1.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-16 ნაწილებით, 1254 და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში- სტრუქტურული ერთეული) ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2904 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს (შემდგომში- პირი) საჯარიმო ქვითარს უგზავნის ფოსტის მეშვეობით, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
2. თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაბარდა, საჯარიმო ქვითარი ბრუნდება ფოსტაში და დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა, აღნიშნულ პირს ეგზავნება განმეორებით იმავე მისამართზე.
3. საჯარიმო ქვითარი, პირისათვის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, უბრუნდება სტრუქტურულ ერთეულს, ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს, მისი საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით.