1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არაკომერციული გადაადგილება − გადაადგილება, რომლის მიზანი არ არის შინაური ბინადარი ცხოველის გაყიდვა ან მისი საკუთრების უფლების გადაცემა;
ბ) შინაური ბინადარი ცხოველი − ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრული ცხოველთა სახეობები, რომლებიც არაკომერციული გადაადგილების დროს თან ახლავენ მფლობელს ან უფლებამოსილ პირს და ამ დროის განმავლობაში რჩებიან მფლობელის ან უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ;
გ) მფლობელი − ფიზიკური პირი, რომელიც მითითებულია მფლობელად საიდენტიფიკაციო დოკუმენტში;
დ) უფლებამოსილი პირი − ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია წერილობითი ნებართვა მფლობელისგან, განახორციელოს შინაური ბინადარი ცხოველის არაკომერციული გადაადგილება მფლობელის სახელით;
ე) ტრანსპონდერი − მხოლოდ წაკითხვადი პასიური რადიოსიხშირული საიდენტიფიკაციო მოწყობილობა;
ვ) საიდენტიფიკაციო დოკუმენტი − ამ წესის თანახმად განსაზღვრული მოდელის შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, რომელიც იძლევა შინაური ბინადარი ცხოველის მკაფიოდ იდენტიფიკაციისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შესაძლებლობას ამ წესთან შესაბამისობაზე;
ზ) ავტორიზებული ვეტერინარი − ვეტერინარი, რომელიც უფლებამოსილია, კომპეტენტური ორგანოს სახელით შეასრულოს კონკრეტული დავალებები ამ წესის შესაბამისად;
თ) სახელმწიფო ვეტერინარი − კომპეტენტური ორგანოს მიერ დანიშნული ვეტერინარი, ხოლო ამ წესის მე-19 მუხლის შემთხვევაში − სააგენტოს მიერ დანიშნული ვეტერინარი;
ი) დოკუმენტური შემოწმება − შინაური ბინადარი ცხოველის თანმხლები საიდენტიფიკაციო დოკუმენტის შემოწმება;
კ) იდენტობის შემოწმება − შინაურ ბინადარ ცხოველსა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტს შორის შესაბამისობის დადგენა და შესაბამის შემთხვევაში, ნიშანდების არსებობისა და შესაბამისობის შემოწმება;
ლ) მგზავრებისათვის განკუთვნილი დერეფანი − ამ წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმებისათვის სამსახურის მიერ განსაზღვრული ზონა.
2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილ