1. სააგენტომ უნდა შეადგინოს იმ ქვეყნებისა და მისი ტერიტორიების ჩამონათვალი (სია), რომლებმაც წარუდგინეს განცხადება აღნიშნულ ჩამონათვალში შეტანის თაობაზე, სადაც ასახავენ, რომ ამ წესის დანართ      №1-ის „ა“ ნაწილით განსაზღვრული სახეობების შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით, ისინი იყენებენ წესებს, რომელთა შინაარსი და ეფექტი ამ წესის მე-4 − მე-6 მუხლებითა და მე-18 − 22-ე მუხლებით განსაზღვრული წესების ანალოგურია.

2. სააგენტომ უნდა შეადგინოს იმ ქვეყნებისა და მისი ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლებმაც წარადგინეს განცხადება აღნიშნულ ჩამონათვალში შეტანის თაობაზე, რაშიც ისინი მიუთითებენ, რომ ამ წესის დანართ №1-ის „ა“ ნაწილით განსაზღვრული სახეობების შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით, ქვეყნები და მისი ტერიტორიები აკმაყოფილებენ, სულ მცირე,  შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) ცოფის შემთხვევების შესახებ მოქმედებს სავალდებულო შეტყობინება კომპეტენტური ორგანოებისთვის;

ბ) განცხადების წარდგენამდე, სულ მცირე, ორი წლის განმავლობაში ადგილზე მოქმედებს ცოფზე ეფექტური ზედამხედველობის სისტემა, რომლის მინიმალური მოთხოვნაა ადრეული გამოვლენის მოქმედი პროგრამა ცოფზე საეჭვო ცხოველების გამოკვლევისა და მათ შესახებ ანგარიშგების უზრუნველსაყოფად;

გ) ვეტერინარული და კონტროლის სამსახურების სტრუქტურა და ორგანიზცია და ასეთი სამსახურების უფლებამოსილებები, ზედამხედველობა, რომელსაც ისინი ექვემდებარებიან და მათ განკარგულებაში არსებული საშუალებები, მათ შორის, პერსონალი და ლაბორატორიული პოტენციალი საკმარისია:

გ.ა) ეროვნული კანონმდებლობის ეფექტიანი გამოყენებისა და აღსრულებისთვის შინაური ბინადარი ცხოველების არაკომერციულ გადაადგილებაზე;

გ.ბ) საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ვალიდურობის გარანტიისთვის, რომელიც წარმოდგენილია ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრულ ფორმატში და გაცემულია ამ წესის მე-13 მუხლის შესაბამისად;

დ) ცოფის პრევენციისა და კონტროლის შესახებ წესები ძალაშია და ხორციელდება ეფექტიანად შინაური ცხოველების დაინფიცირების რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მათ შორის, შინაური ბინადარი ცხოველების სხვა ქვეყნებიდან ან ტერიტორიებიდან იმპორტის შესახებ წესები და, შესაბამის შემთხვევაში, წესები:

დ.ა)  მიუსაფარი/მაწანწალა ძაღლისა და კატის პოპულაციის კონტროლის შესახებ;

დ.ბ) შინაური ბინადარი ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, კერძოდ, როდესაც ცოფი არსებობს ვამპირისებრ ღამურებში;

დ.გ)  ცოფის კონტროლისა და აღმოფხვრის შესახებ გარეულ ცხოველებში;

ე) ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინების რეგისტრაციისა და ბაზარზე განთავსების შესახებ წესები ძალაშია.

3. სააგენტოს შეუძლია, სიის შედგენისას გაითვალისწინოს ევროკომისიის მიერ №577/2013 რეგულაციის მე-2 მუხლით განსაზღვრული სიები და შეიყვანოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად მის მიერ შედგენილ სიებში.

4. მხოლოდ ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობის რისკებთან დაკავშირებით სათანადოდ დასაბუთებული გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე ან ევროკომისიის მიერ №577/2013 რეგულაციის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სიაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული სხვა ქვეყნების ან მისი ტერიტორიების ჩამონათვალის შესწორებ