განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.12.2018
საქმის ნომერი
330310017001964545
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3ბ/1637-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი - გ------ი სანიკიძე

აპელანტები (მოსარჩელეები) - ლ---- ბ-–-–---–ი, დ----- გ------ია, მ------ ბ----–---–ი, ნ--- ნ------ე,გ------ი რ-----ა, ჯ---- ჯ--–----ე, რ--------- მ-----–--ე, ლ-–- რ-----ა, ვ-–- მ-------–ია, ზ---ა ხ-----–ია, ჯ----– ს-----–---–ი, ლ-–- ჭ----–--ე, გ------ი კ-------ი, რ---- კ-------–---–ი, ბ---- შ-----–ია

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ნ------- ძ-------ე, თ----- გ-------–---–ი, ბ------ მ-----–---–ი, ნ-----–---- ნ------ე, ა------- ს---–--ე, ბ------- მ-----–---ი, გ--–- მ-------–---–ი, დ----- კ----------ე, ნ-----–---- ნ-----–--–---–ი, გ------ი ა------ე, ვ------- კ------ე, გ------ი ხ----–--–ი, ლ-–- ხ------ა, დ----- ჭ--------ია, ვ-–-------- ს----------–-–---–ი, ფ-------- გ----ა, ვ-–-------- გ---–--–---–ი

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინება

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინება

აპელანტების ლ---- ბ-–-–---–ის, დ----- გ------იას, მ------ ბ----–---–ის, ნ--- ნ------ის, გ------ი რ-----ას, ჯ---- ჯ--–----ის, რ--------- მ-----–--ის, ლ-–- რ-----ას, ვ-–- მ-------–იას, ზ---ა ხ-----–იას, ჯ----– ს-----–---–ის, ლ-–- ჭ----–--ის, გ------ი კ-------ის, რ---- კ-------–---–ის, ბ---- შ-----–იას მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინების და 2018 წლის 21თებერვლის განჩინების გაუქმება; მოწინააღმდეგე მხარისთვის სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრება.

აპელანტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ლ---- ბ-–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; იმავე გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დ----- გ------იას სასარგებლოდ დაეკისრა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 200 (ორასი) ლარის ოდენობით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მ------ ბ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 200 (ორასი) ლარის ოდენობით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ნ--- ნ------ის სასარგებლოდ დაეკისრა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 200 (ორასი) ლარის ოდენობით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გ------ი რ-----ას სასარგებლოდ დაეკისრა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ჯ---- ჯ--–----ის სასარგებლოდ დაეკისრა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 200 (ორასი) ლარის ოდენობით; იმავე გადაწყვეტილებით, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში 2014 წლის 4 ივლისს, 23:50 საათზე, პოლიციის მაიორის ნ------- ძ-------ის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა ლ---- ბ-–-–---–ი, რომელიც ადმინისტრაციული დაკავების ოქმის თანახმად, იგინებოდა უმისამართოდ, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, იგი არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციის კანონიერ მოთხოვნას შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება. ადმინისტრაციული დაკავების ოქმი შედგენილია 2014 წლის 5 ივლისს 00:40 საათზე. ოქმში აღნიშნულია, რომ პირადი გასინჯვა არ ჩატარებულა. დაკავებულმა განმარტა, რომ არის ს----------–----------–----------–-----, რის გამოც ოქმის შედგენა დროებით შეჩერდა.

 

ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ლ---- ბ-–-–---–ის მიმართ 2014 წლის 5 ივლისს შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №ბ-------, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2014 წლის 5 ივლისს საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს გლდანის მიმართულების მე-2 ოცეულიდან შევიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები ლ---- ბ-–-–---–ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 ივლისის დადგენილებით (საქმე №---------) ლ---- ბ-–-–---–ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №ბ------- ოქმის საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოება შეწყდა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება ლ---- ბ-–-–---–ის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი. „იმ პირობებში, როდესაც არ არის დადასტურებული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ლ---- ბ-–-–---–ის მიერ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული, წინმსწრები მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (,,სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება”) გათვალისწინებული შემადგენლობაა, რამდენადაც არ არის დადასტურებული რომელიმე კონკრეტული კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევის არსებობა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის - ლ---- ბ-–-–---–ის ქმედებაში.“ (ტ.1. ს.ფ. 27-35).

 

2.2. სიღნაღის რაიონულ სასამართლოში 2014 წლის 21 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს II სახაზო- საპატრულო განყოფილებიდან შევიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები მ------ ბ----–---–ის მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო. (ოქმის შემდგენი - ს----------–----–---------------–--------------------------------------------------------–------------–--------------–----------------------------–---- პატრულ-ინსპექტორი გ------ი მ----–---–ი ).

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის დადგენილებით (საქმე №-------) შეწყდა ადმინისტრაციული სამართლდარღვევის საქმის წარმოება მ------ ბ----–---–ის მიმართ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო.

 

დადგენილების შესაბამისად, მ------ ბ----–---–ი 2014 წლის 20 აპრილს ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით წარდგენილ იქნა კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში (ჩ--–-------) ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით. 2014 წლის 20 აპრილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურის №------ დასკვნით, მ------ ბ----–---–ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების „მეტამფეტამინის“ მოხმარების ფაქტი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ამ დასკვნასთან დაკავშირებით დაკითხულ იქნა მთავარი ექსპერტი (ექიმი-ნარკოლოგი) გ------ი ა------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ ლაბორატორიული გამოკვლევისას (იმუნოქიმიური-იმუნოქრომტესტი), რომელიც გამოყენებულ იქნა მის მიერ, ნარკოტიკულ საშუალებაზე „მეტამფეტამინზე“ შესაძლებელია დადგინდეს ცრუ დადებითი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირი ღებულობს რაიმე სამკურნალო საშუალებებს. მანვე განმარტა, რომ საკვლევად წარდგენილი ბიოლოგიური მასალა (შარდი) ვარგისი იყო კვლევისათვის, ეს საკვლევი მასალა ვარგისი იყო შემდგომი კვლევებისათვისაც. ამასთან, მ------ ბ----–---–ის მიერ, იმ ბიოლოგიური მასალის ნაწილი (20 მლ), რომელზეც მთავარმა ექსპერტმა (ექიმი-ნარკოლოგი) გ------ი ა------–---–მა ჩაატარა ლაბორატორიული გამოკვლევა, წარდგენილ იქნა სიიპ ლ---- სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ღრმა ინსტრუმენტული ქიმიური გამოკვლევის მიზნით. 30.05.2014 წლის სსიპ ლ---- სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს №--------- ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქიმიურ- ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზ---ე წარდგენილ მ------ ბ----–---–ის ბიომასალაში - შარდის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“.

 

დადგენილებაში ერთ-ერთ მტკიცებულებად მითითებულია 2014 წლის 20 აპრილის ადმინისტრაციული დაკავების ოქმი.(ტ.1. ს.ფ. 37-39).

 

2.3. თ----- გ-------–---–ის, ნ-----–---- ნ------ისა და ბ------ მ-----–---–ის მიერ 2016 წლის 6 აპრილს, 15:30 საათზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნენ ნ--- ნ------ე, დ----- გ------ია და გ------ი რ-----ა, რომლებიც ადმინისტრაციული დაკავების ოქმების შესაბამისად, ქ. თბილისში, ლაღიძის ქ.7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას იგინებოდნენ, ილანძღებოდნენ და არ დაემორჩილნენ პოლიციის თანამშრომელთა მოწოდებას, შეეწყვიტათ აღნიშნული ქმედება.

 

ზემოაღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით 2016 წლის 14 აპრილს ნ--- ნ------ის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N-----------, გ------ი რ-----ას მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №------------ და დ----- გ------იას მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №----------- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის ფაქტზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2016 წლის 14 აპრილს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოდან განსახილველად შევიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები ნ--- ნ------ის, გ------ი რ-----ასა და დ----- გ------იას მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის ფაქტზე. დასახელებული პირების მიმართ წარმოებული საქმეები №------------------------------------ 2016 წლის 14 აპრილის სხდომაზე ერთ საქმედ გაერთიანდა ნომრით 4---------

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 აპრილის დადგენილებით ნ--- ნ------ე, დ----- გ------ია და გ------ი რ-----ა ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სახდელის სახით ნ--- ნ------ეს დაეკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, გ------ი რ-----ას დაეკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და დ----- გ------იას დაეკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილებით ნ--- ნ------ის, გ------ი რ-----ასა და დ----- გ------იას საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 აპრილის დადგენილება და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დადგენილება არ განიხილება იმ ნაწილში, რომლითაც შეწყდა საქმის წარმოება ნ--- ნ------ის, გ------ი რ-----ასა და დ----- გ------იას მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ნაწილში, რაც შესულია კანონიერ ძალაში. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლომ ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს სამართალდარღვევის ოქმებში მითითებული გადაცდომები რამდენად იძლევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობას და რა მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება თითოეული პირის მიერ ჩადენილი გადაცდომა, მათი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ასევე ის საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც მითითებულია დადგენილებაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 აგვისტოს დადგენილებით (საქმე №4--------) შეწყდა ნ--- ნ------ის, დ----- გ------იასა და გ------ი რ-----ას მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისათვის განვლო ამ კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებულმა ვადებმა. (ტ.1. 40-51).

 

2.4. ქ. თბილისში, გ--------–----------ე, 2017 წლის 17 მაისს, 00:10 საათზე, პატრულ- ინსპექტორის ა. ს---–--ის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა გ------ი რ-----ა, რომელიც, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 17 მაისს ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სახაზო - საპატრულო სამმართველოს კ--–------------------–------------–----–----- შევიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები გ------ი რ-----ას მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მაისის დადგენილებით (საქმე №4--------) შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება გ------ი რ-----ას მიმართ.

 

სასამართლომ არ გაიზიარა შუამდგომლობის აღმძვრელი ორგანოს წარმომადგენლის პოზიცია იმის თაობაზე, რომ გ------ი რ-----ას მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას.(ტ.1. ს.ფ. 52-55).

 

2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 14 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს მ---–-------------------–------------–----–----–----- შევიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები ჯ---- ჯ--–----ის (დაბ. 1---------წ., პ/ნ 5----------, მცხოვრები - თ---–-------------------------) მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 13 თებერვალს, ქ. თბილისში, შარტავას №7-ის მიმდებარედ, ქ. თბილისის მერიასთან ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა ჯ---- ჯ--–----ე, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე არ დაემორჩილა სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას, შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჯ---- ჯ--–----ის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №აკ 0--------, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის. (ოქმის შემდგენელი - ბ------- მ-----–---ი). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის დადგენილებით (საქმე №4--------) ჯ---- ჯ--–----ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №აკ 0-------- ოქმის საფუძველზე დაწყებული №4-------- საქმის წარმოება შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო. (სასამართლოს სხდომა დაიწყო 2017 წლის 14 თებერვალს, 13:54 საათზე და დასრულდა 14:28 საათზე). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის დადგენილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის დადგენილებით (საქმე №4---------). (ტ.1. 57-66; 321-325).

 

2.6. ქ. თბილისში 2016 წლის 21 მაისს, ა-----–------------ე მდებარე ბიზნეს-ცენტრთან საჯარო, მშვიდობიანი შეკრების დასრულების შემდეგ, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ რ--------- მ-----–--ის, დ----- გ------იას, ლ-–- რ-----ას, ვ-–- მ-------–იას, ზ---ა ხ-----–იას, ჯ----– ს-----–---–ის, ბ---- შ-----–იას, ლ-–- ჭ----–--ის, გ------ი კ-------ის, რ---- კ-------–---–ის მიმართ შედგენილი იქნა №----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საჯარიმო ქვითრები, გათვალისწინებული საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით და ჯარიმის ოდენობად განესაზღვრა თითოეულს 80 (ოთხმოცი) ლარი.

 

რ--------- მ-----–--ემ, დ----- გ------იამ, ლ-–- რ-----ამ, ვ-–- მ-------–იამ, ზ---ა ხ-----–იამ, ჯ----–ი ს-----–---–მა, ბ---- შ-----–იამ, ლ-–- ჭ----–--ემ, გ------ი კ-------მა და რ---- კ-------–---–მა საჩივრით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოწინააღმდეგე მხარის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვეს, გაუქმდეს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 21 მაისის №--------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საჯარიმო ქვითრების (ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ოქმები). ასევე მოთხოვნილ იქნა, უკანონოდ იქნეს ცნობილი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორების მიერ საჩივრის ავტორების - ვ-–- მ-------–იასა და ჯ----–ი ს-----–---–ის ადმინისტრაციული წესით დაკავება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ივლისის დადგენილებით (საქმე №---------) რ--------- მ-----–--ის, დ----- გ------იას, ლ-–- რ-----ას, ვ-–- მ-------–იას, ზ---ა ხ-----–იას, ჯ----–ი ს-----–---–ის, ბ---- შ-----–იას, ლ-–- ჭ----–--ის, გ------ი კ-------ის, რ---- კ-------–---–ის საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 21 მაისის №----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საჯარიმო ქვითრები (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები) და საჩივრის ავტორების მიმართ შეწყდეს საქმის წარმოება. ამასთან, ვ-–- მ-------–იასა და ჯ----–ი ს-----–---–ის საჩივარზე მათი ადმინისტრაციული წესით დაკავების უკანონოდ ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი, რაც გასაჩივრებული საჯარიმო ქვითრების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ-–- მ-------–იასა და ჯ----–ი ს-----–---–ის საჩივრის მოთხოვნა მათი ადმინისტრაციული წესით დაკავების უკანონოდ ცნობის ნაწილში არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის და ამ ნაწილში საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.(ტ.1.ს.ფ. 67-73).

 

2.7. 2017 წლის 09 მარტს საპატრულო პოლიციის ასეულის მეთაურის ვ-–-------- ს----------–-–---–ის მიერ ბ---- შ-----–იას მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №ა----------, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე. ოქმის თანახმად, 2017 წლის 13 თებერვალს, ქ-------–--–---–------------------, ქ.თბილისის მერიასთან ბ---- შ-----–იამ დაარღვია შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 09 მარტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოდან შევიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები ბ---- შ-----–იას მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის დადგენილებით (საქმე №4--------) შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ბ---- გივის ძე შ-----–იას მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ გადაცდომაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო.(ტ.1. ს.ფ. 73-81).

 

2.8. პატრულ-ინსპექტორის ვ-–-------- გ---–--–---–ის მიერ 2015 წლის 12 ივლისს რ--------- მ-----–--ის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №აკ---------- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის.

 

პატრულ-ინსპექტორის ვ-–-------- გ---–--–---–ის მიერ 2015 წლის 12 ივლისს ზ---ა ხ-----–იას მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №აკ---------, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის. საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარმა სამმართველომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები წარადგინა გორის რაიონულ სასამართლოში, რომლის 2015 წლის 25 აგვისტოს დადგენილებით (საქმე №4/413-15, 4/414-15) შეწყდა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მიერ 2015 წლის 12 ივლისს ზ---ა ხ-----–იას მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრული საქმე მის ქმედებაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის დაუდასტურებლობის გამო და ზ---ა ხ-----–ია გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან. ასევე, შეწყდა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მიერ 2015 წლის 12 ივლისს რ--------- მ-----–--ის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღძრული საქმე მის ქმედებაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის დაუდასტურებლობის გამო და რ--------- მ-----–--ე გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან. (ტ.1. 82-84, 128, 130).

 

2.9. დადგენილია, რომ ლ---- ბ-–-–---–ი იყო 2004-2008 და 2012-2016 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი, 2004-2008 წლებში იყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. (ტ.1. 115-116, 193-194).

 

2.10. ქალაქ თბილისის პროკურატურის 2017 წლის 24 ივლისის №13/01-48614 მიმართვით ლ---- ბ-–-–---–ს, დ----- გ------იას, ნ--- ნ------ეს, გ------ი რ-----ას, ჯ---- ჯ--–----ეს, ლ-–- რ-----ას, ვ-–- მ-------–იას, ჯ----– ს-----–---–ს, ლ-–- ჭ----–--ეს, გ------ი კ-------ს, რ---- კ-------–---–ს, ბ---- შ-----–იას, ზ---ა ხ-----–იასა და რ--------- მ-----–--ეს №---------------------- განცხადებების პასუხად ეცნობათ, რომ განცხადებაში დაფიქსირებულ შემთხვევებში პოლიციელები მოქმედებდნენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამდენად, არ არსებობს პოლიციელთა მიმართ გამოძიების დაწყებისა და განცხადებაში დაფიქსირებული მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.(ტ.1. ს.ფ. 210).

 

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მოთხოვნა ემყარება მათი უკანონო დაკავებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დ----- გ------იას გ--–- მ-------–---–ის მიერ, ლ-–- რ-----ას დ----- კ----------ის მიერ, ლ-–- ჭ----–--ის გ------ი ა------ის მიერ, გ------ი კ-------ის ვ------- კ------ის მიერ, რ---- კ-------–---–ის გ------ი ხ----–--–ის მიერ, ზ---ა ხ-----–იას ლ-–- ხ------ასა ან ფ-------- გ----ას მიერ, რ--------- მ-----–--ის დ----- ჭ--------იასა ან ვ-–-------- გ---–--–---–ის მიერ, ბ---- შ-----–იას დ----- ჭ--------იასა ან ვ-–-------- ს----------–-–---–ის მიერ დაკავების ფაქტი. კერძოდ, წარმოდგენილი არ არის მათი დაკავების ოქმები, მოპასუხეები უარყოფენ აღნიშნული მოსარჩელეების დაკავების ფაქტს. უფრო მეტიც, წარმოებულ ადმინისტრაციულ საქმეებზე გამოტანილ დადგენილებებში არ არის მითითება მოცემული პირების ადმინისტრაციული დაკავების შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ არ არის დადგენილი მითითებულ მოსარჩელეთა ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტები.

 

3.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ ვ-–- მ-------–იასა და ჯ----– ს-----–---–ის ადმინისტრაციულ დაკავებასთან მიმართებით განმარტა, მართალია, საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ივლისის დადგენილება, რომლითაც ვ-–- მ-------–იასა და ჯ----–ი ს-----–---–ის საჩივარზე მათი ადმინისტრაციული წესით დაკავების უკანონოდ ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, თუმცა დადგენილებაში არ არის მითითება აღნიშნულ პირთა ადმინისტრაციულ დაკავებაზე, აღნიშნული არც სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებშია აღწერილი და არც მტკიცებულებად არის მითითებული. შესაბამისად, ვ-–- მ-------–იასა და ჯ----– ს-----–---–ის შემთხვევებშიც არ დასტურდება მათი ადმინისტრაციული დაკავების ფაქტი კანონით დადგენილი წესით.

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით; საქართველოს კონსტიტუციის მე-7, მე-17-18, 22-ე, 42-ე, 52-ე მუხლებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლებით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლებით; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლის მეორე ნაწილით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 317-ე, 413-ე, 1005-ე მუხლებით; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე, 244-ე, 246, 251-ე მუხლებით .

 

5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები ითხოვენ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას და მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ ისინი უკანონოდ იყვნენ ადმინისტრაციული წესით დაკავებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულია კონკრეტულ მოსარჩელეთა ადმინისტრაციული დაკავების ფაქტი და მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტა.

 

5.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველი დავის ფარგლებში უნდა განიმარტოს, რამდენად ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირზე და ადმინისტრაციული დაკავების უკანონობა გულისხმობს თუ არა მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საქართველოს პროკურატურაში დაკავების გასაჩივრების შედეგად დაკავების უკანონოდ ცნობას, ვინაიდან მოპასუხეთა წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან, მართალია, მათ მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება, მაგრამ ადმინისტრაციული დაკავება უკანონოდ არ არის ცნობილი.

 

5.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით 2014 წლის 4 ივლისს - ლ---- ბ-–-–---–ის, 2016 წლის 6 აპრილს - დ----- გ------იას, ნ--- ნ------ისა და გ------ი რ-----ას, 2014 წლის 20 აპრილს - მ------ ბ----–---–ის, 2017 წლის 17 მაისს - გ------ი რ-----სა და 2017 წლის 13 თებერვალს ჯ---- ჯ--–----ის ადმინისტრაციული დაკავებით მოხდა ზემოაღნიშნულ კონსტიტუციურ უფლებათა შელახვა, რაც წარმოადგენს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე. შესაბამისად, აღნიშნულ მოსარჩელეებს უნდა აუნაზღაურდეთ მიყენებული არაქონებრივი ზიანი.

 

5.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმის შესახებ, რომ ლ---- ბ-–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ემყარება არა მხოლოდ იმ ფაქტს, რომ მოხდა მისი უკანონო დაკავება, რასაც ადასტურებს მის მიმართ მიმდინარე სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტა, არამედ მისი, როგორც პ----–---------–------- იმუნიტეტის საკითხის უგულებელყოფა. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

 

5.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ლ---- ბ-–-–---–ის დაკავება უკანონოდ იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მის მიმართ მიმდინარე სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა. რაც შეეხება ადმინისტრაციული დაკავების პროცედურის კანონშესაბამისობის გადამოწმებას, აღნიშნული წარმოადგენს დამოუკიდებელი დავის საგანს, რომელიც თავდაპირველად ადმინისტრაციულ ორგანოებში მიმართვის გზით უნდა განხორციელებულიყო და შესაბამისად, სასამართლოს კომპეტენციას განსახილველი დავის ფარგლებში სცდება კონკრეტული პროცედურის მართლზომიერების შემოწმება, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ზიანის ანაზღაურების დავის განხილვის ფარგლებში მოსარჩელის დაკავების მართლწინააღმდეგობაა, რაც იმთავითვე წარმოშობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, დადასტურებულია.

 

5.6. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, დანარჩენ მოსარჩელეებთან მიმართებით არ დასტურდება დ----- გ------იას გ--–- მ-------–---–ის მიერ, ლ-–- რ-----ას დ----- კ----------ის მიერ, ლ-–- ჭ----–--ის გ------ი ა------ის მიერ, გ------ი კ-------ის ვ------- კ------ის მიერ, რ---- კ-------–---–ის გ------ი ხ----–--–ის მიერ, ზ---ა ხ-----–იას ლ-–- ხ------ას ან ფ-------- გ----ას მიერ, რ--------- მ-----–--ის დ----- ჭ--------იასა ან ვ-–-------- გ---–--–---–ის მიერ, ბ---- შ-----–იას, დ----- ჭ--------იასა ან ვ-–-------- ს----------–-–---–ის მიერ, ვ-–- მ-------–იას ნ-----–---- ნ-----–--–---–ის, ჯ----– ს-----–---–ის დ----- კ----------ის მიერ დაკავების ფაქტი. სასამართლომ კი აღნიშნა, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მითითებული მოსარჩელეების მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა, მათი სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.7. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული დაკავება განახორციელეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, შესაბამისად, მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობისას განხორციელებულ ქმედებაზე პასუხისმგებელია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ადგილი არ ჰქონია მოსარჩელეთა დაკავებას, ასევე, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას, რომელიც მოსარჩელეებს ზიანს მიაყენებდა. რაც შეეხება მოპასუხე ფიზიკურ პირებს, მართალია, დაკავება უშუალოდ მათ მიერ იქნა განხორციელებული, თუმცა კანონმდებლობით შესაბამისი საჯარო მოსამსახურის მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებაზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დაკისრება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს აუცილებელ კომპონენტს და უზრუნველყოფს პირის უფლებათა და თავისუფლებათა გარანტირებას, უქმნის პირს განცდას, რომ მისი უფლებები არ იქნება ხელყოფილი სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ, ხოლო ასეთი ხელყოფის შემთხვევაში მას მიეცემა საკუთარი უფლების აღდგენის თუ მიყენებული ზიანის კომპენსირების შესაძლებლობა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული მიდგომით დაზარალებული პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება არ არის დამოკიდებული კონკრეტული პირის ფინანსურ მდგომარეობაზე და ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ საჯარო მოხელე თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას სწორედ სახელმწიფოს სახელით მოქმედებს. მოცემული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ასახულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსშიც. რაც შეეხება კანონმდებლობაში საჯარო მოხელეთა პასუხისმგებლობის გათვალისწინების საკითხს, თუკი ისინი მოქმედებენ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხის გათვალისწინება სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, რომ სათანადო საფუძვლების არსებობისას ზიანის ანაზღაურებით გამოწვეული ზარალი რეგრესის წესით მიიღოს შესაბამისი საჯარო მოხელისაგან. სწორედ ამიტომ, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, რაც იმთავითვე უზრუნველყოფს დაზარალებული პირისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას და წარმოშობს რეგრესულ მოთხოვნას საჯარო მოხელის მიმართ, თუკი ეს უკანასკნელი მოქმედებდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამრიგად, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.

 

6.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.

 

6.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით ლ---- ბ-–-–---–ი, დ----- გ------ია, მ------ ბ----–---–ი, ნ--- ნ------ე, ჯ---- ჯ--–----ე რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ დაკავებული, რა დროსაც შეიზღუდა მათი თავისუფალი მიმოსვლის უფლება, შეილახა პირის ღირსება; ამიტომ სასამართლომ მიიჩნია, რომ მორალური ზიანის სახით ლ---- ბ-–-–---–ის სასარგებლოდ ანაზღაურებას უნდა დაექვემდებაროს 500 (ხუთასი) ლარი, ხოლო დ----- გ------იას, მ------ ბ----–---–ის, ნ--- ნ------ის და ჯ---- ჯ--–----ის სასარგებლოდ - 200 (ორასი) ლარი. რაც შეეხება გ------ი რ-----ას, ვინაიდან მას ზიანის მოთხოვნა წარმოეშვა ორი დამოუკიდებელი ფაქტის საფუძველზე, ანაზღაურებას უნდა დაექვემდებაროს 400 (ოთხასი) ლარი.

 

7. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ---- ბ-–-–---–მა, დ----- გ------იამ, მ------ ბ----–---–მა, ნ--- ნ------ემ, გ------ი რ-----ამ, ჯ---- ჯ--–----ემ, რ--------- მ-----–--ემ, ლ-–- რ-----ამ, ვ-–- მ-------–იამ, ზ---ა ხ-----–იამ, ჯ----– ს-----–---–მა, ლ-–- ჭ----–--ემ, გ------ი კ-------მა, რ---- კ-------–---–მა, ბ---- შ-----–იამ და მოითხოვეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებისა და 2018 წლის 21 თებერვლის განჩინების გაუქმება და მოწინააღმდეგე მხარისთვის სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრება; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

7.1. აპელანტთა მოსაზრებით დაუსაბუთებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტი, რომ ვ-–- მ-------–ია და ჯ----– ს-----–---–ი დაკავებულები არ ყოფილან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ და ამიტომაც მათ არ უნდა აუნაზღაურდეთ მოთხოვნილი ზიანი. აპელანტები თვლიან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დადგინა აღნიშნულ ნაწილში ფაქტობრივი გარემოება, რადგან საქმეში სარჩელზე დართული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ივლისის N4/4002-16 დადგენილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებით დასტურდება, რომ სასამართლომ ამ პირების დაკავების ფაქტი დაადასტურა, თუმცა მათი დაკავების უკანონოდ ცნობის ნაწილში შეწყვიტა საქმის წარმოება, რამეთუ მოცემული საკითხის განხილვა სხვა ორგანოს კომპეტენციაში შედიოდა.

 

7.2. სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში მოპასუხე მხარისათვის დაკისრებული კომპესაციის ოდენობა ვერ უზრუნველყოფს იმ უარყოფითი განცდების შეძლებისდაგვარ კომპეტენციას, რაც მოსარჩელეებმა განიცადეს, ასევე ვერ შეაკავებს მოპასუხეებს და სამომავლოდ უფრო წამახალისებლად იმოქმედებს მათზე. სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, კომპენსაციის მოცულობამ მხარეს უნდა გაუჩინოს განცდა, რომ მის მიმართ განხორციელებულ უკანონობაზე ბრალეულმა პირმა რეალურად აგო პასუხი.

 

7.3. აპელანტები აღნიშნავენ, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი წონასწორობის მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება Nბს-661-646(2კ-14) საქმეზე).

 

7.4. აპელანტები მიუთითებენ, რომ საკასაციო სასამართლომ 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით Nბს-661-646(2კ-14) საქმეზე კორესპონდენციის საიდუმლოების დარღვევა შეაფასა 1000 ლარით, ხოლო ამ ფონზე უკანონო დაკავებისათვის 200 ლარი უსამართლოა, რის გამოც უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო პალატაში ახალი გადაწყვეტილების მიღებით უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი მოთხოვნილი მოცულობით.

 

7.5. სააპელაციო საჩივრის თანახმად, დაკისრებული თანხების არაგონივრულობას უფრო მეტად წარმოაჩენს იმუნიტეტით მოსარგებლე საქართველოს პარლამენტის წევრის ლ---- ბ-–-–---–ის სასარგებლოდ განსაზღვრული 500 ლარი, რომელიც წარმოადგენს იმუნიტეტით გათვალისწინებული სიკეთეების და მისი არსის საერთოდ უგულვებელყოფას. აპელანტთა მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ იმუნიტეტით მოსარგებლე პირისათვის იმუნიტეტის არსებობა არარაობად აქცია, დაუკარგა მნიშვნელობა; შესაბამისად, სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღებით უნდა მოხდეს მოპასუხეებისათვის დაკისრებული თანხების გაზრდა სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებულ ოდენობამდე.

 

7.6. აპელანტთა მოსაზრებით დაუსაბუთებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე არაუფლებამოსილ ორგანოდ განხილვა, რამეთუ დაკავება განხორციელდა ამ ორგანოს სახელით, დამკვებელი ორგანო სწორედ ეს ორგანო იყო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქმედებს სწორედ შს სამინისტროს სახელით და არა პირიქით.

 

აპელანტებს სამართლებრივად გაუმართლებელად მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო ორგანოს არ დაეკისროს პასუხისმგებლობა და დაკისრება განხორციელდეს მის სტრუქტურულ ერთეულზე. აპელანტი აღნიშნავს, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულია და არა მისი საქვეუწყებო დაწესებულება ანდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამდენად სოლიდარულად პასუხისმგებელ ბრალეულ პირებში შეყვანილ უნდა იქნეს

შინაგან საქმეთა სამინისტროც.

 

აპელანტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ ასევე სასამართლოს მიერ მოპასუხე ფიზიკური პირების ზიანის ანაზღაურებაზე არაუფლებამოსილ პირებად განხილვას და მათთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან გათავისუფლებას. ისინი მიუთითებენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე და აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სოლიდარულად უნდა დააკისროს ზიანის ანაზღაურება მოპასუხე ფიზიკურ პირებსაც.

 

7.7. აპელანტები უსაფუძვლოდ და დაუსაბუთბლად მიიჩნევენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მორალური ზიანის ანაზღაურება იმ პირების მიმართ, რომლებიც დაკავებულნი არ ყოფილან, რ--------- მ-----–--ის 2 (ორი) ეპიზოდი, დ----- გ------იას მეორე, უარყოფილი ეპიზოდი, ლ-–- რ-----ას, ვ-–- მ-------–იას, ზ---ა ხ-----–იას 2 (ორი) ეპიზოდი, ჯ----– ს-----–---–ის, ბ---- შ-----–იას, ლ-–- ჭ----–--ის, გ------ი კ-------ის, რ---- კ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნების ნაწილები, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ივლისის N4/4002-16, იმავე სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის N4-------- და გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 აგვისტოს N4/413-15, N4/414-15 საქმეებიდან გამომდინარე.

აპელანტებს უდავოდ მიიჩნიათ, რომ ამ პირების მიმართ დაიწყო და უსაფუძვლოდ წარმოებდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, პირები მიეცნენ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში, წარსდგნენ სასამართლო ორგანოებში, რითაც მათ განიცადეს სტრესტი მათ მიმართ წარმოებული უკანონო საქმისწარმოების გამო მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება.

 

7.8. აპელანტები სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილთან დაკავშირებით მიიჩნევენ, რომ მოცემულ საქმეზე სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რამაც თანმდევი შედეგით წარმოშვა მოპასუხისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების საკითხზე მსჯელობა.

აპელანტები მიუთითებენ, რომ წარმოდგენილ საქმეზე მოსარჩელეთა ინტერესების სასამართლოში წარმოდგენას პროცესის ყველა სტადიაზე ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად ახორციელებდა და ახორციელებს კვლავაც სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი ი---- პ-------–---–ი (ადვოკატთა ერთიან რეესტრში რეგისტრაციის N------).

 

7.9. სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით, 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-3 წინადადებით, 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-69-ე, 408-ე, 709-ე მუხლის პირველი ნაწილით, 710-ე მუხლის მეორე ნაწილით. აპელანტები მიუთითებენ ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 9 თებერვლის Nბს-1330-1315(კ-11) საქმეში არსებულ განმარტებაზე; ასევე უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 8 სექტემბრის განჩინებაზე საქმე Nას-39-489-06; აპელანტები მიუთითებენ ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 ივნისის ( N 3ბ/ 698 -2015) გადაწყვეტილებაზე.

 

7.10. ადვოკატის ხარჯებთან დაკავშირებით აპელანტებმა მიუთითეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებულ სტანდარტზე, კერძოდ 2012 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ; ასევე 2005 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებაზე ფადაეევა რუსეთის წინააღმდეგ (Fadeyeva v. Russia); აპელანტები მიუთითებენ ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაზე გივი ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ.

 

7.11. აპელანტები აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ გადაუხდელი საადვოკატო მომსახურების საფასური, ამგვარი მომსახურების ხელშეკრულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენის პირობებში, კანონით გათვალისწინებული ოდენობის ფარგლებში, მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებას ექვემდებარება. მითითებული საპროცესო-სამართლებრივი შესაძლებლობის სხვაგვარი განმარტება გამოიწვევს იმგვარ შედეგს, რომ თუ მხარეს ადვოკატისათვის ანაზღაურების წინასწარ გადახდის შესაძლებლობა არ აქვს და მან, ანაზღაურების გადახდა, ადვოკატთან შეთანხმებით საქმის საბოლოო შედეგს დაუკავშირა, ეს კი მათი მითითებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლითა და 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შესაძლებლობას დაკარგავს, რაც საპროცესო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება; აპელანტები განმარტავენ, საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების წერილობით დადების ვალდებულება კანონმდებელს არ დაუდგენია სახელშეკრულებო თავისუფლების იდეიდან გამომდინარე, შესაბამისად არ გამორიცხება მისი არსებობა ზეპირი გარიგების საფუძველზე, ხოლო მისი არსებობა გარეგნული გამოხატულებით მინიმუმ უნდა დგინდებოდეს. აპელანტების წარმომადგენელი აღნიშნავს, სამივე ინსტანციის სასამართლოში ერთი და იგივე ადვოკატის მონაწილეობა და საადვოკატო ხარჯების მოთხოვნის ფაქტი, სხვა არაფერს ადასტურებს, თუ არა საადვოკატო მომსახურების გარიგების დადებისა და არსებობის ფაქტს.

 

სააპელაციო საჩივარში მითითებულია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი, როგორც საპროცესო ნორმა ვერ იქნება მატერიალურად იმის დამდგენი, რომ საადვოკატო მომსახურების ღირებულება ანაზღაურდეს მხოლოდ მაშინ, თუ ის იქნება მხოლოდ წერილობით დადებული და წინასწარ გადახდილი იქნება მისი სრული ღირებულებაც, რამეთუ საპროცესო სამართალს არ ძალუძს მატერიალური სამართლის ნორმების ჩანაცვლების შესაძლებლობა. საპროცესო სამართალი ადვოკატის ხარჯის წაგებული მხარისათვის დაკისრების მიზნებისათვის ვერც დაადგენს საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების წინასწარ გადახდის ვალდებულებას და ვერც აკრძალავს ამგვარი ღირებულების საქმის დასრულებისა და კულმინაციურ ეტაპზე ანაღაურებას. ამიტომ ჯერ კიდევ გადაუხდელი საადვოკატო მომსახურების საფასური, ამგვარი მომსახურების ხელშეკრულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენის პირობებში კანონით გათვალისწინებული ოდენობის ფარგლებში, მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებას ექვემდებარება.

 

7.12. აპელანტები თვლიან, რომ სასამართლოს მხრიდან მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მოცემული საქმის საწარმოებლად გაწეული შრომის ინტენსივობა, სარჩელზე მუშაობის ხარისხი, სურვილი - არასოდეს აერიდებინა თავი სხდომაზე მონაწილეობისათვის, შუამდგომლობების დაყენების ინტენსივობა, საქმის სირთულე, მოთხოვნების დასაბუთებისას სასამართლოს მყარი პრაქტიკის ძიება, მცდელობები საქმის მორიგებით დასრულებისა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც მოსარჩელის წარმომადგენლის შრომის ნაკლებობაზე არ მიუთითებს და მოითხოვდა მნიშვნელოვანი დროისა და ძალისხმევის ხარჯვას საქმეზე. ხსენებული გარემოებები სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს და მაქსიმალური მოცულობით დააკისროს მოპასუხეებს სასამართლოსგარეშე პროცესის ის ხარჯი, რომელიც მოთხოვნილია სარჩელით მოცემულ საქმეზე. აპელანტები აღნიშნავენ, სასამართლოს ამ ნაწილში მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა, ვინაიდან ის საფუძვლიანია, რადგან კანონი ითვალისწინებს ამგვარი მოთხოვნის გამართლებულობას, დასაბუთებულია, რადგან ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან სამართლის ნორმით გათვალისწინებულ შემადგენლობას. აპელანტის მოსაზრებით ამ ნაწილში სასამართლომ არ გამოიყენა კანონები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ხოლო გამოყენებულს არასწორი განმარტება მისცა.

 

7.13. აპელანტები მიუთითებენ, რომ საკასაციო პალატის დადგენილი პრაქტიკის მოხმობით, საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა კოდექსის 260-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. ამასთან, სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეული ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც.

 

7.14. აპელანტები აღნიშნავენ, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სამართალწარმოებისათვის გაღებული ხარჯების, ოდენობის, მათი ანაზღაურების წესსა და პირობებს. პროცესის ხარჯები, რომელიც შედგება სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯებისაგან წარმოადგენს მხარეთა მიერ მატერიალური უფლებების დასაცავად (აღსადგენად, მოსაპოვებლად) გაწეულ ხარჯებს, რაც შესაძლებელია ანაზღაურდეს სარჩელზე დამდგარი იურიდიული შედეგის შესაბამისად და პროპორციულად, როგორც პროცესუალური მოთხოვნა. სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, ისევე, როგორც საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა სხვა პროცესუალური მოთხოვნა არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე, დამოუკიდებელი სარჩელის, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის დამოუკიდებელ ობიექტს, ვინაიდან სარჩელი აღიძვრის იმ უფლებათა დასაცავად, რომლებიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და განმტკიცებულია მატერიალურ -სამართლებრივი კანონმდებლობით. საპროცესო სამართალი განსაზღვრავს იმ საპროცესო უფლებების კლასიფიკაციას და მათით სარგებლობის პირობებს, რომლებიც აუცილებელია - მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების ეფექტიანად დაცვის უზრუნველსაყოფად. საპროცესო ხარჯების ანაზღაურება დასაშვები და შესაძლებელია როგორც მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის თანამდევი პროცესუალურ-სამართლებრივი მოთხოვნა, პირველის გარეშე იგი არ შეიძლება დამოუკიდებლად არსებობდეს. პროცესუალურ-სამართლებრივი მოთხოვნები წარმოიშობა და ქრება მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნასთან ერთად. სასარჩელო წარმოებაში ხარჯებს გაიღებს მხარე, რომლის მიზეზითაც სასამართლოს მოუწია კონფლიქტის (დავის) გადაწყვეტა. ეს შეიძლება იყოს მოპასუხე (სარჩელის დაკმაყოფილების), ან მოსარჩელე (სარჩელის დაუკმაყოფილებლობის პირობებში), სასამართლოს გარეშე ხარჯები განეკუთვნება დამატებით დანახარჯებს, რომელსაც გაიღებს მხარე.

 

7.15. აპელანტები აღნიშნავენ, რომ მოგვარებულ სასამართლო დავაზე გაღებული ხარჯების ანაზღაურებაზე დამოუკიდებელი სარჩელის წარდგენა ვერ იქნება ცალკე, დამოუკიდებელი სარჩელით 2 მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძველი, რამდენადაც ასე სახეზეა არა სადავო მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობა, არამედ, დასრულებულ სამართალწარმოებაში გამოუყენებელი საპროცესო უფლების მატერიალური შინაარსის უფლებად წარმოსახვის მცდელობა, რისი შესაძლებლობა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი არ არის და სავსებით ლოგიკურად, ვინაიდან სასამართლო დავაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ქარწყლდება ყველა საპროცესო უფლება, რომლითაც მხარეებს შეეძლოთ ესარგებლათ სამართალწარმოების სხვადასხვა სტადიაზე.

 

7.16. აპელანტები განმარტავენ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის; ამასთან, დადგენილია კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ან სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

 

7.17. სასამართლოსგარეშე ხარჯების განაწილების შესახებ დანაწესს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და არ ანიჭებს სასამართლოს საპროცესო კომპეტენციას თავისი ინიციატივით, მხარის მოთხოვნის არარსებობის პირობებში გადაწყვიტოს სასამართლოსგარეშე ხარჯების განაწილების საკითხი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება, საქმეზე ბს-1665 1619(კ-08). აპელანტების წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ხსენებული მსჯელობა წარმოშობს სასარჩელო მოთხოვნასთან თანადროულად საპროცესო ხარჯების ანაზღაურების მიზნით შესაბამისი მოთხოვნის სარჩელშივე ჩამოყალიბებას; რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საპროცესო ნორმის საფუძველზე გამოუყენებელ საპროცესო უფლებაზე ცალკე სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს კანონი, ანუ სამართლებრივად დაუშვებელია საპროცესო უფლების მატერიალურ უფლებასთან გათანაბრების სამართლებრივი შესაძლებლობის დაშვება და თანმდევ საპროცესო უფლებაზე სარჩელის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ ბს-1665-1619(კ-08) საქმეზე მიღებული 2009 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება.

 

7.18. აპელანტთა მოსაზრებით უსაფუძვლოა ასევე გადაწყვეტილებაში არსებული დასაბუთება სასამართლოში წარმოსადგენი მტკიცებულებების მომზადების, მიღების, სასამართლოში გადმოგზავნის, სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად ტრანსპორტირების მიზნით, ასევე, სასამართლოში მოცდენილი დროის ანაზღაურებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. აპელანტების წარმომადგენელი უდავოდ მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს ასეთი ხარჯის გაწევა მოუწიათ და მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე ის გონივრულ ფარგლებში უნდა დაკმაყოფილდებულიყო. ამდენად, აპელანტები თვლიან, სააპელაციო პალატამ სასამართლოსგარეშე ხარჯების ნაწილში მთლიანად უნდა შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში მატერიალური ზიანის სახით აღნიშნული სახის ხარჯების ანაზღაურება - მოსარჩელეებს შეეძლოთ მოეთხოვათ. ამ შემთხვევაში აპელანტები თავისუფლდებიან ზიანის მინიმალური ოდენობით მტკიცების ტვირთისაგან. მთავარია მათ დააყენონ აღნიშნული საფუძვლით მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

7.19. აპელანტები თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის საოქმო განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით მიუთითებენ, რომ სასამართლოს მენეჯერული პრობლემები (საქმეთა დიდი რიცხოვნობა, მოსამართლეთა ნაკლები ”რაოდენობა, სასამართლოს აპარ----ს არასაკმარისი პროფესიონალიზმი, ეფექტიანობაზე არსებული გამოწვევებისადმი სათანადო პასუხის გაუცემლობა, საქმეთა ნაკადის მართვის უნარის არქონა, მოსამართლის გადატვირთულობა, სხვა საქმის განხილვის დაწყება არასწორად და არაეფექტურად დაგეგმილი მოსამართლის გრაფიკის გამო) ქმნის არა შემდგარი სხდომის გადადების, არამედ ამ მოსამართლის სანაცვლოდ სხვა მოსამართლის გასამწესებლად შერჩევის აუცილებლობის წინაპირობას დანიშნული სასამართლო სხდომის ჩატარების ინტერესებიდან გამომდინარე და არა მუდმივად გადადების და ვერ დასრულების აუცილებლობას.

 

7.20. მოცემულ საქმეზე სასამართლომ ვერ უზრუნველყო საქმის განხილვის უწყვეტობის პრინციპის შესრულება, ვინაიდან მნიშვნელოვანი პერიოდის მანძილზე განსახილველი საქმის მიმართ არანაირი საპროცესო მოქმედება არ შესრულებულა და სასამართლოს საქმესთან მჭიდრო კონტაქტი აღარ ჰქონია, რეალურად შეწყდა სწრაფი, ეფექტური და ქმედითი მართლმსაჯულება სასარჩელო მოთხოვნებზე. აპელანტების წარმომადგენელი თვლის, რომ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის მიზნით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არაა თეორიული, ფიქციური და ილუზორული უფლება, ის არაა ორიენტირებული შეუსაბამოდ არაგონივრულად მნიშვნელოვანი დროის გასვლის შემდეგ რაიმე უფლებების დადგენა-გარკვევაში, ვინაიდან სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას მოჰყვება კანონიერი მოლოდინი იმისა, რომ დამოუკიდებელ საწყისებზე შექმნილი ობიექტური და სამართლიანი სასამართლო მოდავე მხარეთა პრეტენზიებს განიხილავს საამისოდ დადგენილ ვადაში და სასამართლო ცალკე დამატებით დამოუკიდებელ ხელმყოფ სუბიექტად არ მოევლინება მხარეს. სასამართლოსათვის მიმართვის უფლება დროში არსებული ფასეული სიკეთეა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მართლმსაჯულების დამოუკიდებლად განხორციელების აღქმაში. სხვა სიტყვებით, სასამართლოს ქცევები უნდა ადასტურებდეს, რომ ის კანონის საფუძველზე იხილავს საქმეს და არა კანონით დადგენილი წესების, კერძოდ, საპროცესო ვადების დარღვევით და საკუთარი შეხედულებებით ანდა საკუთარი კომფორტისათვის შესაბამის დროს.

 

7.21. აპელანტები აღნიშნავენ, მართალია, საერთოდ სხდომის გადადებას ითვალისწინებს კანონი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ კანონზე მითითებით შესაძლებელია ნებისმიერი სხდომა უმოტივოდ გადაიდოს. კანონის ნორმა თავად არაა დასაბუთება, და მარტოოდენ მისი მითითებით სასამართლო აქტი დასაბუთებულ სახეს, გარეგნობას და მნიშვნელობას ვერ იძენს, კანონის ნორმა შესაძლებლობაა, რომ არსებული ფაქტობრივი გარემოება მისადაგებული იქნას კანონში აღწერილთან (ე.წ. „სუბსუმფცია“), რაც დასაბუთებაში ვლინდება. ამ კუთხით აპელანტთა წარმომადგენლის მოსაზრებით გასაჩივრებული აქტი დაუსაბუთებელია და ის საჯარო წესრიგის საწინააღმდეგოა.

 

აპელანტები აღნიშნავენ, საქმის განხილვის გადადების თაობაზე საოქმო განჩინებას წაეყენება სწორედ ის პრეტენზიები და მოთხოვნები, რაც ზოგადად სასამართლო აქტს, რომ ის დასაბუთებული უნდა იყოს. აპელანტები თვლიან, საოქმო განჩინებების თანახმად არ დგინდება, თუ რატომ მიიღო სასამართლომ საკუთარი ინიციატივით სხდომის გადადების გადაწყვეტილება, რა სახის შექმნილი ვითარება ამართლებდა ამ გადაწყვეტილებამდე მისვლას. სამართლიანობა მიიღწევა კანონის უზენაესობის პატივისცემის ქცევით თავად იმ პირის ქცევებით, ვინც ეს უნდა ძალისმიერად უზრუნველყოს. სხვა სიტყვებით, თავად მოსამართლის ქცევა უნდა იყოს კანონის უზენაესობის პატივისცემის დადასტურება.

 

7.22. აპელანტთა მოსაზრებით უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასახელებული საოქმო განჩინებ(ებ)ი საქმის არსებითი განხილვის დროს, განხილვის საკუთარი ინიციატივით შეწყვეტისა და სხვა დროისათვის ზეპირი მოსმენის გადადების თაობაზე, როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი სასამართლო აქტები.

 

7.23. აპელანტები ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად სასამართლო სხდომის სხვა დროისთვის გადადების შესახებ საოქმო განჩინების გაუქმებას. აპელანტების წარმომადგენელი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადება საგამონაკლისო ნორმაა და არა მუდმივი წესი. ასეთი უნდა განხორციელდეს თუ საქმე არსებითად რთული გადასაწყვეტია და ისიც გამონაკლის შემთხვევაში. ამ უკანასკნელ შემთხვევას დასაბუთების ალტერნატივა არ აქვს. საპროცესო კანონი ამ შემთხვევისათვის ითვალისწინებს დასაბუთებული და მოტივირებული განჩინების გამოტანის აუცილებლობას. ამ უფლების გამოყენებას მოსდევს მოსამართლის ვალდებულება მოტივირებული განჩინების გამოტანისა.

 

7.24. აპელანტებს მიაჩნიათ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თანმდევი შედეგით უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების ნაწილში.

 

7.25. აპელანტებმა იშუამდგომლეს მოწინააღმდეგე მხარეს მათ სასარგებლოდ დაეკისროს პროცესის ხარჯის- სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისთვის 2 400 ლარის ანაზღაურება სააპელაციო ინსტანციისთვის.

 

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლმა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

8.1. სააპელაციო საჩივრის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასების შედეგად მივიდა არასწორ გადაწყვეტილებამდე, ამასთან სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების სადამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს. სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

8.2. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოიხმო რა "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი მიუთითა, რომ ყველას ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი (რასაც ადგილი არ ჰქონია განსახილველ შემთხვევაში) ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო აქვს კომპენსაციის მიღების უფლება. ამ მუხლის დებულებათა დარღვევით განხორციელებული თავისუფლების აღკვეთას ავსებს 50-ე მუხლით გათვალისწინებული "სამართლიანი ანაზღაურებაზე". პირველი ინსტანციის სასამართლომ მოიხმო რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მიუთითა, რომ მე-5 პუნქტის გამოყენების წინაპირობას მე-5 მუხლით გათვალისწინებული ერთი და ან რამდენიმე უფლების ხელყოფა წარმოადგენს. კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პირი დაამტკიცებს მისთვის ფიზიკური, მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს.

 

8.3. სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ ისე დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელეთა ნაწილის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება, რომ არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება, თუ რა სახის ზიანი მიადგათ მოქალაქე ლ---- ბ-–-–---–ს, დ----- გ------იას, მ------ ბ----–---–ს, ნ--- ნ------ეს, გ------ი რ-----ას და ჯ---- ჯ--–----ეს იმ პირობებში, როდესაც მათი ადმინისტრაციული დაკავება კანონიერად არის მიჩნეული (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილების 22-ე გვ.). შესაბამისად რამდენად საფუძვლიანია მოსამართლის მსჯელობა, რომ სწორედ აღნიშნული დაკავებით განიცადა პირმა მორალური ზიანი. თუკი სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას გავყვებით გამოდის, რომ ნებისმიერ პირს კანონიერი დაკავების პირობებში უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, არადა ევროკონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ცალსახად მიუთითებს, რომ კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ იმ პირობებში თუკი დაზარალებული დაამტკიცებს მისთვის ფიზიკური, მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. ასეთ ფაქტზე მითითებას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

 

8.4. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული დაკავების უკანონოდ აღიარებას მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როდესაც პირი ცნობილ იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, რაც იმთავითვე არ გამორიცხავს ადმინისტრაციული დაკავების უკანონობას. აღნიშნული განმარტება ეწინააღმდეგება, თვით სასამართლო დადგენილებასა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე და 250-ე მუხლებს. კერძოდ, ადმინისტრაციული დაკავება ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების უზრუნველყოფის ზომები და კანონმდებლობით განსაზღვრულია დაკავების საფუძველი, ასევე მისი გასაჩივრების წესი. ამავდროულად სასამართლო დადგენილებაში მსჯელობს უკანონო დაკავებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, როდესაც დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ადმინისტრაციული დაკავება არის კანონიერი. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობას რომ პირის მარეაბილიტირებულ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების მიღება, მაშინ როდესაც ადმინისტრაციული დაკავება არის კანონიერი, უსაფუძვლოა.

 

8.5. აპელანტის განმარტებით ასევე მნიშნველოვანია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244--ე მუხლის, ადმინისტრაციული დაკავების საფუძვლის ანალიზი და აღნიშნული ნორმის მიზნის შეფასება. ადმინისტრაციული დაკავება ეს არის უზრუნველყოფის ზომა. მაგალითად დაკავების ერთ-ერთ საფუძვლად განსაზღვრულია პირის იდენტიფიკაცია. იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია პირის იდენტიფიკაცია, კანონმდებელი უფლებამოსილ პირს ანიჭებს ადმინისტრაციული დაკავების უფლებამოსილებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, როდესაც უფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციული დაკავება განხორციელდა პირის იდენტიფიკაციისათვის, თავისთავად გამორიცხავს დაკავების უკანონოდ მიჩნევას. აპელანტის მითითებით, ნათელ მაგალითს წარმოადგენს განსახილველ შემთხვევაში არსებული საქმეები. კერძოდ მოქალაქე დ----- გ------ია, ნ--- ნ------ე და გ------ი რ-----ა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ და საქმე დაბრუნდა ხელახლა განხილვისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ უნდა მომხდარიყო სამართალდარღვევის ფაქტზე ხელახალი მსჯელობა, თუმცა საქმის განხილვის ვადის გასვლის გამო შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება. ცალსახაა, რომ საქმის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა არა სამართალდარღვევის ფაქტის არ არსებობა, არამედ ხანდაზმულობა. აღნიშნული არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ პირს არ ჩაუდენია სამართალდარღვევა. შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ადგილი არ აქვს მარეაბიტირებელ გარემოებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მ------ ბ----–---–ის მიმართ მიმდინარეობდა ადმინისტრაციული საქმე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით. აპელანტი მიუთითებს, ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დგინდება შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებით. საქმეში არსებული მტკიცებულებით მხარის ორგანიზმში დაფიქსირდა ნარკოტიკული საშუალების არსებობის ფაქტი. აღნიშნული ცხადყოფს, რომ სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტა არ უნდა განისაზღვროს როგორც მარეაბილიტირებელ გარემოებად. შესაბამისად ცალსახაა, რომ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საქმისწარმოების შეწყვეტა, არ წარმოადგენს ზიანის ანაზრაურების უდავო პირობას, როდესაც დადასტურებული გარემოებაა, რომ ადმინისტრაციული დაკავება არის კანონიერი. იგივე მოცემულობა გვაქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლშიც, კერძოდ კანონმდებელმა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დაუკავშირა მხოლოდ ისეთ შემთხვევას, როცა დადგინდება ქმედების უკანონობა, რომლის დროსაც სახეზე უნდა იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. საქმეში არ მოიპოვება იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელე დაკავებული იყო უკანონოდ.

 

8.6. სააპელაციო საჩივრის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლი ცალსახად ითვალისწინებს პიროვნების დაკავების საფუძვლებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სწორედ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მოქმედებდნენ და მხოლოდ იმიტომ, რომ შეწყდა მოქალაქის ი-----–ი რ-----ას მიმართ დაწყებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაწყებული საქმის წარმოება, თავისთავად არ იწვევს დაკავების უკანონობას, რადგან კანონმდებლობა ითვალისწინებს დაკავების გასაჩივრებას. განსაკუთრებით იმ შემთვევაში, როდესაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ადმინისტრაციული დაკავება კანონიერია.

 

8.7. აპელანტი სადავოდ ხდის მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობასაც, იმ პირობებში როცა მოსარჩელეთა მიმართ არ დგინდება ზიანის მიყენების ფაქტი. აპელანტის განმარტებით, მორალური ზიანის ანაზღაურება შეფასებითი კატეგორიისაა, იგი გარკვეულწილად არის იმ ტანჯვის, მორალური ტკივილისა და შეურაცხყოფის კომპენსაცია რაც პირმა განიცადა. იმ პირობებში როცა არ დგინდება ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტი, აპელანტისათვის გაუგებარია რა პირობებით დაადგინა და განსაზღვრა მორალური ზიანის ოდენობა სასამართლომ.

9. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივრების მოტივების შემოწმების, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ლ---- ბ-–-–---–ის, დ----- გ------იას, მ------ ბ----–---–ის, ნ--- ნ------ის, გ------ი რ-----ას, ჯ---- ჯ--–----ის, რ--------- მ-----–--ის, ლ-–- რ-----ას, ვ-–- მ-------–იას, ზ---ა ხ-----–იას, ჯ----– ს-----–---–ის, ლ-–- ჭ----–--ის, გ------ი კ-------ის, რ---- კ-------–---–ის და ბ---- შ-----–იას სააპელაციო საჩივარი; უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი. მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება ლ---- ბ-–-–---–ის, დ----- გ------იას, მ------ ბ----–---–ის, ნ--- ნ------ის, გ------ი რ-----ას, ჯ---- ჯ--–----ის სასარგებლოდ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და არ უნდა დაკმაყოფილდეს ლ---- ბ-–-–---–ის, დ----- გ------იას, მ------ ბ----–---–ის, ნ--- ნ------ის, გ------ი რ-----ას, ჯ---- ჯ--–----ის სარჩელი; უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დანარჩენ მოსარჩელეთა სარჩელი, ასევე უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

 

9.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

9.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

9.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

10. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესამოწმებლად ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში 2014 წლის 4 ივლისს, 23:50 საათზე, პოლიციის მაიორის ნ------- ძ-------ის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა ლ---- ბ-–-–---–ი, რომელიც ადმინისტრაციული დაკავების ოქმის თანახმად, იგინებოდა უმისამართოდ, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, იგი არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციის კანონიერ მოთხოვნას შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება. ადმინისტრაციული დაკავების ოქმი შედგენილია 2014 წლის 5 ივლისს 00:40 საათზე. ოქმში აღნიშნულია, რომ პირადი გასინჯვა არ ჩატარებულა. დაკავებულმა განმარტა, რომ არის ს----------–----------–----------–-----, რის გამოც ოქმის შედგენა დროებით შეჩერდა.

 

ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ლ---- ბ-–-–---–ის მიმართ 2014 წლის 5 ივლისს შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №ბ-------, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2014 წლის 5 ივლისს საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს გლდანის მიმართულების მე-2 ოცეულიდან შევიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები ლ---- ბ-–-–---–ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 ივლისის დადგენილებით (საქმე №---------) ლ---- ბ-–-–---–ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №ბ------- ოქმის საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოება შეწყდა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება ლ---- ბ-–-–---–ის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი. „იმ პირობებში, როდესაც არ არის დადასტურებული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ლ---- ბ-–-–---–ის მიერ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული, წინმსწრები მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (,,სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება”) გათვალისწინებული შემადგენლობაა, რამდენადაც არ არის დადასტურებული რომელიმე კონკრეტული კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევის არსებობა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის - ლ---- ბ-–-–---–ის ქმედებაში.“ (ტ.1. ს.ფ. 27-35).

 

ლ---- ბ-–-–---–ი იყო 2004-2008 და 2012-2016 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი, 2004-2008 წლებში იყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. (ტ.1. 115-116, 193-194).

 

10.2. სიღნაღის რაიონულ სასამართლოში 2014 წლის 21 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს II სახაზო- საპატრულო განყოფილებიდან შევიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები მ------ ბ----–---–ის მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო. (ოქმის შემდგენი - ს----------–----–---------------–--------------------------------------------------------–------------–--------------–----------------------------–---- პატრულ-ინსპექტორი გ------ი მ----–---–ი ).

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის დადგენილებით (საქმე №-------) შეწყდა ადმინისტრაციული სამართლდარღვევის საქმის წარმოება მ------ ბ----–---–ის მიმართ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო.

 

დადგენილების შესაბამისად, მ------ ბ----–---–ი 2014 წლის 20 აპრილს ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით წარდგენილ იქნა კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში (ჩ--–-------) ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით. 2014 წლის 20 აპრილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურის №------ დასკვნით, მ------ ბ----–---–ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების „მეტამფეტამინის“ მოხმარების ფაქტი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ამ დასკვნასთან დაკავშირებით დაკითხულ იქნა მთავარი ექსპერტი (ექიმი-ნარკოლოგი) გ------ი ა------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ ლაბორატორიული გამოკვლევისას (იმუნოქიმიური-იმუნოქრომტესტი), რომელიც გამოყენებულ იქნა მის მიერ, ნარკოტიკულ საშუალებაზე „მეტამფეტამინზე“ შესაძლებელია დადგინდეს ცრუ დადებითი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირი ღებულობს რაიმე სამკურნალო საშუალებებს. მანვე განმარტა, რომ საკვლევად წარდგენილი ბიოლოგიური მასალა (შარდი) ვარგისი იყო კვლევისათვის, ეს საკვლევი მასალა ვარგისი იყო შემდგომი კვლევებისათვისაც. ამასთან, მ------ ბ----–---–ის მიერ, იმ ბიოლოგიური მასალის ნაწილი (20 მლ), რომელზეც მთავარმა ექსპერტმა (ექიმი-ნარკოლოგი) გ------ი ა------–---–მა ჩაატარა ლაბორატორიული გამოკვლევა, წარდგენილ იქნა სიიპ ლ---- სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ღრმა ინსტრუმენტული ქიმიური გამოკვლევის მიზნით. 30.05.2014 წლის სსიპ ლ---- სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს №--------- ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქიმიურ- ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზ---ე წარდგენილ მ------ ბ----–---–ის ბიომასალაში - შარდის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“.

 

დადგენილებაში ერთ-ერთ მტკიცებულებად მითითებულია 2014 წლის 20 აპრილის ადმინისტრაციული დაკავების ოქმი.(ტ.1. ს.ფ. 37-39).

 

10.3. თ----- გ-------–---–ის, ნ-----–---- ნ------ისა და ბ------ მ-----–---–ის მიერ 2016 წლის 6 აპრილს, 15:30 საათზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნენ ნ--- ნ------ე, დ----- გ------ია და გ------ი რ-----ა, რომლებიც ადმინისტრაციული დაკავების ოქმების შესაბამისად, ქ. თბილისში, ლაღიძის ქ.7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას იგინებოდნენ, ილანძღებოდნენ და არ დაემორჩილნენ პოლიციის თანამშრომელთა მოწოდებას, შეეწყვიტათ აღნიშნული ქმედება.

 

ზემოაღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით 2016 წლის 14 აპრილს ნ--- ნ------ის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N-----------, გ------ი რ-----ას მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №------------ და დ----- გ------იას მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №----------- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის ფაქტზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2016 წლის 14 აპრილს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოდან განსახილველად შევიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები ნ--- ნ------ის, გ------ი რ-----ასა და დ----- გ------იას მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის ფაქტზე. დასახელებული პირების მიმართ წარმოებული საქმეები №------------------------------------ 2016 წლის 14 აპრილის სხდომაზე ერთ საქმედ გაერთიანდა ნომრით 4---------

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 აპრილის დადგენილებით ნ--- ნ------ე, დ----- გ------ია და გ------ი რ-----ა ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სახდელის სახით ნ--- ნ------ეს დაეკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, გ------ი რ-----ას დაეკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და დ----- გ------იას დაეკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილებით ნ--- ნ------ის, გ------ი რ-----ასა და დ----- გ------იას საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 აპრილის დადგენილება და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დადგენილება არ განიხილება იმ ნაწილში, რომლითაც შეწყდა საქმის წარმოება ნ--- ნ------ის, გ------ი რ-----ასა და დ----- გ------იას მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ნაწილში, რაც შესულია კანონიერ ძალაში. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლომ ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს სამართალდარღვევის ოქმებში მითითებული გადაცდომები რამდენად იძლევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობას და რა მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება თითოეული პირის მიერ ჩადენილი გადაცდომა, მათი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ასევე ის საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც მითითებულია დადგენილებაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 აგვისტოს დადგენილებით (საქმე №4--------) შეწყდა ნ--- ნ------ის, დ----- გ------იასა და გ------ი რ-----ას მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისათვის განვლო ამ კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებულმა ვადებმა. (ტ.1. ს.ფ 40-51).

 

10.4. ქ. თბილისში, გ--------–----------ე, 2017 წლის 17 მაისს, 00:10 საათზე, პატრულ- ინსპექტორის ა. ს---–--ის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა გ------ი რ-----ა, რომელიც, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 17 მაისს ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სახაზო - საპატრულო სამმართველოს კ--–------------------–------------–----–----- შევიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები გ------ი რ-----ას მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მაისის დადგენილებით (საქმე №4--------) შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება გ------ი რ-----ას მიმართ.

 

სასამართლომ არ გაიზიარა შუამდგომლობის აღმძვრელი ორგანოს წარმომადგენლის პოზიცია იმის თაობაზე, რომ გ------ი რ-----ას მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას.(ტ.1. ს.ფ. 52-55).

 

10.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 14 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს მ---–-------------------–------------–----–----–----- შევიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები ჯ---- ჯ--–----ის (დაბ. 1---------წ., პ/ნ 5----------, მცხოვრები - თ---–-------------------------) მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 13 თებერვალს, ქ. თბილისში, შარტავას №7-ის მიმდებარედ, ქ. თბილისის მერიასთან ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა ჯ---- ჯ--–----ე, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე არ დაემორჩილა სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას, შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჯ---- ჯ--–----ის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №აკ 0--------, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის. (ოქმის შემდგენელი - ბ------- მ-----–---ი). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის დადგენილებით (საქმე №4--------) ჯ---- ჯ--–----ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №აკ 0-------- ოქმის საფუძველზე დაწყებული №4-------- საქმის წარმოება შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო. (სასამართლოს სხდომა დაიწყო 2017 წლის 14 თებერვალს, 13:54 საათზე და დასრულდა 14:28 საათზე). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის დადგენილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის დადგენილებით (საქმე №4---------). (ტ.1. 57-66; 321-325).

 

10.6. ქ. თბილისში 2016 წლის 21 მაისს, ა-----–------------ე მდებარე ბიზნეს-ცენტრთან საჯარო, მშვიდობიანი შეკრების დასრულების შემდეგ, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ რ--------- მ-----–--ის, დ----- გ------იას, ლ-–- რ-----ას, ვ-–- მ-------–იას, ზ---ა ხ-----–იას, ჯ----– ს-----–---–ის, ბ---- შ-----–იას, ლ-–- ჭ----–--ის, გ------ი კ-------ის, რ---- კ-------–---–ის მიმართ შედგენილი იქნა №----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საჯარიმო ქვითრები, გათვალისწინებული საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით და ჯარიმის ოდენობად განესაზღვრა თითოეულს 80 (ოთხმოცი) ლარი.

 

რ--------- მ-----–--ემ, დ----- გ------იამ, ლ-–- რ-----ამ, ვ-–- მ-------–იამ, ზ---ა ხ-----–იამ, ჯ----–ი ს-----–---–მა, ბ---- შ-----–იამ, ლ-–- ჭ----–--ემ, გ------ი კ-------მა და რ---- კ-------–---–მა საჩივრით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოწინააღმდეგე მხარის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვეს, გაუქმდეს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 21 მაისის №--------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საჯარიმო ქვითრების (ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ოქმები). ასევე მოთხოვნილ იქნა, უკანონოდ იქნეს ცნობილი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორების მიერ საჩივრის ავტორების - ვ-–- მ-------–იასა და ჯ----–ი ს-----–---–ის ადმინისტრაციული წესით დაკავება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ივლისის დადგენილებით (საქმე №---------) რ--------- მ-----–--ის, დ----- გ------იას, ლ-–- რ-----ას, ვ-–- მ-------–იას, ზ---ა ხ-----–იას, ჯ----–ი ს-----–---–ის, ბ---- შ-----–იას, ლ-–- ჭ----–--ის, გ------ი კ-------ის, რ---- კ-------–---–ის საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 21 მაისის №----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საჯარიმო ქვითრები (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები) და საჩივრის ავტორების მიმართ შეწყდა საქმის წარმოება. ამასთან, ვ-–- მ-------–იასა და ჯ----–ი ს-----–---–ის საჩივარზე მათი ადმინისტრაციული წესით დაკავების უკანონოდ ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი, რაც გასაჩივრებული საჯარიმო ქვითრების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ-–- მ-------–იასა და ჯ----–ი ს-----–---–ის საჩივრის მოთხოვნა მათი ადმინისტრაციული წესით დაკავების უკანონოდ ცნობის ნაწილში არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის და ამ ნაწილში საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.(ტ.1.ს.ფ. 67-73).

 

10.7. საპატრულო პოლიციის ასეულის მეთაურის ვ-–-------- ს----------–-–---–ის მიერ 2017 წლის 09 მარტს ბ---- შ-----–იას მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №ა----------, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე; ამ ოქმის თანახმად, 2017 წლის 13 თებერვალს, ქ-------–--–---–------------------, ქ.თბილისის მერიასთან ბ---- შ-----–იამ დაარღვია შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 09 მარტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოდან შევიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები ბ---- შ-----–იას მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის დადგენილებით (საქმე №4--------) შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ბ---- გივის ძე შ-----–იას მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ გადაცდომაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო.(ტ.1. ს.ფ. 73-81).

 

10.8. პატრულ-ინსპექტორის ვ-–-------- გ---–--–---–ის მიერ 2015 წლის 12 ივლისს რ--------- მ-----–--ის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №აკ---------- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის.

 

პატრულ-ინსპექტორის ვ-–-------- გ---–--–---–ის მიერ 2015 წლის 12 ივლისს ზ---ა ხ-----–იას მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №აკ---------, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის. საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარმა სამმართველომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები წარადგინა გორის რაიონულ სასამართლოში, რომლის 2015 წლის 25 აგვისტოს დადგენილებით (საქმე №4/413-15, №4/414-15) შეწყდა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მიერ 2015 წლის 12 ივლისს ზ---ა ხ-----–იას მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრული საქმე მის ქმედებაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის დაუდასტურებლობის გამო და ზ---ა ხ-----–ია გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან. ასევე, შეწყდა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მიერ 2015 წლის 12 ივლისს რ--------- მ-----–--ის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღძრული საქმე მის ქმედებაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის დაუდასტურებლობის გამო და რ--------- მ-----–--ე გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან. (ტ.1. 82-84, 128, 130).

 

10.9. ქალაქ თბილისის პროკურატურის 2017 წლის 24 ივლისის №13/01-48614 მიმართვით ლ---- ბ-–-–---–ს, დ----- გ------იას, ნ--- ნ------ეს, გ------ი რ-----ას, ჯ---- ჯ--–----ეს, ლ-–- რ-----ას, ვ-–- მ-------–იას, ჯ----– ს-----–---–ს, ლ-–- ჭ----–--ეს, გ------ი კ-------ს, რ---- კ-------–---–ს, ბ---- შ-----–იას, ზ---ა ხ-----–იასა და რ--------- მ-----–--ეს №---------------------- განცხადებების პასუხად ეცნობათ შემდეგი: „ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად დანაშაულია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. განცხადებაში დაფიქსირებულ შემთხვევებში პოლიციელები მოქმედებდნენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამდენად, არ არსებობს პოლიციელთა მიმართ გამოძიების დაწყებისა და განცხადებაში დაფიქსირებული მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი“.(ტ.1. ს.ფ. 210).

 

11.1. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელეთა მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე მის მიერ ზემოაღნიშნულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც სააპელაციო პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება ლ---- ბ-–-–---–ის, დ----- გ------იას, მ------ ბ----–---–ის, ნ--- ნ------ის, გ------ი რ-----ას, ჯ---- ჯ--–----ის სასარგებლოდ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში; ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება ლ---- ბ-–-–---–ის, დ----- გ------იას, მ------ ბ----–---–ის, ნ--- ნ------ის, გ------ი რ-----ას, ჯ---- ჯ--–----ის სარჩელი.

 

11.2. სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლით, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა ამ მუხლში ჩამოთვლილი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

11.3. სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში ხელმძღვანელობს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის პასუხისმგებლობის საკითხი წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავით დადგენილი ნორმებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი; იმავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

11.4. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღურების მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები იმპერ----ულადაა განსაზღვრული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. სააპელაციო პალატა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად თავდაპირველად მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. იმავე კოდექსის მეორე ნაწილში კი აღნიშნულია, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

11.5. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი ფიზიკური პირის პირადი არაქონებრივი უფლებების მატერიალური სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების განხორციელების და დაცვის საშუალებას იძლევა მხოლოდ ბრალეული მოქმედებით მიყენებული ზიანის შემთხვევაში. ერთ-ერთ ადმინისტრაციულ საქმეზე საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანის მიყენება გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებიდან და არსებობდეს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ ადმინისტრაციული ორგანო შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას ან/და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ზიანის თავიდან აცილების მიზნით. ამდენად, მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. ამასთან, ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია ზიანის გამომწვევ კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის (სუს. საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ. გადაწყვეტილება).

 

11.6. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დადგენილი ერთიანი პრაქტიკის შესახებ, რომლის თანახმად საკასაციო პალატამ მიიჩნია „ .....რომ ზიანის ანაზღაურების საფუძვლის არსებობისათვის მნიშვნელობა არ აქვს დაკავებულ პირთა მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის არსებობას, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს სახელმწიფო მოსამსახურის - პოლიციელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის ფაქტის არსებობა, რაც უნდა შეფასდეს პოლიციელის უფლებამოსილების განმსაზღვრელი კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს განსაზღვრავს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

„პოლიციის შესახებ“ კანონის მეორე თავით გათვალისწინებულია პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები: პოლიციის საქმიანობის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპები, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის პრინციპი, კანონიერების პრინციპი, თანაზომიერების პრინციპი, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პრინციპი. მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ აღნიშნული პრინციპების დაცვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის - პოლიციელის მიერ „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების მიზნით, ამავე კანონის მე-13, მე-17 და მე-18 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საპოლიციო ღონისძიების გამოყენების - მოსარჩელეთა მიმართ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დაკავების გამოყენების შესახებ, რაც განხორციელდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლით გათვალისწინებული დაკავებისა და დაკავების ოქმის შედგენის პროცედურის დაცვით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პოლიციელის საქმიანობის კონტროლის წესი დადგენილია „პოლიციის შესახებ“ კანონის IX თავით. აღნიშნული კანონის 56-ე მუხლი ითვალისწინებს პოლიციელის ქმედების გასაჩივრების პროცედურას, რომლის პირველი ქვეპუნქტით პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ პოლიციელის ქმედებით დაირღვა მისი უფლებები და თავისუფლებები, უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ეს ქმედება ზემდგომ თანამდებობის პირთან, პროკურატურაში ან სასამართლოში. იმავე მუხლის მე-3 ქვეპუნქტით საპოლიციო ღონისძიება, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან სისხლის სამართლის ნორმების საფუძველზე ხორციელდება, საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, სამართლადარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის გასაჩივრების შესაძლებლობას დაინტერესებული პირის მიერ ზემდგომ ორგანოებში (თანამდებობის პირთან) ან პროკურატურაში. “საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმე Nბს-1143-1137(2კ-17).

 

11.7. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებზე (ტ.1. 131-138, 140-147), წარდგენილს ქ. თბილისის პროკურატურაში ლ---- ბ-–-–---–ის, დ----- გ------იას, მ------ ბ----–---–ის, ნ--- ნ------ის, გ------ი რ-----ას, ჯ---- ჯ--–----ის, რ--------- მ-----–--ის, ლ-–- რ-----ას, ვ-–- მ-------–ას, ზ---ა ხ-----–იას, ჯ----– ს-----–---–ის, ლ-–- ჭ----–--ის, გ------ი კ-------ის, რ---- კ-------–---–ისა და ბ---- შ-----–იას მიერ, რომელიც ქ. თბილისის პოკურატურის კანცელარიაში დარეგისტრირებულ იქნა 2017 წლის 19 ივნისს წერილი N56239 (ს.ფ. 148) და 2017 წლის 20 ივნისს, წერილის N 01/13-56530 (ს.ფ. 139). აღნიშნული საჩივრებით მოთხოვნილ იქნა საჩივრის ავტორების ადმინისტრაციული წესით დაკავების, პირადი და ნივთების გასინჯვის და მათ მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უსაფუძვლოდ წარმოებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უკანონოდ ცნობა.

 

ლ---- ბ-–-–---–ს, დ----- გ------იას, მ------ ბ----–---–ს, ნ--- ნ------ეს, გ------ი რ-----ას, ჯ---- ჯ--–----ეს, რ--------- მ-----–--ეს, ლ-–- რ-----ას, ვ-–- მ-------–იას, ზ---ა ხ-----–იას, ჯ----– ს-----–---–ს, ლ-–- ჭ----–--ეს, გ------ი კ-------ს, რ---- კ-------–---–ს და ბ---- შ-----–იას ქ. თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის 2017 წლის 24 ივლისის N----------- წერილით, ქ. თბილისის პროკურატურაში შესული N---------------------- განცხადებების პასუხად ეცნობათ, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დანაშაულია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინაღმდეგო და ბრალეული ქმედება. განცხადებაში დაფიქსირებულ შემთხვევებში პოლიციელები მოქმედებდნენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამდენად, არ არსებობს პოლიციელთა მიმართ გამოძიების დაწყებისა და განცხადებაში დაფიქსირებული მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.“ (ტ.1.ს.ფ.210).

 

11.8 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ითვალისწინებს ერთ-ერთ ადმინისტრაციულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას იმის შესახებ „ ...რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „პოლიციის შესახებ“ კანონით დადგენილია სახელმწიფო მოსამსახურის - პოლიციელის მიერ მოვალეობის დარღვევის შესახებ ფაქტის დადგენის შესაძლებლობა, ქმედების გასაჩივრების წესი და პროცედურა. აღნიშნული წესით პოლიციელის მიერ განხორციელებული ქმედებისა და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა საფუძვლად დაედოს ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად, გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში (სასკ. მუხლი 17.1)." საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმე Nბს-1143-1137(2კ-17).

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეების მხრიდან მოსარჩელეთა ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაცული არ იყო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.

 

11.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელეების - ლ---- ბ-–-–---–ის, დ----- გ------იას, მ------ ბ----–---–ის, ნ--- ნ------ის, გ------ი რ-----ას, ჯ---- ჯ--–----ის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

 

12.1. სააპეალციო პალატა იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას მოსარჩელეების - რ--------- მ-----–--ის, ლ-–- რ-----ას, ვ-–- მ-------–იას, ზ---ა ხ-----–იას, ჯ----– ს-----–---–ის, ლ-–- ჭ----–--ის, გ------ი კ-------ის, რ---- კ-------–---–ის და ბ---- შ-----–იას სასარჩელო მოთხოვნების უსაფუძვლოდ მიჩნევის თაობაზე, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება დ----- გ------იას გ--–- მ-------–---–ის მიერ, ლ-–- რ-----ას დ----- კ----------ის მიერ, ლ-–- ჭ----–--ის გ------ი ა------ის მიერ, გ------ი კ-------ის ვ------- კ------ის მიერ, რ---- კ-------–---–ის გ------ი ხ----–--–ის მიერ, ზ---ა ხ-----–იას ლ-–- ხ------ას ან ფ-------- გ----ას მიერ, რ--------- მ-----–--ის დ----- ჭ--------იასა ან ვ-–-------- გ---–--–---–ის მიერ, ბ---- შ-----–იას დ----- ჭ--------იასა ან ვ-–-------- ს----------–-–---–ის მიერ, ვ-–- მ-------–იას ნ-----–---- ნ-----–--–---–ის, ჯ----– ს-----–---–ის დ----- კ----------ის მიერ დაკავების ფაქტი, ვინაიდან მოსარჩელეთა მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.

 

12.2. სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ერთობლიობაში და ყოველმხრივ შემოწმება-შეფასების შედეგად თვლის, რომ ზემოაღნიშნულ მოსარჩელეების მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა, რის გამოც მათი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

13.1. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებისა და 2018 წლის 21 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და მოწინააღმდეგე მხარისთვის სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესახებ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრისა და 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებების გაუქმების საფუძველი. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის განხილვის გადადების საპროცესო შესაძლებლობას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია, მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ 2017 წლის 11 დეკემბერს ჩატარდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა, სადაც სასამართლომ იმსჯელა მტკიცებულებათა წარდგენის და მხარეთა მორიგების თაობაზე და საქმის მთავარი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 21 თებერვალს 14:00 საათზე (ტ.1, ს.ფ. 295-297). სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიაციტივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს. ამდენად სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განსახილველ შემთხვევაში კანონის მოთხოვნა არ დაურღვევია.

 

13.2. სააპელაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია ასევე სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით გადაიდო მოცემულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება ( ტ.1. ს.ფ. 351); სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის შესაბამისად, საქმის ზეპირი განხილვის შემდეგ ცხადდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მოსამართლე უფლებამოსილია, სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოაცხადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. თუ საქმე არსებითად რთული გადასაწყვეტია, გამონაკლის შემთხვევაში, მოსამართლე უფლებამოსილია, გადადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა. აღნიშნულის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, რის შესახებაც სხდომის დასრულებისთანავე აცნობებს მხარეებს, და განსაზღვრავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღს. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ დავის სირთულის განსაზღვრა მოსამართლის შესაფასებელ კატეგორიას წარმოადგენს; რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადება გამართლებულია კონკრეტული დავის სირთულითა და საქმის სწორად გადაწყვეტის ინტერესით. ამდენად, არც ამ ნაწილში არსებობს აპელანტების წარმომადგენლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

 

13.3. სააპელაციო პალატა მოსარჩელეთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო თვლის, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების ნაწილში ანაზღაურების თაობაზე.

 

14.1. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქეების: ლ---- ბ-–-–---–ის, დ----- გ------იას, მ------ ბ----–---–ის, ნ--- ნ------ის, გ------ი რ-----ას, ჯ---- ჯ--–----ის, რ--------- მ-----–--ის, ლ-–- რ-----ას, ვ-–- მ-------–იას, ზ---ა ხ-----–იას, ჯ----– ს-----–---–ის, ლ-–- ჭ----–--ის, გ------ი კ-------ის, რ---- კ-------–---–ისა და ბ---- შ-----–იას სააპელაციო საჩივრები.

 

2. დაკმაყოფილდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი.

 

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება ლ---- ბ-–-–---–ის, დ----- გ------იას, მ------ ბ----–---–ის, ნ--- ნ------ის, გ------ი რ-----ას, ჯ---- ჯ--–----ის სასარგებლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.

 

4. არ დაკმაყოფილდეს ლ---- ბ-–-–---–ის, დ----- გ------იას, მ------ ბ----–---–ის, ნ--- ნ------ის, გ------ი რ-----ას, ჯ---- ჯ--–----ის სარჩელი.

 

5. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დანარჩენ მოსარჩელეთა სარჩელი.

 

6. არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი ადვოკატის ხარჯის ანაზღაურებისა და ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე