განისაზღვროს წალკის მუნიციპალიტეტში იმ ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორია, სადაც 2016 წლის 15 იანვრამდე არ ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე მუხლის პირველი, მე-7 (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 (გარდა იურიდიული პირისა) ნაწილებით და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
განისაზღვროს წალკის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით გამოიწვევს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის №14 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 10.07.2015, 010250050.35.155.016167) „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემის არმქონე იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ, სადაც არ იმოქმედებს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებული სანქციები.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ირაკლი გიგინეიშვილი
დანართი №1
წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემების არმქონე ტერიტორიები
არისტოტელეს ქუჩაზე მდებარე სკვერების ტერიტორიები და ქ.წალკის ცენტრალური პარკი;
არისტოტელეს ქუჩა მ. კოსტავას ქუჩიდან თამარ მეფის ქუჩის გადაკვეთამდე;
მერაბ კოსტავას ქუჩა იოსელიანის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთამდე;
25 მარტის ქუჩა იოსელიანის ქუჩიდან არისტოტელეს ქუჩის გადაკვეთამდე;
ხშირად დასმული კითხვები
მოქმედებს თუ არა „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.07.2015.
როდის იქნა მიღებული „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ?
„ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ მიღებულია 14.07.2015. მიმღები ორგანო — წალკის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.155.016168.
რამდენი მუხლისგან შედგება „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.07.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ, №16, 14.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.155.016168 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2911456/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია