1.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური საჯარო მოხელე, გარდა საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე მუხლის 141 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. საჯარო მოხელე, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2093 მუხლით, 513, 533, 55-ე, 553, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე მუხლით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის წარმოებასა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, კომპეტენციის შესაბამისად, უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე