1. „შინაური ბინადარი ცხოველების საქართველოს საბაჟო საზღვარზე არაკომერციული გადაადგილების წესი“ (შემდეგში − წესი) ადგენს:
ა) შინაური ბინადარი ცხოველების საქართველოს საბაჟო საზღვარზე არაკომერციული გადაადგილების დროს ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნებს და ასეთი გადაადგილების დროს შესაბამისობის შემოწმების წესებს;
ბ) ამ წესის დანართ №1-ის − „შინაური ბინადარი ცხოველების სახეობები“ „ა“ ნაწილით განსაზღვრული სახეობების შინაური ბინადარი ცხოველების ტრანსპონდერით ნიშანდებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
2. ეს წესი ვრცელდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე სხვა ქვეყნიდან შინაური ბინადარი ცხოველების არაკომერციულ გადაადგილებაზე.
3. შინაური ბინადარი ცხოველის არაკომერციული გადაადგილება, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ ცხოველის ჯანმრთელობის მოთხოვნებს, არ უნდა აიკრძალოს, შეიზღუდოს ან დაბრკოლდეს ცხოველთა ჯანმრთელობის საფუძველზე, გარდა ამ წესით დადგენილი მოთხოვნებისა.
4. ამ წესით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომში − სამსახური), კომპეტენციის ფარგლებშ