1. სააგენტო და სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულნი არიან, მიაწოდონ საზოგადოებას მკაფიო და ადვილად ხელმისაწვდომი ინფორმაცია შინაური ბინადარი ცხოველების არაკომერციული გადაადგილების შესახებ ცხოველის ჯანმრთელობის დაცვის მოქმედი მოთხოვნების თაობაზე და ამ წესით განსაზღვრულ გადაადგილებაზე შესაბამისობის შემოწმების წესების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ ჩამონათვალს:

ა) კვალიფიკაცია, რომელიც მოეთხოვება პირებს, რომლებიც ახორციელებენ ამ წესის მე-11 მუხლით განსაზღვრულ ტრანსპონდერის იმპლანტაციას;

ბ) ამ წესის დანართი №1-ის „ა“ ნაწილით განსაზღვრული სახეობების ახალგაზრდა შინაური ბინადარი ცხოველებისთვის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირობებზე ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული გამონაკლისები;

გ) პირობები, რომელიც მოქმედებს შინაური ბინადარი ცხოველების ქვეყნის ტერიტორიაზე არაკომერციულ გადაადგილებასთან დაკავშირებით და არ შეესაბამება ამ წესის მე-4 ან მე-8 მუხლს;

დ) ამ წესის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შედგენილი, მგზავრებისათვის განკუთვნილი დერეფნების ჩამონათვალი, მათ შორის, ამ წესის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემოწმებების განმახორციელებლის (სამსახურის) მითითებით;

ე) ამ წესის დანართი №1-ის „ბ“ ნაწილით განსაზღვრული სახეობების ახალგაზრდა შინაური ბინადარი ცხოველების ქვეყნის ტერიტორიაზე არაკომერციული გადაადგილების მიმართ მოქმედი პირობები, რომლებიც განსაზღვრულია ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე.

3. სამსახურმა და სააგენტომ, კომპეტენციის ფარგლებში, უნდა უზრუნველყონ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის შესაბამისი უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებ