1. სააგენტომ, გარეული ღორების სავარაუდო დაინფიცირების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ყველა სათანადო ზომა ჭირის არსებობის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით და მიაწოდოს ინფორმაცია მფლობელებს, მონადირეებს, გამოიკვლიონ და ლაბორატორიულად შეამოწმონ ყველა ნანადირევი და დაკლული ღორი.
2. გარეულ ღორებში ჭირის პირველადი ეპიზოოტიის დადასტურებისთანავე, დაავადების გავრცელების აღსაკვეთად ან შესამცირებლად, სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა შექმნას ექსპერტთა ჯგუფი ვეტერინარი ექიმების, მონადირეების, ბიოლოგების, ეპიდემიოლოგების შემადგენლობით, რომელიც სააგენტოს დაეხმარება:
ა) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) სიტუაციის დადგენაში;
ბ) დაინფიცირებულ ტერიტორიაზე გამოსაყენებელი შესაბამისი ზომების განსაზღვრაში. აღნიშნული ზომები შეიძლება მოიცავდეს ნადირობისა და გარეული ღორის ხორცით კვების აკრძალვას;
გ) ჭირის ლიკვიდაციის გეგმის შედგენაში;
დ) მონიტორინგის ჩატარებაში, ინფიცირებული ტერიტორიიდან ჭირის ლიკვიდაციისათვის მიღებული ზომებიდან ეფექტურობის შემოწმების მიზნი