1. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილისა, მე-9 მუხლისა, მე-15 მუხლის პირველი ნაწილისა, მე-16 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა, 26-ე, 29-ე, 30-ე და 38-ე მუხლებისა, მე-40 მუხლის პირველი–მე-6 ნაწილებისა, 42-ე, 44-ე და 45-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2015 წლის 15 იანვრიდან.

2. ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი, მე-40 მუხლის მე-6 ნაწილი და 42-ე მუხლი ამოქმედდეს 2016 წლის 1 თებერვლიდან.

3. ამ კოდექსის 26-ე, 29-ე და 30-ე მუხლები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
4. ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილი, მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 38-ე და 45-ე მუხლები ამოქმედდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან.
5. ამ კოდექსის მე-40 მუხლის პირველი–მე-5 ნაწილები და 44-ე მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან.
6. ამ კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 თებერვლიდან.
7. ამ კოდექსის მე-9 მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 დეკემბრიდან.

საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №124 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

ქუთაისი,26 დეკემბერი 2014 წ.

N2994-რს

დანართი I

საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის
კანონი
№5563
- ვებგვერდი, 13.07.2016წ.

აღდგენის ოპერაციები

R 1

საწვავად ან სხვაგვარი გამოყენება ენერგიის მისაღებად

R 2

გამხსნელის აღდგენა (რეგენერაცია)

R 3

იმ ორგანული ნივთიერებების რეციკლირება/აღდგენა, რომლებიც არ გამოიყენება, როგორც გამხსნელები (მათ შორის, კომპოსტირება და სხვა ბიოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესები)[1]

R 4

მეტალების ან მეტალების ნაერთების რეციკლირება/აღდგენა

R 5

სხვა არაორგანული ნივთიერებების რეციკლირება/აღდგენა[2]

R 6

მჟავების ან ფუძეების რეგენერაცია

R 7

იმ კომპონენტების აღდგენა, რომლებიც დაბინძურების შესამცირებლად გამოიყენება

R 8

კატალიზატორებიდან კომპონენტების აღდგენა

R 9

ნავთობპროდუქტების ხელახალი გამოხდა ან სხვაგვარი ხელახალი გამოყენება

R 10

მიწის დამუშავება, რასაც სარგებელი მოაქვს სოფლის მეურნეობისთვის ან აუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას

R 11

R1-დან R10-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ნებისმიერი ოპერაციის შედეგად მიღებული ნარჩენების გამოყენება

R 12

ნარჩენების გაცვლა R1-დან R11[3]-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ოპერაციების განსახორციელებლად

R 13

R1-დან R12-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ნებისმიერი ოპერაციისთვის განკუთვნილი ნარჩენების დასაწყობება (ეს არ მოიცავს ნარჩენების წარმოქმნის ადგილზე დროებით დასაწყობებას, შეგროვებისთვის მომზადებას)

[1] ეს მოიცავს გაზიფიკაციასა და პიროლიზს.

[2] ეს მოიცავს ნიადაგის აღდგენისა და არაორგანული სამშენებლო მასალების რეციკლირების შედეგად ნიადაგის გაწმენდას.

[3] თუ სხვა R კოდი არ გამოიყენება, ეს შეიძლება მოიცავდეს ნარჩენების წინასწარ დამუშავებას ნარჩენების აღდგენამდე, მათ შორის, წინასწარი დამუშავების ისეთ ოპერაციებს, როგორებიცაა: დაშლა, სორტირება, დამსხვრევა, დაპრესვა, გრანულირება, გაშრობა, დაქუცმაცება, კონდიცირება, გადაფუთვა, სეპარირება ან შერევა R1-დან R11-მდე კოდებში მოცემული რომელიმე ოპერაციის განსახორციელებლად ჩაბარებამდე.

დანართი II

საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის
კანონი
№5563
- ვებგვერდი, 13.07.2016წ.

განთავსების ოპერაციები

D 1

მიწაში ან მიწაზე განთავსება (მაგ., ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსება და სხვ.)

D 2

ნიადაგის დამუშავება (მაგ., ნიადაგში ჩაშვებული თხევადი ან ლექისებრი ნარჩენების ბიოდეგრადირება და სხვ.)

D 3

ღრმა ჩაშვება (მაგ., ნარჩენების ჭაბურღილებში, მარილოვან თაღებში ან ბუნებრივ რეზერვუარებში ჩაშვება და სხვ.)

D 4

ზედაპირული ჩაშვება (მაგ., თხევადი ან ლექისებრი ნარჩენების ქვაბულებში, გუბურებში ან აუზებში ჩაშვება და სხვ.)

D 5

სპეციალურად მოწყობილ ნაგავსაყრელზე განთავსება (მაგ., ნარჩენების ცალკე უჯრედებში განთავსება, რომლებიც დახურულია და იზოლირებულია ერთმანეთისგან და გარემოსგან, და სხვ.)

D 6

წყალსატევებში (გარდა ზღვებისა და ოკეანეებისა) ჩაშვება

D 7

ზღვებსა და ოკეანეებში ჩაშვება, მათ შორის, ზღვის ფსკერზე ჩამარხვა

D 8

ბიოლოგიური დამუშავება, რომელიც არ არის მოცემული ამ დანართში და რომლის შედეგად მიღებული საბოლოო ნაერთები ან ნარევები D1-დან D12-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ოპერაციების საშუალებით არის განთავსებული

D 9

ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება, რომელიც არ არის მოცემული ამ დანართში და რომლის შედეგად მიღებული საბოლოო ნაერთები ან ნარევები D1-დან D12-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ოპერაციების საშუალებით არის განთავსებული (მაგ., აორთქლება, გაშრობა, კალცინირება და სხვ.)

D 10

მიწაზე ინსინერაცია

D 11

ზღვაში ინსინერაცია[1]

D 12

მუდმივი დასაწყობება (მაგ., კონტეინერების მაღაროში განთავსება და სხვ.)

D 13

შერევა D1-დან D12-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ოპერაციების დაწყებამდე[2]

D 14

გადაფუთვა D1-დან D13-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ოპერაციების დაწყებამდე

D 15

D1-დან D14-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ოპერაციების მიმდინარეობის დროს შენახვა (ეს არ მოიცავს ნარჩენების წარმოქმნის ადგილზე დროებით დასაწყობებას, შეგროვებისთვის მომზადებას)

[1] ეს ოპერაცია აკრძალულია საერთაშორისო კონვენციებით.

[2] თუ სხვა D კოდი არ გამოიყენება, ეს შეიძლება მოიცავდეს ნარჩენების წინასწარ დამუშავებას ნარჩენების განთავსებამდე, მათ შორის, წინასწარი დამუშავების ისეთ ოპერაციებს, როგორებიცაა: სორტირება, დამსხვრევა, დაპრესვა, გრანულირება, გაშრობა, დაქუცმაცება, კონდიცირება ან სეპარირება D1-დან D12-მდე კოდებში მოცემული რომელიმე ოპერაციის განსახორციელებლად ჩაბარებამდე.

დანართი III

სახიფათო ნარჩენების განმსაზღვრელი მახასიათებლები

H 1

„ფეთქებადი“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც შესაძლოა ცეცხლის ალის ზემოქმედებით აფეთქდეს, ან რომლებიც ხახუნის მიმართ უფრო მგრძნობიარეა,  ვიდრე დინიტრობენზოლი.

H 2

„მჟანგავი“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც სხვა ნივთიერებებთან, კერძოდ, აალებად ნივთიერებებთან, ურთიერთქმედებისას მაღალ ეგზოთერმულ რეაქციებს ავლენს.

H 3-A

„ადვილად აალებადი“:

თხევადი ნივთიერებები და პრეპარატები, რომელთა აალების ნიშნული 21°C-ზე ნაკლებია (მათ შორის, უკიდურესად აალებადი სითხეები);

ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ჰაერთან ურთიერთქმედებისას ყოველგვარი ენერგიის გამოყენების გარეშე შესაძლოა გაცხელდეს და ცეცხლი გაუჩნდეს;

მყარი ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებსაც აქვს უნარი, ცეცხლი გააჩინოს აალების წყაროსთან მცირე კონტაქტის დროსაც კი და რომლებიც აგრძელებს წვას ან შთანთქმას აალების წყაროსგან მოშორების შემდეგ;

აირისებრი ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ჰაერში აალებადია ჩვეულებრივ წნევაზე;

ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც წყალთან ან ნოტიო ჰაერთან ურთიერთქმედებისას საშიში ოდენობის ადვილად აალებად აირებს გამოყოფს.

H 3-B

„აალებადი“ – თხევადი ნივთიერებები და პრეპარატები, რომელთა აალების ნიშნული მეტია ან ტოლია 21°C-ისა და ნაკლებია ან ტოლია 55°C-ისა.

H 4

„გამაღიზიანებელი“ – არაკოროზიული ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც კანთან ან ლორწოვან მემბრანასთან დაუყოვნებელი, განგრძობადი ან განმეორებითი ურთიერთქმედებისას შესაძლოა ანთება გამოიწვიოს.

H 5

„მავნე“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომელთა შესუნთქვა, ჩაყლაპვა ან კანში შეღწევა ჯანმრთელობისათვის საშიშია.

H 6

„ტოქსიკური“ – ნივთიერებები და პრეპარატები (მათ შორის, მეტად ტოქსიკური ნივთიერებები და პრეპარატები), რომლებმაც შესუნთქვის, ჩაყლაპვის ან კანში შეღწევის შემთხვევაში შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული, მკვეთრი ან ქრონიკული დაზიანება ან სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

H 7

„კანცეროგენული“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც შესუნთქვის, ჩაყლაპვის ან კანში შეღწევის შემთხვევაში შესაძლოა სიმსივნე გამოიწვიოს ან მისი გაჩენის ალბათობა გაზარდოს.

H 8

„კოროზიული“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც შესაძლოა ცოცხალ ქსოვილთან ურთიერთქმედებისას დაშალოს იგი.

H 9

„ინფექციური“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ისეთ მიკროორგანიზმებს ან მათ ტოქსინებს, რომლებსაც, როგორც ცნობილია ან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის ან სხვა ცოცხალი ორგანიზმის დაავადება.

H 10

„რეპროდუქციისთვის ტოქსიკური“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც შესუნთქვის, ჩაყლაპვის ან კანში შეღწევის შემთხვევაში შესაძლოა არამემკვიდრეობითი თანდაყოლილი პათოლოგიები გამოიწვიოს ან მათი განვითარების ალბათობა გაზარდოს.

H 11

„მუტაგენური“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც შესუნთქვის, ჩაყლაპვის ან კანში შეღწევის შემთხვევაში შესაძლოა მემკვიდრეობითი გენეტიკური დეფექტები გამოიწვიოს ან მათი განვითარების ალბათობა გაზარდოს.

H 12

ნარჩენები, რომლებიც წყალთან, ჰაერთან ან მჟავასთან ურთიერთქმედებისას ტოქსიკურ ან მეტად ტოქსიკურ აირებს გამოყოფს.

H 13[1]

„სენსიბილური“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც ჩაყლაპვის ან კანში შეღწევის შემთხვევაში შესაძლოა  ჰიპერმგრძნობიარე რეაქცია გამოიწვიოს, კერძოდ, მათ ხანგრძლივი ზემოქმედებისას შეიძლება დამახასიათებელი უარყოფითი გავლენა მოახდინონ.

H 14

„ეკოტოქსიკური“ – ნარჩენები, რომლებიც უქმნის ან რომლებმაც შესაძლოა შეუქმნას დაუყოვნებელი ან განგრძობადი რისკი გარემოს ერთ ან რამდენიმე სექტორს.

H 15

ნარჩენები, რომლებმაც განთავსების შემდეგ შესაძლოა გამოყოს სხვა ნივთიერება, მაგ., გამონაჟონი, რომელსაც აქვს H1–H14 კოდებში ჩამოთვლილი რომელიმე მახასიათებელი.

[1] თუ ხელმისაწვდომია ტესტირების მეთოდებ