1. ამ კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და მე-12 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა მიღებულ იქნეს 2015 წლის 31 დეკემბრამდე.

2. სამინისტრომ ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგია შეიმუშაოს 2019 წლის 31 დეკემბრამდე.

3. ამ კოდექსის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა თითოეულმა მუნიციპალიტეტმა მიიღოს 2017 წლის 31 დეკემბრამდე.

4. ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომპანიის ნარჩენების მართვის პირველი გეგმა სამინისტროს წარედგინოს  2017 წლის 1 ივლისამდე.

5. ამ კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-10 ნაწილითა და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრულ დასახლებული პუნქტების ტერიტორიებზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა.

6. ამ კოდექსის მე-14 და მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები 2028 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობებზე.

საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №124 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.

საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5302 – ვებგვერდი, 04.12.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6751 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.

საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 30.12.2024