განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120100117002113460 - 1ბ/715-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
29 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ს---------------- - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1--------- წელს ქ.ბ---------–-, პ--------------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.--------------------------
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ოდენობით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს----------------მ და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სასამართლომ დაადგინა:
ს---------------- 2017 წლის 31 მაისს ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გასამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მიუხედავად ამისა, 2017 წლის 22 ივნისს ქ. ბ---------–-------------------–-----------------ის მიმდებარედ ს----------------მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ-----–----------–---ს კერძოდ, ხელი მოუჭირა მკლავებზე ასევე ხელის კვრით მიაჯახა დახურულ კარზე, ამასთანავე ხელი ჩაარტყა თავისა და სხეულის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ასევე, 2017 წლის 23 ივლისს ქ------------–------------------- იმყოფებოდნენ შსს ბ----------- რაიონული სამმართველოს თანამშრომლები გ-------–-------------------------------–---–--------------------–-–---–-, რომლებიც ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობას. წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის მუშაკისათვის შეურაცხყოფის ჩადენის ფაქტზე ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ ს----------------ს, რომელმაც პოლიციის თანამშრომლებს ძალადობით გაუწია წინააღმდეგობა, რათა შეეწყვიტათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება და არ დაეკავებინათ. კერძოდ, ს----------------მ პოლიციის მუშაკს გ-------–-------------- რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რა დროსაც გ-------–-------------- მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არაერთგზის.
დაზარალებულ ნ-----–----------–---- ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 22 ივნისს დაახლოებით დილის 6 საათი იქნებოდა როდესაც კარზე ბრახუნის ხმამ გააღვიძა, სახლში იმყოფებოდნენ ის და მისი მეგობარი მამაკაცი მ--–------------------ კარის გაღებისას დაინახა, რომ კიბეებზე იდგა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ს----------------, რომელმაც მას დაუწყო ლანძღვა, გინება თუ რატომ ყავდა სახლში მეგობარი მამაკაცი, აღნიშნულზე მან მიუგო, რომ მისი საქმე არ იყო და მიუთითა ეზოს გასასვლელისაკენ. ს----------------მ ორივე მკლავში მაგრად ჩაჭიდა ხელი და უთხრა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა და მიაჯახა დახურულ კარს, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი.ხმაურზე გამოვიდა მისი მეგობარი მა-–------------------ და მოუწოდა ს------ს წასულიყო.ს------მ კვლავ მიაყენა მას შეურაცხყოფა და თავში ჩაარტყა მუშტი.
მოწმე ნ-----------–---- ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ნ-----–----------–---- მეზობლად, ს---------------- მივიდა ნ-----–-ას სახლთან გინებით თუ რატომ ჰყავდა სახლში მეგობარი მამაკაცი. ნ-----–----------–---ს ორივე ხელი მოჰკიდა ხელებში და დახურულ კარს მიაჯახა, ტკივილისგან ნ-----–-ა ჩაიკეცა, როდესაც ნ-----–-ა წამოდგა ს----------------მ ნ-----–----------–---ს თავში ჩაარტყა ხელი, ასევე ხელზე დაარტყა. იქ მყოფმა მეზობლებმა გამოაცილეს ს---------------- იქაურობას, ნ-----–-ა ძალიან შეუძლოდ იყო და აღენიშნებოდა სილურჯეები.
მოწმე შო------–---–----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 22 ივნისს დილით, ჩვეულებრივ სამსახურში მიდიოდა ავტომანქანით, გზად დაიმგზავრა მეზობელი ს-------------–---–-. როდესაც სედამ ავტომანქანის კარი გააღო შო------–---–--ძეს შემოესმა ყვირილის, კივილის ხმა. იმის გასარკვევად თუ რა ხდებოდა, მივიდნენ დაახლოებით 20 მეტრში მდებარე ნ-----–----------–---- სახლთან, სადაც დაინახეს, რომ ს---------------- იყო ნ-----–-ასთან მისული და ეჩხუბებოდა. იქვე იყო ნ-----–-ას მეზობელი ნ-----------–---–. ნ-----–-ა უყვიროდა ს------ს, რომ მის პირად ცხოვრებაში ნუ ერეოდა და მისი საქმე არ იყო მეგობარი მამაკაცი ეყოლებოდა თუ არა სახლში და ეუბნებოდა, რომ წასულიყო.ამაზე გაბრაზებულმა ს------მ ორივე ხელი ჩასჭიდა ხელებში და აჯანჯღარებდა და უყვიროდა, როგორ თუ მისი საქმე არ იყო, შემდგომ ზურგით მიანარცხა კედელს, ნ-----–-ა ჩაიკეცა, მეზობლები მიცვივდნენ ს------ს აწყნარებდნენ, მოწმე განმარტავს, რომ ამ მომენტში დაინახა ნ-----–-ას მეგობარი მ--–-----. როდესაც ნ-----–-ა წამოდგა ს------მ მას თავში ჩაარტყა და ხელზეც დაარტყა. მეზობლებმა გამოაცილეს ს------ ნ-----–-ას და ჩაწყნარდა სიტუაცია. აღნიშნული ფაქტის თაობაზე შო------–---–--ძემ გამოძიებას მისცა ჩვენება, ამის შემდეგ ს------, სადაც კი ხვდებოდა ყველგან შეურაცხყოფას აყენებდა, თუ რატომ მისცა ჩვენება მის საწინააღმდეგოდ.
მოწმე ნ-----–-----------–---- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სურამის ფსიქიატრიული კლინიკის ფსიქიატრად, ს---------------- გასული წლის აპრილის თვეში პოლიციის თანამშრომლებმა და სასწრაფო სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებმა მიიყვანეს მასთან შესამოწმებლად, ს---------------- იყო ნასვამი. განმარტავდა, რომ პოლიციის მხრიდან განიცდიდა შევიწროვებას, ყველას მიმართ იყო აგრესიული, შესაბამისი მკურნალობის ჩატარების შემდეგ კი ნანობდა ჩადენილს, ფსიქიური აშლილობა აღარ აღენიშნებოდა და მისი მეუღლის განცხადების საფუძველზე გაწერილი იქნა ბინაზე.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 22 ივნისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N3--------- დასკვნით დადგენილია, რომ ნ-----–----------–---- მარჯვენა და მარცხენა მხრების არეში არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ექსპერტმა დ-------------–---–-- დაკითხვისდროს დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებლებმა ნ-----–---------–--–---–--- ალ--------------–--------------------- დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
2017 წლის 28 სექტემბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამბოლატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N0--------დასკვნის თანახმად, ს----------------ს აღენიშნება შერეული პერსონოლოგიური აშლილობა. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ს----------------ს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა-შერეული პერსონოლოგიური აშლილობა, მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა) თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ს----------------ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას. მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ს----------------ს შეუძლია წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. ს----------------ს აქვს ფსიქიკური ნაკლი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ს---------------- იძულებით მკურნალობას და არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს ბ----------- მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის მიერ 2017 წლის 25 ივლისის N4------7 დადგენილების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N----------- ოქმის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის მე-8 ნაწილით.
მოწმე გ------------------მ განმარტა, რომ 2017 წლის 22 ივნისს იყო დაახლოებით 6:30 საათი, სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა რა დროსაც გაიგონა ს----------------- ხმა, რომელიც ნ-----–----------–---- სახლთან იდგა და ილანძღებოდა, დააწყნარა ს------ და წაიყვანა სახლისაკენ. საღამოს მეუღლისგან გაიგო, რომ ს------ კვლავ აბრუნებულა ნ-----–-ასთან და მისთვის მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა.
მოწმე თა---------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 22 ივნისს დილის 6:30 საათი იქნებოდა, ს------ გავიდა დედამისთან. ცოტა ხანში გაიგონა ს------ს ხმა, გაიხედა გარეთ და დაინახა, რომ მისი მეუღლე გ------------------ს მოჰყავდა, რომელმაც უთხრა რომ ს------ ნასვამი იყო და იგინებოდა. ს----------------მ მოინდომა სიგარეტი, თავადაც გაჰყვა, სწორედ ამ დროს დაურეკა ს----------------- დედამ ლ----------------- და სთხოვა მალე მისულიყო, ს------მ უთხრა წასულიყო და უკან გაყვებოდა. 2 საათის მერე დაურეკეს და უთხრეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე წაეყვანა, ადგილზე მისვლისას ნახა რომ ს---------------- პოლიციის თანამშრომლებს წაეყვანათ. ცოტა ხანში ს---------------- თავად პოლიციის თანამშრომლებმა მოიყვანეს, ს----------------მ დაიძინა და იმ დღეს გარეთ აღარ გასულა.
ბრალდებულ ს----------------- ჩვენების მიხედვით, რომ 2017 წლის 21 ივნისის ღამე იყო, სახლში იმყოფებოდა, მასთან სახლში მივიდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც განუმარტა, რომ ნ-----–----------–--- უყვარდა ნ-----–-ასთან უნდა მისულიყო მ--–----- და ს------ს დახმარება სჭირდებოდა, ეს პიროვნება სახლიდან გამოაგდო. დაახლოებით 10 წუთის მერე ის კვლავ დაბრუნდა, ს------ ისევ გარეთ აგდებდა რა დროსაც მან დაინახა ეზოში პოლიციის მანქანები და პოლიციელები, რომლებიც მისი სახლისკენ მოდიოდნენ. მათ განუმარტეს, რომ ნ-----–----------–----გან იყო გამოძახება. იქიდან ნ-----–-ა ყვიროდა რაღაცას. იგი პოლიციელებს ეუბნებოდა მისთვის თავი დაენებებინათ, ვინაიდან არაფერ შუაში იყო, როგორც გამომძიებლისგან გაიგო მასთან მისული იყვნენ შო------–---–--ძე, ნ-----–----------–--- და ნ--- გ------–--ე და მის საწინააღმდეგოდ მიუციათ ჩვენება, ვითომდა ნ-----–-ა სცემა მან. მეორე დილას 22 ივნისს დაახლოებით 6-7 საათი იქნებოდა, დაინახა ნ-----–-ას სახლთან უცხო მამაკაცი, იგი ყველა კაცს უშლიდა ნ-----–-ასთან მისვლას და ემუქრებოდა, ვინაიდან მისი შვილების თვალწინ ხდებოდა უზნეობა და ამას არ დაუშვებდა. მივიდა ნ-----–-ას სახლთან და დაუძახა, რომ ის კაცი გამოეგდო. ამ მომენტში მასთან მივიდა გ------------------ და სახლისკენ წამოიყვანა.
პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ჩადენილი ძალადობით.
დაზარალებულ გ-------–-------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის შსს ბ----------- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2017 წლის 23 ივლისს სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ შ--------–---–--------- მისული იყო ს---------------- და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შ--------–---–--------- მისვლისას მან დაადასტურა ის ფაქტი, რომ ს---------------- მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, იმის გამო რომ მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. ადგილზე მისვლისას მან და მისმა თანმხლებმა პოლიციის თანამშრომლებმა დაინახეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ს----------------, მას დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. იგი გამოდიოდა დედის ლ----------------- სახლიდან. ს----------------სთან გასაუბრების დროს ლ----------------- პოლიციის თანამშრომლებს თხოვა წაეყვანათ მისი შვილი, ვინაიდან აღარ შეეძლო მისი უმსგავსო საქციელის ატანა. მანვე განმარტა, რომ ს----------------ს თავზე დაზიანება მიაყენა ბოთლის დარტყმით. სწორედ ამ დროს მათთან მივიდა შო------–---–--ძე, რა დროსაც ს---------------- გახდა აგრესიული და კვლავ დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და შეაფურთხა. პოლიციელებმა მოუწოდეს სიმშვიდისაკენ, თუმცა პოლიციელების მიმართაც გახდა აგრესიული, დაუწყო მათ გინება და არ ემორჩილებოდა. იძულებულნი გახდნენ დაეკავებინათ ადმინისტრაციული წესით. პოლიციის ადმინისტარციულ შენობაში გადაყვანის მიზნით სვამდნენ ავტომანქანაში, რა დროსაც ს-----------------მ გაითავისუფლა მარჯვენა ხელი და მას ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც მან მიიღო დაზიანებები.
მოწმე გ--------------–---–------------------------–-–---–-- ჩვენებებით დადგენილია, რომ ს---------------- არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა შო------–---–--ძეს, ასევე შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციის თანამშრომლებს, ვინაიდან სხვაგვარად ვერ აღკვეთეს სამართალდარღვევა გადაწყვიტეს ს----------------- დაკავება. პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაყვანის მიზნით პოლიციის სამსახურეობრივ ავტომანქანაში ჩასმის დროს დაკავებულმა ს----------------მ გაითავისუფლა ერთ-ერთი ხელი და თავის არეში ორჯერ დაარტყა გ-------–--------------.
ამის შემდეგ ს---------------- დაკავებულ იქნა და პროპორციული ზომის გამოყენების შედეგად გადაყვანილ იქნა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში.
მოწმე შო------–---–----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 ივლისს დაახლოებით 12:00 საათზე მასთან მივიდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ს----------------, რომელმაც კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ნ-----–----------–---- ცემის ფაქტთან დაკავშირებით ჩვენების მიცემის გამო და დაემუქრა თუ სასამართლოზე დაადასტურებდა მიცემულ ჩვენებას მოკლავდა, სწორედ აღნიშნულის გამო თხოვა პოლიციას დახმარება, მასთან გამოცხადნენ პოლიციის თანამშრომლები, თუმცა ამ დროისთვის ს---------------- უკვე წასული იყო თავისი სახლის მიმართულებით. პოლიციის თანამშრომლებმა ნახეს ს----------------, თავადაც მიუახლოვდა მათ, რა დროსაც მის დანახვაზე ს---------------- ისევ გახდა აგრესიული, დაუწყო გინება და იწევდა მისკენ, პოლიციელები მას აკავებდნენ, ს---------------- რომ ვერ მიწვდა მას ხელით, შეაფურთხა. პოლიციელებმა განუმარტეს, რომ აკავებდნენ ადმინისტრაციული წესით და გადაჰყავდათ პოლიციაში, სათანადო ოქმის შესავსებად. ამის გაგონებაზე აგრესია ს----------------მ გადაიტანა პოლიციელებზე და დაუწყო მათაც გინება სამსახურის და დედის მისამართით, არ ემორჩილებოდა პოლიციელებს, ხელს უშლიდა საქმიანობის შესრულებაში და უწევდა წინააღმდეგობას დაინახა, რომ ს----------------მ ერთ-ერთ პოლიციელს ჩაარტყა ხელი სახის არეში. პოლიციის თანამშრომლებმა მოახერხეს ს---------------- ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს.
მოწმე ლ---- მ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 ივლისს დაახლოებით 12 საათზე დაინახა ს---------------- და შო------–---–--ძე, რომლებიც ერთმანეთს ეკამათებოდნენ. ს----------------- წასვლის შემდეგ ცოტა ხანში ადგილზე მივიდა პოლიცია, რომელსაც სავარაუდოდ შო------–---–--ძემ დაურეკა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 24 ივლისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნით დადგენილია, რომ გ-------–-------------ს სხეულზე არსებული ნაჭდევები და შესიებული უბანი მარჯვენა საფეთქლის არეში მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N----------- ოქმით დადგენილია,რომ 2017 წლის 23 ივლისს ქ-----------–----------------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ს---------------- იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, ილანძღებოდა ხმამაღლა, პოლიციის მოთხოვნაზე დაწყნარებულიყო გახდა აგრესიული პოლიციის თანამშრომლების მიმართ, მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაკავებისას გაუწია წინააღმდეგობა და პოლიციის თანამშრომელს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც იგი დაკავებული იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.
ადმინისტრაციული დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 ივლისს 12:45 საათზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე,173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკავებულ იქნა ს----------------.
ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ს---------------- დაკავებულ იქნა 2017 წლის 23 ივლისს 12:45 საათზე ინსპექტორ-გამომძიებლის გ-------–--------------- მიერ. დაკავებისას ბრალდებული პოლიციის თანამშრომლებს უწევდა წინააღმდეგობას, გამოყენებულ იქნა იძულების პროპორციული ზომა. ოქმი შედგენილია დეტექტივ-გამომძიებლის ა-–--------------–-- მიერ 16:40 - 17:00 საათის ინტერვალში, ბ----------- რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, დაკავების ადგილზე სათანადო პირობების (ტექნიკური აღჭურვილობის) არქონის გამო და ასევე გამოძიების ელექტრონული პროგრამის ხარვეზის გამო, თუმცა ფაქტობრივი დაკავების დრო მითითებულ იქნა ის დრო როდესაც ს---------------- ფაქტობრივად იქნა დაკავებული.
მოწმე თა---------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 ივლისს ს---------------- სიგარეტის საყიდლად გავიდა, ცოტა ხანში დაურეკეს რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე წაეყვანა, ადგილზე მისვლისას გაიგო, რომ ს------ კვლავ პოლიციას ჰყავდა წაყვანილი, რადგან იგინებოდა. მიაკითხა პოლიციაში და სახლში წამოიყვანა. წამოსვლისას გააჩერებინა მანქანა და ს----------------- დედის ლ------ს სახლში შეიარა, მეუღლე კი მანქანაში დატოვა. ცოტახანში ს----------------ც მივიდა მათთან, რომელსაც ხელში ეკავა პლასტმასის ბოთლი არაყით, რაზეც გაბრაზდა ს----------------- დედა ლ------ ქ-------ე დარეკა პოლიციაში და ითხოვა ს----------------- ფსიქიატრიულში წაყვანა. გაბრაზებულმა ლ------მ ბოთლი გვერდზე მოისროლა რა დროსაც შემთხვევით მოხვდა ს----------------ს შუბლში და გაუჭრა. ამ ყველაფერს ხედავდნენ მანქანაში მყოფი პოლიციელები, რომლებიც არ გადმოსულან მანქანიდან, იქ რაიმე ჩხუბს ადგილი არ ჰქონია. გ-------–-------------- გადაუგრიხა ხელები ს----------------ს და ცდილობდა ჩაესვა მანქანაში. მას ეხმარებოდნენ გ--------------–---–----------------------–-–---–------------------–---–----------------------–-–---–- ჩასხდნენ მანქანაში, ხოლო გ-------–-------------- ავტომანქანის კარზე მიბჯენილი ჰყავდა ს------. მან დაინახა რომ ს------ ჩაჯდა მანქანაში. ს----------------ს გ-------–-------------სათვის არ გაურტყავს სახეში.
ბრალდებულ ს----------------- დაკითხვით დადგენილია, 2017 წლის 22 ივლისს მას შეატყობინეს, რომ მის წინააღმდეგ რაღაც იგეგმებოდა და სახლიდან არ გამოსულიყო, იმ ღამეს დარჩა დედამისთან, მეორე დილით სიგარეტი აღარ ჰქონდა და გადაწყვიტა მაღაზიაში ჩასვლა. დედამისმა მარტო არ გაუშვა და ცოლი გააყოლა ბავშვით. იყიდა სიგარეტი და გარეთ გამოვიდა, მეუღლე მაღაზიაში დარჩა, ამ დროს შო------–---–--ძემ ამოიარა მანქანით და შესთავაზა წაყვანა, მან უარი უთხრა. ამაზე გაბრაზებულმა შ-------მ დაუწყო ლანძღვა ყვირილი, ცოტა ხანში პოლიციის თანამშრომლებიც მოვიდნენ, რომლებმაც განუმარტეს, რომ შო------–---–--ძემ გამოიძახა ვინაიდან მან შეურაცხყოფა მიაყენა და ემუქრებოდა, რომ ნ-----–----------–---- საქმესთან დაკავშირებით მის საწინააღმდეგო ჩვენება არ მიეცა. იგი ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს პოლიციაში, სადაც გაირკვა, რომ არაფერ შუაში არ იყო და გამოუშვეს. კვლავ მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები მასთან სახლში, უთხრეს რომ შეტყობინება შევიდა პოლიციაში იმის თაობაზე, რომ იგინებოდა და ქუჩაში აწიოკებდა ყველას, ამაზე გაბრაზდა, არ მიჰყვებოდა აგინებდა იქ მყოფ პოლიციელებს გ--------------–---–-----------– კ---------------------------------–-–---–-- ძალით ჩასვეს მანქანაში. გ-------–-------------- მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაუზიანეს თვალი, გაუტეხეს თავი და გადაიყვანეს პოლიციაში, პოლიციაში მიყვანისას კვლავ განაგრძობდა გინებას.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ს----------------- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ სადავოდ იქნა მიჩნეული ვერ დასტურდება ს----------------- მხრიდან ზემოთ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ძალადობაა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არაერთგზის. ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ, კერძოდ, პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ადამიანის სხეულზე დარტყმა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ხელყოფს ჯანმრთელობას. ობიექტურ მხრივ ცემა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის; ცემა ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ს----------------- მიერ ჩადენილი ქმედების - ცემის ფაქტი. როგორც დაზარალებულის, ასევე ფაქტის შემსწრე მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ ს----------------მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ-----–----------–---ს კერძოდ, ხელი მოუჭირა მკლავებზე ასევე ხელის კვრით მიაჯახა დახურულ კარზე, ამასთანავე, ხელი ჩაარტყა თავისა და სხეულის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 22 ივნისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N3--------- დასკვნით დადგენილია, რომ ნ-----–----------–---- მარჯვენა და მარცხენა მხრების არეში არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. სხეულზე არსებული დაზიანებები ასევე ადასტურებენ დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის ფაქტს, ზოგადად ფიზიკური ტკივილის განცდა სუბიექტური შეფასების და მსჯელობის საგანია, რომელზეც როგორც წესი მიუთითებს დაზარალებული და იმ პირობებშიც როდესაც მას დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, სასამართლო იზიარებს დაზარალებულის ჩვენებას ტკივილის განცდის ნაწილში, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ჩვენება მისცა და განმარტა, რომ სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
სუბიექტურ მხრივ განსახილველი დანაშაული განზრახვაში გამოიხატება, რომელიც შეიძლება ჩადენილი იყოს როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი განზრახვით, მოცემულ შემთხვევაში დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, პირს გაცნობიერებული ჰქონდა მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა ამ ქმედების შედეგს და სურდა ეს შედეგი. მოცემულ შემთხვევაში სუბიექტურ მხრივ განსახილველი დანაშაული პირდაპირ განზრახვაში გამოიხატა, მსჯავრდებულს სურდა ფიზიკური ტკივილი მიეყენებინა დაზარალებულისათვის თავისი მოქმედებით და მიაყენა კიდეც.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის. არაერთგზისი დანაშაული კი ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
მოცემულ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა მსჯავრდებულის წარსულში ნასამართლობის ფაქტი, რაც ამძიმებს მდგომარეობას, კერძოდ იგი 2017 წლის 31 მაისს ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გასამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 50 მუხლის 11 ნაწილის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი თვის ვადით (მოხდილია), ხოლო დამატებითი სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ოდენობით (მოუხდელი). ამდენად, მსჯავრდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობის ჩადენის ფაქტს არაერთგზის.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მას ნ-----–----------–---- მიმართ არ განუხორციელებია ცემა, ვინაიდან აღნიშნული გარემოებები არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების საფუძველზე. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით და საქმის ფაქტობრივი გარემოებებით, ასევე დაზარალებულის და ამ ფაქტის შემსწრე მოწმეთა ჩვენებით დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულ ს----------------მ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ამასთან მსჯავრდებულ ს----------------- მიმართ არ არსებობს ბრალის გამომრიცხველი რაიმე გარემოება. ამდენად პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ სახეზეა ს----------------- ქმედებაში ცემის შემადგენლობის ყველა ნიშანი.
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ს----------------- მიერ ჩადენილი ქმედების - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, როგორც დაზარალებულის ასევე ფაქტის შემსწრე მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ ს----------------მ გ-------–-------------- რამოდენიმეჯერ ჩაარტყა ხელი სახეში რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ-------–-------------- აღენიშნებოდა ნაჭდევები და შესიებული უბანი მარჯვენა საფეთქლის არეში მიყენებული რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
მოცემულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტს წარმოადგენს პოლიციის მუშაკის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებით ობიექტს მისი პირადი უსაფრთხოება, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე პოლიციის მუშაკის მიმართ ძალადობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებაში ძალადობით ან ძალადობის მუქარაში გამოიხატება.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ ჩაუდენია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ს----------------- მხრიდან პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით გამოიხატა სამართალდარღვევის აღკვეთისათვის ხელის შეშლაში ძალადობით. მსჯავრდებული პოლიციის თანამშრომლისადმი განხორციელებული ძალადობის ჩადენამდე არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, შეურაცხმყოფლად გადაეკიდა მოქალაქე შო------–---–--ძეს, იგინებოდა უცენზურო სიტყვებით, იგინებოდა პოლიციის თანამშრომლებისადმი. მიუხედავად მოწოდებისა, რომ შეეწყვიტა სამართალდარღვევის ჩადენა, არ ემორჩილებოდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს და იმის გამო, რომ სხვაგვარად ვერ იქნა აღკვეთილი სამართალდარღვევა, საჭირო გახდა მისი დაკავება. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ იყო დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის და პოლიციის დაწესებულებაში გადაყვანის მიზნით გ-------–-------------- მიჰყავდა ავტომანქანაში მოსათავსებლად, რა დროსაც ს----------------მ შესძლო ერთი ხელის გათავისუფლება და თავის არეში ორჯერ ჩაარტყა გ-------–-------------- რათა მას შეეწყვიტა საქმიანობა და თავი დაეღწია პასუხისმგებლობისათვის. აღნიშნული ფაქტი დადასტურებული იქნა, როგორც დაზარალებულის ასევე ფაქტის შემსწრე მოწმეთა ჩვენებებით, დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ ს----------------მ გ-------–-------------- რამოდენიმეჯერ ჩაარტყა ხელი სახეში რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ-------–-------------- აღენიშნებოდა ნაჭდევები და შესიებული უბანი მარჯვენა საფეთქლის არეში მიყენებული რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
მოცემული დანაშაულის შემადგენლობა თავისი კონსტრუქციით ფორმალურია და იგი დამთავრებულად ჩაითვალა მოქმედების ჩადენისთანავე. ე.ი ძალადობით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის მომენტიდან, ხოლო ქმედების სუბიექტური მხარე კი პირდაპირ განზრახვაში გამოიხატა, კერძოდ მსჯავრდებულ ს----------------ს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას და სურდა ეს შედეგი. პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობა მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მისი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტას.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ს----------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ს----------------მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი არაერთგზის. მანვე ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ს------ქ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი შეზღუდული შერაცხადობა, ხოლო ს----------------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება წარსულში არაერთხელ ნასამართლობის ფაქტი.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე. საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
ასევე სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნა რეციდივის ფაქტი. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნის დროს წარსულში ნასამართლობის ფაქტმა გავლენა მოახდინა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის მინიმალურ ოდენობაზე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ,, პუნქტი წარმოადგენს მაკვალიფიცირებელ ნიშანს. შესაბამისად, ბრალდებულს სასჯელი დაენიშნა დანაშაულთა ერთობლიობით, წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის ფაქტის გათვალისწინებით.
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ს----------------ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით და დამატებითი სასჯელის სახედ განუსაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ოდენობით
ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ს-----------------ათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენი, ს----------------- მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის ფოტომასალა გადატანილი CD დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ს----------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3. ს---------------- (დაბ. 1--------- წელს, პ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
ასევე, ს---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,დ,, პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ს----------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის N--------წ. განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - დამატებითი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ოდენობით.
საბოლოოდ, ს----------------ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ოდენობით.
4. მსჯავრდებულის ს----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 23 ივლისიდან.
5. არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
6. ნივთიერი მტკიცებულება შემთხვევის ადგილი ფოტომასალა გადატანილი CD დისკზე რომელიც ერთვის საქმე შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი