იმ შემთხვევაში, თუ ცოფი ან სხვა დაავადება ან ინფექცია დაფიქსირდება ან გავრცელდება სხვა ქვეყანაში ან მის ტერიტორიაზე და შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობას, სააგენტოს უფლება აქვს, მიიღოს ერთ-ერთი ქვემოთ მითითებული ზომა დაუყოვნებლივ და სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე:
ა) შეაჩეროს შინაური ბინადარი ცხოველების არაკომერციული გადაადგილება ან ტრანზიტი სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან;
ბ) განსაზღვროს სპეციალური პირობები შინაური ბინადარი ცხოველების არაკომერციულ გადაადგილებასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდა