განაჩენი

სისხლის სამართლის 05.07.2019
საქმის ნომერი
010100118002582525
ინსტანცია
თარიღი
05.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002582525

საქმე №1/ბ-140-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივანი – თეონა ქიმერიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი _ ა----–--- წ---------

ადვოკატი – მ--–---- ზ----ე

მსჯავრდებული _ გ------- ხ---–--ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–--- წ---------ს და მსჯავრდებულ გ------- ხ---–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--–---- ზ----ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) გ------- ხ---–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების ა-------–-----–---------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 19;177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------- ხ---–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, რასაც მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლებოდა გამოეწვია და პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი ქმედების შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ------- ხ---–--ემ, წინასწარი შეთანხმებით ზ------ მ----–--ესთან, თ-------- ს-------თან და დაუდგენელ პირთან ერთად, 2018 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში, უკანონოდ შეაღწია ქ--------–---------–-------–---------ში მდებარე ჯ------- ც-–--–--ის მაღაზიაში და ცდილობდა სხვადასხვა ნივთების დაუფლებას, რითაც დაზარალებულს შესაძლოა მისდგომოდა 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2018 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 04:11 საათზე, ქ--------–------------------------ში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ა-------------------- რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის №1 საკანში მოთავსებულმა გ------- ხ---–--ემ დააზიანა საკანში არსებული ლეიბი, მოტეხა ონკანი, რომლის საშუალებითაც თვითდაზიანებით და დაზიანებით ემუქრებოდა, ასევე ხმამაღლა სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის დასამშვიდებლად მისულ დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლებს ზ---- ს-----ეს, რ----- ბ---–----ეს, ჯ------- ძ-------ეს და ჯ---- კ----ეს, რა დროსაც აღნიშნული მუქარის აღკვეთის მიზნით, გ------- ხ---–--ის შესაკავებლად მისულ პოლიციელს _ ჯ---- კ----ეს, გ------- ხ---–--ემ სახის არეში ჩაარტყა თავი, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, რის შედეგადაც ჯ---- კ----ემ მიიღო ცხვირის ძვლების მოტეხილობა.

 

ზემოაღნიშნულის გამო გ------- ხ---–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 19;177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით:

 

გ------- ხ---–--ეს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე მითითება.

 

გ------- ხ---–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- ხ---–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გ------- ხ---–--ისათვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-9-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი _ 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, გ------- ხ---–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

გ------- ხ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

გ------- ხ---–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2018 წლის 30 ივნისიდან.

 

იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: გ------- ხ---–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ხურდა ფულის მონეტები, შავი ფერის საფულე, საათი, სათვალე, ოთხი ცალი ბეჭედი, ტანსაცმელი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ტანსაცმელი, ლეიბი და ონკანი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს; ნივთმტკიცების დათვალიერების დროს გაკეთებული ანაწმენდი, გ------- ხ---–--ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში და ქვა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, მისი შენახვის ვადით.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა----–--- წ---------მ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ------- ხ---–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის განაჩენთა ერთობლიობით მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა პირდაპირ მიუთითეს, რომ გ------- ხ---–--ე ქურდობის მომენტში შემჩნეული იქნა ქ--------–---–-------–---------ში მდებარე ჯ------- ც-–--–--ის კუთვნილ მაღაზიაში ზ------ მ----–--ესთან და თ-------- ს-------თან ერთად. მათ დააკავეს გ------- ხ---–--ე, რომელიც სრულწლოვანი იყო და არ დაუკავებიათ არასრუწლოვნები თ-------- ს-------ი და ზ------ მ----–--ე. სასამართლოში კანონის სრული დაცვით საჯაროდ იქნა წაკითხული გ------- ხ---–--ის თანმხლები პირის, ზ------ მ----–--ის ჩვენება, რომელიც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფური ქურდობის ჩადენაში ამხელდა გ------- ხ---–--ეს. გ------- ხ---–--ისაგან პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა ნივთები, ასევე სასამართლოში დაიკითხა დაზარალებული, რომელმაც მიუთითა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოსაპარად გადადებული ნივთების საერთო ღირებულება აღემატებოდა 500 ლარს. აპელანტის მითითებით, დაცვის მხარეს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ბრალდებულს განმარტებაც კი არ გაუკეთებია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და გაუგებარია, როდესაც ბრალდების მხარეს გააჩნდა ურთიერთთავსებად მტკიცებულებათა ერთობლიობა, რამ გააჩნია ეჭვი და რამ მიიყვანა სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ გ------- ხ---–--ე თ-------- ს-------თან და ზ------ მ----–--ესთან ერთად არ ცდილობდა ქურდობის ჩადენას, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია.

 

მსჯავრდებულ გ------- ხ---–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--–---- ზ----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და გ------- ხ---–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: გ------- ხ---–--ის მიმართ დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო ვარაუდი, რადგან მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა ვერ დადგინდა ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით. საქმეში არსებული მტკიცებულებების უმრავლესობა მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით და დაუშვებელ მტკიცებულებებს წარმოადგენს. ქურდობის მცდელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო გამომძიებელ ზ------ მ-----–--ის მიერ გ------- ხ---–--ის შემთხვევის ადგილზე დაკავების შემდეგ. მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა სხვადასხვა დასახელების ნივთები. მიუხედავად ამისა, შემთხვევის ადგილიდან არც გ------- ხ---–--ის და არც სხვა პირების რაიმე სახის კვლები არ ამოღებულა, რაც საეჭვოს ხდის მის მიერ მაღაზიაში შეღწევის ფაქტს. სასამართლოში არ დაკითხულან ზ------ მ----–--ე და თ-------- ს-------ი, რომლებიც უშუალოდ ფლობდნენ საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და შეეძლოთ სასამართლოს დახმარებოდნენ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში. რაც შეეხება პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის ფაქტს, მოწმეების ჩვენებებიდან ჩანს იზოლატორის თანამშრომლების არაპროფესიონალიზმი და მათ მიერ თავიანთი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, ხოლო გ------- ხ---–--ის მიერ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი არ დასტურდება. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მისი დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა ითხოვეს თავიანთი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ------- ხ---–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--–---- ზ----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–--- წ---------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ გ------- ხ---–--ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილია საპროცესო ნორმათა სრული დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ------- ხ---–--ის მიერ ქურდობის მცდელობისა და პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის ჩადენის ფაქტებს, კერძოდ:

 

მოწმე გ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს ბ--------------–-----------------–--------–-–-------------------–---- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 30 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას თანამშრომლებთან _ ნ---- ა--–--ესთან და გ------- ა-----–--–--ესთან ერთად. ისინი განაწილებული იყვნენ წ-------–-----------–----- ქუჩებზე და ღამის საათებში ახორციელებდნენ შემოვლებს აღნიშნულ ტერიტორიაზე. დაახლოებით 03 საათის შემდეგ, 04 საათი სრულდებოდა, როდესაც გადადგილდებოდნენ წ-------–ის ქუჩაზე. ამ დროს დაინახეს, რომ №-- საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტანსაცმლის მაღაზიის შესასვლელი კარები იყო გატეხილი და კარების მინა იყო ჩამსხვრეული. ასევე შეამჩნიეს, რომ მაღაზიიდან გამოდიოდნენ ვიღაც პიროვნებები. მიხვდნენ, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის ფაქტს და გაინაწილეს როლები, კერძოდ, გ------- ა-----–--–--ე დაედევნა იმ პიროვნებას, რომელიც მაღაზიიდან გამოვიდა და გაიქცა, ხოლო ის და ნ---- ა--–--ე მაღაზიაში შევიდნენ. იქ აღმოაჩინეს სამი პიროვნება _ გ------- ხ---–--ე, ზ------ მ----–--ე და თ-------- ს-------ი. მალევე შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გამომძიებელი ზ------ მ-----–--ე და ექსპერტები. გ------- ხ---–--ე, რომელიც სრულწლოვანი იყო, ადგილზევე დააკავეს. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად მისი ტანსაცმლის სხვადასხვა ჯიბეებიდან ამოღებული იქნა ხურდა ფული, საათი, სათვალე და ბეჭდები.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენებები მისცეს და იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა გ------- ა-----–--–--ემ და ნ---- ა--–--ემ.

 

დაზარალებულ ჯ------- ც-–--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას ქ.ბათუმში, წ-------–ის ქუჩა №---ში აქვს ტანსაცმლის მაღაზია. 2018 წლის 29 ივნისს მაღაზია დაკეტა და წავიდა სახლში. 2018 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში, დაურეკეს პოლიციის მე-3 განყოფილებიდან და აცნობეს, რომ მის მაღაზიაში ადგილი ჰქონდა ქურდობის მცდელობის ფაქტს. ადგილზე მისვლისას იქ დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები და სავარაუდოდ დანაშაულის ჩამდენი სამი პიროვნება.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებელ ზ------ მ-----–--ის მიერ დაზარალებულ ჯ------- ც-–--–--ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა ქ--------–---–-------–---------ში მდებარე ტანსაცმლის მაღაზია. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მაღაზიის კარების საკეტს აღენიშნებოდა ზემოქმედების კვლები, შეღუნული იყო საკეტის დასამაგრებელი რკინა. კარებში ჩასმული მინა იყო ჩამსხვრეული და ნამსხვრევები ეყარა როგორც მაღაზიის შიგნით, ასევე გარეთ. შესასვლელში განთავსებულ დახლზე იდო დაახლოებით 50 ცალამდე მამაკაცისა და ქალის სათვალე, საათის რამდენიმე ადგილი იყო ცარიელი. მეორე სართულზე ასასვლელი კიბის ერთ-ერთ საფეხურზე ეყარა მამაკაცის ტანსაცმელი. ასევე მაღაზიაში არსებულ დახლებთან ძირს ეყარა მაისურები და ჯინსის შორტები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა 6 ცალი მაისური, 2 ცალი შორტი და მაღაზიის შესასვლელ კარებთან ძირს დაგდებული ქვა.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გ------- ხ---–--ე დაკავებული იქნა 2018 წლის 30 ივნისს, 03 საათსა და 45 წუთზე, ქ--------–---–-------–---------ში მდებარე ტანსაცმლის მაღაზიაში, რა დროსაც ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად მისგან ამოღებული იქნა ხურდა ფული; შავი ფერის საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო ერთი ცალი ერთ ლარიანი და ერთ დოლარიანი კუპიურები; საათი; სათვალე და ოთხი ცალი ბეჭედი.

 

საქმეში არსებული პირადი ჩხრეკის ოქმებით დადგენილია, რომ იმავე მაღაზიაში, 2018 წლის 30 ივნისს, 04 საათსა და 35 წუთზე პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა არასრულწლოვან ზ------ მ----–--ეს და 05 საათსა 00 წუთზე _ არასრულწლოვან თ-------- ს-------ს.

 

დაზარალებულ ჯ---- კ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ა------------------- რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში, ინსპექტორის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედის დაკავებულის მიღება, შემოწმება, დათვალიერება, დოკუმენტაციის გადამოწმება და იზოლატორიდან გაყვანამდე მისი მეთვალყურეობა. 2018 წლის 18 ივნისს იყო მორიგე 24 საათიანი მორიგეობის გრაფიკით. ცვლაში იყვნენ 4 თანამშრომელი _ ის, რ----- ბ---–----ე, ჯ------- ძ-------ე და ცვლის უფროსი ზ---- ს-----ე. 2018 წლის 19 ივნისს გამთენიისას, 04:05 საათზე, შსს ბათუმის №3 განყოფილების თანამშრომლების მიერ იზოლატორში შეყვანილი იქნა დაკავებული გ------- ხ---–--ე, რომელიც გამოირჩეოდა აგრესიით. იგი ჯ------- ძ-------ემ შეიყვანა დათვალიერების ოთახში, სადაც ხდება პიროვნების ვიზუალურად დათვალიერება, ასევე ელექტრომოწყობილობით დათვალიერება და შემდეგ გადაჰყავთ სამედიცინო შემოწმებაზე ექიმთან. გ------- ხ---–--ემ უარი განაცხადა სამედიცინო შემოწმებაზე. ამის შემდეგ იგი გადაიყვანეს ცვლის უფროსთან, სადაც დგება პირადი დათვალიერების ოქმი და კეთდება ფოტოგრაფირება, ყველა შემოყვანილი დაკავებული პირი უნდა დასურათდეს და შეყვანილი იქნას ელექტრონულ ბაზაში, რაზეც გ------- ხ---–--ემ უარი განაცხადა. დოკუმენტაციის მოწესრიგების შემდეგ იგი აიყვანეს და მოათავსეს №1 საკანში. გ------- ხ---–--ე გამოირჩეოდა აგრესიულობით, ყვიროდა, ილანძღებოდა, იგინებოდა, კარებზე აბრახუნებდა ხელს და იძახდა _ გამომიშვით, თორემ თქვენ რაც მოგივათ, ნახავთო. რამდენიმე ხანში მორიგე მუშაკმა, რომელიც მეთვალყურეობას უწევს საკნებს, აცნობა, რომ გ------- ხ---–--ემ მოტეხა საკანში არსებული წყლის ონკანი და დააზიანა იქვე არსებული ინვენტარი, ლეიბი და გადასაფარებელი. ამის გამო ის და ცვლის უფროსი ზ---- ს-----ე დაუყოვნებლივ ავიდნენ საკანთან და მოუწოდეს გ------- ხ---–--ეს, რომ შეეწყვიტა უკანონო ქმედება, მაგრამ ის არ ემორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნას. შემდეგ ის და ზ---- ს-----ე შევიდნენ საკანში, ხოლო რ----- ბ---–----ე და ზ------ ძ-------ე საკნის გარეთ იყვნენ. საკანი განათებული იყო, გ------- ხ---–--ეს ხელში ეჭირა მოტეხილი ონკანი, მარჯვენა წინა მხრის არეში მიყენებული ჰქონდა თვითდაზიანება, ასევე მარჯვენა ხელის გული ჰქონდა გაჭრილი და თითებზე ჰქონდა დაზიანება კარებზე დარტყმის შედეგად. იგი იძახდა, რომ არ მიკარებოდნენ, თორემ თავს დაიზიანებდა და მათაც დააზიანებდა. მიუხედავად მათი არაერთი მოთხოვნისა, ის მაინც აგრძელებდა ყვირილს და გინებას, ემუქრებოდა თანამშრომლებს, რომ არ მისულიყვნენ მასთან ახლოს, თორემ თავს გაუტეხავდა. რამდენიმე წამში ისინი მიუახლოვდნენ მას, რათა არ მიეყენებინა თვითდაზიანება. ზ---- ს-----ემ დაუჭირა ხელები, ხოლო თვითონ ცდილობდა მისთვის ხელბორკილის დადებას, რა დროსაც გ------- ხ---–--ე უწევდათ წინააღმდეგობას. ამ დროს მან მოულოდნელად თავი ჩაარტყა ცხვირის არეში, რის შედეგადაც მიიღო ცხვირის მოტეხილობა და განიცადა ძლიერი ტკივილი. მიუხედავად ამისა, ხელი არ გაუშვია მისთვის, რათა თანამშრომლები არ დაეზიანებინა და ხელბორკილის დადების შემდეგ გადაიყვანეს №9 საკანში. მათ მიერ გამოძახებული იქნა ექიმი, მაგრამ გ------- ხ---–--ემ დათვალიერებაზე და სამედიცინო დახმარების გაწევაზე ისევ უარი განაცხადა.

 

დაზარალებულის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები სრულადაა დადასტურებული მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

მოწმე რ----- ბ---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ა------------------- რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში უმცროს ინსპექტორად. 2018 წლის 18 ივნისს იყო მორიგე. 19 ივნისს, გამთენიისას, დაახლოებით დილის 04 საათზე, მიიყვანეს დაკავებული გ------- ხ---–--ე, რომელიც იყო აგრესიული პოლიციის მიმართ და უწმაწური სიტყვებით მიმართავდა მათ. იგი მიიღეს ცვლის უფროსმა ზ---- ს-----ემ, ჯ------- ძ-------ემ და ჯ---- კ----ემ. ყველა პროცედურის გავლის შემდეგ გ------- ხ---–--ე აიყვანეს საკანში, სადაც ილანძღებოდა და იგინებოდა, ყვიროდა _ გამიშვით, თორემ თავს დავიზიანებო. ამის გამო მან დაურეკა ცვლის უფროსს და ზ---- ს-----ე და ჯ---- კ----ე ავიდნენ საკანში. კარის გაღების შემდეგ ნახეს, რომ საკანში მოტეხილი იყო ონკანი და გაფუჭებული იყო საწოლის ლეიბი. გ------- ხ---–--ეს ონკანის ნატეხი ხელში ეჭირა და გაიძახოდა, რომ თუ არ გაუშვებდნენ, თავს დაიზიანებდა. ზ---- ს-----ე და ჯ---- კ----ე შევიდნენ საკანში, ხოლო ის და ჯ------- ძ-------ე კარებთან იდგნენ. ამ დროს გ------- ხ---–--ე ავიდა საწოლზე და ეუბნებოდა ჯ---- კ----ეს და ზ---- ს-----ეს, რომ თვითდაზიანებას მიიყენებდა და მათაც დააზიანებდა. ისინი თხოვდნენ მას, რომ დამშვიდებულიყო და მოუწოდებდნენ შინაგანაწესის დაცვისაკენ. ამის მიუხედავად, გ------- ხ---–--ე იგივეს აგრძელებდა, რის გამოც ზ---- ს-----ემ მოკიდა ხელი, რათა ჯ---- კ----ეს ხელბორკილი გაეკეთებინა. ამ დროს გ------- ხ---–--ემ თავი ჩაარტყა ჯ---- კ----ეს ცხვირის არეში და დააზიანა.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხვისას ა------------------- რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსმა ინსპექტორმა ზ---- ს-----ემ და უმცროსმა ინსპექტორმა ჯ------- ძ-------ემ.

 

საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული დაკავების ოქმიდან ირკვევა, რომ გ------- ხ---–--ე 2018 წლის 19 ივნისს დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით ჯ---- კ----ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი ცხვირის არეში. მას დაესვა დიაგნოზი: ცხვირის ძვლების მოტეხილობა, დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა ქ--------–---------------------------ში მდებარე ა-------------------- რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის შენობა, სადაც შენობის მეორე სართულზე განთავსებულია საკნები. მეორე სართულის კორიდორში შესასვლელიდან პირდაპირ არის საკანი №1. საკანში შესასვლელიდან მარცხნივ არის ღია საპირფარეშო, სადაც მოტეხილი იყო წყლის ონკანი. საპირფარეშოდან პირდაპირ კუთხეში დგას ორ სართულიანი რკინის კონსქტრუქციის ლოგინი, რომლის მეორე სართულზე გაშლილია ტყავის ლეიბი. საკანში შესასვლელიდან მარჯვნივ პირდაპირ კუთხეში დგას ერთ ადგილიანი რკინის კონსტუქციის საწოლი, შესასვლელიდან პირდაპირ კედელზე მიმაგრებულია რკინის კონსქტრუქციის ორი სკამი და ერთი მაგიდა. საკანში იატაკზე დაღვრილი იყო წყალი. დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლის, ზ---- ს-----ის განმარტებით, ინციდენტის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა გ------- ხ---–--ემ, რომელიც მოთავსებული იყო №1 საკანში, დააზიანა აღნიშნულ საკანში არსებული საპირფარეშოს ონკანი და ერთი ლეიბი.

 

დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ონკანს აღენიშნებოდა გადატეხვის კვალი და მასზე ასევე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქა.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ადვოკატ მ--–---- ზ----ის სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით და წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებებს, ვინაიდან, სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს არანაირ მოტივაციას, თუ რატომ მიიჩნევს აპელანტი ამ მტკიცებულებებს დაუშვებლად და რა კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი მათი მოპოვებისას. ამასთან, საქმის მასალების შესწავლის შედეგად რაიმე არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევა არ გამოვლენილა.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი და დადასტურებული გ------- ხ---–--ის მიერ ჯ------- ც-–--–--ის მაღაზიაში უკანონო შეღწევით მისი კუთვნილი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარული დაუფლების მცდელობის და პოლიციის მუშაკის მიმართ ძალადობით წინააღმდეგობის გაწევის ფაქტები. შესაბამისად, პალატას ადვოკატ მ--–---- ზ----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა გ------- ხ---–--ის გამართლების თაობაზე უსაფუძვლოდ მიაჩნია.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილად თვლის, რომ გ------- ხ---–--ემ ქურდობის მცდელობა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ განმარტებულია, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე (იხ.: გადაწყვეტილება №618აპ-15 საქმეზე).

 

მოცემულ შემთხვევაში გ------- ხ---–--ის, ზ------ მ----–--ის, თ-------- ს-------ის და გამოძიებით დაუდგენელი პირის, ღამის 03 საათსა და 45 წუთზე ჯ------- ც-–--–--ის მაღაზიაში ერთობლივად უკანონოდ ყოფნა და პოლიციის თანამშრომლების მიერ მათი შემჩნევის შემდეგ ერთად გაქცევის მცდელობა, ნათლად მიუთითებს, რომ გ------- ხ---–--ე და შემთხვევის ადგილზე მასთან ერთად მყოფი პირები მოქმედებდნენ ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტებს და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ გ------- ხ---–--ემ ჩაიდინა ქურდობის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანუ დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.

 

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ გარემოებას _ მნიშვნელოვან ზიანს, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ზიანი მნიშვნელოვანია, თუ ნივთის ღირებულება აღემატება 150 ლარს. მოცემულ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ გ------- ხ---–--ე ცდილობდა 150 ლარზე მეტი ღირებულების ნივთების დაუფლებას, წარმოადგენს მხოლოდ ბრალდების მხარის ვარაუდს, რომელიც ვერ დასტურდება ურთიერთშეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით. შესაბამისად, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ გ------- ხ---–--ეს ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს მითითება მნიშვნელოვანი ზიანის თაობაზე და ამ ნაწილში იგი უნდა გამართლდეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ------- ხ---–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--–---- ზ----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–--- წ---------ს სააპელაციო საჩივარი კი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ: გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და გ------- ხ---–--ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო გ------- ხ---–--ისათვის წარდგენილი ბრალდებიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ამორიცხვის, ასევე მისი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

გ------- ხ---–--ისათვის სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა ითვალიწინებს რა დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მსჯავრდებულის პიროვნებას, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ გ------- ხ---–--ე წინათ ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის და სახეზეა დანაშაულის რეციდივი, მიაჩნია, რომ მას უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადაზე 1 წლით მეტი სასჯელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ გ------- ხ---–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--–---- ზ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–--- წ---------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

3.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

4.გ------- ხ---–--ეს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება და ამ ნაწილში გამართლდეს.

 

5.გ------- ხ---–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 19;177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ------- ხ---–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

7.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გ------- ხ---–--ისათვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

8.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა _ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ხ---–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

9.მსჯავრდებულ გ------- ხ---–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 30 ივნისიდან.

 

10.ცნობად იქნას მიღებული, რომ გ------- ხ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

11.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: გ------- ხ---–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ხურდა ფულის მონეტები, შავი ფერის საფულე, საათი, სათვალე, ოთხი ცალი ბეჭედი და ტანსაცმელი, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ტანსაცმელი, ლეიბი და ონკანი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს; ნივთმტკიცების დათვალიერების დროს გაკეთებული ანაწმენდი, გ------- ხ---–--ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში და ქვა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, რომელიც თან ერთვის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.

 

12.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

13.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/