1. სააგენტო ვალდებულია, ჭირის ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში, შეადგინოს საგანგებო გეგმა, რომელშიც ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტური ლიკვიდაციისათვის, გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა სახის რესურსებსა და ფინანსურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა. გეგმაში ასევე განსაზღვრული უნდა იქნეს:
ა) გადაუდებელ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რეგიონები, ვაქცინაციისათვის საჭირო ვაქცინის რაოდენობა და სახეობა;
ბ) რეგიონებში ღორების მაღალი სიმჭიდროვის ზონები, ასევე დაავადების შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველყოფის საშუალებები.
2. საგანგებო გეგმის შედგენისას გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი კრიტერიუმები და მოთხოვნები:
ა) ჭირის ეპიზოოტიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები უნდა განხორციელდეს კოორდინირებულად;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს გადაუდებელი ვაქცინაციის დეტალური გეგმები.
3. პერსონალმა რეგულარულად უნდა გაიაროს სწავლებები ჭირზე ეპიდემიოლოგიურ გამოკითხვასა და ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირები