1. ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ გეგმის მე-6 მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების გარდა, სააგენტოს შეუძლია დაადგინოს გარეული ღორისთვის ნიმუშის აღების პროცედურები.

2. სააგენტო აფრიკული ჭირის შემდგომი გავრცელების რისკის შეფასების ჩატარების შემდეგ და რისკის შემამცირებელი სხვა ზომების გამოყენების შესაძლებლობის გათვალისწინებით, გასცემს ავტორიზაციას განხორციელდეს გარეული ღორის მოკვლა იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გავრცელების რისკი მისი მოკვლის, ტრანსპორტირების და მკვდარი ცხოველების მთლიანი ლეშის ან ნაწილების განკარგვამდ