ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო დოკუმენტი უნდა გაიცეს გამგზავნი ქვეყნის ან ტერიტორიის სახელმწიფო ვეტერინარის მიერ დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე ან ავტორიზებული ვეტერინარის მიერ და შემდეგ დამოწმებული უნდა იყოს გამგზავნი ქვეყნის ან მისი ტერიტორიის კომპეტენტური ორგანოს მიერ მას შემდეგ, რაც გამცემი ვეტერინარი:

ა) შეამოწმებს, რომ შინაური ბინადარი ცხოველი ნიშანდებულია ამ წესის მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად;

ბ) სათანადოდ შეავსებს შესაბამის გრაფებს საიდენტიფიკაციო დოკუმენტში ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციით, ამ სახით დაამოწმებს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და, საჭიროების შემთხვევაში, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობების დაცვა