1. რეგისტრაციის ჟურნალის პირველ და მეორე გრაფაში შეიტანება საქმის რიგითი ნომერი და რეგისტრაციის თარიღი.

2. მე-3-მე-10 გრაფებში მიეთითება მონაცემები სამართალდარღვევის ჩამდენი პირის შესახებ: ფიზიკური პირის შემთხვევაში – გვარი, სახელი, მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, უფლებამოსილი წარმომადგენლის გვარი, სახელი, თანამდებობა, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის ნომერი და მოქალაქეობა.

3. მე-11-მე-14 გრაფებში მიეთითება მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.

4. მე-15-17-ე გრაფებში მიეთითება ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე.

5. მე-18-მე-19 გრაფაში მიეთითება მონაცემები გადახდილი ჯარიმის თაობაზე.

6. მე-20 გრაფაში მიეთითება ინფორმაცია დანაშაულის ნიშნების არსებობის თაობაზე.

7. თუ ოქმი იგზავნება სასამართლოში განსახილველად, 21-ე გრაფაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა, ხოლო მე-15-მე-19 გრაფები არ ივსებ