1. თუ საქართველოს კანონის “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2093 მუხლით ან საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას), რის შედეგადაც საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 242-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 47-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად ადგენს საჯარიმო ქვითარს.
2. საჯარიმო ქვითრის ფორმა შედგება ორი ნაწილისაგან: საჯარიმო ქვითარი და საჯარიმო ქვითრის ყუა.
3. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, დაისმება კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ან/და შესაბამისი სამსახურის ბეჭედი იმ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
4. საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) რჩება მის შემდგენელ თანამშრომელთან, ხოლო მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს.
5. საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე და 273-ე მუხლებითა გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.
6. საჯარიმო ქვითარის (ოქმის) პირველი ნაწილი ივსება უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ და აღინიშნება;
ა) შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ბ) შედგენის ადგილი;
გ) ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი;
დ) სამართალდამრღვევი (ფიზიკური პირის შემთხვევაში – მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი);
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი;
ვ) პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის;
ზ) ჯარიმის ოდენობა;
თ) დამრღვევის ახსნა-განმარტება: ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები და ფურცლების რაოდენობა;
ი) მიმღები მოლარე (ხელმოწერა თარიღი);
კ) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი:
ლ)ოქმის შემდგენელის ხელმოწერა:
მ)სამართალდამრღვევის ხელმოწერა;
ნ) აღნიშვნა ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ.
7. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) მეორე ნაწილი ( საჯარიმო ქვითრის ყუა) ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ და აღინიშნება:
ა) გადამხდელის სახელი, გვარი/დასახელება;
ბ) გადამხდელის მისამართი;
გ) გადამხდელის პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი;
დ) ჯარიმის ოდენობა;
ე) დარღვეული სამართლებრივი ნორმა - კოდექსი, მუხლი ნაწილი;
ვ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი;
ზ) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი;
თ) მიმღები მოლარე (ხელმოწერა);
ი) შემომტანი (ხელმოწერა);
კ) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
8. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემდგენელი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს.
9. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენელი და სამართალდამრღვევი.
10. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი შემდგენლის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
11. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა საჯარომო ქვითრის ასლი, ხოლო თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, თანამშრომელი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითარის ასლი ითვლება ჩაბარებულად.
12. საჯარიმო ქვითარი მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე წესით გათვალისწინებულ ჟურნალში.
13. საჯარიმო ქვითრის შემდგენელი საჯარო მოხელე/შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ვალდებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან 10 დღის ვადაში, აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
14. შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია საჯარო მოხელე აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული (ვიდეო/აუდიო) მოწყობილობით, რომლის მეშვეობით საჯარიმო ქვითრის შემვსები დააფიქსირებს აღნიშნულ პროცესს, რის თაობაზეც წინასწარ აცნობებს სამართალდამრღვევს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისა