1. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემოწმების დროს გამოვლინდება, რომ შინაური ბინადარი ცხოველი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 − მე-9 მუხლებით განსაზღვრულ პირობებს, სამსახურმა, სახელმწიფო ვეტერინართან და, საჭიროების შემთხვევაში, მფლობელთან ან უფლებამოსილ პირთან კონსულტაციის შემდეგ, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ:

ა) დააბრუნოს შინაური ბინადარი ცხოველი თავის ქვეყანაში ან მის ტერიტორიაზე;

ბ) მოახდინოს შინაური ბინადარი ცხოველის იზოლაცია კონტროლის ქვეშ იმ პერიოდით, რომელიც საჭიროა ამ წესის მე-4 − მე-9 მუხლებით განსაზღვრული პირობების დასაკმაყოფილებლად;

გ) ან როდესაც მისი დაბრუნება შეუძლებელია ან იზოლაცია არაპრაქტიკულია, დააძინოს შინაური ბინადარი ცხოველი, დაძინების დროს შინაური ბინადარი ცხოველის დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. თუ შინაური ბინადარი ცხოველის ქვეყანაში არაკომერციულ გადაადგილებაზე უარს აცხადებს სამსახური, შინაური ბინადარი ცხოველი იზოლირებული უნდა იქნეს მათი კონტროლის ქვეშ, გადაწყვეტილების მიღების მოლოდინში, რომელიც ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთს:

ა) მათ დაბრუნებას თავიანთ ქვეყანაში ან მის ტერიტორიაზე, საიდანაც ისაა გამოგზავნილი;

ბ) აღნიშნულ შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღებას.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ზომები გამოყენებული უნდა იქნეს მფლობელის ხარჯზე და მფლობელის ან უფლებამოსილი პირისთვის ნებისმიერი ფინანსური კომპენსაციის შესაძლებლობის გარეშ