ამ წესის მე-4 და მე-8 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, სამსახურს შეუძლია, გამონაკლის შემთხვევებში, დაუშვას იმ შინაური ცხოველების არაკომერციული გადაადგილება ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მუხლებში განსაზღვრულ მოთხოვნებს, იმ პირობით, რომ:

ა) მფლობელი წინასწარ თანხმობისათვის მიმართავს სამსახურს და სამსახურის მიერ გაიცემა ასეთი თანხმობა;

ბ) შინაური ბინადარი ცხოველი იზოლირებულია სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ აღნიშნული პირობების შესრულებისთვის საჭირო პერიოდის განმავლობაში და არაუმეტეს ექვსი თვისა:

ბ.ა) სამსახურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე;

ბ.ბ) თანხმობით განსაზღვრული შეთანხმებების შესაბამისა