განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.03.2018
საქმის ნომერი
010310017001844489
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 010310017001844489(3/ბ-38-2018 წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

13 მარტი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე

 

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - გ-------–---------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისპოლიციის დეპარტამენტი

 

დავის საგანი სააპელაციო სასამართლოში - საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების კანონშესაბამისობა

 

გასაჩივრებული განჩინება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინება

 

საქმის გარემოებებსა და კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება

 

2017 წლის 15 მარტს გ-------–---------მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკი სპოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დავალდებულება განიხილოს გ-------–--------ის ადმინისტრაციული საჩივარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 13 თებერვალს გ-------–--------- იმყოფებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გ---–---------------ას მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით ჩვენების მისაცემად, რა დროსაც მასთან მივიდა ორი სამოქალაქო პირი, რომლებმაც უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და წასულიყო სახლში, დაემუქრნენ, რომ თუ სასამართლოში შევიდოდა და ჩვენებას მისცემდა, მას და მის ახლობლებს, რომელთა ვინაობაც უკვე მათთვის ცნობილი იყო, - ჩაუდებდნენ ნარკოტიკულ ნივთიერებას და დაიჭერდნენ.გ-------–---------მ მათ განუმარტა, რომ სასამართლოში იყო მოწმის სახით დაბარებული და უნდა მიეცა ჩვენება. ის შეეცადა გაცლოდა აღნიშნულ პირებს და წავიდა ზუბალაშვილების და ასათიანის ქუჩების კვეთის მიმართულებით, ასათიანის ქუჩიდან უკან მობრუნებისას, ზუბალაშვილების ქუჩაზე მდებარე საადვოკატო ბიუროს წინ, მასთან მივიდნენ პოლიციელები სამოქალაქო ფორმაში და ყოველგვარი განმარტებების გარეშე, ძალის გამოყენებით ის ჩასვეს ავტომანქანაში. რამდენიმე საათი ავტომანქანით დაატარებდნენ ქალაქში, რის შემდეგაც შეადგინეს დაკავების ოქმი და გადაიყვანეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტურ დეპარტამენტში ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით.გამოკველვის შედეგად გ-------–---------ს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა და ის გაათავისუფლეს.

 

2017 წლის 16 თებერვალს გ-------–---------მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტს, რომლითაც მოითხოვასაპოლიციო ღონისძიებების - ადმინისტრაციული წესით დაკავების - უკანონოდ ცნობა, გ-------–--------ის ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ბათილად ცნობა, საპოლიციო ღონიძიების შსს მოსამსახურის მოქმედების/რეალაქტის გ-------–--------ის ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად წარდგენის უკანონოდ ცნობა, საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტისათვის გ-------–--------ის, როგორც ადმინისტრაციული წესით უკანონოდ დაკავებული პირის სასარგებლოდ მორალური ზიანის 01 (ერთი) ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება.

 

2017 წლის 2------------–ს საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტმა წერილობით აცნობა გ-------–---------ს, რომ მისი ადმინისტრაციული საჩივარი-საპოლიციო ღონიძიების უკანონოდ ცნობის თაობაზე გაეგზავნა აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს სისხლის სამართლის საქმეზე მისათვისებლად. ამდენად, საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის პასუხი იყო ადმინისტრაციული საჩივრის სისხლის სამართლის საქმეზე მითვისება, რაც მოსარჩელისთვის გაუგებარი იყო და განმარტებისთვის მიმართა აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტს, რომელმაც განმარტა, რომ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული იქნა (ადმინისტრაციული საჩივარი მიეთვისა სისხლის სამართლის საქმეს) და მას აღარ განიხილავდენენ, საკითხის გასარკვევად გადაამისამართეს აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სადაც განუმარტეს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი მიეთვისა სისხლის სამართლის საქმეს და მასზე სხვა სახის რეაგირება არ მოხდებოდა, რაც მითითებული იყო შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის წერილის პასუხში.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება, სარჩელის დაუშვებლობის გამო.

 

ზემოაღნიშნული განჩინების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა შემდეგი მოტივებით:

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული საქმეებს. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვარი მოქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 16 თებერვალს გ-------–--------ის ინტერესების დამცველმა (ადვოკატი) პ---------------ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს და გ-------–--------ის მიმართ განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების, კერძოდ: ადმინისტრაციული დაკავების და ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მომხმარების ფაქტის დადგენის მიზნით სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად წარდგენის შესახებ ქმედების უკანონოდ ცნობა, ასევე ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ბათილად ცნობა და მორალური ზიანის სახით 1 (ერთი) ლარის დაკისრება მოითხოვა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა დადაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია - დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლის-სამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმისწარმოებასთან.

 

დადგენილია, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ გ-------–--------ის მიმართ განხორციელებული ქმედებების გამო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე N1-----------, შესაბამისად, ვინაიდან გ-------–--------ის 2017 წლის 1-----------–ის ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებული გარემოებები დაექვემდებარა სისხლის სამართლის წესით შესწავლასა და გამოკვლევას,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 2-----------–ის M--------------- წერილით, გ-------–--------ის ინტერესების დამცველს (ადვოკატს) პ----------------ეს 2017 წლის 1-----------–ის N3----- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ეცნობა, რომ საპოლიციო ღონისძიებების უკანონოდ ცნობის თაობაზე ადმინისტრაციული საჩივარი გადაეგზავნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას, N1----------- სისხლის სამართლის საქმეზე მისათვისებლად.

 

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესები ამ კოდექსით განისაზღვრება და თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდა ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმე არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოება, რადგან გ-------–--------ის მიერ აღძრული სარჩელი სხვა უწყების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის კომპეტენციაში შედიოდა და გ-------–--------ის სარჩელზე შეწყვიტა საქმისწარმოება.

 

ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი შეიტანა გ-------–---------მ, რომელმაც მოითხოვა 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოების განახლება.

 

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მართალია, აჭარის ა/რ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება გ-------–--------ის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, მაგრამ ზემოაღნიშნულს არ აქვს კავშირი გ-------–--------ის ადმინისტრაციული წესით დაკავებასა და ნარკოტიკული საშუალების ან/და ფქსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად წარდგენასთან, ვინაიდან პირის ადმინისტრაციული წესით დაკავებას არეგულირებს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე- 251-ე მუხლები.

 

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი, რადგან განსახილველ შემთხვევაში სადავოდ იყო გამხდარი გ-------–--------ის ადმინისტრაციული დაკავება და ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად წარდგენა, რასაც არეგულირებს და მის გასაჩივრების წესს ადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი და საქართველოს შს სამინისტროს 2015 წლის 30 სექტემბრის N725 ბრძანება.

 

პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს. პოლიციელის მიერ განხორციელებული საპოლიციო ღონისძიება უნდა გამომდინარეობდესკანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებიდან. კანონის უზენაესობის პრინციპის თანახმად, პრევენციულიდა სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს.კანონისმიერი დათქმის პრინციპის თანახმად, საპოლიციო ღონისძიების განხორციელება, რომელიც იწვევს საქართველოსკონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას, დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე.

 

მხარის აღნიშვნით, საპოლიციო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შერჩეული საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული. პოლიციელის მიერ შერჩეული საპოლიციო ღონისძიება არის გამოსადეგი, თუ ის შესაძლებელს ხდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.პოლიციელის მიერ შერჩეული გამოსადეგი საპოლიციო ღონისძიება არის აუცილებელი, თუ ვერ იქნება გამოყენებული სხვა საშუალება, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც ღონისძიების ადრესატს, ისე სხვა პირს.პოლიციელის მიერ განხორციელებული აუცილებელი საპოლიციო ღონისძიება არის პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა.

 

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თუ საქმის წარმოება შეწყვეტილია იმის გამო, რომ საქმე კანონის თანახმად სასამართლოს არ ექვემდებარება, სასამართლო ვალდებულია მიუთთოს თუ რომელ ორგანოს უნდა მიმართოს განმცხადებელმა. მოცემულ შემთხვევაში კი საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ გ-------–--------ის მიერ აღძრული სარჩელი სასამართლოს მიერ ვერ იქნებოდა განხილული, რადგან მისი განხილვა სხვა უწყების, აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის პროკურატურის კომპეტენციაში შედის. ამდენად საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქმედება, როცა ადმინისტრაციული საჩივარი გადაამისამართა პროკურატურაში იმთავითვე წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლთან, რომლის თანახმად ადმინისტრაციული დაკავება დაინტერესებულ პირს შეუძლია გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან პროკურატურაში.

 

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, პოლიციის შესახებსაქართველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად,პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ პოლიციელის ქმედებით დაირღვა მისი უფლებები და თავისუფლებები, უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ეს ქმედება ზემდგომ თანამდებობის პირთან, პროკურატურაში ან სასამართლოში.პოლიციის პრევენციული ღონისძიება, რომელიც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციული რეალაქტის ფორმით განხორციელდა, საჩივრდება საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ღონისძიების განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუ ამ ორგანოში არსებობს ღონისძიების განმახორციელებელი თანამდებობის პირის ზემდგომი თანამდებობის პირი. ხელმძღვანელი თანამდებობის პირის საპოლიციო ღონისძიება საჩივრდება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას.საპოლიციო ღონისძიება, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან სისხლის სამართლის ნორმების საფუძველზე ხორციელდება, საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას და სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზედა დამატებით განმარტავს:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიებს, კერძოდ, ადგენს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს სასამართლოში ადმინისტრაცული დავის საგანს. 2.1 მუხლით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს:ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა ქმექმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. 2.2 მუხლით, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „???????????? ????????? ???????“ ??????????? ??????? ??-14 ?????? ??-3 ??????? ???????????????? პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე. 2.3 მუხლის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომლებიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლის-სამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან.

 

წინამდებარე საქმეზე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დავალდებულებ აგანიხილოს გ-------–--------ი სადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც სადავო გახდა მომჩივნის მიმართ განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების კანონიერება.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გ-------–--------ის მიმართ განხორციელებული ქმედებების გამო (ქმედებებისა, რაც აღწერილი წინამდებარე სარჩელში), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე N1-----------. შესაბამისად, გ-------–--------ის 2017 წლის 1-----------–ის ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებული გარემოებები დაექვემდებარა სისხლის სამართლის წესით შესწავლასა დაგამოკვლევას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 2-----------–ის M--------------- წერილით, გ-------–--------ის ინტერესების დამცველს (ადვოკატს) პ---------------ეს ეცნობა, რომ საპოლიციო ღონისძიებების უკანონოდ ცნობის თაობაზე ადმინისტრაციული საჩივარი გადაეგზავნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას, N1----------- სისხლის სამართლის საქმეზე მისათვისებლად.

 

ამდენად, ბათუმის სქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ სარჩელში დასმული სამართლებრივი მოთხოვნა წარმოადგენს სისხლის-სამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხს, რაც გამორიცხავს აღნიშნული საკითხის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვა-გადაწყვეტას _ დასაბუთებულია.

 

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კერძო საჩივარით ვერ იქნა გაბათილებული სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოთქმული დასკვნები, შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ-------–--------ისკერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინება;

 

3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე