1. სააგენტო ვალდებულია, აფრიკული ჭირის ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში, შეადგინოს საგანგებო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) ეპიზოოტიის (ეპიდემიის) სწრაფი და ეფექტური ლიკვიდაციისათვის, ყველა სახის რესურსსა და ფინანსურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა;
ბ) რეგიონებში ღორების მაღალი სიმჭიდროვის ზონები, დაავადების შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველყოფის საშუალებები;
გ) შენობა-ნაგებობების, მოწყობილობების, პერსონალისა და ეპიზოოტიის (ეპიდემიის) სწრაფი და ეფექტური ლიკვიდაციისათვის საჭირო ყველა სხვა მასალისადმი წვდომა;
დ) აფრიკული ჭირის ეპიზოოტიასთან (ეპიდემიასთან) დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების სწრაფი და ეფექტური ღონისძიებების კოორდინირებულად განხორციელების შესაძლებლობა;
ე) ლაბორატორიის პერსონალის და დიაგნოსტიკური გამოკვლევების ხელმისაწვდომობისათვის სწრაფი და ეფექტური კამპანიის განხორციელების შესაძლებლობა;
ვ) ინსტრუქციული სახელმძღვანელოს გამოცემა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება აფრიკული ჭირის ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში გამოსაყენებელი ყველა პროცედურის, ინსტრუქციის და ზომების დეტალური, სრული და პრაქტიკული აღწერილობა;
ზ) ექსპერტთა ჯგუფების პერსონალით, საშუალებებითა და მოწყობილობებით, საკომუნიკაციო სისტემებით, მართვის ეფექტური და მკაფიო ქსელით უზრუნველყოფა.
2. პერსონალმა წელიწადში არანაკლებ ორჯერ უნდა გაიაროს ორგანიზებული, სიმულაციური სწავლებები აფრიკულ ჭირზე, მათ შორის, საკომუნიკაციო ტექნიკის ათვისებას, ეპიზოოტოლოგიურ (ეპიდემიოლოგიურ) გამოკითხვას, კლინიკურ ნიშნებსა და ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით. სწავლებებში ჩართული უნდა იყვნენ ვეტერინარები, სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფერმერები.
3. აღნიშნული გეგმები შემდგომში შესაძლოა შესწორდეს ან შეიცვალოს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. ნებისმიერ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია ხუთ წელიწადში ერთხელ განაახლოს საგანგებო გეგმა და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო