ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“-თ გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ტიპიური ფორმებისა და მათი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2019 წლის 9 იანვარი ქ. ოზურგეთი
|
|
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება განხორციელდეს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად.
2. ოქმის ფორმების წარმოების ორგანიზებისა და ფორმებით მომარაგება განხორციელდეს ამ წესის შესაბამისად.
3. ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და რეგისტრირებული.
2. სათავსი, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირისათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან:
ა) ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს (ორგანოს) და ერთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს;
ბ) მეორე – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო სამართალდამრღვევი ესწრება ოქმის შედგენას;
გ) მესამე – რჩება ოქმის შემდგენელთან.
3. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით, დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს).
4. ოქმის შედგენისას დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლება-მოვალეობანი, რაც აღინიშნება ოქმში.
5. ადმინისტრაციული სამართალდრღვევის ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის ადგილი და თარიღი;
ბ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი, ნორმატიული აქტის დასახელება, რომელიც იქნა დარღვეული;
დ) ნორმატიული აქტი (ნორმაზე მითითებით), რომელიც ითვალისწინებს პასუხიმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ე) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ – სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი და სხვა პირადი მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, თუ ასეთები არიან;
ზ) სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
6. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ამ პირებმაც.
7. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმის შემდგენის მიერ ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
8. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
9. ოქმი მისი შედგენიდან დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
10. ოქმის შემდგენი და საქმის განმხილველი ორგანო ვალდებული არიან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან ან/და დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში აცნობონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).
11. დაკისრებული ჯარიმა ექვემდებარება გადახდას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლით დადგენილ ვადაში.
2. რეგისტრაციის ჟურნალი იწარმოება ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი პასუხისმგებელი პირის მიერ.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ექვემდებარება აუცილებელ რეგისტრაციას რეგისტრაციის ჟურნალში მათი შედგენიდან (გამოტანიდან) სამი სამუშაო დღის ვადაში.
2. მე-3-მე-10 გრაფებში მიეთითება მონაცემები სამართალდარღვევის ჩამდენი პირის შესახებ: ფიზიკური პირის შემთხვევაში – გვარი, სახელი, მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, უფლებამოსილი წარმომადგენლის გვარი, სახელი, თანამდებობა, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის ნომერი და მოქალაქეობა.
3. მე-11-მე-14 გრაფებში მიეთითება მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.
4. მე-15-17-ე გრაფებში მიეთითება ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე.
5. მე-18-მე-19 გრაფაში მიეთითება მონაცემები გადახდილი ჯარიმის თაობაზე.
6. მე-20 გრაფაში მიეთითება ინფორმაცია დანაშაულის ნიშნების არსებობის თაობაზე.
7. თუ ოქმი იგზავნება სასამართლოში განსახილველად, 21-ე გრაფაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა, ხოლო მე-15-მე-19 გრაფები არ ივსება.
ა) ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს „გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის (დანართი 5) (შემდგომში – ჩამოწერის აქტი) შედგენით, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი (ჩამოწერილი) ოქმის ფორმების ინდივიდუალური ნუმერაცია.
3. ჩამოწერილი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანების შესაბამისად.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი“
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
სერია № 000000
------------------------------------
1. ------------ ------------------------------- 20 ----წ. 2. ----------------------------------------------------
ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) ოქმის შედგენის ადგილი
3.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი
4. დავადგინე, რომ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––----------------------------
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---------------------------------------
დასახელება ნორმატიული აქტისა, რომელიც დაირღვა
5. პასუხისმგებლობა აღნიშნული დარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის – ნარჩენების მართვის კოდექსის ---------------------- მუხლით / მუხლის –––––------- ნაწილით.
6. მონაცემები დამრღვევის შესახებ: ––––––––––––––––––––––––––––––––––––----------------------------
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––----------------------
სახელი, გვარი, მისამართი, პირადი № და სხვა პირადი მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამრღვევს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობანი, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით.
7. მოწმე ან/და დაზარალებული: -------------------------------- -------------------------------------
ხელმოწერა სახელი, გვარი, მისამართი
8. ოქმის შემდგენელი პირი: -------------------------------- ------------------------------------- ხელმოწერა სახელი, გვარი
9. სამართალდამრღვევი პირი: ------------------------------ ---------- ---------------------------
ხელმოწერა სახელი, გვარი
10. ჩავიბარე ოქმი: -----------------------------------------------------------------------------------------
სამართალდამრღვევის ხელმოწერა
11. დამრღვევის ახსნა-განმარტება: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––--
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
12. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––--
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
13. შეფარდებულია ადმინისტრაციული სახდელი––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ჯარიმის თანხა (ციფრებით და სიტყვიერად)
14. შენიშვნა: -------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დამკვეთი:
დამამზადებელი:
სფს-ს რეგისტრაციის №
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი
გაგრძელება
გაგრძელება
|
გაგრძელება
გაგრძელება
|
აქტი №
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის _________________________________________________ (აქტის შედგენის ადგილი)
________ ____________________ 20---- წელი
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორეს:
უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი / -----------------------------------/
ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი / -----------------------------------/ |