1. სააგენტოს შეუძლია დაუშვას გამონაკლისი ამ გეგმის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან იმ ეპიდემიოლოგიურ ერთეულებზე, რომლებშიც დაავადება არ არის დადასტურებული რისკის შეფასების ჩატარების შემდეგ და, საჭიროების შემთხვევაში, ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად დადებითი შედეგების მიღების შემდეგ და იმ პირობით, თუ:
ა) ეპიდემიოლოგიურმა მოკვლევამ არ გამოავლინა რაიმე ეპიდემიოლოგიური კავშირი იმ ეპიდემიოლოგიურ ერთეულებს შორის, რომლებშიც დადასტურებულია აფრიკული ჭირი და იმ ერთეულებს შორის, რომლებშიც დაავადება არ არის დადასტურებული, მათ შორის, აფრიკული ჭირის დაავადების გავრცელების ეჭვის არსებობაზე;
ბ) სააგენტოს მიერ დაადასტურებულია, რომ, სულ მცირე, მონიტორინგის პერიოდში (15 დღე) აფრიკული ჭირის დადასტურებამდე, იმ ეპიდემიოლოგიურ ერთეულებში, რომლებშიც დაავადება არ იყო დადასტურებული, ცხოველები იყვნენ სრულიად განცალკევებულნი და ამ ერთეულებში საქმიანობას ახორციელებდა სხვა პერსონალი.
2. სააგენტოს შეუძლია დაუშვას გამონაკლისი ამ გეგმის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტიდან ცხოველთა შემდეგ კატეგორიებზე, იმ შემთხვევაში, თუ შესრულებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული პირობები:
ა) შეზღუდულ სადგომებში განთავსებულ ცხოველებზე;
ბ) სამეცნიერო მიზნებისთვის ან იმ მიზნებისთვის განთავსებულ ცხოველებზე, რომელიც უკავშირდება დაცულ ან გადაშენების პირას მყოფ სახეობების კონსერვაციას;
გ) წინასწარ ოფიციალურად დარეგისტრირებულ იმ ცხოველებზე, რომლებიც წარმოადგენენ იშვიათ ჯიშებს;
დ) სათანადოდ დასაბუთებული მაღალი გენეტიკური, კულტურული ან საგანმანათლებლო ღირებულების მქონე ცხოველებზე.
3. გამონაკლისის დაშვების შემთხვევაში, სააგენტო უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) სააგენტომ შეაფასა ამგვარი გამონაკლისის დაშვების შედეგები, განსაკუთრებით, საქართველოსა და მიმდებარე ქვეყნების ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით და დაასკვნა, რომ ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება;
ბ) განხორციელებულია ბიოუსაფრთხოების შესაბამისი ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული აფრიკული ჭირის დაავდების გადაცემის რისკი ჯანმრთელ ღორებზე ან/და გარეულ ცხოველებზე, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
ბ.ა) დაავადების პროფილის;
ბ.ბ) ცხოველთა დასნებოვნებული სახეობების.
გ) ცხოველები დაქვემდებარებულნი არიან სათანადო იზოლაციას და კლინიკურ მეთვალყურეობას, ლაბორატორიული გამოკვლევების ჩათვლით, მანამ, სანამ სააგენტო არ დარწმუნდება, რომ ცხოველები აღარ წარმოადგენენ დაავადების გადაცემის რისკ