1. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა:
ა) არ უნდა იყოს ცოცხალი მოდიფიცირებული ვაქცინა და უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ მოთხოვნას, იყოს:
ა.ა) თითოეულ დოზაზე, სულ მცირე, ერთი ანტიგენური ერთეულის ინაქტივირებული ვაქცინა (რეკომენდაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ);
ა.ბ) რეკომბინირებული ვაქცინა, რომელიც გამოხატავს ცოფის ვირუსის საიმუნიზაციო გლიკოპროტეინს ცოცხალი ვირუსის ვექტორში;
ბ) თუ გამოიყენება, უნდა იქნეს რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის ეკვივალენტური მოთხოვნების შესაბამისად;
გ) თუ გამოიყენება, უნდა იქნეს აღიარებული ან ლიცენზირებული კომპეტენტური ორგანოს მიერ და აკმაყოფილებდეს, სულ მცირე, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ხმელეთის ცხოველებისთვის დიაგნოსტიკური ტესტებისა და ვაქცინების სახელმძღვანელოში ცოფის შესახებ თავის შესაბამის ნაწილში განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) ვაქცინაცია ჩატარებულია ავტორიზებული ვეტერინარის მიერ;
ბ) ვაქცინაციის დღეს შინაური ბინადარი ცხოველი იყო, სულ მცირე, 12 კვირის;
გ) ვაქცინის ჩატარების თარიღი მითითებულია ავტორიზებული ვეტერინარის ან სახელმწიფო ვეტერინარის მიერ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის შესაბამის ნაწილში;
დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვაქცინააციის ჩატარების თარიღი წინ არ უსწრებს ტრანსპონდერის იმპლანტაციის ან დასვირინგების თარიღს, ან სვირინგის ან ტრანსპონდერის წაკითხვის თარიღს, რომელიც მითითებულია საიდენტიფიკაციო დოკუმენტის შესაბამის ნაწილში;
ე) ვაქცინაცია ვალიდურია იმ მომენტიდან, როდესაც ყალიბდება დამცავი იმუნიტეტი, რომელიც არ უნდა იყოს პირველადი ვაქცინაციისთვის მწარმოებლის მიერ მოთხოვნილი ვაქცინაციის პროტოკოლის დასრულებიდან 21 დღეზე ნაკლები და გრძელდება დამცავი იმუნიტეტის პერიოდის დასრულებამდე, თანახმად ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის ტექნიკურ სპეციფიკაციაში ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ აღიარებაში ან ლიცენზიაში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით ქვეყანაში, სხვა ქვეყანაში ან მის ტერიტორიაზე, სადაც აღნიშნული ვაქცინა გამოიყენება. ვაქცინაციის ვალიდურობის (მოქმედების) პერიოდი მიეთითება ავტორიზებული ვეტერინარის ან სახელმწიფო ვეტერინარის მიერ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის შესაბამის ნაწილში;
ვ) რევაქცინაცია უნდა ჩაითვალოს პირველად ვაქცინაციად იმ შემთხვევაში, თუ რევაქცინაცია არ განხორციელდა წინა ვაქცინაციის ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოქმედების ვადაშ