1. ცოფის ანტისხეულის ტიტრაციის ტესტის ჩასატარებლად საჭირო სისხლის ნიმუში უნდა აიღოს და დოკუმენტურად დაამოწმოს ავტორიზებულმა ვეტერინარმა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის შესაბამის ნაწილში.
2. ცოფის ანტისხეულის ტიტრაციის:
ა) ტესტი უნდა ჩატარდეს აღებულ სისხლის ნიმუშზე ვაქცინაციის ჩატარების თარიღიდან, სულ მცირე, 30 დღეში და:
ა.ა) სულ მცირე, სამი თვით ადრე:
ა.ა.ა) იმ სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან არაკომერციული გადაადგილების თარიღამდე, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილ ჩამონათვალში (სიაში);
ა.ა.ბ) ან მათი ტრანზიტის თარიღამდე სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან, სადაც არ სრულდება ამ წესის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობები;
ა.ბ) ან მანამ, სანამ შინაური ბინადარი ცხოველი დატოვებს ქვეყანას ან სხვა ქვეყანას, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის მე-7 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად შედგენილ ჩამონათვალში (სიაში), გადასაადგილებლად ან ტრანზიტისთვის; საიდენტიფიკაციო დოკუმენტი უნდა ადასტურებდეს, რომ ცოფის ანტისხეულის ტიტრაციის ტესტი ჩატარდა ხელსაყრელი შედეგით გადაადგილების თარიღამდე;
ბ) ტესტით უნდა დადგინდეს ცოფის ვირუსზე ანტისხეულის განეიტრალების დონე შრატში, რომელიც უნდა შეადგენდეს ან აღემატებოდეს 0,5 IU/ml-ს და გამოყენებული უნდა იქნეს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ხმელეთის ცხოველებისთვის დიაგნოსტიკური ტესტებისა და ვაქცინების სახელმძღვანელოში ცოფის შესახებ თავის შესაბამის ნაწილში აღწერილი მეთოდი;
გ) ტესტი უნდა ჩატარდეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში;
დ) ტესტი არ უნდა განახლდეს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამაკმაყოფილებელი შედეგის შემდეგ, იმ პირობით, რომ შინაური ბინადარი ცხოველის ვაქცინაცია განმეორებით ჩატარდა წინა ვაქცინაციის ამ წესის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული ვალიდურობის პერიოდის განმავლობაშ