1. ამ წესის დანართ №1-ის „ბ“ ნაწილით განსაზღვრული ერთ-ერთი სახეობის შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებული, ქვეყანაში სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან შინაური ბინადარი ცხოველების არაკომერციული გადაადგილება უნდა დაექვემდებაროს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შინაური ბინადარი ცხოველები შეიძლება ქვეყანაში გადაადგილდნენ სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:
ა) ნიშანდებულია ან აღწერილია ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) შეესაბამება დაავადებებს ან ინფექციებზე, გარდა ცოფისა, სააგენტოს მიერ ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულ ჯანმრთელობის დაცვის პრევენციულ ზომებს;
გ) თან ახლავს ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად სათანადოდ შევსებული და გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტი;
დ) შემოდიან მგზავრებისათვის განკუთვნილი დერეფნის გავლით, როდესაც მოდიან სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან, რომელიც არ არის მითითებული ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად შედგენილ ჩამონათვალში.
3. დანართ №1-ის „ბ“ ნაწილით განსაზღვრული სახეობის შინაური ბინადარი ცხოველების სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან ქვეყანაში არაკომერციულ გადაადგილებაზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სააგენტოს მიერ მიღებული ჯანმრთელობის დაცვის პრევენციული ზომები:
ა) პროპორციულად იქნება გამოყენებული ამ სახეობების შინაური ბინადარი ცხოველების არაკომერციულ გადაადგილებასთან დაკავშირებულ ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის რისკებზე;
ბ) არ იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ იმ მოთხოვნებზე მკაცრი, რომელიც გამოიყენება აღნიშნული სახეობების ცხოველების იმპორტზ