1. ნიუკასლის (ფრინველის ჭირი) დაავადება (შემდგომში - „ნიუკასლის დაავადება“)  - Marbus Newcastle - მაღალ კონტაგიოზური დაავადებაა, რომელიც   გამოწვეულია ფრინველის paramyxovirus1 შტამით.   ნიუკასლის დაავადების დროს   ინტრაცერებრალური პათოგენობის ინდექსი ზრდასრულ ფრინველებში შეადგენს 0,7- ზე მეტს. ვირუსის გუნდში მოხვედრიდან ყველა ფრინველი ფაქტობრივად ინფიცირდება 2-6 დღეში. ფრინველებში დაავადება მიმდინარეობს სასუნთქი ორგანოების ან კუჭნაწლავის ტრაქტის ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით, გამომდინარე იქიდან, თუ ვირუსის რომელი შტამით არის დაინფიცირებული ფრინველი.    ნიუკასლის დაავადების გამომწვევმა ვირუსმა შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანებში კონიუნქტივიტი .

2. ნიუკასლის დაავადების ინკუბაციური პერიოდი 3-7 დღეა, რომელიც შესაძლოა   9-12 დღემდე გაგრძელდეს. ნიუკასლის დაავადების აღმძვრელი წყაროა დაავადებული და ინკუბაციურ პერიოდში მყოფი ფრინველი. ასეთი ფრინველი ვირუსს გარემოში გამოყოფს ძირითადად ცხვირის გამონადენთან ერთად, რომელიც ძლებს გარემოში რამდენიმე კვირა, განსაკუთრებით ცივი ამინდის პირობებში. ნიუკასლის დაავადების აღმძვრელი წყარო შეიძლება იყოს ასევე დაავადებული ფრინველიდან მიღებული პროდუქტები და ნედლეული, ვირუსით დაბინძურებული საკვები, წყალი, ინვენტარი, მომსახურე პერსონალის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სატრანსპორტო საშუალებები და სხვ. კლინიკურად გამოჯანმრთელებული ფრინველი ვირუსს გამოყოფს გამოჯანმრთელებიდან 2-4 თვის განმავლობაში.

3. დაავადების მწვავედ მიმდინარეობისას ავადმყოფობა აღწევს 100%-ს, ხოლო სიკვდილიანობა -  60-90%- ს.

4. ნიუკასლის დაავადებაზე ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო