2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.
3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდისა და მიმღები მოლარის მონაცემებისა.
4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღნიშნება: მისი შედგენის თარიღი; საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (იურიდიული პირი) სახელი და გვარი (სახელწოდება), დაბადების თარიღი (რეგისტრაციის თარიღი), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი) და მისამართი (იურიდიული მისამართი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ტექნიკური პასპორტის ნომერი, გაცემის თარიღი; მიმღები მოლარე; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ოქმის წარმდგენის სახელი, გვარი, ხელმოწერა; ოქმის ჩამბარებლის სახელი, გვარი, ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე უარი.
5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება: მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი.
6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გადაეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე