1. სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში აფრიკული ჭირის გაჩენაზე ეჭვის მიტანისას, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დაავადების დადასტურება ან გამორიცხვა ლაბორატორიული გამოკვლევებით.
2. სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში, აფრიკული ჭირის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს:
ა) სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში მყოფი დაავადებაზე საეჭვო ყველა ღორის დაუყოვნებლივ მოკვლა;
ბ) ღორის სხეულ(ებ)ის, შინაგანი ორგანოების და ცხოველური ნარჩენის დამუშავება სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ;
გ) შენობების და მოწყობილობების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების დასუფთავება, დეზინფექცია და, საჭიროების შემთხვევაში, დეზინსექცია სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად;
დ) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვა ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;
ე) აფრიკული ჭირის გენეტიკური ტიპის დადგენა ლაბორატორიული გამოკვლევით.
3. ამ წესის მე-7 მუხლში მითითებული ზომები გამოიყენება კონტაქტურ ფერმებში და იმ ფერმებში, საიდანაც არიან ინფიცირებული ღორები ან მათი სხეულები. ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები გამოიყენება დაინფიცირებული ღორების ან მათი სხეულების წარმოშობის ფერმაში, თუ ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. დაუშვებელია სასაკლაოზე სხვა ცხოველის დაკვლა ან სატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვა ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრული დასუფთავების, დეზინფექციის და, საჭიროების შემთხვევაში, დეზინსექციის სამუშაოს დასრულებიდან არანაკლებ 24 საათის განმავლობაშ