1. ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული ეგზოტიკური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია აკრძალულია გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამგვარი ვაქცინაცია დამტკიცებულია ამ წესის 37-ე-38-ე ან 43-ე მუხლების შესაბამისად.

2. ამ წესის დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული არაეგზოტიკური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია აკრძალულია ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელიც შესაბამისი დაავადებისგან თავისუფლად არის მიჩნეული ამ წესის 45-ე და 46-ე მუხლების შესაბამისად, ან რომლებზეც ვრცელდება ამ წესის მე-40 მუხლის პირველი-მე-2 პუნქტების შესაბამისად დამტკიცებული ზედამხედველობის პროგრამა.

3. სააგენტომ შეიძლება დაუშვას ამგვარი ვაქცინაცია ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელიც არ არის მიჩნეული აღნიშნული დაავადებისგან თავისუფლად ან იქ, სადაც ვაქცინაციის პროგრამა ამ წესის მე-40 მუხლის მე-3-მე-4 პუნქტების მიხედვით დამტკიცებული აღმოფხვრის პროგრამის ნაწილია.

4. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობი შესაბამისად რეგისტრირებული  ვაქცინების გამოყენება.

5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება კონტროლირებად პირობებში სამეცნიერო კვლევების მიზნით განხორციელებულ ვაქცინების შემუშავებასა და გამოცდაზე.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული კვლევების დროს, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ყველა შესაბამისი ღონისძიების გატარება კვლევის ფარგლებში ჩატარებული ვაქცინაციის უარყოფითი ზემოქმედებისგან წყლის სხვა ცხოველების დასაცავად.

თავი VII

დაავადებისგან თავისუფალის სტატუ