2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების და საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კომპეტენციის ფარგლებში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები არიან:

ა) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

ბ) გენერალური ინსპექციის  (დეპარტამენტი) მოსამსახურეები;

გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები;

დ) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები;

ე) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული კონკრეტული უფლებამოსილი პირების თანამდებობათა ნუსხა განსაზღვროს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება).

4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ფორმებში მოცემული „სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები“ უფლებამოსილი პირის მიერ ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ პირი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში