თავი X — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება
1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ მისი აღმოფხვრის თაობაზე სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა – გამოიწვევს ადმინისტრაციული სახდელის დადებას (ჯარიმის დაკისრებას) ამ კოდექსის იმ მუხლის ან მუხლის ნაწილის სანქციის ფარგლებში, რომლის დარღვევის გამოც პირს დაეკისრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოფხვრა.
2. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანამშრომლის მიერ უფლების განხორციელებისა და მოვალეობის შესრულებისათვის ხელის შეშლა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის, მასალისა და ინფორმაციის წარუდგენლობა, შემოწმების პროცესში შესამოწმებელი ობიექტის მიერ წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მოთხოვნის უგულებელყოფა) −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის
კანონი
№5563
- ვებგვერდი, 13.07.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2016-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.06.2016 კანონი №5563
წინა რედაქცია (12.01.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 46. ამ კოდექსის 4731-ე–45-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათა შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა 1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ მისი აღმოფხვრის თაობაზე სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა – გამოიწვევს ადმინისტრაციული სახდელის დადებას (ჯარიმის დაკისრებას) ამ კოდექსის იმ მუხლის ან მუხლის ნაწილის სანქციის ფარგლებში, რომლის დარღვევის გამოც პირს დაეკისრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოფხვრა. 2. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანამშრომლის მიერ უფლების განხორციელებისა და მოვალეობის შესრულებისათვის ხელის შეშლა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 3. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის, მასალისა და ინფორმაციის წარუდგენლობა, შემოწმების პროცესში შესამოწმებელი ობიექტის მიერ წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მოთხოვნის უგულებელყოფა) − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.