1. ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის შეტანისაგან, საფრინველის დაცვის მიზნით,  მფლობელი ვალდებულია:

ა) საფრინველე დააკომპლექტოს დაავადებაზე კეთილსაიმედო საფრინველედან ან ადგილზე გამოზრდილი ჯანმრთელი ფრინველით;

ბ) ახლად შეყვანილი ფრინველი შეინახოს იზოლირებულად 30 დღის განმავლობაში. მხოლოდ დაავადების ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, დაუშვას ისინი საერთო გუნდში ან გადაიყვანოს სხვა საფრინველეში ვეტერინარი ექიმის თანხმობით;

გ) არ დაუშვას:

გ.ა) ნიუკასლის დაავადების მიმართ არაკეთილსაიმედო საფრინველეებთან სამეურნეო კავშირი;

გ.ბ) ტერიტორიაზე და საფრინველეში უცხო პირებისა და ტრანსპორტის შესვლა , რომელიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ ტერიტორიის და ფერმის მომსახურებასთან ;

გ.გ) ტერიტორიაზე და საფრინველეში შესვლა სანიტარიულ გამშვებში შხაპის მიღების, სპეციალური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოსვის გარეშე, ოჯახურ წარმოებაში -  სპეციალური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოსვის გარეშე;

დ) დაიცვას ვეტერინარულ - სანიტარიული და ზოოჰიგიენური მოთხოვნები.

2. საფრინველე უნდა იმყოფებოდეს დახურული ტიპის საწარმოო რეჟიმზე. ოჯახურ წარმოებაში ფრინველის ეზოებრივი შენახვისას, მათი გამოზრდა უნდა ხდებოდეს იზოლირებულად, სპეციალურად აგებულ საფრინველეში, ვეტერინარულ - სანიტარიული წესების დაცვით.

3. საერთო პროფილაქტიკურ ღონისძიებებთან ერთად, ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების საკითხს წყვეტს ვეტერინარი ექიმი, მფლობელთან შეთანხმებით, ამ წესისა და ვაქცინის გამოყენების ინსტრუქციის მოთხოვნათა შესაბამისა