდოდ მისი იზოლაციის პირობებში ყოფნა დაამძიმებს მის ფსიქიკურ მდგომარეობას. ფსიქიკური მდგომარეობის სავარაუდო დამძიმების შესაძლო შედეგების პროგნოზირება ამ ეტაპზე შეუძლებელია.
ექსპერტებმა თ.ხარებავამ, ნ.დ------–---–მა და ა.ბ----–--–---–მა დაადასტურა აღნიშნული დასკვნის სისწორე.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ბ---- ტ----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებათა არსებობის თაობაზე.
საგულისხმოა ის გარემოება, რომ დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის ბ---- ტ----ის მიერ მ------- ა-----ისათვის დანის დარტყმის ფაქტს, მაგრამ პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის იმ მოტივაციას, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულ ბ---- ტ----ის ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლზე, რადგან ბ---- ტ----ის დანაშაულებრივი ქმედება არ იყო მიმართული მ------- ა-----ის კანონიერი საქმიანობის წინააღმდეგ, არამედ გამოწვეული იყო დაზარალებულის მხრიდან ბრალდებულის მძიმე შეურაცხყოფით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია დადასტურდეს, რომ პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფა მოხდა მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მნიშვნელობა არ აქვს პოლიციელის საქმიანობა ხორციელდებოდა სიცოცხლის ხელყოფის მომენტში, ხელყოფამდე თუ მომავალში უნდა განხორციელებულიყო.
2015 წლის 01 ოქტომბრის N 2------ ბრძანების თანახმად მ------- ა-----ე დანიშნული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსად.
პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 17-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად პოლიცია პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს უფლებამოსილებებს პირისთვის სათანადო სამართლებრივი და პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. გადაუდებელი ზომების მიღებას პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან გარშემომყოფთ.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დაადგენილია, რომ ბ---- ტ----ის სიცეცხლესა და ჯანმრთელობას ექმნებოდა საფრთხე, რის გამოც პოლიციის თანამშრომელმა მ------- ა-----ემ პოლიციის შესახებ კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად მიიღო შესაბამის პრევენციული ზომა მისი უსაფრთხოებისათვის რათა ეს უკანასკნელი განერიდებინა იქაურობას და სწორედ მ.ა-----ის ეს მოთხოვნა გახდა მიუღებელი ბ---- ტ----ისათვის და მოტივი მკვლელობის ჩასადენად.
სააპელაციო სასამართლო ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მკვლელობის მომენტში პოლიციელი მ------- ა-----ე ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას და სიცოცხლის ხელყოფა მიმართული იყო მისკენ, როგორც პოლიციელისკენ.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებითაც ასევე დასტურდება, რომ ბ---- ტ----ემ პოლიციელი მ------- ა-----ე მოკლა არამარტო აღნიშნულ დღეს ტვირთის გადატანისას უსაფრთხოების ზომების დაცვის მოთხოვნით გაღიზიანებულმა (იმ წუთიერად), წარმოშობილი წყენის გამო, არამედ ადრე მ------- ა-----ის საქმიანობასთან მიმართებაში უკვე ჩამოყალიბებული უარყოფითი დამოკიდებულების გამო, კერძოდ: პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერებით ირკვევა, რომ 2015 წელს სოფელ მ-----------ეში გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა ბ---- ტ----ე, შიმშილობდა და მოითხოვდა პოლიციის უფროსის მ------- ა-----ის გათავისუფლებას.
2014 წლის 19 დეკემბრის ქობულეთის რაიონული სამმართველოს მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსის პოლიციის მაიორის მ------- ა-----ის სახელზე შედგენილი პატაკით ირკვევა, რომ უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ვ-–- დ-------ემ 2014 წლის 18 დეკემბერს სოფელ მ-----------ეს ცენტრში სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავა 1990 წელს დაბადებული ბ---- ტ----ე.
2014 წლის 19 დეკემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ბ---- ტ----ე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით და სახდელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 250 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2015 წლის 26 თებერვლის ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ბ---- ტ----ის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით შემთხვევის არ არსებობის გამო. ბ---- ტ----ე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით და სახდელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 100 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2015 წლის 17 ოქტომბრის ქობულეთის რაიონული სამმართველოს მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსის პოლიციის მაიორის მ------- ა-----ის სახელზე შედგენილი პატაკით ირკვევა, რომ უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ჯ------- კ---–--–--ემ 2015 წლის 17 ოქტომბერს სოფელ მ-----------ეს ცენტრში სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავა 1990 წელს დაბადებული ბ---- ტ----ე.
2015 წლის 17 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ბ---- ტ----ის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით შემთხვევის არ არსებობის გამო. ბ---- ტ----ე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით და სახდელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 100 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე გამოკვლეულ, ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა საერთო ჯაჭვი უტყუარად ადასტურებს იმას, რომ აღნიშნული მკვლელობის მიზეზი იყო ბ---- ტ----ის უარყოფითი დამოკიდებულება და შურისძიება პოლიციელ მ------- ა-----ის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, 1978 წლის 18 იანვარი, განაცხადი N 5310/71, § 161).
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
პალატა ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ბ---- ტ----ის სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე და განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, რაც პალატას მიაჩნია, რომ არის სამართლიანი და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბ---- ტ----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენი უცვლ--–-დ უნდა იქნეს დატოვებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორის - ფ-------- ქ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ბ---- ტ----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ--–- ი----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლ--–-დ.
ბ---- ტ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ბ---- ტ----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 ივნისიდან.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის
შემდეგ:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლის ლაქების ანაწმენდი და დანა - განადგურდეს.
გარდაცვლილ მ------- ა-----ის ტანსაცმელი, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებანონაცვლეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ბ---- ტ----ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ბ---- ტ----ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ბ---- ტ----ის სისხლი (მშრალი სახით), - განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ CD დისკზე დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
ბ---- ტ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: მარინა სირაძე
ვერა დოლიძე