განაჩენი

სისხლის სამართლის 10.02.2020
საქმის ნომერი
330100114459489
ინსტანცია
თარიღი
10.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100114459489

საქმე №1ბ/1788-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

30 იანვარი, 2020 წელი თბილისი

მოსამართლე: ვ------- მრელაშვილი

სხდომის მდივანი: ნადეჟდა მარანელი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ნ-------- ჭ-----ე

დაცვის მხარე:

გამართლებული:

ქ-------------- მ-----–---–ი, დაბადებული 1------–-–--------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ–--------------–-------.

ადვოკატი: ს---–--- კ------ე, ს------ მ--------ია.

ბრალის შესახებ დადგენილების მიხედვით კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.

გამართლებული:

ა-–-- გ--------ი, დაბადებული 1----–-–--------------, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: რ------------------–-------–------–-----------------------------------–-

 

ადვოკატი: ს---–--- კ------ე, ს------ მ--------ია, ე-–----- გ---–--

ბრალის შესახებ დადგენილების მიხედვით კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მესამე ნაწილი.

გამართლებული:

ა-–-- ბ-----ი, დაბადებული 1----–-–-----------------, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: რუსეთის ფედერაცია, ქ--–---------------–-----–-------–---------------ში

ადვოკატი: მ------ გ--------

ბრალის შესახებ დადგენილების მიხედვით კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი

გამართლებული:

ლ-–- გ-------ე, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N3----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ–--------------–-------.

ადვოკატი: ს---–--- კ------ე, ს------ მ--------ია

ბრალის შესახებ დადგენილების მიხედვით კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

გამართლებული:

ლ---- ც--------, დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს------------------------------–- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------------------------–-

ადვოკატი: ს---–--- კ------ე, ს------ მ--------ია

ბრალის შესახებ დადგენილების მიხედვით კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მესამე ნაწილით.

გამართლებული:

ჯ--- მ----- - დაბადებული 1-----–-–--------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ზ------------------------------–-

ადვოკატი: ს---–--- კ------ე, ს------ მ--------ია

ბრალის შესახებ დადგენილების მიხედვით კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

გამართლებული:

კ---- ხ-----–----- - დაბადებული 1-----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ზ----------------–-------------–--

ადვოკატი: ს---–--- კ------ე, ს------ მ--------ია

ბრალის შესახებ დადგენილების მიხედვით კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

გამართლებული:

რ----–-- ტ---–----ი - დაბადებული 1----–-–----------------, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: რუსეთი, ქ--–------–-----------------------------------–-

ადვოკატი: თ----- დ----------–---–ი

ბრალის შესახებ დადგენილების მიხედვით კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით

გამართლებული:

რ----–-- ბ-------- - დაბადებული 1-----–-–-------------------, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: რუსეთი, ქ--–------–-------------------------–---------------------------------------–-.

ადვოკატი: ს---–--- კ------ე, ს------ მ--------ია

ბრალის შესახებ დადგენილების მიხედვით კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. მხარეთა პოზიცია

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 25 სექტემბრის, განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ---–-----------------------ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ------- შ---------მ.

პროკურორმა ითხოვა ქ-------------- მ-----–---–ის, ა-–-- ბ-----ის, ლ-–- გ-------ის, ჯ--- მ-----ს, კ---- ხ-----–-----ს, რ----–-- ტ---–----ის და რ----–-- ბ--------ს დამნაშავე ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ა-–-- გ--------ის და ლ---- ც--------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

1.2. ბრალდების მხარემ, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მხარი დაუჭირა საჩივარს. სააპელაცი საჩივრისა და სასამართლო სხდომაზე პროკურორის მიერ გაჟღერებული დასაბუთების თანახმად, გამართლებულების მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლკეული მტკიცებულებებით: კერძოდ დაზარალებულების ნ----–- პ----–---–ის, ლ-–- ნ--------ის, კ------- გ-----ის, გ------- ფ--------ის, გ------- ა----–--ის, თ-- მ--------ის და ნ-- ჩ------ის ჩვენებებით, რომლითაც დგინდება, რომ 2014 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 18:30 საათზე, კ------- გ-----ე, რ-----ი მ---------ე, გ------- ფ--------ე, მ--- ჯ--------ე და ლ--–- ლ------–---–ი ერთად მივიდნენ თბილისში, გ---–-------------–ი მდებარე რესტორან „თ----–------“-ში და დასხედნენ დარბაზში ერთ-ერთ მაგიდასთან, სადაც თითქმის ყველა მაგიდა იყო დაკავებული. რესტორანში მუსიკალური ნომრის შესრულებისას საცეკვაოდ სუფრიდან გავიდნენ რ-----ი მ---------ე და მ--- ჯ--------ე, რომლებიც მუსიკის დასრულებისთანავე გამოემართნენ სუფრის მიმართულებით. ამ დროს მ--- ჯ--------ესთან მივიდა კ---- ხ-----–-----, რომელმაც ხელი მოკიდა მ--- ჯ--------ეს, რა დროსაც კ---- ხ-----–-----სა და რ----- მ---------ეს შორის მოხდა შელაპარაკება. კ------- გ-----ე ეცადა მათ დამშვიდებას, თუმცა კ---- ხ-----–-----მ კ------- გ-----ეს ხელი გაარტყა სახეში. კ---- ხ-----–-----ს შეუერთდნენ მასთან მყოფი ლ---- ც-------- და ა-–-- გ--------ი, რომლებმაც გ------- ფ--------ეს ხის სკამი ყოველგვარი მიზეზის გარეშე ჩაარტყა თავში. კ---- ხ-----–-----სთან მყოფი ქ-------------- მ-----–---–ი, ა-–-- ბ-----ი, ლ-–- გ-------ე, ჯ--- მ----- და რ----–-- ტ---–----ი ჩაერთნენ ჩხუბში და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს რესტორან ,,თ----–------ს სტუმრებსა და მომსახურე პერსონალს, რის შედეგადაც ფიზიკური დაზიანებები მიიღეს კ--- გ-----ემ, გ------- ფ--------ემ, ლ-–- ნ--------ემ, გ------- ა----–--ემ და თ-- მ--------ემ. ამასთანავე, ლ---- ც--------მ ხის სკამის გამოყენებით ფიზიკური დაზიანება მიაყენა გ------- ა----–--ეს, ხოლო ა-–-- გ--------მა, ასევე ხის სკამის გამოყენებით ფიზიკური დაზიანება მიაყენა ლ-–- ნ--------ეს. მათი დანაშაულებრივი ქმედების გამო, რესტორანმა დროებით შეწყვიტა მუშაობა, იქ მყოფი მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მომხდარის გამო და იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია.

1.3. ბრალდების მხარის მითითებით, აღნიშნული დადასტურებულია ასევე მოწმეების: რ----- მ---------ის, ა-----– მ------ის, მ--- მ---------ის, მ----- ნ-------–---–ის, ი----- ქ---–---–ის, ი---- ც--–------ის, მ------ ჯ--–----–---–ის, მ------ ფ--–--–---–ის, ე-----ი ა--------–---–ის, ი----- დ--------ის და ი-----–- ქ--------ის ჩვენებებით, რომლითაც დადგენილია, რომ 2014 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 23:50 საათზე, ლ---- ც--------, კ---- ხ-----–-----, ა-–-- გ--------ი, ქ-------------- მ-----–---–ი, ჯ--- მ-----, ლ-–- გ-------ე, რ----–-- ტ---–----ი, რ----–-- ბ-------- და ა-–-- ბ-----ი იმყოფებოდნენ თბილისში, გ---–-------------–ი მდებარე რესტორან „თ----–------ში“, სადაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა ძალადობით. ბრალდების უთითებს ასევე პატრულ-ინსპექტორების: გ------- ა---–--ის, ი----- წ----–--ის, ბ--- ბ--------–--ის, ა------- ს---–--ის, პ----- გ-------ის, ზ------ ქ----–---ას, თ---------- ღ-----ის, ი---- ა----–---–ის და კ------- კ------ს ჩვენებებზე და აღნიშნავს, რომ ეს მტკიცებულებები ასევე ადასტურებს გამართლებულთა მიერ, მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას. გარდა ამისა სახელმწიფო ბრალმდებელმა აღნიშნა, რომ ბრალდებას ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, რომლითაც დასტურდება ლ-–- ნ--------ის, გ------- ა----–--ის და კ------- გ-----ისთვის სხეულის დაზიანებების მიყენება.

1.4. ა-–-- გ--------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე-–----- გ---–--მ წარმოადგინა შესაგებელი. წარმოდგენილი შესაგებლითა და ასევე სხვა დაცვის მხარეების მიერ სხდომაზე გაჟღერებული პოზიციის თანახმად, პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი. პროკურორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გამართლებულთა მიერ დანაშაულის ჩადენა, კერძოდ წარმოდგენილი უამრავი მოწმეთაგან, ვერავინ მიუთითა ა-–-- გ--------ზე და სხვებზე, როგროც საზოგადოების წესრიგის დამრღვევებზე.

2. წარდგენილი ბრალდების არსი

2.1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ---- ც--------ს ბრალი დაედოთ მასში, რომ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად საგნის გამოყენებით,რაც გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 23:50 საათზე, ლ---- ც--------, კ---- ხ-----–-----, ა-–-- გ--------ი, ქ-------------- მ-----–---–ი, ჯ--- მ-----, ლ-–- გ-------ე, რ----–-- ტ---–----ი, რ----–-- ბ-------- და ა-–-- ბ-----ი იმყოფებოდნენ თბილისში, გ---–-------------–ი მდებარე რესტორან „თ----–------ში", სადაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა ძალადობით, კერძოდ: ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს რესტორან „თ----–------ს“ სტუმრებსა და მომსახურე პერსონალს, რის შედეგადაც ფიზიკური დაზიანებები მიიღეს კ--- გ-----ემ, გ------- ფ--------ემ, ლ-–- ნ--------ემ, გ------- ა----–--ემ და თ-- მ--------ემ.

ამასთანავე, ლ---- ც--------მ რესტორან „თ----–------ს“ ინვენტარის - ხის სკამის გამოყენებით ფიზიკური სახის დაზიანება მიაყენა გ------- ა----–--ეს, ხოლო ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოირჩეოდა აგრესიით და მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა. მათი დანაშაულებრივი ქმედების გამო, რესტორანმა დროებით შეწყვიტა მუშაობა, იქ მყოფი მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მომხდარის გამო და იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია.

2.2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა-–-- გ--------ს ბრალი დაედოთ მასში, რომ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად საგნის გამოყენებით,რაც გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 23:50 საათზე, ა-–-- გ--------ი, კ---- ხ-----–-----, ქ-------------- მ-----–---–ი, ჯ--- მ-----, ლ-–- გ-------ე, რ----–-- ტ---–----ი, რ----–-- ბ--------, ა-–-- ბ-----ი და ლ---- ც--------, იმყოფებოდნენ თბილისში, გ---–-------------–ი მდებარე რესტორან "თ----–------ში", სადაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა ძალადობით, კერძოდ: ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს რესტორან „თ----–------ს“ სტუმრებსა და მომსახურე პერსონალს, რის შედეგადაც ფიზიკური დაზიანებები მიიღეს კ--- გ-----ემ, გ------- ფ--------ემ, ლ-–- ნ--------ემ, გ------- ა----–--ემ და თ-- მ--------ემ.

ამასთანავე, ა-–-- გ--------მა რესტორან „თ----–------ს“ ინვენტარის - ხის სკამის გამოყენებით ფიზიკური სახის დაზიანება მიაყენა ლ-–- ნ--------ეს, ხოლო ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, გამოირჩეოდა აგრესიით და მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა. მათი დანაშაულებრივი ქმედების გამო, რესტორანმა დროებით შეწყვიტა მუშაობა, იქ მყოფი მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მომხდარის გამო და იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია.

2.3. ქ-------------- მ-----–---–ს, რ----–-- ბ-------ს, რ----–-- ტ---–----ს, ა-–-- ბ-----ს, ჯ--- მ-----ს, კ---- ხ-----–-----ს, ლ-–- გ-------ეს ბრალი დაედოთ მასში, რომ ჩაიდინეს ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,რაც გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 23:50 საათზე, რ----–-- ტ---–----ი, კ---- ხ-----–-----, ა-–-- გ--------ი, ქ-------------- მ-----–---–ი, ჯ--- მ-----, ლ-–- გ-------ე, რ----–-- ბ--------, ა-–-- ბ-----ი და ლ---- ც-------- იმყოფებოდნენ ქ.თბილისში, გ---–-------------–ი მდებარე რესტორან "თ----–------ში", სადაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა ძალადობით, კერძოდ: ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს რესტორან „თ----–------ს“ სტუმრებსა და მომსახურე პერსონალს, რის შედეგადაც ფიზიკური დაზიანებები მიიღეს კ--- გ-----ემ, გ------- ფ--------ემ, ლ-–- ნ--------ემ, გ------- ა----–--ემ და თ-- მ--------ემ. მათი დანაშაულებრივი ქმედების გამო, რესტორანმა დროებით შეწყვიტა მუშაობა, იქ მყოფი მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მომხდარის გამო და იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა:

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნ--, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ლ---- ც--------სა და ა-–-- გ--------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ასევე, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა რ----–-- ბ--------ს, რ----–-- ტ---–----ის, ა-–-- ბ-----ის, ჯ--- მ-----ს, კ---- ხ-----–-----ს, ლ-–- გ-------ის, ქ-------------- მ-----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ლ---- ც--------ს, ა-–-- გ-------ის, რ----–-- ბ--------ს, რ----–-- ტ---–----ის, ა-–-- ბ-----ის, ჯ--- მ-----ს, კ---- ხ-----–-----ს, ლ-–- გ-------ის და ქ-------------- მ-----–---–ის ბრალეულობას.

4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად „სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე“. ამ საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარდგენ--. გარდა ამისა, მხარეებს არ დაუყენებიათ შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის საჭიროების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით და კანონის შესაბამისად, საჩივრის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა (შემდგომში პალატა) განიხილავს და შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რაც მხარეება წარუდგინეს და გამოიკვლიეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.

4.2. სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნ--, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

5. ქმედების სამართლებრივი აღწერა

მტკიცებულებათა ერთობლიობა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

5.1. პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ კ------- გ-----ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 19 საათისთვის, მეგობრებთან: გ------- ფ--------ესთან, რ----- მ---------ესთან, მ--- ჯ--------ესთან და ლ--–- ლ------–---–თან ერთად იმყოფებოდა ორთაჭალაში მდებარე რესტორან ,,თ----–------ში“. რ----- მ---------ე და მ--- ჯ--------ე გავიდნენ საცეკვაოდ. ცეკვის დასრულების შემდეგ, მათ მაგიდასთან მივიდა კ---- ხ-----–-----, რომელმაც სთხოვა ცეკვა და ხელი მოკიდა მ---ს, მაგრამ ქალბატონს არ სურდა გაყოლა. რ----- მ---------ემ უთხრა კ---- ხ-----–-----ს, რომ ქალბატონისთვის გაეშვა ხელი. მოწმის განმარტებით, როდესაც შეატყო დაძაბულობა, მათთან ახლოს მივიდა და სთხოვა კ---- ხ-----–-----ს დამშვიდებულიყო, თუმცა მისი მოწოდების მიუხედავად, კ---- ხ-----–----- გახდა უფრო აგრესიული და დაარტყა სახეში. დარტყმის შემდეგ, კიდევ მოუწოდა მოწმემ სიმშვიდისაკენ, მაგრამ იგი კვლავ აგრესიული იყო, რა დროსაც ფეხზე ადგა გ------- ფ--------ეც, რადგან გ-----ის სახეზე დაინახა სისხლი. ფ--------ემ მეგობართან მისვლა ვერ მოასწრო, რადგან ამ დროს გამოჩნდნენ ლ---- ც-------- და ა-–-- გ--------ი, რომლებიც ურტყამდნენ წაქცეულ გ------- ფ--------ეს. მოწმის განმარტებით, სკამი ხელში ეჭირა მხოლოდ ც--------ს, თუმცა ფ--------ისათვის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს. კ------- გ-----ეს ორჯერ მოხვდა მუშტი და დაზიანებები მიიღო ტუჩზე და თვალთან. მოწმის განმარტებით ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით 10 წუთი, თავად მხოლოდ თავს იცავდა და ცდილობდა მოჩხუბართა დამშვიდებას რესტორნის პერსონალთან და დაცვის თანამშრომლებთან ერთად. გამოძიების ეტაპზე ამოცნობაში მონაწილეობა არ მიუღია. რესტორანში მიუთითა გამომძიებელს ჩხუბში მონაწილე პირებზე, რომელთაგან ლ---- ც--------სა და ა-–-- გ--------ის გარდა, კონკრეტულად ვინ რა მოქმედებას ახორციელებდა არ ახსოვს.

 

5.2. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა გ------- ფ--------ემ აჩვენა, რომ 2014 წლის 26 იანვარს, საღამოს საათებში, რესტორან ,,თ----–------ში“ იმყოფებოდა კ------- გ-----ესთან, რ----- მ---------ესთან, მ--- ჯ--------ესთან და ლ--–- ლ------–---–თან ერთად. დაახლოებით 23 საათისათვის რ-----მა გაიყვანა მ--- საცეკვაოდ. მუსიკის შეწყვეტის შემდეგ, მას მოესმა ხმაური, იგი სცენასთან იჯდა ზურგით და უკან მიბრუნებულმა დაინახა კ--- გ-----ე, რომელსაც ცხვირიდან სდიოდა სისხლი. მასთან ერთად იყო 15-მდე ადამიანი და ჩხუბობდნენ. მოწმის განმარტებით, მივიდა სიტუაციის გასარკვევად, რა დროსაც თავში მოხვდა რაღაც საგანი და გაითიშა. გონზე მოსულს რესტორანში უკვე დახვდა საპატრულო პოლიცია. გადმოცემით იცის, რომ რ-----სა და მ---ს ცეკვის დასულების შემდეგ მიუახლოვდა კ---- ხ-----–-----, რომელმაც მოკიდა ხელი მ---ს და უნდოდა მასთან ცეკვა. აღნიშნულის გამო დაიწყო ჩხუბი, ვინაიდან კ---- ხ-----–-----ს გამოესარჩლა 10-მდე მამაკაცი და ცემეს რ----- მ---------ე, კ--- გ-----ე და რესტორნის პერსონალი. მოწმის განმარტებით, თავად არ დაუნახავს, თუმცა გ-----ისაგან იცის, რომ უშუალოდ მას სკამი ჩაარტყა ა-–-- გ--------მა. დაზარალებულის განმარტებით, მათ მაგიდასა და სცენას შორის დაახოებით 10 მეტრი იყო დაშორება, ჩხუბი კი მიმდინარეობდა სცენასთან.

 

5.3. მოწმე მ--- მ---------ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის 26 იანვარს, ნათესავთან რ----- მ---------ესთან და მის მეგობრებთან: კ------- გ-----ესა და გ---- ფ--------ესთან ერთად იმყოფებოდა რესტორან „თ----–------ში“. საცეკვაოდ გავიდა რ----- მ---------ესთან ერთად, რა დროსაც კ---- ხ-----–-----მ (რომელზეც მიუთითა სასამართლო სხდომის დარბაზში) ხელით ანიშნა, რომ მასთან ეცეკვა, რასაც მოყვა კონფლიქტი. პირველად სიტუაციის გარკვევაში ჩაერთო კ--- გ-----ე, რომელსაც კ---- ხ-----–-----მ ხელი დაარტყა და შემდეგ გ------- ფ--------ე. მოწმე რესტორნის სამზარეულოში გაიყვანა რ----- მ---------ემ, დარბაზში დაბრუნებულს კი ყველაფერი დამტვრეული დახვდათ. გ------- ფ--------ე სკამის დარტყმის შედეგად ეგდო ძირს. მოწმის განმარტებით, ამოცნობაში მონაწილეობა არ მიუღია, არც გამოძიების ეტაპზე და არც ახლა არ იცის ბრალდებულთა სახელები და გვარები.

 

5.4. მოწმე რ----- მ---------ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის 26 იანვარს, მეგობრებთან: კ------- გ-----ესთან, გ---- ფ--------ესთან, მ--- მ---------ესთან და მ--- ჯ--------ესთან ერთად იმყოფებოდა რესტორან „თ----–------ში“. მ--- ჯ--------ესთან ცეკვის დასრულების შემდეგ, კ---- ხ-----–-----მ ხელი მოჰკიდა ქალბატონს, მან კი მოსთხოვა, ხელი გაეშვა მ---სათვის. ამ დროს სიტუაციის დასაწყნარებლად მათთან მივიდა კ--- გ-----ეც. თვითონ მ--- ჯ--------ე წაიყვანა მათი მაგიდისკენ და როდესაც უკან მოიხედა, ჩხუბი უკვე დაწყებული იყო. მოწმემ განმარტა, რომ ჩხუბი დაიწყო კ---- ხ-----–-----მ და ჩხუბობდა ბევრი ადამიანი (ვინ ჩხუბობდა და ვინ აშველებდა გარჩევა შეუძლებელი იყო), მოჩხუბართა გაშველებას ცდილობდა რესტორნის პერსონალი, დაცვის თანამშრომლები და მუსიკოსები. მ---------ის ჩვენებით, გ---- ფ--------ემ დაზიანება მიიღო სკამის დარტყმის შედეგად, თუმცა ვინ დაარტყა, არ იცის, ასევე ნახა მუსიკოსი, რომელსაც თავზე აღენიშნებოდა დაზიანება.

 

5.5. მოწმე ზ----- ღ--------ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 21 საათისათვის, ი-----–- მ--–-–---–თან, გ------- კ-----–--–---–თან და ა----------–--ესთან ერთად მივიდა რესტორან ,,თ----–------ში“. მათგან სამი სუფრის მოშორებით შეამჩნიეს კ---- ხ-----–----- და ლ---- ც--------, რომლებიც მეგობრებთან ერთად იყვნენ. მოწმის განმარტებით, კ---- ხ-----–----- არის მისი მეგობრის, ი-----–- მ--–-–---–ის ნათესავი და სწორედ მისგან იცნობს ლ---- ც--------ს. დაახლოებით 23 საათისთვის, ზ----- ღ--------ემ სცენასთან შენიშნა არეულობა, თუმცა ხმამაღალი მუსიკის გამო, ხმა კარგად არ ისმოდა და მოწმესაც ყურადღება არ გაუმახვილებია ამ ფაქტზე. რამდენიმე წუთში ზ-----მა შენიშნა ლ---- ც--------, რომელიც ხალხს ამშვიდებდა. მოწმის განმარტებით, მეგობრებთან ერთად მალევე დატოვა რესტორანი, დაზიანებული ადამიანები და დამტვრეული ინვენტარი არ ახსოვს, არც ვინმეს დაკავების ფაქტს შესწრებია, თუმცა ახსოვს, რომ გარეთ გასვლისას საპატრულო პოლიცია მივიდა შემთხვევის ადგილზე.

 

5.6. მოწმე ი-----–- მ--–-–---–ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის 26 იანვარს, გ------- კ-----–--–---–თან, ა----------–--ესთან და ზ----- ღ--------ესთან ერთად მივიდა რესტორან ,,თ----–------ში“, სადაც შენიშნა კ---- ხ-----–----- და ლ---- ც--------, მივიდა მათ მაგიდასთან და მოიკითხა. დაახლოებით 23 საათისათვის შენიშნა ჩოჩქოლი, თუმცა მუსიკის გამო ხმა კარგად არ ესმოდა და დაინახა, თუ როგორ ამშვიდებდა ხალხს ლ---- ც--------. ყურადღება არ მიუქცევია, ისე დატოვა რესტორანი მეგობრებთან ერთად, გარეთ გასვლისას კი შენიშნა ადგილზე მისული საპატრულო პოლიცია, თუმცა არავის დაკავებას არ შესწრებია.

 

5.7. დაზარალებულ ლ-–- ნ--------ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის 26 იანვარს, მუშაობდა რესტორან „თ----–------ში“ მომღერლად. ღამით მოულოდნელად დაიწყო ჩხუბი და არეულობა, შეუძლებელი იყო მოჩხუბრებისა და გამშველებლების გარჩევა. გაშველების დროს თავში მოხვდა რაღაც საგანი, თუმცა რა მოხვდა ან ვინ ჩაარტყა არ დაუნახავს. მიღებული დაზიანების გამო სამედიცინო დახმარებისათვის მიმართა ე.წ. „არამიანცის“ კლინიკას. დაზარალებულის განმარტებით, ამოცნობაში მონაწილეობა არ მიუღია, გამომძიებლისაგან კი იცის, რომ მას ჩაარტყა არაქართული გვარის მქონე პი----. გამოძიების ეტაპზე დაკითხვის ოქმში დამზიანებლის გვარი შესაძლოა დააფიქსირა გამომძიებლისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

 

5.8. მოწმე ნ-- ჩ------ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის მდგომარეობით მუშაობდა რესტორან „თ----–------ში“ მენეჯერის თანამდებობაზე. 2014 წლის 26 იანვარს, საღამოს საათებში, რესტორანში დაახლოებით 50 მაგიდა იყო დაკავებული, საიდანაც ორ მაგიდაზე გადანაწილებულნი იყვნენ რუსულად და ქართულად მოსაუბრეები ბრალდებულები და მათი მეგობრები. აღნიშნული პირები მოწმეს დაამახსოვრდა მათი არასათანადო ქცევით და არაკორექტული საუბრით. ასევე ახსოვს დაზარალებულთა მაგიდა, სადაც ისხდნენ კ--- გ-----ე, გია ფ--------ე, რ----- მ---------ე და სამი ქალბატონი. მოწმის განმარტებით, კ---- ხ-----–-----მ მოინდომა ცეკვა ერთ-ერთ ხსენებულ ქალბატონთან. ერთი ცეკვა იცეკვეს და როდესაც ქალბატონი მაგიდისკენ მიდიოდა, კ---- ხ-----–-----მ მოკიდა ხელი, რის შედეგადაც დაიწყო ჩხუბი, სავარაუდოდ რ----- მ---------ესა და კ---- ხ-----–-----ს შორის. კ----მ მოუქნ-- ხელი რ----- მ---------ეს, რ-----მა აიცილა და მოხვდა კ---ს, დაზიანება მიიღო ძირს დაცემულმა გ------- ფ--------ემაც. ამის შემდეგ ყველა წამოიშალა მაგიდებიდან და დაიწყო ხელჩართული ჩხუბი. განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ლ---- ც--------, ა-–-- გ--------ი, ჯ--- მ----- და კ---- ხ-----–-----. ჩხუბის შედეგად გ------- ა----–--ეს სკამით დაუზიანეს ფეხი, ხოლო ლ-–- ნ--------ეს ა-–-- გ--------ის მოქნეული სკამი მოხვდა თავში, ჯ--- მ-----მ კი ხელი დაარტყა რესტორნის დირექტორს - ა-----– მ------ეს. მოწმის ჩვენებით, ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით 10-15 წუთი, რა დროსაც დაზიანდა რესტორნის ინვენტარი. პოლიცია მან გამოიძახა და მოჩხუბრებზეც თავად მიუთითა. მოწმის განმარტებით, დარბაზში ქაოსი იყო, ვინ ვის ურტყამდა და ვინ ვის აშველებდა, გაუგებარი იყო. ჩ------ემ დაადასტურა, რომ ამოცნობაში მონაწილეობა არ მიუღია, გამომძიებელს რესტორანშივე უამბო მომხდარი და „სახელები და გვარები უთხრეს დაახლოებითი ქმედებების მიხედვით.“

 

5.9. მოწმე ი-----–- ქ--------ის ჩვენების თანახმად, რესტორან „თ----–------ში“ მუშაობდა ბარმენად. 2014 წლის 26 იანვარს, რესტორანში, სცენასთან მოხდა ჩხუბი, რომლის ინიციატორი იყო ლ---- ც--------ს სუფრის წევრი. ვინაიდან კონფლიქტის დროს ბართან იდგა, უშუალოდ არ დაუნახავს, თუმცა შეიტყო, რომ რესტორნის დაცვის თანამშრომელს - გ------- ა----–--ეს ფეხი მოტყდა სკამის ჩარტყმის შედეგად. მოწმის განმარტებით, ინციდენტის შედეგად რესტორანმა შეწყვიტა მუშაობა, დაზიანებული იყო ჭურჭელი და ინვენტარი.

 

5.10. მოწმე ნ----–- პ----–---–ის ჩვენების თანახმად, არის რესტორან „თ----–------ს“ მიმტანი. 2014 წლის 26 იანვარს, რესტორანში მოხდა ჩხუბი მანდილოსანთან ცეკვის გამო, რომლის ინიციატორი იყო ლ---- ც--------ს სუფრის წევრი. მოჩხუბართა გაშველებას ცდილობდა რესტორნის პერსონალი, თუმცა ამაოდ. მოჩხუბრები განაგრძობდნენ აგრესიას და ლეწავდნენ მაგიდებს და სკამებს. ჩხუბის დროს დაშავდა დაცვის თანამშრომელი გ------- ა----–--ე, რომელსაც სკამი ჩაარტყა ლ---- ც--------მ და ასევე ლ-–- ნ--------ე, თუმცა არ დაუნახავს ამ უკანასკნელს ვინ მიაყენა დაზიანება. მოწმის განმარტებით, ც--------ს გარდა სკამი ხელში ეჭირა ა-–-- გ--------საც. მენეჯერმა ნ-- ჩ------ემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია და დააკავეს რამდენიმე პირი. ჩხუბში მონაწილეებზე თავადაც მიუთითა პოლიციის თანამშრომლებს. მოწმის ჩვენებით, ბრალდებულთა მხარე გამოირჩეოდა აგრესიულობით, დაზარალებულები კი მხოლოდ თავს იცავდნენ. მოწმემ განმარტა, რომ ამოცნობაში მონაწილეობა არ მიუღია, ც--------ს იცნობს როგორც სახელოვან სპორტსმენს, ა-–-- გ--------ის ვინაობა კი ცნობილი გახდა გამოძიებიდან - „ჩვენებას რომ ვაძლევდით, იქ ეწერა გვარი.“

 

5.11. მოწმე ი---- ც--–------ის ჩვენების თანახმად, არის რესტორან „თ----–------ს“ მიმტანი. 2014 წლის იანვარში, რესტორანში მოხდა ჩხუბი, რომლის ინიციატორები იყვნენ ლ---- ც--------ს სუფრის წევრები. ჩხუბში დაშავდა მათი თანამშრომელი გ------- ა----–--ე, რომელსაც მოხვდა სკამი და ბართან დაეცა, შემდეგ კი შედგნენ ფეხებით. მოწმის განმარტებით, ინციდენტის შედეგად დაზიანდა ჭურჭელი. მას ჩხუბში მონაწილე პირები ვიზუალურად ახსოვს, თუმცა არ იცის მათი სახელები და გვარები.

 

5.12. დაზარალებულ თ-- მ--------ის ჩვენების თანახმად, არის რესტორან „თ----–------ს“ მიმტანი. 2014 წლის იანვარში, რესტორანში მოხდა ჩხუბი, რა დროსაც მას უკნიდან ახალგაზრდა მამაკაცმა ჩაარტყა სკამი, კონკრეტულად ვინ მიაყენა დაზიანება, მისთვის უცნობია. მოწმემ დარბაზში შენიშნა მენეჯერი ნ-- ჩ------ე და დირექტორი ა-----– მ------ე, რომელიც შეეცადა ერთ-ერთი ახალგაზრდისათვის სკამის წართმევას. მოწმის განმარტებით, ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია და დააკავეს ის პირები, ვისზეც უთითებდნენ მ------ე და დაცვის თანამშრომლები.

 

5.13. მოწმე ი----- ქ---–---–ი ჩვენების თანახმად, 2014 წლის მდგომარეობით მუშაობდა რესტორან „თ----–------ში“. 2014 წლის 26 იანვარს, ორ მაგიდაზე გადანაწილებულნი იყვნენ რუსულად და ქართულად მოსაუბრეები ბრალდებულები (რომელთაგან იცნო ლ---- ც--------) და მათი მეგობრები. აღნიშნული პირები მოწმეს დაამახსოვრდა მათი არასათანადო ქცევით და არაკორექტული საუბრით. მოგვიანებით რესტორანში დაიწყო ჩხუბი, რომლის ინიციატორი იყო ც--------ს სუფრის წევრი, რომელმაც მოისურვა სხვა სუფრაზე მჯდომ ქალბატონთან ცეკვა. სცენასთან იყო ჩოჩქოლი, არეულობა, ლანძღვა-გინება, დაზიანდა რესტორნის სკამები და ჭურჭელი. მოწმემ დაინახა, თუ როგორ დაარტყა ც--------ს სუფრის ერთ-ერთმა ახოვანმა წევრმა სკამი „თ----–------ს“ დაცვის თანამშრომელს, გ------- ა----–--ეს მკლავში. ქ---–---–ს არ შეუძლია დააზუსტოს ცხრავე ბრალდებული მონაწილეობდა თუ არა ჩხუბში.

 

5.14. მოწმე მ------ ფ--–--–---–ის ჩვენების თანახმად, არის რესტორან „თ----–------ს“ მიმტანი. 2014 წლის 26 იანვარს, ლ---- ც-------- რესტორანში იმყოფებოდა ქართველ და უცხოელ მეგობრებთან ერთად, დაახლოებით 8 მამაკაცი იყო. მათი სუფრა თავიდანვე ხმაურით გამოირჩეოდა, მოგვიანებით კი ერთ-ერთმა წევრმა სხვა მაგიდასთან მჯდომ ქალბატონთან მოისურვა ცეკვა, რასაც ხსენებული სუფრის წარმომადგენლებს შორის მოყვა ჩხუბი. მოწმის განმარტებით, ჩხუბობდა ორივე მხარე, თუმცა აგრესიულობით გამოირჩეოდა ც--------ს მაგიდა. აღნიშნული მაგიდის წევრის მიერ ნასროლი სკამი მოხვდა მუსიკოსს, ამავე სუფრის წევრმა სკამის გამოყენებით დაზიანება მიაყენა დაცვის უფროსსაც, კონკრეტულად ვინ გამოიყენა სკამები არ ახსოვს. მოწმის ჩვენებით, ჩხუბის შედეგად დაზიანდა ინვენტარი და ჭურჭელი, რესტორანმა ფაქტობრივად შეწყვიტა მუშაობა.

 

5.15. დაზარალებულ გ------- ა----–--ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის იანვარში, იყო რესტორან „თ----–------ს“ დაცვის უფროსი. 26 იანვარს რესტორანში მოხდა ჩხუბი, რომელშიც მონაწილეობდნენ ლ---- ც-------- და მისი 7-8 მეგობარი. დაზარალებული ჩაერია გაშველების მიზნით, თუმცა ჩაარტყეს სკამი თავსა და ხელში, რის გამოც მიიღო დაზიანება - ფეხზე გაუწყდა მყესები. ა----–--ის განმარტებით, ც--------ს უშუალოდ მასთან არ უჩხუბია, თავად არ დაუნახავს, მხოლოდ გადმოცემით იცის, რომ სკამი ჩაუტყამს ლ---- ც--------ს.

 

5.16. მოწმე ი----- დ--------ის ჩვენების თანახმად, არის რესტორან „თ----–------ს“ მიმტანი. 2014 წლის 26 იანვარს, ლ---- ც-------- რესტორანში იმყოფებოდა ქართველ და უცხოელ მეგობრებთან ერთად, დაახლოებით 8 მამაკაცი იყო. მათი სუფრა თავიდანვე ხმაურით გამოირჩეოდა, მოგვიანებით კი ერთ-ერთმა წევრმა სხვა მაგიდასთან მჯდომ ქალბატონთან მოისურვა ცეკვა, რასაც ხსენებული სუფრის წარმომადგენლებს შორის მოყვა ჩხუბი. ჩხუბი იყო ორმხრივი და ორივე მხარე ურტყამდა ერთმანეთს, რესტორნის დირექტორი ა-----– მ------ე და დაცვის თანამშრომლები ცდილობდნენ მათ გაშველებას. ჩხუბის დროს დაიმტვრა რესტორნის სკამები და ჭურჭელი, დაზიანებები მიადგათ დაცვის უფროსს გ------- ა----–--ესა და მუსიკოსს ლ-–- ნ--------ეს. მოწმის ჩვენებით, ვინ მიაყენა დაზიანება ლ-–-ს არ იცის, რაც შეეხება გ-------ს, დაინახა თუ როგორ ჩაარტყა მას სკამი მაღალმა, რუსულად მოსაუბრე მამაკაცმა, შემდეგ კი ლ---- ც--------მ ფეხი დაარტყა ფეხის არეში (მოწმემ უარყო გამოძიების ეტაპზე ჩვენებაში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოება, რომ ც--------მ სკამი ჩაარტყა ა----–--ეს ფეხში). მოწმემ განმარტა, რომ ამოცნობა მისი მონაწილეობით არ ჩატარებულა, უბრალოდ აღწერა მაღალი მამაკაცი, რომელმაც სკამი გამოიყენა და გამომძიებელმა უთხრა სახელი და გვარი.

 

5.17. მოწმე ა-----– მ------ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის იანვრის თვეში იყო გაერთიანებული კომპანიის გენერალური დირექტორი, რომლის შვილობილი კომპან--ცაა „თ----–------“. 2014 წლის 26 იანვარს, იმყოფებოდა რესტორანში, სადაც იყო ბევრი სტუმარი, მათ შორის ერთ-ერთ მაგიდასთან ლ---- ც-------- მეგობრებთან ერთად, რომლებიც ყურადღებას იქცევდნენ არაკორექტული საუბრითა და არაეთიკური ქცევით. ხსენებული მაგიდიდან ერთ-ერთი მამაკაცი ეცეკვა სხვა სუფრაზე, მამაკაცებთან ერთად მჯდომ ქალბატონს, რის შემდეგაც მამაკაცმა ხელი გაარტყა მანდილოსნის სუფრის წევრ მამაკაცს, სავარაუდოდ რ-----ს. აღნიშნულზე დაიწყო ჩხუბი და ც--------ს მეგობრებმა რესტორნის პერსონალი, რომელიც ცდილობდა გაშველებას, აღიქვეს მოწინააღმდეგეებად - ერთმა რუსულად მოსაუბრე მამაკაცმა სკამი ჩაარტყა დაცვის უფროსს და ვიღაცამ ჩაარტყა წიხლიც, რა დროსაც მას გადაეფარა ა-----– მ------ე, რომელსაც ასევე მიაყენეს მცირე დაზიანება. წაქცეულ გ------- ა----–--ეს ზედ დაახტა ც-------- (მოწმის ჩვენებით, სკამი არ დაურტყამს), რამაც კუნთის მყესი გაუწყვიტა გ-------ს. მოწმის განმარტებით, ჩხუბში მონაწილეობდა 7-8 ადამიანი, ც--------ს მხარე, დაზარალებულებს კი არ უჩხუბიათ, არაფერი მოუმოქმედებიათ. მოწმემ განმარტა, რომ ინციდენტის დროს რესტორანში ყველაფერი დაილეწა, ამასთან სხვა მაგიდების წევრებმა დატოვეს რესტორანი მიღებული მომსახურების საფასურის გადაუხდელად. მოწმემ დაადასტურა, რომ ჩატარდა ფოტოსურათებით ამოცნობა, პოლიციამ კი ამოიღო რესტორნის ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები.

 

5.18. პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმემ ლ---- რ------ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის 26 იანვარს, ღამის საათებში მეგობრებთან ერთად, მივიდა თბილისში, ორთაჭალის დასახლებაში მდებარე რესტორან „თ----–------ში“, სადაც იმყოფებოდნენ ასევე მისი მეგობრები ლ---- ც--------, ა-–-- გ--------ი და ორი პიროვნება. სუფრის დასრულების შემდეგ გარეთ გავიდა და ელოდებოდა მეგობრებს, თუმცა რომ შეაგვიანდათ უკან შებრუნდა და დაინახა, რომ ხალხი ხმაურობდა, იყო აურზაური. რამდენიმე წუთში რესტორანში მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც მისი მეგობრები დააკავეს. მოწმე უშალოდ არ შესწრებია ჩხუბს.

 

5.19. პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე მ------ ჯ--–----–---–ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის 26 იანვარს, მუშაობდა რესტორან „თ----–------ში“. გვიან ღამით, ემსახურებოდა სამ მაგიდას, რომელთაგან ერთ მაგიდასთან იჯდა 7-8 პიროვნება (ნაწილი ქართულად საუბრობდა, ნაწილი - რუსულად). მათი საქციელი თავიდანვე არ მოეწონა, რადგან ისინი მაგიდაზე ალაგებდნენ ფეხებს, თეფშიდან საჭმელს ყრიდნენ მაგიდაზე და უხეში ქმედებებით იქცევდნენ მოქალაქეების ყურადღებას. აღნიშნული მაგიდის მოშორებით იყო ასევე გაშლილი სუფრა, რომელთანაც იჯდა სამი მამაკაცი და ორი ქალბატონი, ქალბატონებიდან ერთ-ერთი საცეკვაოდ გაიწვია ხსენებული სუფრიდან ერთ-ერთმა პიროვნებამ, როგორც შემდგომ აღმოჩნდა კ---- ხ-----–-----მ. ცეკვის პროცესში ზემოთ აღნიშნული ორი სუფრა აირია ერთმანეთში, რის შემდეგაც მათ შორის დაიწყო ჩხუბი, კერძოდ, კ---- ხ-----–-----ს მაგიდის წევრებმა, ცემა დაუწყეს ქალბატონის სუფრის წევრებს და ურტყამდნენ მათ გამეტებით. ჩხუბის პროცესში ლ---- ც--------ს ხელში ეჭირა რესტორნის ხის სკამი, რომელიც მოიქნ-- გ------- ა----–--ის მიმართულებით და ჩაარტყა თავის არეში. ამით ჩხუბი არ შემწყდარა, პირიქით, მასში ჩაება ხ-----–-----ს სუფრის ყველა წევრი, რომლებმაც გამშველებლებს - ლ-–- ნ--------ეს, გ------- ა----–--ეს და დირექტორ ა-----– მ------ეს დაუწყეს ცემა, ასევე გამეტებით ურტყამდნენ ზემოაღნიშნული ქალბატონის სუფრის წევრებს. ჩხუბის პერიოდში, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით 10-15 წუთი, ა-–-- გ--------ის ხელში ეჭირა ხის სკამი, რომელიც ხელიდან წაართვა ა-----– მ------ემ. ინციდენტი გაგრძელდა 10-15 წუთი. შექმნილი სიტუაციის გამო, უკმაყოფილო კლიენტებმა დატოვეს რესტორანი და შეჩერდა რესტორნის მუშაობაც. სიტუაციის განმუხტვა შეძლეს ადგილზე მოსულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. მოწმის ჩვენებით, ა----- მ------ემ წაართვა სკამი ა-–-- გ--------ს, ხოლო ლ---- ც--------მ ხელი დაარტყა ლ-–- ნ--------ეს და შემდეგ სკამი ჩაარტყა თავში.

 

5.20. სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე მ----- ნ--------ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის 26 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში - რესტორან „თ----–------ში.“ დარბაზის განაპირას ერთმანეთის გვერდით გაშლილი იყო ორი დაახლოებით 7–8 კაციანი სუფრა, რომელთანაც ისხდნენ როგორც ქართველები ასევე სხვა ეროვნების ოთხი მამაკაცი, ისინი საუბრობდნენ რუსულად. მათ გვერდზე სუფრასთან ასევე ისხდნენ კიდევ ოთხი პიროვნება, რომლებიც ასევე საუბრობდნენ რუსულად და მათი ქცევიდან გამომდინარე, ისინი იყვნენ ერთად. ორივე სუფრის წევრები თავიდანვე გამოირჩეოდნენ უხეშობით და თავხედობით, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ რამდენიმე მათგანს ფეხები ჰქონდა შემოლაგებული მაგიდაზე, ერთი მათგანი სცენასთანაც კი მივიდა და ჩამოჯდა ხმის გამაძლერებელზე (დინამიკზე). მათი საქციელის გამო დაცვის თანამშრომელმა რამდენჯერმე შენიშვნაც კი მისცა მათ, მაგრამ ისინი ყურადღებას არავის არ აქცევდნენ. მათი სუფრის გვერდზე ასევე იყო 4–5 კაციანი სუფრა, რომელთანაც ისხდნენ, სამი მამაკაცი და ორი ქალბატონი. აღნიშნული სუფრიდან მამაკაცი და ერთი ქალბატონი გავიდა საცეკვაოდ სცენაზე, მათ ცეკვაში ჩაერთო აღნიშნული რუსულენოვანი სუფრის წევრი მამაკაცი – კ---- ხ-----–-----. ცეკვის დასრულების შემდეგ მამაკაცი და გოგონა სცენიდან ბრუნდებოდნენ მაგიდისკენ, რა დროსაც კ---- ხ-----–-----მ გოგონას მხარზე მოქაჩა ხელი. გოგონასთან მყოფმა მამაკაცმა რაღაც უთხრა მას, რასაც აშკარად მოყვა მათ შორის უსიამოვნო საუბარი. ხმამაღალი მუსიკის გამო, მათი საუბრის შინაარსი არ ისმოდა. ზემოთხსენებული პირები წამოვიდნენ მოწმის მიმართულებით, კ---- ხ-----–-----მ ხელი მოუქნ-- ჭაღარათმიან მამაკაცს, რ----- მ---------ეს. სავარაუდოდ სიტუაციის განმუხტვის მიზნით, მათ მიუახლოვდა რ----- მ---------ის სუფრის წევრი, კ--- გ-----ე რომელიც ცდილობდა სიტუაციის დაწყნარებას, თუმცა უშედეგოდ. კ---- ხ-----–-----მ კ--- გ-----ეს დაარტყა რამდენჯერმე ხელი სახის არეში, ხოლო გ-----ე გაოგნებული ეკითხებოდა „რატო დამარტყი, რა დაგიშავეო“. ინციდენტში ჩაერთვნენ კ---- ხ-----–-----ს მეგობრები, დაახლოებით 10 პიროვნება, რის შემდეგაც დარბაზში დაიწყო ჩხუბი. მათ გაშველებას ცდილობდა რესტორნის პერსონალი და დაცვის თანამშრომლები. კ---- ხ-----–-----ს თანმხლებმა მამაკაცმა, რომელსაც ეცვა მომწვანო ფერის კაპიშონ--ნი ზედა, დაცვის უფროსს გ------- ა----–--ეს თავში ჩაარტყა სკამი, რის შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც ეცვა მოყავისფრო ტყავის ქურთუკი, ხელი დაარტყა ა-----– მ------ეს, რომელიც თავის მხრივ გადაეფარა გ------- ა----–--ეს, რომელიც სკამის ჩარტყმის შედეგად იყო ძირს დავარდნილი. ძირს დაგდებულ გ------- ა----–--ეს ფეხს ურტყამდა ლ---- ც--------. პარალელურად, რუსულ ენაზე მოსაუბრე პირებმა განურჩევლად დაუწყეს ცემა როგორც ზემოაღნიშნული მაგიდის წევრებს, ასევე რესტორნის თანამშრომლებს, მათ შორის, ფიზიკური დაზიანება მიაყენეს მუსიკოს – ლ-–- ნ--------ეს. რესტორანში შეიქმნა ქაოსური სიტუაცია, რის გამოც სტუმრები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, შეჩერდა მუშაობა და მათ დატოვეს რესტორანი. ადგილზე მალევე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც არ ემორჩილებოდა და ეუხეშებოდა რამდენიმე პირი. მოწმის ჩვენებით, ჩხუბი დაიწყო კ---- ხ-----–-----მ, რის შემდეგაც სუფრის წევრებსა და რესტორნის პერსონალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ხ-----–-----ს მეგობრებმა. ყველა მათგანი იღებდა მონაწილეობას ჩხუბში.

 

5.21. ბრალდებულებმა: კ---- ხ-----–-----მ, ლ---- ც--------მ, ლ-–- გ-------ემ, ქ-------------- მ-----–---–მა, ჯ--- მ-----მ და ა-–-- გ--------მა თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოს მიაწოდეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ინფორმაცია:

 

5.22. 2014 წლის 26 იანვარს ზ/აღნიშნული პირები და მათთვის უცნობი, ა-–-- გ--------ის მეგობრები: რ----–-- ტ---–----ი, ა-–-- ბ-----ი და რ----–-- ბ-------- იმყოფებოდნენ ორთაჭალაში მდებარე რესტორან „თ----–------ში.“ დაახლოებით 23 საათისათვის გადაწყვიტეს რესტორნის დატოვება და სუფრიდან აიშალნენ, რა დროსაც სხვა სუფრაზე მჯდომ ქალბატონთან საცეკვაოდ სცენისკენ გასულ კ---- ხ-----–-----ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ხსენებული მანდილოსნის თანხმლებმა მამაკაცმა. შეურაცხყოფის გამო ხ-----–-----მ ხელი მოუქნ-- მამაკაცს, რის შემდეგაც ჩხუბში ხსენებული მამაკაცის დასახმარებლად ჩაერთო დაახლოებით 7 ადამიანი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ ხ-----–-----ს, მიაყენეს დაზიანებები, ერთ-ერთმა სკამი მოუქნ--, რასაც ხ-----–-----მ ხელი დაახვედრა დარტყმის ასაცილებლად, რის გამოც ძირს დაეცა. აღნიშნულის დანახვაზე, ხ-----–-----სთან შეკრებილ ხალხს მიუახლოვდნენ ც--------, გ-------ე, მ-----–---–ი და გ--------ი, რა დროსაც შენიშნეს, რომ მათი მეგობარი იყო სისხლიანი, დასივებული ჰქონდა ყური და გონებას კარგავდა. ც--------, გ-------ე, მ-----–---–ი და გ--------ი ჩხუბში არ ჩარეულან, მხოლოდ აშველებდნენ და ცდილობდნენ ხ-----–-----ს დახმარებას. ინციდენტის ამოწურვისთანავე გარეთ გავიდნენ, რა დროსაც მოვიდა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და დააკავეს ცხრავე ბრალდებული.

 

5.23. დაცვის მხარის მოწმეების: ზ------ გ---------ის, გ------- ლ--–---–---–ის, გ------- მ------–-–---–ისა და გ------- ე-–--–---–ის პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებების თანახმად, 2014 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 23 საათისათვის მივიდნენ რესტორან „თ----–------ში“, სადაც იმყოფებოდა გ---------ის მეგობარი ლ---- ც-------- და სტუმარი ა-–-- გ--------ი, აგრეთვე რამდენიმე უცნობი მამაკაცი. სუფრის დასრულების დროისათვის, ხმამაღალი მუსიკის ფონზე შემოესმათ ხმაური და ჩოჩქოლი, თუმცა ვინ ვის ეჩხუბებოდა, რთული გასარჩევი იყო. მოწმეთა განმარტებით, ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია და დააკავეს ლ---- ც--------, კ---- ხ-----–----- და ა-–-- გ--------ი.

 

5.24. დაცვის მხარის მოწმე ბ------ ნ---------–---–ი ჩვენების თანახმად, 2014 წელს მუშაობდა რესტორან „თ----–------ში“ მუსიკოსად. 2014 წლის 26 იანვარს, რესტორანში იმყოფებოდა არაერთი სტუმარი, მათ შორის მისთვის ცნობილი სპორტსმენი ლ---- ც-------- დაახლოებით 10 მეგობართან ერთად. 22-23 საათის შემდეგ, ბარის მხარეს არსებული მაგიდებიდან დაიწყო ჩხუბი, სადაც ჩაერთო რესტორნის თითქმის ყველა სტუმარი. ინციდენტის დროს ფეხი მოტყდა დაცვის თანამშრომელს და დაზიანდა რესტორნის ინვენტარი. მოწმის ჩვენებით, ფიზიკური დაპირისპირების დროს, ლ---- ც-------- იყო მაგიდასთან, ცდილობდა მოჩხუბრების დამშვიდებას და ტერიტორიიდან გაყვანას, ვინაიდან ც-------- არის ფიზიკურად ძლიერი, მისი ჩხუბში ჩარევა გამოიწვევდა მძიმე შედეგებს. მოწმის განმარტებით, ჩხუბის დროს ც--------ს ხელში რაიმე საგანი ან ნივთი არ დაუნახავს. კონფლიქტი დარბაზში გაგრძელდა დაახლოებით ხუთი წუთი, რის შემდეგაც რესტორანმა განაგრძო მუშაობა და შესაბამისად, მუსიკოსებმაც. მოწმე განმარტა, რომ დაპირისპირებული მხარეების გარეთ გასვლის შემდეგ, დაახლოებით ოც წუთში, „თ----–------ში“ მივიდა პოლიცია.

 

5.25. დაცვის მხარის მოწმე ვ------- პ-–---ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის იანვარში იმყოფებოდა საქართველოში, მეგობრებთან ა-–-- გ--------თან და რ----–-- ბ-------თან ერთად. მასპინძელმა ლ---- ც--------მ და მისმა მეგობრებმა დაპატიჟეს რესტორანში. მოგვიანებით მოწმემ სცენაზე შენიშნა ხალხმრავლობა და დაკვირვებისას აღმოაჩინა, რომ მათ შორის იყვნენ მისი სუფრის წევრებიც. არეულობა გაგრძელდა დაახლოებით ერთი წუთი. მოწმის სცენამდე მისვლამდე, ხალხი უკვე ტოვებდა დარბაზს და გადიოდა გარეთ, რესტორნის მეპატრონეც მოუწოდებდა სტუმრებს, რომ ყველანი გასულიყვნენ ქუჩაში. მოწმე რესტორანში არსებულ სიტუაციას იღებდა მობილური ტელეფონით. პ-–---ს დარბაზში არ შეუმჩნევია არეულობა და დაზიანებული ნივთები, გარეთ გამოსვლიდან დაახლოებით 5-10 წუთში მივიდა საპატრულო პოლიცია.

 

5.26. დაცვის მხარის მოწმე გ------- თ--–----ის ჩვენებით, არის რესტორან „თ----–------ს“ მუსიკოსი. 2014 წლის იანვრის თვეში, რესტორანში მოხდა ჩხუბი და არეულობა. მოწმის განმარტებით, რთულად გაირჩეოდა კონფლიქტში მონაწილე პირები.

 

5.27. ადმინისტრაციული დაკავების ოქმის თანახმად, 2014 წლის 27 იანვარს, 00:15 საათზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა ა-–-- გ--------ი (პატრულ-ინსპექტორი ა---–--ე).

 

5.28. ადმინისტრაციული დაკავების ოქმის თანახმად, 2014 წლის 27 იანვარს, 00:10 საათზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა ლ---- ც-------- (პატრულ-ინსპექტორი ს---–--ე).

 

5.29. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2014 წლის 27 იანვარს 00:35 საათზე, თბილისში, გ---–--- ქ-----------ში მდებარე რესტორან „თ----–------ში“ დაკავებული იქნა ლ-–- გ-------ე (პატრულ ინსპექტორი თ---------ე, გამომძიებელი გ--–-----).

 

5.30. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2014 წლის 27 იანვარს 00:35 საათზე, თბილისში, გ---–--- ქ-----------ში მდებარე რესტორან „თ----–------ში“ დაკავებული იქნა რ----–-- ბ-------- (პატრულ ინსპექტორი კ---------, გამომძიებელი გ--------–---–ი).

 

5.31. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2014 წლის 27 იანვარს 00:35 საათზე, თბილისში, გ---–--ს ქ-----------ში მდებარე რესტორან „თ----–------ში“ დაკავებული იქნა ქ-------------- მ-----–---–ი (პატრულ ინსპექტორი ზ.ქ----–---ა, გამომძიებელი ვ-------ე).

 

5.32. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2014 წლის 27 იანვარს 00:35 საათზე, თბილისში, გ---–--- ქ-----------ში მდებარე რესტორან „თ----–------ში“ დაკავებული იქნა ჯ--- მ----- (პატრულ ინსპექტორი ი--–----–--ე, გამომძიებელი ბ--------–---–-ა).

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2014 წლის 27 იანვარს 00:35 საათზე, თბილისში, გ---–-- ქ--------ში მდებარე რესტორან „თ----–------ში“ დაკავებული იქნა რ----–-- ტ---–----ი (პატრულ ინსპექტორი ბ-----------–--ე, გამომძიებელი ნ--------–---–ი).

 

5.33. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2014 წლის 27 იანვარს 00:35 საათზე, თბილისში, გ---–--- ქ-----------ში მდებარე რესტორან

„თ----–------ში“ დაკავებული იქნა კ---- ხ-----–----- (პატრულ ინსპექტორი პ----------ე, გამომძიებელი ი--–----ა).

 

5.34. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2014 წლის 27 იანვარს 00:15 საათზე, თბილისში, გ---–--- ქ-----------ში მდებარე რესტორან „თ----–------ში“ დაკავებული იქნა ა-–-- გ--------ი (პატრულ ინსპექტორი გ------–--ე, გამომძიებელი ზ------–---–--ა).

 

5.35. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2014 წლის 27 იანვარს 00:35 საათზე, თბილისში, გ---–-- ს ქ-----------ში მდებარე რესტორან „თ----–------ში“ დაკავებული იქნა ა-–-- ბ-----ი (პატრულ ინსპექტორი ი-------–-ილი, გამომძიებელი გ--------–---–ი).

 

5.36. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2014 წლის 27 იანვარს 00:10 საათზე, თბილისში, გ---–--- ქ-----------ში მდებარე რესტორან „თ----–------ში“ დაკავებული იქნა ლ---- ც-------- (პატრულ ინსპექტორი ა------–---- გამომძიებელი ე----–-------–---–ი).

 

5.37. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა: თ---------- ღ-----ემ, კ------- კ------მ, ა------- ს---–--ემ, ზ------ ქ----–---ამ, ი---- ა----–---–მა, ბ--- ბ--------–--ემ, ი----- წ----–--ემ, გ------- ა---–--ემ და პ----- გ-------ემ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული, ბრალდებულების: ლ---- ც--------ს, ა-–-- გ-------ის, რ----–-- ბ--------ს, რ----–-- ტ---–----ის, ა-–-- ბ-----ის, ჯ--- მ-----ს, კ---- ხ-----–-----ს, ლ-–- გ-------ისა და ქ-------------- მ-----–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. ამასთან, სასამართლოს მიაწოდეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ინფორმაცია:

 

5.38. 2014 წლის 26-27 იანვარს (ღამით), ჩხუბის თაობაზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე, საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი გამოცხადდა ორთაჭალაში მდებარე რესტორან „თ----–------ში“. რესტორანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარეთ იმყოფებოდა დაახლოებით 200 სტუმარი, რომელთაგან ნაწილი იგინებოდა და გამოხატავდა აგრესიას, დარბაზში დამტვრეული იყო ინვენტარი და ჭურჭელი, რესტორანს შეწყვეტილი ჰქონდა ფუნქციონირება, დაზიანებული იყო რამდენიმე ადამიანი. უშუალოდ რესტორნის დირექტორისა და პერსონალის მითითებით, სამართალდამცველებმა დააკავეს ცხრა ბრალდებული - ლ---- ც-------- მის ქართველ და რუსულად მოსაუბრე მეგობრებთან ერთად. დაკავებულები გამოხატავდნენ აგრესიას, თუმცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და არც შეურაცხყოფა მიუყენებიათ (გარდა ა-–-- გ--------ისა, რომელიც გ------–--ის ჩვენებით, რუსულად აგინებდა პოლიციას).

 

5.39. პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ჯ--- ბ---------–--ემ, ე------- ე-–-------–---–მა, ნ-----–---- მ-----–---–მა, ვ-–-------- კ-----ემ, ბ----- კ-----–---–--მ, ი-----–- ჟ------, მ------ ნ-----–-–---–მა და გ------- შონ--მ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა; ამასთან, განმარტეს, რომ 2014 წლის 27 იანვარს, რესტორან „თ----–------ში“ მომხად ჩხუბთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე მისულებს, ბრალდებულთა ნაწილი დაკავებული დახვდათ საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით, რის შემდეგაც მათ მოახდინეს ლ---- ც--------ს, ა-–-- გ-------ის, რ----–-- ბ--------ს, რ----–-- ტ---–----ის, ა-–-- ბ-----ის, ჯ--- მ-----ს, კ---- ხ-----–-----ს, ლ-–- გ-------ისა და ქ-------------- მ-----–---–ის ბრალდებულის სახით დაკავება და პირადი ჩხრეკა, შეადგინეს შესაბამისი ოქმები და უფლებები განუმარტეს დაკავებულ პირებს. მოწმეთა განმარტებით, რესტორანში ყველაფერი იყო დალეწილი, პერსონალი კი უთითებდა ბრალდებულებზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირებზე.

 

5.40. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2014 წლის 27 იანვარს, მენეჯერ ნ-- ჩ------ის მონაწილეობით, დათვალიერდა თბილისში, გ---–-------------–ი მდებარე რესტორანი „თ----–------“, რა დროსაც აღმოჩენილი იქნა იატაკზე უწესრიგოდ დაყრილი ჭურჭლის - თეფშებისა და ჭიქების ნამსხვრევები და სამი ცალი დაზიანებული სკამი. ნ-- ჩ------ემ ნიმუშის სახით, ნებაყოფლობით წარმოადგინა ჭურჭლის ნაირსახეობა, რომელიც დაიმსხვრა რესტორანში ინციდენტის დროს, კერძოდ, ერთი ცალი ლიმონათის ჭიქა, საპილპილე, სამარილე, სასალფეთკე, საჩხირე, საფერფლე, ერთი ცალი ყავისფერი ხის ჯამი დაზიანებულ მდგომარეობაში (გამომძიებელი ბ--------–---–-ა; მონაწილე პირი ნ---------ე).

 

5.41. ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმის მიხედვით, 2014 წლის 27 იანვარს, ა-–-- რ----–--ის ძე გ--------ს, შემოწმებისას დაუდგინდა სიმთვრალე 1,831 პრომილე (პატრულ ინსპექტორი: გ------–--ე).

 

5.42. ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმის მიხედვით, 2014 წლის 27 იანვარს, ლ---- ც--------ს, შემოწმებისას დაუდგინდა სიმთვრალე 1,360 პრომილე (პატრულ ინსპექტორი: ჯ---------).

 

5.43. ნივთის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2014 წლის 7 თებერვალს, თბილისში, გ---–-------------–ი მდებარე რესტორანი „თ----–------ში“ დათვალიერდა მენეჯერ ნ---------ის მიერ წარმოდგენილი სამი ცალი ხის სკამი. სამივე სკამს აღენიშნება დაზიანებები ნატეხების სახით, სკამებიდან ერთ-ერთს მოტეხილი აქვს ფეხი, დანარჩენ ორ სკამს დაზიანებული აქვს სხვადასხვა ნაწილები, რომელებიც დალაგებულია ერთ- ერთი სკამის ზედაპირზე (გამომძიებელი ბ--------–---–-ა; მონაწილე პირი ნ---------ე).

 

პირველი ინსტამნციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----- მესხმა დაადასტურა მის მიერ გაცემული, სასაქონლო ექსპერტიზის №----- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, რესტორან „თ----–------ში” ჭურჭლის და 4 ცალი სკამის დაზიანებით მიყენებული ზარალის ოდენობამ შეადგინა - 199,80 ლარი.

 

5.44. პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ------ კ----იძემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის №1---–ი დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

5.45. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, 2014 წლის 18 თებერვლის, N---- ცნობის თანახმად, გ------- ა----–--ემ სტაციონარს მიმართა, 2014 წლის 17 თებერვალს, მოკლე ანამნეზით პაციენტს აქვს მარჯვენა ბარძაყის 4 თავა კუნთის მყესის ტრავმული დაზიანება (სუბტოტალური S76.1) ჩაუტარდა მკურნალობა: მარჯვენა ბარძაყის 4 თავა კუნთის მყესის აღდგენა NFSL 19. მოკლე ანამნეზში დაფიქსირებულია პაციენტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, კერძოდ: ტრავმა მიღებული აქვს რესტორანში ჩხუბის დროს, წაიქცა მარჯვენა მუხლის მიდამოზე და ზედ დაეცა მძიმე წონის პიროვნება.

 

5.46. პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ---------- ქ----–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, კ------- გ-----ის სხეულზე აღნიშნული დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

5.47. პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ---------- ქ----–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, გ------- ფ--------ის სხეულზე აღნიშნული დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

5.48. პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს-------- ბ---–----ამ დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, წარმოდგენილი შპს „თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფო”-ს ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N------ მიხედვით, ლ-–- ნ--------ეს აღნიშნული დაწესებულებისათვის ამბულატორიულად მიუმართავს 26.01.2014წ-ს, 23:40სთ-ზე. დაუდგინდა დიაგნოზი: ქალა-სარქვლის რბილი ქსოვილების ტრამვა, თხემის არეში საგიტალურად ორი მცირე ზომის ექსკორიაცია ორი ზედაპირული ჭრილობით. დაზიანებები ექსკორიაციების სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ჭრილობების მიმყენებელი საგნისა და დაზიანებების (ჭრილობები, ექსკორიაციები) ხანდაზმულობის განსაზღვრა ექსპერტიზას არ შეუძლია, ვინაიდან სამედიცინო საბუთში არ არის აღწერილი დაზიანებების მორფოლოგიური სურათი – მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

5.49. პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ----- ჯ------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, შპს. გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის ბეჭდით დამოწმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა N----- ის, ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის, ამავე ბეჭდით დამოწმებული (26.01.14წ-ით დათარიღებული) პაციენტის გასინჯვის ფურცლის, შპს. ტრავმატოლოგის ბეჭდით დამოწმებული (12.02.14წ-ით დათარიღებული) მარჯვენა მუხლის სახსრის მრტ. გამოკვლევის დასკვნის და ამავე ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N------ ჩანაწერების თანახმად მოქ. გ------- ა----–--ე მოუთავსებიათ გადაუდებელი ქირურგიის და ტრავმატოლოგიის ცენტრში 26.01.2014წ-ს, 23:55სთ-ზე (გაეწერა 27.01.2014წ-ს, 00:40სთ-ზე) დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა მუხლის სახსრის ჰემართროზი. 12.02.14წ-ს მარჯვენა მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით დაუდგინდა მარჯვენა ბარძაყის ოთხთავა კუნთის მყესის დაზიანება, 17.02.14წ-ს, 9:50სთ-ზე მოთავსებული იქნა შპს. ტრავმატოლოგში, სადაც ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა და (17.02.14წ-ის მონაცემებით) აგრძელებს მკურნალობას დიაგნოზით: მარჯვენა ბარძაყის ოთხთავა კუნთის მყესის ტრავმული დაზიანება. დაზიანება მარჯვენა მუხლის სახსრის ჰემართროზი, მარჯვენა ბარძაყის ოთხთავა კუნთის მყესის დაზიანება - განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება ტრავმის მიღების თარიღს 26.01.14წ-ს.

 

5.50. პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ---------- ქ----–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, კ---- ხ-----–-----ს სხეულზე აღნიშნული დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (დაცვის მხარის მტკიცებულება).

 

5.51. შსს დროებითი მოთავსების ი-----–--------------------- ლ------–-–---–-- 2014 წლის 10 თებერვლის წერილის თანახმად, კ---- ხ-----–----- რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსდა, 2014 წლის 27 იანვარს, 09:10 საათზე და გაყვანილი იქნა, 2014 წლის 28 იანვარს, 19:55 საათზე. შეყვანის დროს პიროვნებას სხეულზე აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: მარცხენა წვივზე, მარჯვენა მაჯაზე, მარცხენა მტევანსა და იდაყვზე ფუფხები (დაცვის მხარის მტკიცებულება).

 

5.52. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2014 წლის 27 იანვრის ცნობის თანახმად, გ------- ა----–--ის გადმოცემით, ტრვამა მიიღო დაცემის შედეგად (დაცვის მხარის მტკიცებულება).

 

5.53. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელ----ტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

5.54. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით დადგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის რაობა. კერძოდ, ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება. ამავდროულად პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

5.55. ის, თუ რომელი მტკიცებების ერთობლიობა ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს სასამართლომ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენში აღნიშნა, რომ: „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია“.

 

5.56. თავის მხრივ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ყველა თეორული - შესაძლო, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი და პრაქტიკულად განუხორციელებადი ვარიანტის გამორიცხვას. გონივრული ეჭვი არის მოვლენათა ისეთი განვითარების დაშვების შესაძლებლობას, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება და აფიქრებინებს, რომ დასახელებული ვერსია დასაშვებია, შესაძლოა პრაქტიკულად მომხდარიყო ასეთი რამ.

 

5.57. შესაბამისად სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აფასებს სახეზეა თუ არა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ისეთი მაღალი ალბათობით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა გამოირიცხოს მოვლენათა სხვაგვარი განვითარების ალბათობა. ამავე დროს პალატა უთითებს იმ გარემოებებს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს პასუხისგებაში მიცემული პირების დამნაშავედ ცნობისათვის.

 

5.58. პალატა აღნიშნავს, რომ ხულიგნობისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი, მისი დამატებითი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა, მისი ჯანმრთელობა და საკუთრების უფლება. საზოგადოებრივი წესრიგი არის იმ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ სიმშვიდესა და ცხოვრების ნორმალურ რიტმს. ეს კი გამოხატულებას პოულობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოქალაქეთა ღირსეულ ქცევაში, საწარმო, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ნორმალურ, დროულ მუშაობაში, პიროვნების ხელშეუხებლობაში. მოქმედმა კანონმდებლობამ შეზღუდა ხულიგნობის ცნება და მისი შემადგენლობის სავალდებულო ნიშნად შეიტანა ძალადობა და ძალადობის მუქარა. ხულიგნობის ობიექტური მხარე არის ქმედება, რომელსაც ახასიათებს შემდეგი ნიშნები: პი---- უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი; ეს ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას; ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ამ ნიშნებიდან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს ხულიგნობის შემადგენლობას.

 

5.59. ხულიგნობის მოტივსა და მიზანს (სუბიექტური მხარე) წარმოადგენს პირის მისწრაფება, იმ პირობებში, როდესაც ამისათვის არსებითი მიზეზი არ არსებობს, დაუპირისპირდეს საზოგადოებას, დაუმტკიცოს მას აგრესიული ქმედების ჩადენით, რომ არაფრად თვლის გაბატონებულ ზნეობრივ ნორმებს, რაც მისი აზრით, მის უპირატესობას ადასტურებს საზოგადოების სხვა წევრების მიმართ. თუ პირის მოტივი და მიზანი არ მოიცავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ ქმედებას შედეგად რომც მოჰყვეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა, ხულიგნობად მაინც არ ჩაითვლება.

 

5.60. სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლი ითვალისწინებს ხულიგნობის ჩადენას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ამავე კოდექსის 27-ე მუხლის მეორე ნაწილი ამ ტერმინს განმარტავს ჯგუფურობისაგან განსხვავებულად და ადგენს, რომ დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ამრიგად, ბრალდების მხარე ვალდებული იყო წარმოედგინა მტკიცებულებები იმ ნაწილშიც, რაც დაადასტურებდა წინასწარი შეთანხმების ფაქტს. ეს საკითხი უფრო მნიშვნელოვან-- განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც საქმის მასალები იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ შემთხვევა მოხდა სპონტანურად და ქმედების დაწყებამდე დანაშაულის ჩადენისათვის წინასწარ შესათანხმებლად გამართლებულებს არც დრო ჰქონდათ და არც საფუძველი. ასეთი მტკიცებულებები კი ბრალდებას საერთოდ არ წარმოუდგენ--.

 

5.61. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმისათვის რათა პირის მიმართ გამოტანილი იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი ხულიგნობის ჩადენისათვის, ბრალდების მხარემ შესაბამისი მტკიცებულებებით და ამ განაჩენის 5.53 – 5.57. პუნქტებში მითითებული სტანდარტით, უნდა დაადასტუროს, რომ კონკრეტულად ამ პი---- ჩაიდინა ქმედება, რომელიც მოიცავს ყველა ზემოთ დასახელებულ (5.58-5.60 პუნქტებში მითითებულ) ელემენტს. ამასთან ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენა არ ნიშნავს პერსონალური პასუხისმგებლობის პრინციპის უარყოფას. ჯგუფური დანაშაულის შემთხვევაშიც, ბრალდება ვალდებულია გამოკვეთოს დანაშაულის ჩადენაში მონაწილე თითოეული კონკრეტული პირის ქმედება და დაადასტუროს ის კონკრეტული მტკიცებულებებით.

 

5.62. მტკიცებულებათა შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნ-- შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2014 წლის 26 იანვარს, თბილისში, გ---–-------------–ი მდებარე რესტორან „თ----–------ში" მოხდა ჩხუბი, რომელშიც ჩართული იყო არაერთი პირი და რთულად გასარჩევი იყო, თუ ვინ ჩხუბობდა და ვინ აშველებდა მოჩხუბრებს; ამ ჩხუბის შედეგად დაზიანდა რესტორნის ინვენტარი და ჭურჭელი; სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულად ცნობილი არცერთი პირის მიმართ არ ჩატარებულა ამოცნობა და დაზარალებულთა და მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციით შეუძლებელია დადგენა იმისა, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა თითოეული ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება; გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმებში კონკრეტული სახელებისა და გვარების არსებობასთან დაკავშირებით მოწმეებმა განმარტეს, რომ ბრალდებულთა ვინაობები ჩვენებებში დააფიქსირეს გამომძიებლის მითითებით; ჩხუბის შედეგად, დაზიანებები მიიღეს როგორც სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა პირებმა, ისე ბრალდებულმა კ---- ხ-----–-----მ.

 

5.63. ამავე დროს სასამართლომ აღნიშნა, რომ ჩვენების მიცემისას რესტორნის დირექტორის მ------ისა და ამავე დაწესებულების თანამშრომელთა გარკვეულწილად მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს შემდეგი გარემოებები: ეს პირები აცხადებენ, რომ ჩხუბობდა მხოლოდ ბრალდებულების მხარე, დაზარალებულები კი იყვნენ სრულიად უმოქმედოდ და თავს იცავდნენ. ამ შინაარსის ჩვენებები წინააღმდეგობაშია როგორც იმ მოწმეთა ჩვენებებთან, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩხუბი იყო ხელჩართული და ორმხრივი (შეუძლებელია იყო მონაწილე პირთა გარჩევა) და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების ი-----–--------------------- წერილთან და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, საიდანაც ირკვევა, რომ დაზიანებები აღენიშნებოდა ხ-----–-----საც. ამ უკანასკნელისათვის დაზიანებების მიყენების ფაქტი კი გარდა სამედიცინო დასკვნისა, დადასტურებულია მისი და სხვა ბრალდებულთა ჩვენებებით.

 

5.64. მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებს შორის გარდა მრავალი არაარსებითი ხასიათის უზუსტობისა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავაშირებით ფიქსირდება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებიც, მათ შორის გაურკვეველია თუ ვინ ჩაარტყა სკამი ფ--------ეს - ც--------მ თუ გ--------მა; გ-----ის განმარტებით, ხ-----–-----მ ორჯერ დაარტყა ხელი სახეში მაშინ, როდესაც ჩ------ე აცხადებს, რომ ხ-----–-----ს მიერ მ---------ისათვის მოქნეული ხელი შემთხვევით მოხვდა გ-----ეს (ვინაიდან მ---------ემ აიცილა); ნ--------ის ჩვენებით, გამომძიებლისგან შეიტყო, რომ მას სკამი ჩაარტყა რუსულენოვანმა ბრალდებულმა მაშინ, როდესაც პ----–---–ი განმარტავს, რომ სკამი ეჭირა ც--------სა და გ--------ს, თუმცა ნ--------ეს ჩაარტყა ც--------მ; ა----–--ის ჩვენებით, ც--------სთან კონფლიქტი არ ჰქონ--, თუმცა გადმოცემით იცის, რომ სწორედ ც--------მ ჩაარტყა სკამი მაშინ, როდესაც დ--------ე აცხადებს, რომ ა----–--ეს სკამი ჩაარტყა რუსულად მოსაუბრე პი----, ც--------მ კი ფეხი დაარტყა ფეხში და არა სკამი (მოწმემ უარყო გამოძიების ეტაპზე დაკითხვის ოქმში მითითებული გარემოება სკამის ჩარტყმის თაობაზე); ჯ--–----–---–ის ჩვენებით, მ------ე გამეტებით ცემეს ბრალდებულებმა, რაც არ დაუდასტურებია თავად მ------ეს, რომელმაც განმარტა, რომ გაშველების დროს მიიღო მცირე დაზიანება და ა.შ.

 

5.65. სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემეობები, რომ ბრალდებულებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს რესტორნის სხვა სტუმრებსა და პერსონალს (გარდა დაპირისპირებული მხარისა), აგრეთვე არ დაკითხულა, 2014 წლის 26 იანვარს, „თ----–------ში“ მყოფი არცერთი მოქალაქე (გარდა დაპირისპირებული მხარისა), რომელმაც გამოთქვა უკმაყოფილება მომხდარის გამო და რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა რესტორნის ტერიტორია, როგორც ეს ბრალდების დადგენილებაშია მითითებული.

 

5.66. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ხსენებულ დასკვნებს და ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43). სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

5.67. მიუხედავად აღნიშნულისა პალატა საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება მიაპყროს ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ გარემოებებს, შეაფასოს ისინი და საქმის ფაქტობრივი გარემოებები დაადგინოს ამ არგუმენტების გათვალისწინებით. პალატა განმარტავს, რომ მხარეთა მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, სასამართლო ვალდებულია შეაფასოს ისინი როგორც ცალკ-ცალკე, ისე ერთობლიობაში და შედეგად უტყუარად დაადგინოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გავლენას ახდენს პირის დამნაშავედ (ან უდანაშაულოდ) ცნობასა და სწორი კვალიფიკაციის დადგენაზე. განსახილველ შემთხევაში, ბრალდების მხარის მითითება, რომ პასუხისგებაში მიცემული ცხრავე პირის მიმართ ბრალდება დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული, ზემოთ ჩამოთვლილი მოწმეების ჩვენებებით და ექსპერტიზის დასკვნებით, ვერ ასაბუთებს საჩივარს. ყველა ეს მტკიცებულება გამოიკვლია პირველი ინსტანციის სასამართლომ და შეფასა ისინი მისსავე განაჩენში. ბრალდების მხარემ კი სააპელაციო საჩივარში, ასევე ამ საჩივრის სასამართლოში განხილვისას, არ მიუთითა და ვერ დაასაბუთა რაში გამოიხატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მტკიცებულებების შეფასებისას და შედეგად ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას გამოტანილი დასკვნების მცდარობა.

 

5.68. პალატა აღნიშნავს, რომ უდავოდ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმადაც კონფლიქტი გამოიწვია კ---- ხ-----–-----ს მცდელობამ ეცეკვა სხვა მაგიდასთან მჯდომ ქალბატონთან. შედეგად წარმოქმნილ ურთიერთდაპირისპირებასა და ჩხუბში ჩაერთო ორივე სუფრასთან მყოფი ყველა მამაკაცი. ეს ბუნებრივია რესტორანში მყოფ პირებს შეუქმნიდა დისკომფორტს, თუმცა საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მხარეების ძალადობრივი ქცევა მიმართული იყო საზოგადოების წინააღმდეგ და რომ გამართლებულები რესტორანში მყოფი საზოგადოების მისამართით იგინებოდნენ ან/და სხვა ფორმით გამოხატავდნენ საზოგადოების მიმართ უპატივცემულობას. არა მხოლოდ ეს შემთხვევა, არამედ ზოგადად ყველა მსგავსი (ჩხუბი-აყალმაყალი), რომელიც ხდება ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, წარმოადგენს სოციალურ უმართლობას. ამავე დროს, არ არის საკმარისი ყველა კონფლიქტს და აურზაურს, შესაბამისი სამართლებრივი კომპონენტების ერთობლიობის (საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა, საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა, ქმედების ჩადენა ძალადობით ან/და ძალადობის მუქარით), განზრახვისა და აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირების იდენტიფიცირების გარეშე მიენიჭოს ხულიგნობის კვალიფიკაცია.

 

5.69. პალატა აღნიშნავს, რომ ამ კუთხით არაფრისმომცემია ბრალდების მხარის მითითება, თითქოს გამართლებულების მიერ, მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს პატრულ ინსპექტორების ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები. პოლიციის მუშაკებიდან არცერთი არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე და შესაბამისად, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უტყუარი ინფორმაცია არ გააჩნ--თ. მათი ჩვენებები ეფუძნება სხვების მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას და არ დასტურდება სხვა რაიმე პირდაპირი, უტყუარი და დამაჯერებლი მტკიცებულებით. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში ექსპერტიზის დასკვნებზე მითითებას, პალატა განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება მხოლოდ ლ-–- ნ--------ისთვის, გ------- ა----–--ისთვის და კ------- გამოძისთვის მიყენებული დაზიანების ხარისხი, ლოკაცია და ხანდაზმულობა. კერძოდ, მიყენებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება შემთხვევის თარიღს. თუმცა მითითებული მტკიცებულებით ვერ დასტურდება თუ ვის მიერ, რა საშუალებით და რა ვითარებაშია იგი მიყენებული.

 

5.70. ამ ფონზე პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს არ გაუტარებია მთელი რიგი ღონისძიებები მოწმეთა მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორამაციის გადასამოწმებლად. მაშინ, როდესაც დაზარალებულები და მოწმეები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, შემთხვევამდე არ იცნობდნენ გამართლებულებს, ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემული არცერთი პირის მიმართ არ ჩატარებულა ამოცნობა. შედეგად, დაზარალებულთა და მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციით შეუძლებელია დადგენა იმისა, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა თითოეული ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება. აგრეთვე არ დაკითხულა და სასამართლოს არ წარდგენ--, 2014 წლის 26 იანვარს, „თ----–------ში“ მყოფი არცერთი მოქალაქის ჩვენება (გარდა დაპირისპირებული მხარისა), რომელთა მიმართაც გამოიხატა უპატივცემულობა, რომელთაც გამოთქვეს უკმაყოფილება მომხდარის გამო და იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია, როგორც ეს ბრალდების დადგენილებებშია ასახული. არ არის წარმოდგენილი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები (აღსანიშნავია, რომ მოწმე მ------ემ დაადასტურა რესტორნის ვიდეოჩანაწერების არსებობა). პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პროცესი მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე და თუ რა მტკიცებულებას წარმოადგენს მხარე, თავისი პოზიციის გასამყარებლად მისი გადასაწყვეტია. ამავდროულად ბრალდება, იმისათვის რათა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, ვალდებულია გამორიცხოს ყველა გონივრული ეჭვი შესაბამისი გონივრული მტკიცებულებებით. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ასეთი მტკიცებულებების მოსაპოვებლად არ არის გატარებული შესაბამისი ღონისძიებები (ყველა შესაძლო მტკიცებულების მოსაპოვებლად), ობიექტურ დამკვირვებელს უმყარდება აზრი, რომლის თანახმადაც ასეთი მტკიცებულებები მხარემ იმიტომ არ მოიპოვა, რომ ან არ არსებობდა საერთოდ, ანდა მისთვის არასასურველ გარემოებას დაადასტურებდა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გამოძიების ეტაპზე დაკითხვის ოქმებში კონკრეტული სახელებისა და გვარების არსებობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას მოწმეებმა განმარტეს, რომ ბრალდებულთა ვინაობები ჩვენებებში დააფიქსირეს გამომძიებლის მითითებით.

 

5.71. პალატამ ზემოთ მიუთითა, წარმოდგენილი ჩვენებების თუ წერილობითი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად დადგენილ არაერთ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლებიც ეჭვს იწვევს და კითხვებს ბადებს იმ კუთხით, რომ შესაძლოა მოვლენები ისე არ განვითარებულიყო, როგორც ამას ბრალდება ამტკიცებს. პალატა განმარტავს, რომ ცალკ-ცალკე აღებული ამ ფაქტობრივი გარემოებების მიმართ, შესაძლოა ბრალდების მხარეს ჰქოდეს დასაბუთებული არგუმენტი. მიუხედავად ამისა, ობიექტურ დამკვირვებლს, გონივრული და სამართლიანი შეფასების შედეგად, წარმოუდგენელია ამ გარემოებების ერთობლივად არსებობის შემთხვევაში არ გაუჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი და ვარაუდი გამართლებულების სასაგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მეხუთე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, კი ასეთი არაერთი ეჭვის წამოჭრაა შესაძლებელი, რომელთა შესახებ სასამართლომ ზემოთ დეტალურად მიუთითა.

 

5.72. როგორც აღინიშნა, პირის მსჯავრდება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდება მის მიერ დანაშაულის ჩადენა. ამ სტანდარტთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ (2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება, N 1\1\548, პარაგრაფი II. 44-45) აღნიშნა, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა კი სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდოდ და დასაშვებად მიიჩნევს.

 

5.73. ამრიგად, სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნ--, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შედეგად პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ქრისტოფორე მ-----–---–ის, ა-–-- ბ-----ის, ლ-–- გ-------ის, ჯ--- მ-----ს, კ---- ხ-----–-----ს, რ----–-- ტ---–----ის და რ----–-- ბ--------ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ა-–-- გ--------ის და ლ---- ც--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ---–-----------------------ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის გ------- შ---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბრის, განაჩენი ლ---- ც--------ს, ა-–-- გ-------ის, რ----–-- ბ--------ს, რ----–-- ტ---–----ის, ა-–-- ბ-----ის, ჯ--- მ-----ს, კ---- ხ-----–-----ს, ლ-–- გ-------ის, ქ-------------- მ-----–---–ის მიმართ.

 

ა-–-- გ--------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ლ---- ც-------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

რ----–-- ბ-------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

რ----–-- ტ---–----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ა-–-- ბ-----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ჯ--- მ----- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

კ---- ხ-----–----- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ლ-–- გ-------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ქ-------------- მ-----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ბრალდებულების: ა-–-- გ--------ის, რ----–-- ბ--------ს, რ----–-- ტ---–----ის, ა-–-- ბ-----ის, ლ---- ც--------ს, ჯ--- მ-----ს, კ---- ხ-----–-----ს, ლ-–- გ-------ის და ქ-------------- მ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

განემარტოთ ა-–-- გ--------ს, რ----–-- ბ-------ს, რ----–-- ტ---–----ს, ა-–-- ბ-----ს, ლ---- ც--------ს, ჯ--- მ-----ს, კ---- ხ-----–-----ს, ლ-–- გ-------ეს და ქ-------------- მ-----–---–ს, რომ უფლება აქვს, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - დანა (ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ------- მრელაშვილი