1. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ცხოველის ჯანმრთელობის სერტიფიკატით, რომელიც განსაზღვრულია ამ წესის დანართი №4-ის − „ჯანმრთელობის სერტიფიკატი“ შესაბამისად და უნდა მოიცავდეს გრაფებს შემდეგი ინფორმაციის შესატანად:
ა) ტრანსპონდერის ან სვირინგის ადგილმდებარეობა და ტრანსპონდერის ან სვირინგის გამოყენების თარიღი ან წაკითხვის თარიღი, ასევე ტრანსპონდერის ან სვირინგის ანბანურ-ციფრული კოდი;
ბ) შინაური ბინადარი ცხოველის სახეობა, ჯიში, დაბადების თარიღი, რომელიც მითითებულია მფლობელის მიერ და სქესი და ფერი;
გ) სერტიფიკატის ნომერი;
დ) მფლობელის ან უფლებამოსილი პირის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია;
ე) სახელმწიფო ან ავტორიზებული ვეტერინარის სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და ხელმოწერა, რომელიც გასცემს ან ავსებს საიდენტიფიკაციო დოკუმენტს;
ვ) ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დეტალები;
ზ) ცოფის ანტისხეულის ტიტრაციის ტესტისთვის სისხლის ნიმუშის აღების თარიღი;
თ) ცოფის გარდა სხვა დაავადებებისთვის ჯანმრთელობის დაცვის პრევენციული ზომების შესაბამისობა;
ი) დამოწმების განმახორციელებელი კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლის სახელი და ხელმოწერა;
კ) ამ წესის მე-19 მუხლით განსაზღვრული შემოწმების განმახორციელებელი კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლის სახელი, ხელმოწერა და საკონტაქტო ინფორმაცია და აღნიშნული შემოწმების თარიღი;
ლ) შინაური ბინადარი ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა შესაბამისი ინფორმაცია.
2. მფლობელის ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი წერილობითი, ამ წესის დანართი №5-ის შესაბამისი დეკლარაცია, რომელიც ადასტურებს, რომ შინაური ბინადარი ცხოველის გადაადგილება არის არაკომერციული მიზნით გადაადგილება და უნდა იყოს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნაწილი.
3. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან ქვეყანაში ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო დოკუმენტი შეიძლება წარმოდგენილ იქნეს პასპორტის სახით და უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებ