1. სააგენტოს მიერ იქმნება ექსპერტთა მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც დაეხმარება სააგენტოს:
ა) ეპიზოოტოლოგიურ (ეპიდემოლოგიურ) გამოკითხვაში;
ბ) ნიმუშის აღებასა და ლაბორატორიული შემოწმების შედეგების გაანალიზებაში (ინტერპრეტაციაში);
გ) დაავადების კონტროლის ზომების განსაზღვრაში;
დ) სხვა საკითხების განხორციელებაში.
2. დასაშვებია სააგენტოს მიერ ექსპერტთა ჯგუფის ფუნქციისა და მოვალეობების შესახებ დამატებითი კრიტერიუმებისა და მოთხოვნების განსაზღვრა.
დანართი№8
ნიუკასლის (ფრინველის ჭირი) დაავადებასთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წე