1. გარეულ ღორებში ჭირის დადასტურების შემთხვევაში, ასევე ეპიზოოტოლოგიურ გამოკითხვის მონაცემებით, საფრთხის გავრცელების არსებობისას, გარეულ ღორებში შეიძლება განხორციელდეს გადაუდებელი ვაქცინაცია ამ მუხლის   მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. სააგენტოს მიერ ვაქცინაციაზე გადაწყვეტილების მიღებისას,  სააგენტო ვალდებულია შეადგინოს გარეული ღორების გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია:

ა) დაავადების მიმდინარეობის შესახებ, რამაც გამოიწვია გადაუდებელი ვაქცინაციის საჭიროება;

ბ) იმ ტერიტორიის შესახებ, სადაც უნდა განხორციელდეს გადაუდებელი ვაქცინაცია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ზონა უნდა იყოს ინფიცირებული ტერიტორიის ნაწილი;

გ) გამოსაყენებელი ვაქცინის ტიპისა და ვაქცინაციის პროცედურის შესახებ;

დ) გოჭების ვაქცინაციისათვის განხორციელებული სპეციალური ღონისძიებების შესახებ;

ე) ვაქცინაციის  ხანგრძლივობის შესახებ;

ვ) ასაცრელი გარეული ღორების მიახლოებითი რაოდენობის შესახებ;

ზ) გარეული ღორების პოპულაციის მაღალი ბრუნვის თავიდან ასაცილებლად მიღებული ზომების შესახებ;

თ) ვაქცინაციის ზონაში  ვაქცინირებული ღორებისაგან ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად გატარებული ზომების შესახებ;

ი) ვაქცინაციის  მოსალოდნელი შედეგისა და იმ პარამეტრების შესახებ, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ეფექტურობის შემოწმების მიზნით;

კ) გეგმის შესრულებაზე, მეთვალყურეობასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ორგანოს (ორგანოები) შესახებ;

ლ) საგანგებო გარემოებებთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ.

3. იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის ზონა მდებარეობს სხვა ქვეყნების ტერიტორიასთან ახლოს, საჭიროა ვაქცინაციის განხორციელება ჩატარდეს კოორდინირებულად.

4. სააგენტოს მიერ  გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა შესაძლოა  შეიცვალოს განვითარებული მოვლენების გათვალისწინები