2. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია, რომელიც აღნიშნულ პირს ეგზავნება მისამართზე რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს.
3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი.
4. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე შედგენილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (იურიდიული პირი) სახელი და გვარი (სახელწოდება), დაბადების თარიღი (რეგისტრაციის თარიღი), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი) და მისამართი (იურიდიული მისამართი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ტექნიკური პასპორტის ნომერი, გაცემის თარიღი; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი და ხელმოწერ