1. ნიუკასლის დაავადების დადასტურებისას, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარების გზით.

2. ნიუკასლის დაავადებაზე კარანტინი   წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის მიერ;

ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ან საქართველოს მთავრობის მიერ.

3. საფრინველეში ნიუკასლის დაავადების არსებობის ოფიციალურად დადასტურების   შემთხვევაში, სააგენტო, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2-მე-15 პუნქტებში მითითებული ზომების გარდა, ადგენს:

ა)  ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით, სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, ადგილზე დაუყოვნებლივ მოიკლას საფრინველეში არსებული მთლიანი სულადობა. კვერცხი, მკვდარი და მოკლული სულადობა უნდა განადგურდეს;

ბ) ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის გაუვნებლობის მიზნით, სავარაუდოდ დაინფიცირებული ყველა ნივთიერება და ნარჩენი, როგორიცაა საკვები,   ქვეშსაგები, სკორე, განადგურდეს ან დამუშავდეს სახელმწიფო ვეტერინარის მითითებებითა და ზედამხედველობით;

გ) ნიუკასლის დაავადების ინკუბაციის პერიოდში   დამზადებული ფრინველის ხორცი და საინკუბაციო კვერცხი, რომელიც გატანილია საფრინველედან, იქნას მიკვლეული და განადგურებული, ხოლო დაავადების საინკუბაციო პერიოდში გამოჩეკილ წიწილებზე წესდება ზედამხედველობა. ამავე პერიოდში საფრინველედან გატანილი სუფრის კვერცხი უნდა იქნას მიკვლეული და განადგურებული, გარდა იმ   კვერცხისა, რომელსაც გატანამდე ჩაუტარდა დეზინფექცია;

დ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გატარების შემდეგ საფრინველეები, მათი შემოგარენი, სატრანსპორტო საშუალებები და სავარაუდოდ დაინფიცირებული ყველა დანადგარ - მოწყობილობა, გაიწმინდოს და მოხდეს მათი დეზინფექცია ან დამუშავება ამ წესის მე-15 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ე) აიკრძალოს ფრინველის საფრინველეში აღწარმოება, ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნების შესრულებიდან არანაკლებ 21 დღის გასვლამდე;

ვ) ეპიდემოლოგიური გამოკითხვა განხორციელდეს ამ წესის მე-9 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

4. დასაშვებია, სააგენტომ გაავრცელოს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ზომები იმ მეზობელ საფრინველეებზეც, რომელთა მდებარეობა ხელს უწყობს   აღმძვრელის შეტანას იმ საფრინველეებიდან, რომლებშიც დადასტურდა ნიუკასლის დაავადება.

5. ფრინველის იმ გუნდში, რომელშიც ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად გამოყოფილია ნიუკასლის დაავადების ვირუსის შტამი, რომლის ინტრაცელებრალური პათოგენური ინდექსი აჭარბებს 0,7-ს და ნაკლებია 1,2-ზე, არ მჟღავნდება ნიუკასლის დაავადების კლინიკური ნიშნები და ვირუსი გამოყოფილია ატენუირებული ცოცხალი ვაქცინიდან , სააგენტოს შეუძლია არ გაითვალისწინოს ამ მუხლის მესამე პუნქტის „ა“ და “ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები. ამ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია 30 დღის განმავლობაში საფრინველეზე დააწესოს ზედამხედველობა და მოითხოვოს:

ა) ამ წესის მე-6 მუხლის მე-2, მე-3, მე-5 და მე-11 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გატარება;

ბ) საფრინველედან ფრინველის გაყვანის აკრძალვა , გარდა სააგენტოს ნებართვით სასაკლაოზე გაგზავნილი ფრინველისა.

6. სააგენტომ წინასწარ უნდა აცნობოს სასაკლაოს მფლობელ ბიზნესოპერატორს ფრინველების გაგზავნის შესახებ. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ფრინველი სასაკლაოზე უნდა განთავსდეს და დაიკლას   განცალკევებით სხვა   ფრინველისგან.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად მიღებული ახალი ფრინველის ხორცზე დაიტანება ჯანმრთელობის ნიშანდება სპეციალური შტამპით. შტამპი უნდა იყოს ოვალური ფორმის, რომელზეც გავლებულია ორი პარალელური სწორი ხაზი, რომელთა შორის მანძილი არანაკლებ 1 სმ-ს უნდა შეადგენდეს,  ხაზი უნდა კვეთდეს ოვალური ფორმის წრეს ისე, რომ იქ არსებული ინფორმაცია გარკვევით იკითხებოდეს, ამასთან ორი პარალელური ხაზი ისევე აშკარა უნდა იყოს, როგორც   ნიშნის გარე კიდე.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ნიშანდებული ხორცი უნდა იყოს მიღებული, დაჭრილი, ტრანსპორტირებული და შენახული განცალკევებით იმ ხორცისაგან, რომელიც განკუთვნილია შიდა ვაჭრობისათვის და უნდა იყოს გამოყენებული ისე, რომ თავიდან   იქნას აცილებული მისი შეტანა შიდა ვაჭრობისათვის განკუთვნილ ხორცის პროდუქტებში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ხორცს გავლილი აქვს სითბური დამუშავება ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში, ცენტრისკენული ძალით 3,00 ან მეტი.

9. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები შეიძლება გადაიხედოს მეცნიერული კვლევების შედეგების გათვალისწინებით, ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინ(ებ)ის  დანერგვა - გამოყენებისა