2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე.
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.
3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდისა და მიმღები მოლარის მონაცემებისა.
4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის შემოწმების შეთხვევაში შემოწმების შედეგი, რომელიც ადასტურებს მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტს; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); მიმღები მოლარე, მისი ხელმოწერა და თარიღი, საბანკო კოდი; ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი.
5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება - მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი.
6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევ