1. ამ წესის დანართ №1-ის „ა“ ნაწილით განსაზღვრული სახეობების შინაური ბინადარი ცხოველების ნიშანდება უნდა მოხდეს ტრანსპონდერის იმპლანტაციით ან 2020 წლის პირველ იანვრამდე გამოყენებული მკაფიოდ კითხვადი სვირინგით.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტრანსპონდერი არ აკმაყოფილებს ამ წესის 22-ე მუხლით განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს, მფლობელმა ან უფლებამოსილმა პირმა უნდა უზრუნველყოს ამ წესის მე-13 მუხლით განსაზღვრული ნიშანდების შემოწმებისა და ამ წესის მე-17 მუხლისა და მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იდენტობის შემოწმებების დროს ტრანსპონდერის წაკითხვისთვის საჭირო საშუალებები.
3. ამ წესის დანართ №1-ის „ბ“ ნაწილით განსაზღვრული სახეობების შინაური ბინადარი ცხოველები ნიშანდებულნი და აღწერილნი უნდა იქნენ თითოეული სახეობის თავისებურებების გათვალისწინებით, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს კავშირი შინაურ ბინადარ ცხოველსა და მის შესაბამის საიდენტიფიკაციო დოკუმენტს შორი