1. ამ წესის დანართ №1-ის „ა“ ნაწილით განსაზღვრული სახეობების შინაური ბინადარი ცხოველები ქვეყანაში შეიძლება გადაადგილდნენ სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

ა) ნიშანდებულია ამ წესის მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად;

ბ) ჩაუტარდათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც შეესაბამება ამ წესის 23-ე მუხლით განსაზღვრულ ვალიდურობის მოთხოვნებს;

გ) ჩაუტარდათ ცოფის ანტისხეულის ტიტრაციის ტესტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის 24-ე მუხლით განსაზღვრულ ვალიდურობის მოთხოვნებს;

დ) დამუშავებულია ენდოპარაზიტების წინააღმდეგ ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური საშუალებით და ეგზოპარაზიტებზე;

ე) თან ახლავს, ამ წესის მე-13 მუხლის შესაბამისად, სათანადოდ შევსებული და გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.

2. ამ წესის დანართ №1-ის „ა“ ნაწილით განსაზღვრული სახეობების შინაური ბინადარი ცხოველები შეიძლება ქვეყანაში გადაადგილდნენ სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით, მხოლოდ ამ წესის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მგზავრებისათვის განკუთვნილი დერეფნის გავლით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გაუთვალისწინებლად, სამსახურს უფლება აქვს, დაუშვას რეგისტრირებული სამხედრო ან სამძებრო-სამაშველო ძაღლების გადაადგილება საბაჟო გამშვები პუნქტით, გარდა მგზავრებისათვის განკუთვნილი დერეფანისა, იმ პირობით, რომ:

ა) მფლობელი ან უფლებამოსილი პირი წინასწარ თანხმობისათვის მიმართავს სამსახურს და სამსახურის მიერ გაიცემა ასეთი თანხმობა;

ბ) ძაღლებს ჩაუტარდათ შესაბამისობის შემოწმება ამ წესის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახურის მიერ ამ მიზნისათვის განსაზღვრულ ადგილზე და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თანხმობაში გათვალისწინებული შეთანხმებების შესაბამისა